20 February 2021

5.6: ზომიერება ცოდნის მიღების შესაძლებლობაში (ალ-თემექქუნ) - ბოლო ნაწილი

 

შემდეგ ქცეულ დარულ-ქუფრის ქვეყნებში ცოდნის მიღება და ჭეშმარიტების გაგება შესაძლებელია. ასეთ ტერიტორიაზე უცოდინრობა არავისთვისაა საპატიო. თუმცა, გამონაკლისია დახურული საკითხები, რომლებიც გასაგებია მცოდნესთვის და გაუგებარია სხვა ადამიანებისთვის.

ამ საკითხში ზომიერებას ერთ-ერთი ყიასის (შედარების) მიხედვით ვადგენთ, რაც შემდეგია: შუამავალ მუჰამმედის შუამავლობამდე გადარჩენილი და განადგურებული არაბების მდგომარეობა. როგორც წინა თავებში ვთქვით, ისინი იბრაჰიმის რელიგიის მიხედვით მოქმედებდნენ, თუმცა დამახინჯებულად. ზეიდ იბნ ამრ იბნ ნუფეილის მსგავსად, ზოგიერთმა ძალისხმევა გამოიჩინა, თავჰიდის ცოდნა მიიღო და კერპები მიატოვა. სხვებმა კი თავიანთ თემს მიბაძეს. შუამავალმა მათი ქააფირობისა და სასჯელის შესახებ გვაცნობა. იბრაჰიმის რელიგიის არასრულად მათთან მიღწევა ჰუჯჯათათ თუ ჩაითვალა, მაშინ როგორ შეიძლება ჩაითვალოს იმ ხალხის მდგომარეობა საპატიოდ, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ ცოდნის მიღება?

ამ საკითხის შესახებ შეიხ აბდულაზიზ იბნ ბაზი ამბობს: „უცოდინრობის საკითხისთვის ორ მდგომარეობას აქვს ადგილი: მდგომარეობები რა დროსაც უცოდინრობა საპატიოა და მდგომარეობები რა დროსაც უცოდინრობა საპატიო არ არის. მუსლიმანებთან ერთად ცხოვრების დროს ვინმემ ქუფრი რომ ჩაიდინოს, ალლაჰს თანაზიარი რომ დაუდგინოს ან ალლაჰის გარდა სხვას რომ ემსახუროს, ასეთი ადამიანის მდგომარეობა საპატიო არ არის, რადგან უგულისყუროდ მოიქცა, რელიგიისთვის საკმარისად არ იფიქრა და არ გამოიკვლია. ალლაჰის გარდა მკვდრებზე, ხეებზე, ქვებზე, კერპებზე და მსგავს რაღაცეებზე ღვთისმსახურება, ასევე ალლაჰის რელიგიისგან ზურგის შექცევა და უგულისყურობა საპატიო არ არის. ალლაჰი ბრძანებს: ‘46/3. ხოლო რომელთაც უარყვეს, ზურგს აქცევენ იმას, რითიც შეაგონეს.’ შუამავალმა საკუთარი გარდაცვლილი დედის პატიება როდესაც ითხოვა, ალლაჰმა ნება არ მისცა, რადგან მისი დედა კერპზე თაყვანისმცემაში გარდაიცვალა. ასევე, საჰაბემ შუამავალს გარდაცვლილი მამის შესახებ როდესაც ჰკითხა, შუამავალმა უპასუხა: ‘ის ცეცხლშია.’ საჰაბეს სახეზე ფერი როდესაც შეეცვალა, შუამავალმა დაამატა: ‘მამაჩემიც და მამაშენიც ცეცხლშია.’ რადგან ისიც ალლაჰზე თანაზიარის დადგენის დროს გარდაიცვალა. ასე, რომ ის, ვინც მუსლიმანებს შორის ცხოვრობს და ალლაჰის გარდა იმამ ბედევის, ჰუსეინს, შეიხ აბდულყადირ ჯეილანის, შუამავალ მუჰამმედს ან ალის ეთაყვანება, დიდი შირქის კეთებით საერთოდ არ  არიან საპატიო. რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ყურანი და სუნნეთი მათთან ახლოს არის, მათ ზურგი შეაქციეს.

რაც შეეხება მეორე მდგომარეობას: საპატიოა ისეთი ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ქვეყნის მეორე კუთხეში, ისლამისგან შორს მდებარე ქვეყანაში ცხოვრობენ და რომელთანაც იყამეთულ ჰუჯჯა არ მიღწეულა. მათი საქმენი ალლაჰის ხელშია. სწორია ის აზრი, რომ ისინი ყიამეთის დღეს გამოცდას გაივლიან. თუ დამორჩილდებიან სამოთხეში შევლენ თუ არადა ჯოჯოხეთში. ალლაჰი ბრძანებს: ‘შუამავლის გამოგზავნამდე დამსჯელნი არ ვართ’. ასევე, ამ საკითხის შესახებ სახიხი ჰადისებიც არსებობს. იბნუ’ლ ყაიიმმა (რაჰიმაჰულლაჰ) ნაწარმოებში ‘თარიიყუ’ლ-ჰიჯრეთეინ’-ში პასუხისმგებელი პირების სტატუსებზე ფართოდ ისაუბრა...“[1]

მნიშვნელოვანი შენიშვნა: განსხვავება რელიგიურ ჰუქმსა და დედამიწისეულ განსჯას შორის

კითხვას „ქუფრი სიტყვის მთქმელი ან ქუფრი ქმედების შემსრულებელი თუ განაცხადებს, რომ შესრულებული ქუფრის შესახებ არ იცოდა, ასეთ დროს მისი განცხადება (სიტყვები) მიიღება?“ ვუპასუხებთ შემდეგნაირად:

ყურადღება უნდა მივაქციოთ დედამიწისეულ განსჯასა და ამ პიროვნების რელიგიურ ჰუქმს შორის განსხვავებას. ცოდნის მიღების შესაძლებლობის მიუხედავად, ადამიანი უცოდინრობას თუ განაცხადებს, მაშინ მისი განაცხადი საპატიოდ არ ჩაითვლება და მისი ეს სიტყვები ალლაჰის წინაშე სარგებელს არ მოუტანს. ამგვარი ადამიანის განაცხადი იგივეა, რაც შუამავლის წინაშე მუნაფიყების (ორპირების) განაცხადი. მათ მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა ისინი დედამიწისეული ჰუქმების სასჯელისგან იხსნა, თუმცა ახირეთში სარგებელს არ მოუტანს. ასე, რომ ცოდნის მიღების შესაძლებლობის მქონე ადამიანი უცოდინარი რომც იყოს, ალლაჰის წინაშე არასაპატიო მიზეზის მქონე ქააფირია. ამ მდგომარეობაში თუ მოკვდება, მაშინ მოკვდება ისე, როგორც სამუდამო ჯოჯოხეთის მკვიდრი ქააფირი.

თუმცა, დედამიწისეულ ჰუქმებში საპატიო მიზეზის მიმღები პირი თუ არსებობს, ეს ყადია, რომელსაც მისი (დამნაშავის ან ეჭვმიტანილის) მდგომარეობა უნდა გადაეცეს. სალაფი ყადები ამგვარი ადამიანის მდგომარეობას საპატიოდ არ მიიჩნევდნენ.[2] ყადი მის მიზეზს საპატიოდ თუ არ ჩათვლის და მურთადის ჰუქმს გასცემს - სხვა დანარჩენი პირობებიც თუ შესრულებული იქნება - ჰუქმის გაცემის შემდეგ, პიროვნება სიკვდილით დასჯამდე მონანიებისკენ მოიპატიჟება. თუ მოინანიებს მაშინ მუსლიმანის ჰუქმი მიეცემა.

მუსლიმანი ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს მუსლიმნად თვლის და ქუფრის შემცველ ქმედებებს ასრულებს, როგორიცაა: ნამაზის მიტოვება, რელიგიის გალანძღვა, სასაფლაოსთან დაკავშირებული შირქების შესრულება და ა.შ, მოექცევა ისე, როგორც ქააფირს, მიუხედავად იმისა ქმედების შემსრულებელმა შესრულებული ქმედების ქუფრისა და შირქის შესახებ რომც არ იცოდეს. ვინაიდან, მას ცოდნის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა რელიგიას ზურგი შეაქცია. ინფორმაციის გამოკვლევა და შესწავლა ქმედების შემსრულებლისთვის ვააჯიბია, რადგან თავიდანვე ამის გაკეთება (ცოდნის მიღება) მისთვის სავალდებულო იყო. თუ მოინანიებს და ქუფრს მიატოვებს, მაშინ მუსლიმანის ჰუქმი მიეცემა. ხოლო, თუ გაჯიუტდება, მაშინ ის ჯიუტი ქააფირია.

კონკრეტული პიროვნების შესახებ ქააფირის ჰუქმის გაცემა სხვაა, ხოლო მისი ისლამისკენ მოპატიჟება სხვა. წინა თავებში ჰუჯჯათის შესრულებასა და მოწოდებას შორის სხვაობაზე ვისაუბრეთ. ორივე მათგანი ცალ-ცალკე ვააჯიბია. იმისათვის, რომ ამგვარი ხალხი ისლამში შევიდნენ, პერიოდულად ისლამისკენ მოპატიჟებაა საჭირო.



[1] ბინ ბაზზ, მეჯმუუ ფეთავა, შეადგინა: მუჰამმედ ბ. სა’დ აშ-შუვეირ, 4/26-27. ეს ფეთვა ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალში: ბუჰუსი’ლ-ისლამიიე, გამოცემა 25, გვ: 85-86. ამ სიტყვების მსგავს სიტყვას გადმოსცემს იბნი თეიმიიეს ფეთვების შემკრები შეიხ აბდურრაჰმა იბნ ყასიმ ალ-ჰანბელი, ‘ას-სეიფუ’ლ-მესლუუს ალაა აბიდი’რ-რასულ’, გვ: 11-12.

[2] ყადი იიად, აშ-შიფა, მე-4 ნაწილი.

12 February 2021

5.5: სწავლულების ზოგიერთი გამონათქვამები, რომლებიც „ცოდნის მიღების შესაძლებლობა“-ს ეხება

 13.    საუდის ფეთვას მუდმივი საბჭო-ს 9257 ნომრიანი ფეთვა:

„პიროვნება მხოლოდ ალლაჰისადმი შესასრულებელ ღვთისმსახურებებს, როგორიცაა: ალლაჰზე შესაწირის შეწირვა ან ალლაჰის წინაშე პირობის აღთქმა და ა.შ, სხვის მიმართ თუ შეასრულებს და ამასთანავე, ისეთ ადგილას თუ ცხოვრობს, სადაც მუსლიმანები არ ცხოვრობენ და მოპატიჟება მასთან არ მისულა, უცოდინრობის გამო კი არა, არამედ მოპატიჟების მასთან მიუღწევლობის გამო მისი მდგომარეობა საპატიოდ ჩაითვლება. იმამ მუსლიმი აბუ ჰურეირასგან, ეს კი შუამავლისგან (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) გადმოსცემს: ‘ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, იუდეველი იქნება თუ ქრისტიანი, ჩემს არსებობას თუ გაიგებს, ჩემს მიერ მოტანილს არ იწამებს და ამგვარად მოკვდება, მაშინ ის ჯოჯოხეთის მკვიდრთაგანი იქნება.’ შუამავალმა საპატიოდ არ მიიჩნია ისეთი ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც მისი არსებობა გაიგო და არ იწამა. რწმენის საფუძვლებში უცოდინრობა გამართლებული არ არის მისთვის, ვინც ისლამურ ქვეყანაში ცხოვრობს და შუამავლის არსებობაზე ინფორმაცია აქვს. რაც შეეხებათ საჰაბეებს, რომლებმაც შუამავლისგან ზათუ ენვათის მსგავსი ხე ისურვეს: ისინი ურწმუნოებიდან ახალად გამოსულები იყვნენ. მათ მხოლოდ ისურვეს, ქმედება კი არ განუხორციელებიათ. შარიათის საწინააღმდეგო რაღაცის მოთხოვნის დროს შუამავალმა აცნობა, რომ მათი სურვილის განხორციელების შემთხვევაში ქუფრში აღმოჩნდებოდნენ.“[1]

14.    შეიხ აბდულაზიზ იბნ ბაზ:

უცოდინრობის გამოცხადებასა და უცოდინრობის საპატიო მიზეზად ჩათვლის საკითხში ზოგიერთი დეტალი მოიძებნება. უცოდინრობა ყველასთვის საპატიო არ არის. ალლაჰის წიგნში ცხადად თქმული და მუსლიმებს შორის გავრცელებულ საკითხებში უცოდინრობის განაცხადი არ მიიღება. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი აყიდასა და რელიგიის საფუძვლებს ეხება. ალლაჰმა შუამავალი იმიტომ გამოგზავნა, რომ ხალხისთვის რელიგია დეტალურად განემარტა. აქედან გამომდინარე, შუამავალმა უმმეთს ცხადი შეტყობინება გადასცა და ჭეშმარიტი რელიგია დეტალურად შეასწავლა... ჭეშმარიტი გზა ალლაჰის წიგნშია გადმოცემული. ყოველივე ამის მიუხედავად, ადამიანები რელიგიაში არსებულ სავალდებულო და ასევე, ადამიანებს შორის გავრცელებულ საკითხებში უცოდინრობას თუ განაცხადებენ, მაგ: შირქი და ალლაჰის გარდა სხვაზე თაყვანისცემა, ნამაზის შესრულების ვალდებულობა ან რამაზნის მარხვა, ზექათის, ჰაჯობის, რომლის შესრულებაც შეძლებისდაგვარადაა... აუცილებლობა და ა.შ. - არცერთ საკითხში უცოდინრობა არ მიიღება, რადგან ეს თემები მუსლიმანთა შორის გავრცელებული და აუცილებლად შესასრულებელი საკითხებია.

ვინმემ რამდენადაც არ უნდა განაცხადოს რომ არ იცის: მუშრიქთა მიერ საფლავებისა და კერპების წინაშე შესრულებული ქმედებების, მკვდრებზე შევედრების, მათგან დახმარების თხოვნის, მათ მიმართ შესაწირის შეწირვის ან კერპებზე, ვარსკვავებზე, ხეებზე, ქვების მიმართ ყურბნის დაკვლის ან მკვდრებისგან, ჯინებისგან, ანგელოზებისგან ან შუამავლებისგან ჯანმრთელობისა და მტრის წინაშე დახმარების მოთხოვნის შესახებ... ყოველივე ამ ქმედების შირქის შესახებ ალლაჰის წიგნში ცხადადაა გადმოცემული, ასევე შუამავალმაც განაცხადა...

შუამავალმა ჯუბბეთი[2] იჰრამის[3] შემსრულებელსა და სუნამოს გამომყენებელს შემდეგნაირად მიმართა: „ჯუბბე გაიხადე, სუნამო ჩამოირეცხე და უმრე შეასრულე ისე, როგორც ჰაჯობა.“ მისი უცოდინრობის გამო, შუამავალმა გამოსასყიდი არ მოითხოვა. ამგვარ თემებში უცოდინარი უნდა შეგონდეს.

რაც შეეხება რელიგიის საფუძვლებსა და ცხადად გამოცხადებულ ჰარამებს: ამ საკითხში არავის უცოდინრობა არ მიიღება. მუსლიმანებს შორის მყოფი პიროვნება თუ იტყვის, რომ მან მრუშობის ჰარამობის შესახებ არ იცის, არავითარ შემთხვევაში მისი ეს განაცხადი არ მიიღება და მისთვის მრუშობის სასჯელი აღსრულდება. ასევე, პიროვნება, რომელიც მუსლიმანებს შორის ცხოვრობს და ალკ. სასმელის ან მშობლების წინააღმდეგ წასვლის ჰარამობის შესახებ თუ იტყვის, რომ მან ეს არ იცოდა, მისი არცოდნა საპატიოდ არ ჩაითვლება და შესაბამისად დაისჯება. ამგვარად, საპატიო არ არის პიროვნების მდგომარეობა, რომელიც  ჰომოსექსუალიზმის ჰარამობის შესახებ იტყვის, რომ მან ეს არ იცოდა. ყოველი ეს ცხადი და ისლამის მიერ განსაზღვრული საკითხებია, რომლებიც მუსლიმანების მიერ ცნობილია.

თუმცა, უცოდინრობა შესაძლებელია საპატიო იყოს მისთვის, ვინც ისლამის ქვეყნიდან შორს ან ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მუსლიმანები არ მოიძებნებიან. პიროვნება ამ მდგომარეობაში თუ მოკვდება, მაშინ მისი საქმე ალლაჰს ეკუთვნის. მისი ჰუქმი მსგავსია ფათრათის დროს მცხოვრების ჰუქმისა. სწორია ის, რომ ისინი ყიამეთის დღეს გამოიცდებიან. გამოცდის დროს ბრძანების შესაბამისად თუ იმოქმედებენ, სამოთხეში მოხვდებიან, თუ არადა ჯოჯოხეთში. ხოლო, რაც შეეხება მუსლიმანებს შორის მცხოვრებ ქუფრი ქმედების შემსრულებელსა და ვააჯიბების მიმტოვებელს: ასეთი პიროვნების მდგომარეობა საპატიო არ არის, რადგან ყველაფერი ცხადია და მოიძებნებიან მუსლიმანები, რომლებმაც იციან ნამაზის, მარხვის, ჰაჯობის, მრუშობის, ალკ. სასმელისა და მშობლების შესახებ. ყველაფერი ეს მუსლიმანებისთვის ცნობილი და გავრცელებული საკითხებია. ამგვარად, ასეთ დროს უცოდინრობის გამოცხადება მიუღებელია.“[4]

„ის, ვინც ისლამის ქვეყანაში ქუფრს გამოხატავს, მისი ჰუქმი ქააფირების მსგავსია. ხოლო, ვისთანაც მოპატიჟება და შუამავლის არსებობა არ მიღწეულა, ყიამეთის დღეს გამოცდის ნიშნად, როგორც „ესვედ იბნ სერი“-ს ჰადისშია გადმოცემული, ალლაჰი მასთან ცეცხლის მორგვს გაგზავნის და უბრძანებს, რომ მასში შევიდეს. ბრძანებას თუ შეასრულებს, ცეცხლი მისთვის გრილი გახდება და ამგვარად გადარჩება, ხოლო თუ არა, მაშინ ცეცხლი მისკენ გაემართება და გარს მოეხვევა...“[5]

მოკლედ, რისალლეთ ჰუჯჯათის შესრულების ზღვარი განისაზღვრება ცოდნის მიღების შესაძლებლობით. ადამიანს თუ მათი შესწავლის შესაძლებლობა არ გააჩნია, მაშინ მის მიერ შესრულებული ცოდვის შესაბამისი ჰუქმი მისი უცოდინრობის გამო დაბრკოლდება. თუმცა, ცოდნის მიღების შესაძლებლობის მიუხედავად, შესაბამისად თუ არ მოიქცევა, მაშინ მისი უცოდინრობა არ გამართლდება და ამგავრად, არ დაბრკოლდება მის მიმართ გასაცემი ჰუქმიც.

რაც შეეხება მას, ვისაც ცოდნის მიღების შესაძლებლობა გააჩნია და ამისთვის ძალისხმევას იჩენს, თუმცა ვერ იპოვის ისეთს, ვინც შეასწავლის ან იპოვის, თუმცა მხოლოდ ნაწილს შეისწავლის: ასეთ დროს ვააჯიბი ჰუქმების უმეტესობა რომც არ იცოდეს და მათით რომც არ მოქმედებდეს, დაკისრებული ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვლება.



[1] სამეცნიერო კვლევებისა და ფატვას მუდმივი საბჭო: აბდულლაჰ იბნ ყუუდ, აბდულლაჰ იბნ ღიდეიიან, აბდურრეზზაყ აფიფი, აბდულაზიზ იბნ ბაზ, ფეთავა’ლ-ლეჯნეთი’დ-დაიმეთი, 2/33-34, დარუ’ლ-ასიმა-ს გამოცემა, ჰ. 1411.

[2] მოკლე ლაბადა;

[3] წესები, რომლებიც მექაში მიმავალმა უნდა დაიცვას.

[4] იბნ ბაზ, ფეთავა ვე თენბიჰათ, გვ: 239-242, მექთებეთუ’ს-სუნნე-ს გამოცემა, ჰ.1409.

[5] იბნ ბაზ, ფეთავა ვე თენბიჰათ, გვ: 213.

06 February 2021

ჰუზეიფეს (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ჰადისი

 ჰუზეიფე (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „ისლამი დაიკარგება ისე, როგორც ტანისამოსის ნაქარგი. არ ეცოდინებათ ნამაზი, მარხვა, სადაყა და არც ყურბანი. დედამიწაზე ალლაჰის წიგნი წაიშლება ისე, რომ ერთი აიათიც არ დარჩება. მოხუცები დარჩებიან, რომლები იტყვიან: ‘ჩვენი მამები ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის გზაზე ვიპოვეთ.’ იქვე მყოფი, სახელად ‘სილა’ იკითხავს: ‘მათ არ ეცოდინებათ ნამაზის, მარხვის, სადაყისა და ყურბნის შესახებ?’ ჰუზეიფე სახეს იბრუნებს. შეკითხვას სამჯერ როდესაც გაუმეორებს, უპასუხებს: ‘ჰეი სილა! ეს სიტყვა მათ ცეცხლისგან გადაარჩენს.’“[1]

ამ ჰადისის გამოყენებით ამბობენ: „ისინი თავჰიდს მნიშვნელობის ცოდნის გარეშე წარმოთქვამდნენ, ამელი კი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა გადარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უცოდინრობა საპატიოა.“

საპასუხოდ ვიტყვით:

ა) ჰადისში ნათქვამია, რომ ყურანი წაიშლება, რა დროსაც ერთი აიათიც კი არ დარჩება. ეს ჰადისი დღევანდელობას რამდენად შეესაბამება მაშინ, როცა ყურანი და მისი განმარტებები ხალხს სახლში თაროებზე უწყვია?! გასაკვირია ამგვარი რამ. როგორც უკვე ვთქვით, სწავლულებმა ახალად გამუსლიმანებულისა და შორს მცხოვრების (რომელსაც ცოდნასთან მიღწევა არ შეუძლია) მდგომარეობა საპატიოდ მიიჩნიეს. ჰადისში მოხსენებული ხალხის მდგომარეობა კი უფრო საპატიო იქნება, რადგან მათ დროს ერთი აიათიც კი არ დარჩება.

ბ) ჰადისში არ არის არავითარი მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხალხი შირქს ასრულებს. რაც შეგვიძვლია ვთქვათ მათზე არის ის, რომ ყურანის არარსებობის გამო შესასრულებელი ღვთისმსახურებები არ ეცოდინებათ, შესაბამისად ვერც შეასრულებენ.

გ) შუამავალი საუბრობს ერთ-ერთ მდგომარეობასა და დროზე. რაც შეეხება მათი გადარჩენის საკითხს:

-          გადარჩენის შესახებ საუბარი საჰაბესა და თაბი’ინს შორის მოხდა. ჰადისის მერფუ[2] ნაწილში კი, გადარჩენაზე არაფერია ნათქვამი.

თუ ითქვა, რომ ჰუზეიფეს პირადი აზრის შესახებ არაფერია ნათქვამი, რის გამოც ჰადისი სრულიად მერფუ-ია, მაშინ ვიტყვით:

-          ჰადისის ნაწილი, სადაც გადარჩენაზეა საუბარი, ახირეთში გადარჩენაზე მიუთითებს და არავითარ კავშირში არაა დედამიწისეულ ჰუქმთან.



[1] იბნ მაჯე, ჰაქიმ.

[2] მერფუ ჰადისი: ჰადისი, რომლის წყაროც პირდაპირ შუამავალია.

03 February 2021

ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის დაწვა ისურვა

„ჩვენამდე მყოფ საზოგადოებიდან ერთ-ერთ კაცს სიკეთე საერთოდ არ ჰქონდა გაკეთებული. სიკვდილის მოახლოების დროს, შვილებს საკუთარი სხეულის დაწვა და ფერფლის ზღვაში მიმოფანტვა უბრძანა. მან თქვა: „ალლაჰმა რომ გამაცოცხლოს მკაცრად დამსჯის.“ ალლაჰმა ხელმეორედ როდესაც გააცოცხლა, ჰკითხა თუ რაიყო მისი ქმედების მიზეზი. მან კი უპასუხა, რომ ამგვარი რამ მისდამი (ალლაჰისადმი) შიშმა გააკეთებინა. რის შემდეგაც ალლაჰმა იგი შეიწყალა.“

ეს ჰადისი ბუხარისა და მუსლიმის წიგნებშია გადმოცემული. ამ ამბავის მთხრობელნი ამბობენ, რომ კაცმა ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვი შეიტანა, მიუხედავად ამისა, ალლაჰმა მას აპატია. რაც იმას ნიშნავს, რომ უცოდინრობა საპატიოა.

ამგვარ განცხადებაზე პასუხის გაცემამდე გვინდა ვთქვათ, რომ ეს ჰადისი სხვადასხვა სიტყვებითაა გადმოცემული:

ა) გადმოცემები, რომელთა მიხედვითაც კაცმა საკუთარი თავის დაწვა ალლაჰის შიშის გამო ბრძანა, სადაც ალლაჰის ძალაუფლების უარყოფის შესახებ არაფერია ნათქვამი.[1]

ბ) გადმოცემები, რომლებიც გარეგნულად ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვის შეტანაზე მიუთითებს, სადაც ნათქვამია „ლეინ ყედერე ალეიიე რაბბი - ჩემი ღმერთი თუ შეძლებს.“[2]

გ) გადმოცემები, რომლებიც ალლაჰის ძალაუფლების უარყოფაზე კი არა, არამედ მტკიცებაზე მიუთითებს: „ჩემს ღმერთს შეუძლია ხელმეორედ გაცოცხლება“ იფიქრებს, რომ სასჯელი არ მოელის.[3]

აქ რისი თქმაც გვინდა, შემდეგია: ზოგიერთი მწერალი ჰადისის ერთ ვერსიას გადმოსცემს და ამით მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ჰადისის მნიშვნელობას ამგვარად თუ გავიგებთ, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა მნიშვნელობის მიმნიჭებელი სწავლულების თა’ვილი (ინტერპრეტაცია) უსაფუძვლოა. მკითხველმა ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას, რადგან ჰადისი სხვადასხვა სიტყვითაა მოღწეული. აქედან გამომდინარე, სწავლულებმა ზოგადი წესისა და არგუმენტების საფუძველზე ჰადისი სხვადასხვა მნიშვნელობით განმარტეს. ახლა კი, ვიხილოთ ჰადისის შესახებ ნათქვამი სიტყვები:

1)   ჰადისის გარეგნობის მიხედვით შეფასება, რის მიხედვითაც კაცს ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვი შეეპარა

ამ შეხედულებას იზიარებენ შეიხულ ისლამ იბნ თეიმიიე და იბნ ყაიიმი.

იბნ თეიმიიე (რაჰიმაჰულლაჰ): „კაცმა იფიქრა, რომ ფერფლის გაფანტვის შემთხვევაში ხელმეორედ ვერ გაცოცხლდებოდა და ამგვარად, ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვი შეეპარა. ასეთი რამ მუსლიმანების ერთხმიანი აზრით ქუფრია, თუმცა კაცი ერთ-ერთი უცოდინარი მორწმუნე იყო, რომელსაც ეშინოდა ალლაჰის სასჯელის. ალლაჰმაც მას აპატია.“[4]

იბნ ყაიიმ (რაჰიმაჰულლაჰ): „...კაცმა ალლაჰის ძალაუფლებასა და ხელმეორედ გაცოცხლების შესაძლებლობაში ეჭვი შეიტანა. ასევე, არავითარი სიკეთე არ ჰქონდა გაკეთებული. ალლაჰმა მას ჰკითხა: ‘რამ გაიძულა ამის შესრულება?’ მან უპასუხა: ‘შენს მიმართ შიშმა ჩემო ბატონო. ეს შენ უკეთესად იცი.’ ალლაჰმა მას აპატია.’“[5]

ასევე, კაცის უცოდინრობასა და ეჭვის არსებობას იბნ ჰაზმიც (რაჰიმაჰულლაჰ) აცხადებს.[6]

2)      ისინი, რომლებმაც ჰადისი სრული სიტყვებით აიღეს და მათ შორის კავშირის დამყარებას შეეცადნენ

სწავლულები, რომლებმაც აიღეს ის გადმოცემები, რომლებიც არა უარყოფას, არამედ მტკიცებას გამოხატავდნენ. ეს მეთოდი იმიტომ აირჩიეს, რომ ამგვარი მნიშვნელობა არაბულ ტერმინოლოგიაში არსებობს.

იმამ ნავავი მუსლიმის შარხში (განმარტებაში) ამბობს: „ერთ-ერთმა ჯგუფმა თქვა: ამ ჰადისის განმარტება, როგორც ალლაჰის ძალაუფლებაში ეჭვის შეტანა, სახიხი არ არის, რადგან მის ძალაუფლებაში ეჭვის შემტანი ქააფირია. სხვა გადმოცემა გვიჩვენებს, რომ ამგვარი რამ ალლაჰისადმი შიშის გამო გააკეთა. სინამდვილეში კი, ქააფირს ალლაჰისგან არ ეშინია და ასევე, ქააფირის შეწყალებაც არ ხდება. ამ ჯგუფის მიხედვით, ჰადისის ორი თა’ვილი (ინტერპრეტაცია) არსებობს:

1-     სასჯელი თუ აღთქმულია (ქაზა): მაშინ ეს ზმნა (ყადერე) შესაძლებელია წაკითხული იქნას, როგორც გაორმაგებით, ასევე გაორმაგების გარეშეც. ორივე შემთხვევაში მნიშვნელობა იგივეა.

2-     თუ შეიკვეცა (დეიიექე): მაშინ ამგვარი რამ ყურანშიცაა გამოყენებული. მაგ: სურა ფაჯრ/16 და ენბიია/87.

ამ მნიშვნელობასა და თაფსირს გადმოსცემს: იმამ ა’ინი, ბუხარის შერხში (ირშად ას-სარი 10/439), იმამ სუიუტი, იმამ იბნი აბდულბერისგან - მუვატტას შერხში (თენვირ ალ-ჰევალიქ, 1/239) და ჰაფიზ იბნი ჰაჯერი, ფეთხუ’ლ-ბარიში (13/289).

ამ განმმარტებლების ყველაზე დიდი დალილი ყველა გადმოცემის ერთიანად გათვალისწინებაა. მაგალითად, ზოგიერთ გადმოცემაში ნათქვამია: „ალლაჰს ძალა თუ ეყოფა“, ზოგიერთში კი: „ალლაჰთან თუ წავალ დამსჯის“. მუსლიმის გადმოცემაში კი ნათქვამია: ‘უეჭველად, ალლაჰს ჩემი დასჯა შეუძლია.“ იმის გამო, რომ გადმოცემები ურთიერთსაპირისპიროა, სწავლულებმა ეს ჰადისი არაბული ენის ლექსიკური მნიშვნელობის შესაბამისად განმარტეს.

შენიშვნა: იბნი თეიმიიე და იბნი ჰაზმი ამბობენ, რომ ზმნის „ყადარე“ ლექსიკური მნიშვნელობა „შეკვეცა“ არ არის. იბნ ჰაზმი ასეთი ფორმით გადმომცემთა შესახებ მძიმე სიტყვებს ამბობს: „სიტყვების დამმახინჯებლებმა თქვეს, რომ...“

ის, რომ ამ ფორმის განმარტება არაბულ ენაში მისაღებია და საჰაბეებს ზოგიერთი აიათი ამგვარად განუმარტავს, იხილეთ ქურთუბის სურა ენბიას 87-ე აიათში. აქ გადმოცემული ზმნა ‘ყედერე’, ‘დეიიექე’-ს მნიშვნელობითაა. იბნ აბბასიც ამგვარად განმარტავს.

3)      კაცს ეჭვი არ შეპარვია. არაბულ ენაში გავრცელებული მეთოდი გამოიყენა. მნიშვნელობა ისეთია თითქოს მსმენელს ეჭვს უჩენს, სინამდვილეში კი ჭეშმარიტებაზე საუბრობს. შემდეგი აიათი ამის მაგალითია: „ჰკითხე: „ვინ გაძლევთ სარჩოს ზეციდან და მიწიდან“? უპასუხე: „ალლაჰი! და უეჭველად, ერთ-ერთი ჩვენგანი ან სწორ გზას ადგას, ან ცხად გზააბნევაშია“.“ (სურა სებე, 24). მიუხედავად ეჭვის გამომხატველობისა, მასში ჭეშმარიტებაა. (იმამ ნავავიმ განმარტების დროს გადმოსცა).

განმარტების ეს ფორმა შეგიძლიათ იხილოთ სურა სებეს 24-ე აიათის თაფსირში (ფეთხულ ყადირ სევქანი-ქურთუბის თაფსირი).

განმარტების მიხედვით, კაცს ეჭვი არ ჰქონია. დარწმუნებული იყო იმაში, რომ ალლაჰი მას გააცოცხლებდა და დასჯიდა.

4)      კაცი ფათრათის დროს ცხოვრობდა. იმ დროს მცხოვრებთათვის თავჰიდის „ასლი“[7] საკმარისია, რადგან შარიათის დეტალები მათთან მიღწეული არ იყო.

ეს შეხედულება იმამ ნავავიმ, მუსლიმის შერხში და იბნი ჰაჯერმა, ფეთხულ ბარში გადმოსცა.

5)      კაცი თვისების (ძალაუფლების თვისების) უცოდინარია. თვისების არ მცოდნის მიმართ თაქფირი კი იხთილაფის თემაა. ყადი იაზი ამბობს: „იბნ ჯერირ ათ-თაბერიმ თვისების არმცოდნეს თაქფირი გაუკეთა.“ იმამ აშ’არიც ამ აზრზე იყო, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა. (ამ ჰადისის განმმარტებელი იმამ ნავავი).

6)      ზოგიერთი სიტყვების მიხედვით, ეს კაცი უწინ მცხოვრები საზოგადოებიდანაა. შესაძლებელია, რომ იმ დროს მათ შარიათში ქააფირს ეპატიებოდა, ხოლო ჩვენს შარიათში კი შეიცვალა. (ჰაფიზი, ფეთხულ ბარში გადმოსცემს და თან დასძენს: „ყველაზე შორს მყოფი შეხედულება.“)

7)      კაცმა სიტყვები სიკვდილის მოახლოებისას წარმოთქვა. მსგავსად კაცისა, რომელიც საუბრის დროს ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობას.

ამგვარ განმარტებას იმამ ნავავი, მუსლიმის შერხში და ჰაფიზ იბნი ჰაჯერი, ფეთხულ ბარში გადმოსცემს. ეს შეხედულება იბნი ჰაჯერის არჩევანიცაა.

თქვენ იხილეთ ჰადისი და მისი განმარტებები. შეფასებისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

-          სწავლულებმა ეს ჰადისი სხვადასხვანაიად რატომ განმარტეს? უმრავლესობის თა’ვილი ემხრობა იმას, რომ კაცს ძალაუფლებაში ეჭვი არ შეუტანია. როგორც ზოგიერთები ფიქრობენ - „უცოდინრობა სალაფების მიხედვით აბსოლუტურად საპატიო“ - თუ არის, მაშინ საკუთარი უცოდინრობის გამო რატომ არ გაამართლეს?

-          კაცი ჩვენამდე მცხოვრები საზოგადოებიდანაა. წინა დროის ამბები აბსოლუტური არგუმენტი არ არის, რადგან როგორც უკვე ითქვა, შესაძლებელია, რომ ის ფათრათის დროს მცხოვრები ყოფილიყო. ისინი მხოლოდ თავჰიდის შესრულებითა და შირქისგან შორს ყოფნით იყვნენ პასუხისმგებელნი.

-          მთავარი წესის მიხედვით, „ალბათობის არსებობის დროს მისი დალილად გამოყენება მიუღებელია.“ ამ ჰადისში არა ერთი, არამედ ათობით ალბათობას აქვს ადგილი.

-          მიუხედავად კაცისა და შესრულებული ქმედების ქუფრისა, მისი მდგომარეობა საპატიო რომ ყოფილიყო, ამის დამამტკიცებელი საბუთი იარსებებდა, რადგან ერთ-ერთი წესის მიხედვით, „საჭიროების შემთხვევაში გაფრთხილების გაჭიანურება დაშვებული არ არის.“ ალლაჰი და მისი შუმავალი ქუფრი სიტყვისა და ქმედების შემთხვევაში, ეგრევე გაფრთხილებას იძლეოდნენ, მსგავსად ზათუ ენვათის ჰადისისა.

დასკვნა: ზემოთ მოცემული ყოველი შესაძლებლობისა და განმარტებებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ: ეს ჰადისი ვინმეს არგუმენტი ვერ იქნება... მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა ეს ჰადისი უცოდინრობის გასამართლებლად რომც გამოიყენოს, ვიტყვით, რომ ჯააჰილობის ადგილი და პიროვნების მდგომარეობა ამის განზოგადოებას აბრკოლებს ანუ მიუღებელია ამ ამბავის აღება და იმის თქმა, რომ უცოდინრობა ყველა მდგომარეობაში საპატიოა, რადგან ეს კაცი ჩვენამდე ცხოვრობდა და ჰუჯჯათი მასთან არ მისულა.

ამ ჰადისის გამოყენებით ცხად საკითხებში შირქში მყოფების გამართლება არცერთ განმმარტებელს არ შეესაბამება...

თაფსირის (კაცის უცოდინრობა და მისი საპატიოდ მიჩნევა) გადმომცემი სწავლულების ყველა სიტყვის ერთად შეკრებისას გასაგები ხდება, რომ მათ მიერ ეს საკითხი განზოგადებული არ არის.

შეიხულ ისლამ იბნი თეიმიე: „მურთადია ის, ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს ან შუამავალს და მის მიერ მოტანილს შეიძულებს ან ის, ვინც საჰაბეს, თაბი’ინებს და ეთბაუ თაბი’ინებიდან რომელიმეს ქააფირებთან ერთად ბრძოლაში დაადანაშაულებს ან მას დასაშვებად მიიჩნევს ან მტკიცე იჯმას უარყოფს ან ალლაჰსა და მის შორის შუამდგომელს დაიყენებს და მას შეევედრება... კაცი ალლაჰის რომელიმე თვისების უცოდინარი თუ არის მაშინ, როდესაც მისი მსგავსი პიროვნება იგივე თვისების უცოდინარი არაა,[8] მაშინ ესეც მურთადია. თუ ისეთია, რომ შეიძლება მართლაც უცოდინარი იყოს, მაშინ მურთადი არ არის. ამის გამო, შუამავალმა ალლაჰის ძალაუფლებასა და ხელმეორედ გაცოცხლებაში ეჭვის შემტანს თაქფირი არ გაუკეთა...“ (იჰთიარეთ ილმიიე, 5/535).

შეიხმა ალლაჰის გარდა სხვაზე შემვედრებელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეგრევე მურთადად გამოაცხადა. ალლაჰის თვისების უცოდინარის შესახებ კი ეგრევე თაქფირი არ გამოიტანა, ახსნა-განმარტება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჰადისში გადმოცემული კაცის უცოდინრობის საპატიოდ მიმჩენეველნთ ჰადისი ზოგადად კი არ აუღიათ, არამედ კონკრეტული მდგომარეობებით შემოსაზღვრევს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ის კაცი წინათ მცხოვრები იყო, რომელთანაც ჰუჯჯათი მიღწეული არ იყო.

შეიხულ ისლამ იბნ თეიმიიე: „ვედრების სამი ფორმა არსებობს. პირველი: ალლაჰის გარდა მკვდარზე შევედრება. არ აქვს მნიშვნელობა ეს შუამავლის მიმართ იქნება თუ რომელიმე მორწმუნე პიროვნების მიმართ. ამგვარ სიტყვებს მიეკუთვნება: ‘ეი შენ გადამარჩინე“ ან ‘შენ შემოგეკედლები’ ან ‘მტრის წინაშე დამეხმარე’ და სხვა. ეს ყოველივე კი ალლაჰზე თანაზიარის დადგენაა. მათგან უდიდესი კი შემდეგი სიტყვებია: ‘მაპატიე, ჩემი მონანიება მიიღე’. უცოდინარი მუშრიქების მიერ შესრულებულის მსგავსად.“ (ფათავა 1/350-351).

როგორც ხედავთ შეიხი, საკუთარ პერიოდში არსებული და ასევე, ჩვენ დროშიც გავრცელებული ამ შირქის საკითხში დეტალებში არ წასულა და ეგრევე მუშრიქი ჯააჰილები უწოდა.

რომელიმე სწავლულის ნებისმიერი საკითხის შესახებ ნათქვამი სიტყვების აღება არგუმენტთან, პიროვნებასთან, საკითხთან და ვაყიასთან[9] შესაბამისობის გათვალისწინების გარეშე და მისი სიტყვებიდან ზოგადი ჰუქმის დაწესება უდიდესი უბედურებაა. სამწუხაროდ დღესდღეობით ასე ხდება.



[1] იმამ ბუხარი, ნაწილი „აჰადის ალ-ენბიია“

[2] ბუხარი და მუსლიმი.

[3] მუსლიმი.

[4] ფეთვა, 3/231.

[5] ჰადი ალ-ერვაჰ, 269.

[6] ელ-ფასლ, 3/252.

[7] საფუძველი.

[8] ანუ ერთიაიგივე ადგილას და დროს მცხოვრები ორი პიროვნებიდან ერთი უცოდინარი, ხოლო მეორე მცოდნე თუ არის.

[9] მდგომარეობა