23 April 2021

2.7 როგორ სრულდება ნამაზი?

 ხელების წამოწევა სუნნეთია. რუქუ’იდან წამოდგომის შემდეგ ამის დამატება დაშვებულია:

مِلْ ءَ السَّمَوَاتِ وَمِلْ ءَ الْاَرْضِ وَ مَا بَينَهُمَا وَمِلْءَ مَا شَسْتَ مِنْ شَيْءِ بَعْدُ  أهْلَ الثَّنَاءِ  وَ الْمَجْدِ أَحَقُّ مَا قَالَ الْعَبْدُ وَ كُلُّنَا لَكَ عَبْدٌ الَّهُمَّ لَا مَانِعَ لِمَا أَعْطَيتَ وَلَامُعْطيَ لِمَا مَنَعْتَ  وَلَا يَنْفَعُ ذَا الْجَدَّ مِنْكَ الْجَدُّ

მარჯვენა ხელის მარცხენა ხელზე მკერდზე განთავსება მუსთეჰაბია. როგორც ყიამის (ფეხზე დგომის) დროს ხელებს ამგვარად განათავსებს, ასევე რუქუ’ის შემდეგ ყიამის დროსაც ხელებს შეკრავს, რადგან შუამავლის მიერ ამგვარად შესრულების შესახებ გადმოცემები არსებობს. ვაილ ბინ ჰუჯრისა[2] და სეჰლ ბინ სა’დის[3] გადმოცემები ამაზე მიუთითებს.

შუამავლის სუნნეთი გვიჩვენებს თუ რა ხნითაა საჭირო რუქუ’ის შემდეგ დაყოვნება. ბერა ბინ აზიბიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „შუამავალთან ერთად შესრულებულ ნამაზს ყურადღებით დავაკვირდი. მისი ყიამი, რუქუ’ი, რუქუ’ის შემდეგ გასწორება, სეჯდე, ორ სეჯდეს შორის დაჯდომა, შემდეგ ისევ სეჯდის შესრულება, სალამის მიცემამდე დაჯდომა და ნამაზის დასრულება თითქმის ყველა ერთნაირი იყო.“[4]



[2] იბნ ჰუზეიმე, 1/243, ჰადისის N: 479; იბნ  ჰაჯერ, თელჰისუ’ლ-ჰაბიირ, 1/224, ჰადისის N: 331’ში ამბობს: „ჰადისის ორიგინალი სახიხი მუსლიმშია.“

[3] ბუხარი, 1/180.

[4] მუსლიმ, 1/343, ჰადისის N:471.

19 April 2021

2.6 როგორ სრულდება ნამაზი?

 ცალკე მლოცველიც, იმამზე მიმყოლნიც და იმამიც სურა ფათიჰას დასრულებისას „აამიინ“-ს იტყვის. ეს სიტყვა (აამიინ) ხმამაღლა შესასრულებელ ასევე ნამაზებში ხმამაღლა წარმოითქმის, ხოლო ხმადაბლა საკითხავ ნამაზებში კი, ხმადაბლა. იმამზე მიმყოლმა იმამის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, საჭიროა, რომ არ დაასწროს თქმა და არც დააგვიანოს. ამის შემდეგ კი, ყურანიდან წაიკითხავს იმდენს რამდენიც ეადვილება, რაც სუნნეთია.

შემდეგ, ხელებს მხრების ან ყურების დონეზე წამოწევს, თაქბირს შეასრულებს და რუქუ’ზე წავა. ხელებს მუხლებზე დაიწყობს, მათზე დაყრდნობით თითები გაშლილ მდგომარეობაში, თავსა და წელს სწორად (180 გრადუსი) დაიჭერს, ყველა სახსარი თავის ადგილს როცა დაიკავებს სამჯერ „სუბჰანე რაბბიელ-‘აზიიმ“-ის იტყვის. უკეთესია თუ ამ სიტყვებს სამჯერ ან უფრო მეტჯერ გაიმეორებს. ამგვარად იგი, როგორც სიტყვებით, ასევე წელში მოხრით ალლაჰს განადიდებს. „სუბჰანე რაბბიელ-‘აზიიმ“-ის წარმოთქმის შემდეგ „ვე ბი ჰამდიჰი“-ს თქმა მუსთეჰაბია. ასევე, შესაძლებელია ისეთი სიტყვების წარმოთქმა, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ სახიხ ჰადისშია გადმოცემული: აიშადან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოცემულია: „შუამავალი რუქუ’-სა და სეჯდეზე ამბობდა: ‘სუბჰანექელლაჰუმმე რაბბენაა ვე ბი ჰამდიქე. ალლაჰუმმაღფირლი’.“[1] ასევე, სხვა სახიხ ჰადისში აიშა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ამბობს: „შუამავალი რუქუ’-სა და სეჯდეზე ამბობდა: ‘სუბბუუჰუნ, ყუდდუსუნ, რაბბუ’ლ-მელააიქეთი ვე’რ-რუჰ’.“[2]

შემდეგ, რუქუ’იდან თავის წამოწევის დროს ხელებსაც მხრების ან ყურების დონეზე წამოწევს და იტყვის „სემი’ალლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ.“[3] მნიშვნელობა არ აქვს ცალკე შეასრულებს ნამაზს თუ ჯამაათით. ფეხზე დგომის დროს „რაბბენა ვე ლექე’ლ-ჰამდ“, თავის წამოწევის შემდეგ „ჰამდენ ქესირან, ტაიიბენ, მუბარექენ ფიჰი“, „მილე’ს-სემავათი ვე  მილე’ლ-არდი ვე მილ’ა მაა ში’თე მინ შეი-ინ ბა’დუ.“[4] იმამზე მიმყოლი თუ არის მაშინ თავის წამოწევის შემდეგ იტყვის „ალლაჰუმმე რაბბენაა ვე ლექე’ლ-ჰამდ“. ყიამზე კი იტყვის რაც უკვე ვთქვით „ჰამდენ, ქესირან, ტაიიბენ...“

რუქუ’-დან წამოდგომა ერთ-ერთი პირობაა, რადგან შუამავალმა სწორად ნამაზის არ მლოცველს უთხრა: „შემდეგ ადექი და ფეხზე თავშეკავებულად დადექი.“[5]



[1] ბუხარი, 1/193.

[2] მუსლიმ, 1/353, ჰადისის N: 487.

[3] ბუხარი, 1/193.

[4] მუსლიმ, 1/347, ჰადისის N: 477.

[5] ბუხარი, 1/184.

11 April 2021

2.5 როგორ სრულდება ნამაზი?

 ამის შემდეგ, პიროვნება „ე’უუზუ ბილლაჰი მინე’შ-შეიტაანი’რ-რაჯიიმ. ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ“-ს იტყვის და ფათიჰა სურას წაიკითხავს, რადგან ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „პიროვნების ნამაზი არ შესრულდება თუ ფათიჰათუ’ლ ქითაბ-ს არ წაიკითხავს.“[1]

სურა ფათიჰა ნამაზის ნაწილთაგანია. ნამაზის მიღებულობის ერთ-ერთი პირობაა. მის გარეშე ნამაზი შესრულებულად არ ჩაითვლება. ნამაზის მლოცველმა ყოველ მუხლზე ფათიჰა უნდა იკითხოს, რადგან ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზის სრულად არშემსრულებელ პიროვნებას ნამაზის შესრულების სწორ ფორმას როდესაც უხსნიდა, ბოლოს უთხრა, რომ „ეს ყველაფერი მთლიან ნამაზში გაეკეთებინა.“[2] როგორც კი, რუქ’უ, სუჯუდი, ყიამი და ქუ’უდი (დაჯდომა) ყოველი მუხლის ნაწილებია, ასევეა ფათიჰას წაკითხვაც. არ არის გადმოცემა, სადაც ნათქვამი იქნება, რომ სურა ფათიჰას ყოველ მუხლზე არ კითხულობდა.

სურა ფათიჰას წაკითხვის ვალდებულება მოეხსნება მას, ვისაც შიში აქვს, რომ რუქუ’ს ვერ მიუსწრებს, რადგან აბუ ბაქრის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიერ გადმოცემული ჰადისის მიხედვით, ის (აბუ ბაქრი) ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რუქუ’ის დროს მიუსწრო, რის შემდეგაც რიგში (საფში) ჩადგომამდე რუქუ’ი შეასრულა. შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ეს როდესაც უამბო, შუამავალმა უთხრა: „ალლაჰმა რელიგიასთან (ან ნამაზთან) შენი სიმჭიდროვე გაზარდოს, თუმცა მეორედ ეგრე აღარ გააკეთო.“[3] შუამავალმა იმ მუხლის ანაზღაურება არ უბრძანა, რომლის დროსაც ქირაათს ვერ მიუსწრო, თუმცა რუქუ’ი შეასრულა. შესრულებული მუხლი მისაღები, რომ არ ყოფილიყო, მაშინ აბუ ბაქრსაც მის ხელმეორედ შესრულებას უბრძანებდა. სურა ფათიჰა ყიამის ნაწილია. ვინც ჯამაათს ვერ მიუსწრო და ნამაზზე დააგვიანა, იმის გამო, რომ იმამს უნდა მიყვეს,  (გაცდენილი) ყიამის შესრულება საჭირო აღარ არის. ყიამის ანულირება ყიამის დროს შესასრულებლების ანულირებასაც იწვევს. სურა ფათიჰას წაკითხვა იმამისთვის, მასზე მიმყოლისთვის, მარტოდ შემსრულებლისთვის, ჩუმად თუ ხმამაღლა მკითხველისთვისაც ფარძია. თუმცა, ზემოთ მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში სურა ფათიჰას წაკითხვა საჭირო აღარ არის.

სუნნეთში არის არგუმენტი იმისა, რომ დილის ნამაზის შესრულების დროს იმამზე მიმყოლისთვის სურა ფათიჰას კითხვა ვაჯიბია. უბადე ბინ ას-სამითიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „დილის ნამაზზე შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უკან ვიდექით. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ყურანის წაკითხვა მოისურვა, თუმცა ცოტა გაუჭირდა. ნამაზის დასრულების შემდეგ კი გვითხრა: „ალბათ იმამის უკან თქვენც კითხულობთ.“ ჩვენ ვუპასუხეთ: „დაიხ, სწრაფად ვკითხულობთ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მხოლოდ სურა ფათიჰა წაიკითხეთ, რადგან მის (სურა ფათიჰას წაკითხვის)  გარეშე ნამაზი შეუსრულებლად ითვლება.“[4]

იმამ აჰმედი, მუჰამმედ ბინ აბუ აიშადან, ეს კი ერთ-ერთი საჰაბედან გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘მგონია, რომ იმამის უკან თქვენც კითხულობთ.’ ეს სამჯერ გაიმეორა. საჰაბეებმა უპასუხეს: ‘დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ.’ შემდეგ კი, შუამავალმა ბრძანა: „ეს არ გააკეთოთ. თუმცა გამონაკლისია სურა ფათიჰა.’“[5]



[1] მუსლიმ, 1/295, ჰადისის №: 394.

[2] ბუხარი, 1/192.

[3] ბუხარი, 1/190.

[4] აბუ დავუდ, 1/515, ჰადისის N: 823; იბნ ჰაჯერ, თელჰისუ’ლ-ჰაბირ, 1/213, ჰადისის N: 344’ში ნათქვამია: აბუ დავუდ, თირმიზი, დარეყუთნი, იბნ ჰიბბან, ჰაქიმ და ბეიყაჰი, იბნ ისჰაყის გზით მოსულ გადმოცემას სახიხად (სარწმუნოდ) მიიჩნევენ... ამ ჰადისის მოწმეებიდან ერთ-ერთი აჰმედ ბინ ჰანბელის, ჰალიდ ბინ ალ-ჰაზზას გზით გადმოცემული გადმოცემაა.

[5] მუსნედ, 5/310; იბნ ჰაჯერ, თელჰისუ’ლ-ჰაბირ, 1/231’ში ნათქვამია: „ჯაჭვი ჰასენია. იბნ ჰიბბანმა ეს ჰადისი აიუბისგან, მან კი ყილაბესგან, მან კი ანასისგან გადმოსცა.“

06 April 2021

2.4 როგორ სრულდება ნამაზი?

თაქბირისთვის ხელების წამოწევის შემდეგ მკერდზე მარჯვენა ხელს შეკვრით ან შეკვრის გარეშე მარცხენა ხელზე დავიდებთ. ორივე მათგანი სუნნეთია.

ისთიფთაჰ (ნამაზის დაწყება) დუას წაკითხვა სუნნეთია, რადგან ბუხარი და მუსლიმი აბუ ჰურაირასგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვას გადმოგვცემს: „შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზისთვის თაქბირის შესრულების შემდეგ ქირაათის[1] დაწყებამდე ცოტა ხნით ჩუმდებოდა. მე მას (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ვკითხე: ‘ეი ალლაჰის შუამავალო, თაქბირსა და ქირაათს შორის რომ გაჩუმდი მაგ დროს რა წაიკითხე?’ მან ბრძანა: ‘შემდეგი წავიკითხე:

اللًّهـمَّ بَا عِدْ وَبَيْنَ خَطَايَايَ كَمَا بَا عَدْتَ بَيْنَ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ، اللّٰهـمَّ نَقِّنِي مِنْ خَطَايَايَ،  كَمَا يُنَقَّي الثَّوْبُ الْاَ بَيضُ مِنَ الدَّ نَسِ، اللّٰهـُمَّ اغْسِلْ خَطَا يَا يَ بِا لْماَءِ والثَّلْجِ وَالْبَرَدِ

„ჩემო ალლაჰო! ისევე, როგორც აღმოსავლეთი და დასავლეთი დააშორე ერთმანეთს, მათ მსგავსად მეც ცოდვებისგან დამაშორე. ჩემო ალლაჰო! თეთრი სამოსის ჭუჭყისგან გაწმენდის მსგავსად მეც ცოდვებისგან გამწმინდე. ჩემო ალლაჰო! მე ცოდვებისგან თოვლით, წყალით და სეტყვით გამწმინდე.“[2]

თუ ისურვებ ამის მაგივრად თქვი:

  {سُبْحَانَكَ اللّٰهـُمَّ وَبِحَمْدِكَ، وَتَبَارَكَ اسْمُكَ، وَتَعَا لٰى جَدُّكِ، وَلَا إِلٰهَ غَيْرُكَ}

„ჩემო ალლაჰო! შენ გაქებ და გადიდებ, ყოველი ნაკლოვანებებისგან შორს ხარ. შენი სახელი ბარაქიანი და დიდებულია. და არ არსებობს შენს გარდა სხვა ჭეშმარიტი ღვთაება.“[3]

ან შემდეგი:

اللّٰهُمَّ رَبِّ جِبْرَ ائِلَ، وَمِيكَا ئِلَ، وَ إِسْرَفِيلَ فَا طَرِ السَّمٰوَاتِ وَالْأَ رْضِ، عَالِمَ الْغَيْبِ وَ الشَّهـَادَةِ، أَنْتَ  تَحْكُمُ بَيْنَ عِبَادِكَ فِيمَا كَا نُوا فِيهِ يَخْتَلِفُو نَ. اهـْدِنِي لِمَا اخْتُلِفَ فِيهِ مِنَ الْحَقِّ بِإِذْ نِكَ تَشَاءُ إِلٰى صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

„ჯიბრილის, მიქაილის, ისრაფილის ბატონ-პატრონო. ზეცისა და მიწის შემქმნელო, დამალულისა და ცხადის მცოდნე ჩემო ალლაჰო! შენ მსახურთა შორის უთანხმოების დროს ჰუქმი (განაჩენი) შენ გამოგაქვს. უთანხმოებაში ჩავარდნის დროს შენი ნებით ჭეშმარიტებასთან მიმიყვანე. უეჭველად, შენ სწორ გზაზე დაადგენ მას, ვისაც ისურვებ.“[4]

პიროვნება ზემოთ ჩამოთვლილი ვედრებებიდან რომელიმეს ან შუამავლის მიერ წაკითხულ სხვა ვედრებებს წაიკითხავს. ხოლო, ზოგჯერ ერთს ზოგჯერ კი მეორეს თუ წაიკითხავს, ამგვარად ყველა სუნნეთის შესრულებაში ჩაეთვლება, რითაც სუნნეთს გააცოცხლებს. მათი ყველას ერთად წაკითხვა კი არ შეიძლება, რადგან შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აბუ ჰურაირას შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს ორი დუ’ას ერთად წაკითხვა არ უხსენებია.



[1] კითხვა

[2] ბუხარი, 1/181; მუსლიმ, 1/419, ჰადისის : 598.

[3] მუსლიმ, 1/299, ჰადისის №: 399; დარეყუტნი, 1/299; იბნ ჰაჯერ, თელჰისუ’ლ-ჰაბირ, 228-229, ჰადისის №: 340, ნათქვამია: „ჰადისს აბუ დავუდი და ჰაქიმი გადმოგვცემენ. გადმომცემთა ჯაჭვი სიყაა ანუ სანდოა, თუმცა ჰადისი მუნტაყია ანუ ჯაჭვი გაწყვეტილია...“ იბნი ჰუზეიმა ამბობს: „ეს ჰადისი იბნ ომარისგანაა გადმოცემული და არა შუამავლისგან.“ ჰაქიმი ამბობს: „ეს ჰადისი ომარისგანაა გადმოცემული.“

[4] მუსლიმ, 1/534, ჰადისის №: 770.

21 March 2021

2.3 როგორ სრულდება ნამაზი?

მთელი სხეულით, მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყიბლის მიმართულებით საფში (მწკრივში) დადგომის შემდეგ, ფარძი ან ნაფილე ნამაზის შესრულებისთვის ნიეთი (განზრახვა) გულით უნდა გააკეთდეს და არა სიტყვიერად, რადგან სიტყვიერად ნიეთის შესრულება ბიდ’ათია[1]. როგორც ჩვენი შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), ასევე არცერთი საჰაბესგან სიტყვიერი ნიეთის შესრულების შესახებ გადმოცემული არაფერია.

პიროვნება ნამაზს იმამის როლში შეასრულებს თუ ინდივიდუალურად, ნამაზის შესრულების მხარეს სუთრე[2] უნდა იქონიოს, რადგან აბუ ზარრისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემულია: „თქვენგან რომელიმე ნამაზის შესასრულებლად ფეხზე წამოდგომის დროს, თუ მის წინ ტრანსპორტზე (ამ შემთხვევაში ცხენზე ან აქლემზე) განთავსებული უნაგირის უკანა მხარეს არსებული ჯოხის მსგავსი რამ იქნება, მაშინ ის მისთვის სუთრეა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მის წინ გამვლელი ვირი, ქალი ან შავი ძაღლი ნამაზს მოშლის.“[3]

ამის შემდეგ, პიროვნება „იფთითაჰ თაქბირს“ ანუ „ალლაჰუ აქბარ“-ს (დიდება ალლაჰს) იტყვის და სეჯდის შესასრულებელ ადგილს შეხედავს. ამ სიტყვების გარდა სხვა განსხვავებული სიტყვის თქმა არ შეიძლება, რადგან ზიქრის სიტყვები ალლაჰის მხრიდან ჩვენზე ბოძებულია და მისი შეცვლა აკრძალულია. ასეთ დროს უნდა შესრულდეს ის, რაც არგუმენტებითაა გამყარებული. გამონაკლისია ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ფიზიკურად ამ სიტყვების არაბულად წარმოთქმა არ შეუძლია. ასეთ დროს „იფთითაჰ თაქბირს“ თავის მშობლიურ ენაზე იტყვის, რადგან უზენაესმა ალლაჰმა ყურანში ბრძანა: „2/286. ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს...“ „იფთითაჰ თაქბირის“ შეუსრულებლობის შემთხვევაში ნამაზი დაწყებულად არ ჩაითვლება, რადგან ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგ სიტყვებს გადმოგვცემს: „ნამაზის გასაღები ‘თაჰარეთი’[4], თაქბირი ‘თაჰრიმია’[5], ხოლო სალამის მიცემა კი ‘თაჰლილია’[6].“[7]

პიროვნებამ შეერთებული თითები მომუჭულ მდგომარეობაში, მხრების ან ყურის ქვედა ნაწილის დონემდე - თაქბირამდე, თაქბირის შემდეგ ან თაქბირის წარმოთქმის დროს - უნდა წამოსწიოს. ყოველივე ამის შემსრულებელი სუნნეთის მიხედვით მოიმოქმედებს, რადგან იბნ ომარი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „მე შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგნაირად დავინახე: ნამაზის შესასრულებლად როდესაც წამოდგა, ხელები მხრების დონემდე წამოსწია. ამას რუქუ’ის[8] დროს თაქბირის წარმოთქმის დროსაც ასრულებდა, იგივეს აკეთებდა რუქუ’იდან თავის წამოწევის დროსაც, შემდეგ კი ‘სემი’ალლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ’-ს ამბობდა. თუმცა სეჯდის დროს ამას (ხელების წამოწევას) არ ასრულებდა.“[9]

მალიქ ბინ ალ-ჰუვაირის გადმოცემის მიხედვით, შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგნაირად აკეთებდა: „თაქბირის წარმოთქმის დროს ხელებს ყურებამდე წამოსწევდა. რუქუ’ზე წასვლის დროსაც იგივეს აკეთებდა. რუქუ’იდან თავის წამოწევის შემდეგ ‘სემი’ალლაჰუ ლიმენ ჰამიდეჰ’-ს ამბობდა და ისევ იგივეს იმეორებდა.“[10]



[1] შემდეგ გამოგონილი.

[2] ლექსიკური მნიშვნელობა“დაფარვა, დამალვაა”. ფიყჰში მისი მნიშვნელობა კი ნამაზის შემსრულებლის წინ რაიმე ‘დაბრკოლების’ არსებობაა იმისათვის , რომ მლოცველის წინ გავლა შესაძლებელი არ იყოს.

[3] მუსლიმ, 1/365, ჰადისის №: 510;

[4] ისლამის მიხედვით შესასრულებელი სისუფთავე, განბანვა.

[5] თაქბირის შესრულებით ნამაზის გარდა სხვა რაღაცით დაკავება ჰარამი ხდება.

[6] სალამის მიცემით ნამაზის გარდა სხვა რაღაცით დაკავება ჰალალი ხდება.

[7] თირმიზი, 1/9, ჰადისის №: 3; ალ-ალბანი, სახიხუ სუნენი’თ-თირმიზი, 1/4, ჰადისის : 3, მოხსენებულია, როგორც ‘ჰასენ-სახიხი’.

[8] წელში მოხრა.

[9] ბუხარი, 1/180;

[10] მუსლიმ, 1/293, ჰადისის : 391.

20 February 2021

5.6: ზომიერება ცოდნის მიღების შესაძლებლობაში (ალ-თემექქუნ) - ბოლო ნაწილი

 

შემდეგ ქცეულ დარულ-ქუფრის ქვეყნებში ცოდნის მიღება და ჭეშმარიტების გაგება შესაძლებელია. ასეთ ტერიტორიაზე უცოდინრობა არავისთვისაა საპატიო. თუმცა, გამონაკლისია დახურული საკითხები, რომლებიც გასაგებია მცოდნესთვის და გაუგებარია სხვა ადამიანებისთვის.

ამ საკითხში ზომიერებას ერთ-ერთი ყიასის (შედარების) მიხედვით ვადგენთ, რაც შემდეგია: შუამავალ მუჰამმედის შუამავლობამდე გადარჩენილი და განადგურებული არაბების მდგომარეობა. როგორც წინა თავებში ვთქვით, ისინი იბრაჰიმის რელიგიის მიხედვით მოქმედებდნენ, თუმცა დამახინჯებულად. ზეიდ იბნ ამრ იბნ ნუფეილის მსგავსად, ზოგიერთმა ძალისხმევა გამოიჩინა, თავჰიდის ცოდნა მიიღო და კერპები მიატოვა. სხვებმა კი თავიანთ თემს მიბაძეს. შუამავალმა მათი ქააფირობისა და სასჯელის შესახებ გვაცნობა. იბრაჰიმის რელიგიის არასრულად მათთან მიღწევა ჰუჯჯათათ თუ ჩაითვალა, მაშინ როგორ შეიძლება ჩაითვალოს იმ ხალხის მდგომარეობა საპატიოდ, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ ცოდნის მიღება?

ამ საკითხის შესახებ შეიხ აბდულაზიზ იბნ ბაზი ამბობს: „უცოდინრობის საკითხისთვის ორ მდგომარეობას აქვს ადგილი: მდგომარეობები რა დროსაც უცოდინრობა საპატიოა და მდგომარეობები რა დროსაც უცოდინრობა საპატიო არ არის. მუსლიმანებთან ერთად ცხოვრების დროს ვინმემ ქუფრი რომ ჩაიდინოს, ალლაჰს თანაზიარი რომ დაუდგინოს ან ალლაჰის გარდა სხვას რომ ემსახუროს, ასეთი ადამიანის მდგომარეობა საპატიო არ არის, რადგან უგულისყუროდ მოიქცა, რელიგიისთვის საკმარისად არ იფიქრა და არ გამოიკვლია. ალლაჰის გარდა მკვდრებზე, ხეებზე, ქვებზე, კერპებზე და მსგავს რაღაცეებზე ღვთისმსახურება, ასევე ალლაჰის რელიგიისგან ზურგის შექცევა და უგულისყურობა საპატიო არ არის. ალლაჰი ბრძანებს: ‘46/3. ხოლო რომელთაც უარყვეს, ზურგს აქცევენ იმას, რითიც შეაგონეს.’ შუამავალმა საკუთარი გარდაცვლილი დედის პატიება როდესაც ითხოვა, ალლაჰმა ნება არ მისცა, რადგან მისი დედა კერპზე თაყვანისმცემაში გარდაიცვალა. ასევე, საჰაბემ შუამავალს გარდაცვლილი მამის შესახებ როდესაც ჰკითხა, შუამავალმა უპასუხა: ‘ის ცეცხლშია.’ საჰაბეს სახეზე ფერი როდესაც შეეცვალა, შუამავალმა დაამატა: ‘მამაჩემიც და მამაშენიც ცეცხლშია.’ რადგან ისიც ალლაჰზე თანაზიარის დადგენის დროს გარდაიცვალა. ასე, რომ ის, ვინც მუსლიმანებს შორის ცხოვრობს და ალლაჰის გარდა იმამ ბედევის, ჰუსეინს, შეიხ აბდულყადირ ჯეილანის, შუამავალ მუჰამმედს ან ალის ეთაყვანება, დიდი შირქის კეთებით საერთოდ არ  არიან საპატიო. რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ყურანი და სუნნეთი მათთან ახლოს არის, მათ ზურგი შეაქციეს.

რაც შეეხება მეორე მდგომარეობას: საპატიოა ისეთი ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ქვეყნის მეორე კუთხეში, ისლამისგან შორს მდებარე ქვეყანაში ცხოვრობენ და რომელთანაც იყამეთულ ჰუჯჯა არ მიღწეულა. მათი საქმენი ალლაჰის ხელშია. სწორია ის აზრი, რომ ისინი ყიამეთის დღეს გამოცდას გაივლიან. თუ დამორჩილდებიან სამოთხეში შევლენ თუ არადა ჯოჯოხეთში. ალლაჰი ბრძანებს: ‘შუამავლის გამოგზავნამდე დამსჯელნი არ ვართ’. ასევე, ამ საკითხის შესახებ სახიხი ჰადისებიც არსებობს. იბნუ’ლ ყაიიმმა (რაჰიმაჰულლაჰ) ნაწარმოებში ‘თარიიყუ’ლ-ჰიჯრეთეინ’-ში პასუხისმგებელი პირების სტატუსებზე ფართოდ ისაუბრა...“[1]

მნიშვნელოვანი შენიშვნა: განსხვავება რელიგიურ ჰუქმსა და დედამიწისეულ განსჯას შორის

კითხვას „ქუფრი სიტყვის მთქმელი ან ქუფრი ქმედების შემსრულებელი თუ განაცხადებს, რომ შესრულებული ქუფრის შესახებ არ იცოდა, ასეთ დროს მისი განცხადება (სიტყვები) მიიღება?“ ვუპასუხებთ შემდეგნაირად:

ყურადღება უნდა მივაქციოთ დედამიწისეულ განსჯასა და ამ პიროვნების რელიგიურ ჰუქმს შორის განსხვავებას. ცოდნის მიღების შესაძლებლობის მიუხედავად, ადამიანი უცოდინრობას თუ განაცხადებს, მაშინ მისი განაცხადი საპატიოდ არ ჩაითვლება და მისი ეს სიტყვები ალლაჰის წინაშე სარგებელს არ მოუტანს. ამგვარი ადამიანის განაცხადი იგივეა, რაც შუამავლის წინაშე მუნაფიყების (ორპირების) განაცხადი. მათ მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა ისინი დედამიწისეული ჰუქმების სასჯელისგან იხსნა, თუმცა ახირეთში სარგებელს არ მოუტანს. ასე, რომ ცოდნის მიღების შესაძლებლობის მქონე ადამიანი უცოდინარი რომც იყოს, ალლაჰის წინაშე არასაპატიო მიზეზის მქონე ქააფირია. ამ მდგომარეობაში თუ მოკვდება, მაშინ მოკვდება ისე, როგორც სამუდამო ჯოჯოხეთის მკვიდრი ქააფირი.

თუმცა, დედამიწისეულ ჰუქმებში საპატიო მიზეზის მიმღები პირი თუ არსებობს, ეს ყადია, რომელსაც მისი (დამნაშავის ან ეჭვმიტანილის) მდგომარეობა უნდა გადაეცეს. სალაფი ყადები ამგვარი ადამიანის მდგომარეობას საპატიოდ არ მიიჩნევდნენ.[2] ყადი მის მიზეზს საპატიოდ თუ არ ჩათვლის და მურთადის ჰუქმს გასცემს - სხვა დანარჩენი პირობებიც თუ შესრულებული იქნება - ჰუქმის გაცემის შემდეგ, პიროვნება სიკვდილით დასჯამდე მონანიებისკენ მოიპატიჟება. თუ მოინანიებს მაშინ მუსლიმანის ჰუქმი მიეცემა.

მუსლიმანი ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს მუსლიმნად თვლის და ქუფრის შემცველ ქმედებებს ასრულებს, როგორიცაა: ნამაზის მიტოვება, რელიგიის გალანძღვა, სასაფლაოსთან დაკავშირებული შირქების შესრულება და ა.შ, მოექცევა ისე, როგორც ქააფირს, მიუხედავად იმისა ქმედების შემსრულებელმა შესრულებული ქმედების ქუფრისა და შირქის შესახებ რომც არ იცოდეს. ვინაიდან, მას ცოდნის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა რელიგიას ზურგი შეაქცია. ინფორმაციის გამოკვლევა და შესწავლა ქმედების შემსრულებლისთვის ვააჯიბია, რადგან თავიდანვე ამის გაკეთება (ცოდნის მიღება) მისთვის სავალდებულო იყო. თუ მოინანიებს და ქუფრს მიატოვებს, მაშინ მუსლიმანის ჰუქმი მიეცემა. ხოლო, თუ გაჯიუტდება, მაშინ ის ჯიუტი ქააფირია.

კონკრეტული პიროვნების შესახებ ქააფირის ჰუქმის გაცემა სხვაა, ხოლო მისი ისლამისკენ მოპატიჟება სხვა. წინა თავებში ჰუჯჯათის შესრულებასა და მოწოდებას შორის სხვაობაზე ვისაუბრეთ. ორივე მათგანი ცალ-ცალკე ვააჯიბია. იმისათვის, რომ ამგვარი ხალხი ისლამში შევიდნენ, პერიოდულად ისლამისკენ მოპატიჟებაა საჭირო.



[1] ბინ ბაზზ, მეჯმუუ ფეთავა, შეადგინა: მუჰამმედ ბ. სა’დ აშ-შუვეირ, 4/26-27. ეს ფეთვა ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალში: ბუჰუსი’ლ-ისლამიიე, გამოცემა 25, გვ: 85-86. ამ სიტყვების მსგავს სიტყვას გადმოსცემს იბნი თეიმიიეს ფეთვების შემკრები შეიხ აბდურრაჰმა იბნ ყასიმ ალ-ჰანბელი, ‘ას-სეიფუ’ლ-მესლუუს ალაა აბიდი’რ-რასულ’, გვ: 11-12.

[2] ყადი იიად, აშ-შიფა, მე-4 ნაწილი.

12 February 2021

5.5: სწავლულების ზოგიერთი გამონათქვამები, რომლებიც „ცოდნის მიღების შესაძლებლობა“-ს ეხება

 13.    საუდის ფეთვას მუდმივი საბჭო-ს 9257 ნომრიანი ფეთვა:

„პიროვნება მხოლოდ ალლაჰისადმი შესასრულებელ ღვთისმსახურებებს, როგორიცაა: ალლაჰზე შესაწირის შეწირვა ან ალლაჰის წინაშე პირობის აღთქმა და ა.შ, სხვის მიმართ თუ შეასრულებს და ამასთანავე, ისეთ ადგილას თუ ცხოვრობს, სადაც მუსლიმანები არ ცხოვრობენ და მოპატიჟება მასთან არ მისულა, უცოდინრობის გამო კი არა, არამედ მოპატიჟების მასთან მიუღწევლობის გამო მისი მდგომარეობა საპატიოდ ჩაითვლება. იმამ მუსლიმი აბუ ჰურეირასგან, ეს კი შუამავლისგან (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) გადმოსცემს: ‘ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, იუდეველი იქნება თუ ქრისტიანი, ჩემს არსებობას თუ გაიგებს, ჩემს მიერ მოტანილს არ იწამებს და ამგვარად მოკვდება, მაშინ ის ჯოჯოხეთის მკვიდრთაგანი იქნება.’ შუამავალმა საპატიოდ არ მიიჩნია ისეთი ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც მისი არსებობა გაიგო და არ იწამა. რწმენის საფუძვლებში უცოდინრობა გამართლებული არ არის მისთვის, ვინც ისლამურ ქვეყანაში ცხოვრობს და შუამავლის არსებობაზე ინფორმაცია აქვს. რაც შეეხებათ საჰაბეებს, რომლებმაც შუამავლისგან ზათუ ენვათის მსგავსი ხე ისურვეს: ისინი ურწმუნოებიდან ახალად გამოსულები იყვნენ. მათ მხოლოდ ისურვეს, ქმედება კი არ განუხორციელებიათ. შარიათის საწინააღმდეგო რაღაცის მოთხოვნის დროს შუამავალმა აცნობა, რომ მათი სურვილის განხორციელების შემთხვევაში ქუფრში აღმოჩნდებოდნენ.“[1]

14.    შეიხ აბდულაზიზ იბნ ბაზ:

უცოდინრობის გამოცხადებასა და უცოდინრობის საპატიო მიზეზად ჩათვლის საკითხში ზოგიერთი დეტალი მოიძებნება. უცოდინრობა ყველასთვის საპატიო არ არის. ალლაჰის წიგნში ცხადად თქმული და მუსლიმებს შორის გავრცელებულ საკითხებში უცოდინრობის განაცხადი არ მიიღება. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი აყიდასა და რელიგიის საფუძვლებს ეხება. ალლაჰმა შუამავალი იმიტომ გამოგზავნა, რომ ხალხისთვის რელიგია დეტალურად განემარტა. აქედან გამომდინარე, შუამავალმა უმმეთს ცხადი შეტყობინება გადასცა და ჭეშმარიტი რელიგია დეტალურად შეასწავლა... ჭეშმარიტი გზა ალლაჰის წიგნშია გადმოცემული. ყოველივე ამის მიუხედავად, ადამიანები რელიგიაში არსებულ სავალდებულო და ასევე, ადამიანებს შორის გავრცელებულ საკითხებში უცოდინრობას თუ განაცხადებენ, მაგ: შირქი და ალლაჰის გარდა სხვაზე თაყვანისცემა, ნამაზის შესრულების ვალდებულობა ან რამაზნის მარხვა, ზექათის, ჰაჯობის, რომლის შესრულებაც შეძლებისდაგვარადაა... აუცილებლობა და ა.შ. - არცერთ საკითხში უცოდინრობა არ მიიღება, რადგან ეს თემები მუსლიმანთა შორის გავრცელებული და აუცილებლად შესასრულებელი საკითხებია.

ვინმემ რამდენადაც არ უნდა განაცხადოს რომ არ იცის: მუშრიქთა მიერ საფლავებისა და კერპების წინაშე შესრულებული ქმედებების, მკვდრებზე შევედრების, მათგან დახმარების თხოვნის, მათ მიმართ შესაწირის შეწირვის ან კერპებზე, ვარსკვავებზე, ხეებზე, ქვების მიმართ ყურბნის დაკვლის ან მკვდრებისგან, ჯინებისგან, ანგელოზებისგან ან შუამავლებისგან ჯანმრთელობისა და მტრის წინაშე დახმარების მოთხოვნის შესახებ... ყოველივე ამ ქმედების შირქის შესახებ ალლაჰის წიგნში ცხადადაა გადმოცემული, ასევე შუამავალმაც განაცხადა...

შუამავალმა ჯუბბეთი[2] იჰრამის[3] შემსრულებელსა და სუნამოს გამომყენებელს შემდეგნაირად მიმართა: „ჯუბბე გაიხადე, სუნამო ჩამოირეცხე და უმრე შეასრულე ისე, როგორც ჰაჯობა.“ მისი უცოდინრობის გამო, შუამავალმა გამოსასყიდი არ მოითხოვა. ამგვარ თემებში უცოდინარი უნდა შეგონდეს.

რაც შეეხება რელიგიის საფუძვლებსა და ცხადად გამოცხადებულ ჰარამებს: ამ საკითხში არავის უცოდინრობა არ მიიღება. მუსლიმანებს შორის მყოფი პიროვნება თუ იტყვის, რომ მან მრუშობის ჰარამობის შესახებ არ იცის, არავითარ შემთხვევაში მისი ეს განაცხადი არ მიიღება და მისთვის მრუშობის სასჯელი აღსრულდება. ასევე, პიროვნება, რომელიც მუსლიმანებს შორის ცხოვრობს და ალკ. სასმელის ან მშობლების წინააღმდეგ წასვლის ჰარამობის შესახებ თუ იტყვის, რომ მან ეს არ იცოდა, მისი არცოდნა საპატიოდ არ ჩაითვლება და შესაბამისად დაისჯება. ამგვარად, საპატიო არ არის პიროვნების მდგომარეობა, რომელიც  ჰომოსექსუალიზმის ჰარამობის შესახებ იტყვის, რომ მან ეს არ იცოდა. ყოველი ეს ცხადი და ისლამის მიერ განსაზღვრული საკითხებია, რომლებიც მუსლიმანების მიერ ცნობილია.

თუმცა, უცოდინრობა შესაძლებელია საპატიო იყოს მისთვის, ვინც ისლამის ქვეყნიდან შორს ან ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მუსლიმანები არ მოიძებნებიან. პიროვნება ამ მდგომარეობაში თუ მოკვდება, მაშინ მისი საქმე ალლაჰს ეკუთვნის. მისი ჰუქმი მსგავსია ფათრათის დროს მცხოვრების ჰუქმისა. სწორია ის, რომ ისინი ყიამეთის დღეს გამოიცდებიან. გამოცდის დროს ბრძანების შესაბამისად თუ იმოქმედებენ, სამოთხეში მოხვდებიან, თუ არადა ჯოჯოხეთში. ხოლო, რაც შეეხება მუსლიმანებს შორის მცხოვრებ ქუფრი ქმედების შემსრულებელსა და ვააჯიბების მიმტოვებელს: ასეთი პიროვნების მდგომარეობა საპატიო არ არის, რადგან ყველაფერი ცხადია და მოიძებნებიან მუსლიმანები, რომლებმაც იციან ნამაზის, მარხვის, ჰაჯობის, მრუშობის, ალკ. სასმელისა და მშობლების შესახებ. ყველაფერი ეს მუსლიმანებისთვის ცნობილი და გავრცელებული საკითხებია. ამგვარად, ასეთ დროს უცოდინრობის გამოცხადება მიუღებელია.“[4]

„ის, ვინც ისლამის ქვეყანაში ქუფრს გამოხატავს, მისი ჰუქმი ქააფირების მსგავსია. ხოლო, ვისთანაც მოპატიჟება და შუამავლის არსებობა არ მიღწეულა, ყიამეთის დღეს გამოცდის ნიშნად, როგორც „ესვედ იბნ სერი“-ს ჰადისშია გადმოცემული, ალლაჰი მასთან ცეცხლის მორგვს გაგზავნის და უბრძანებს, რომ მასში შევიდეს. ბრძანებას თუ შეასრულებს, ცეცხლი მისთვის გრილი გახდება და ამგვარად გადარჩება, ხოლო თუ არა, მაშინ ცეცხლი მისკენ გაემართება და გარს მოეხვევა...“[5]

მოკლედ, რისალლეთ ჰუჯჯათის შესრულების ზღვარი განისაზღვრება ცოდნის მიღების შესაძლებლობით. ადამიანს თუ მათი შესწავლის შესაძლებლობა არ გააჩნია, მაშინ მის მიერ შესრულებული ცოდვის შესაბამისი ჰუქმი მისი უცოდინრობის გამო დაბრკოლდება. თუმცა, ცოდნის მიღების შესაძლებლობის მიუხედავად, შესაბამისად თუ არ მოიქცევა, მაშინ მისი უცოდინრობა არ გამართლდება და ამგავრად, არ დაბრკოლდება მის მიმართ გასაცემი ჰუქმიც.

რაც შეეხება მას, ვისაც ცოდნის მიღების შესაძლებლობა გააჩნია და ამისთვის ძალისხმევას იჩენს, თუმცა ვერ იპოვის ისეთს, ვინც შეასწავლის ან იპოვის, თუმცა მხოლოდ ნაწილს შეისწავლის: ასეთ დროს ვააჯიბი ჰუქმების უმეტესობა რომც არ იცოდეს და მათით რომც არ მოქმედებდეს, დაკისრებული ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვლება.



[1] სამეცნიერო კვლევებისა და ფატვას მუდმივი საბჭო: აბდულლაჰ იბნ ყუუდ, აბდულლაჰ იბნ ღიდეიიან, აბდურრეზზაყ აფიფი, აბდულაზიზ იბნ ბაზ, ფეთავა’ლ-ლეჯნეთი’დ-დაიმეთი, 2/33-34, დარუ’ლ-ასიმა-ს გამოცემა, ჰ. 1411.

[2] მოკლე ლაბადა;

[3] წესები, რომლებიც მექაში მიმავალმა უნდა დაიცვას.

[4] იბნ ბაზ, ფეთავა ვე თენბიჰათ, გვ: 239-242, მექთებეთუ’ს-სუნნე-ს გამოცემა, ჰ.1409.

[5] იბნ ბაზ, ფეთავა ვე თენბიჰათ, გვ: 213.