22 November 2020

4.4: რისალეთ ჰუჯჯათის შესრულების ფორმა

ჰუჯჯათის შესრულებისთვის საჭიროა, რომ მოპირდაპირე მხარეს ინფორმაცია გადავცეთ ისე, რომ მისთვის გასაგები იყოს. ეს კი თავისთავად ორ პირობას მოიცავს:

1)   პირველი პირობა: მოპირდაპირე მხარეს ჰუჯჯათი საკუთარ ენაზე უნდა მივაწოდოთ

გადათარგმნაც რომ საჭირო გახდეს, ამის შესრულება ვააჯიბია. არგუმენტი კი შემდეგი აიათია: 14/4. და ჩვენ არ წარგვიგზავნია არც ერთი შუამავალი, თუ არა თავისი ხალხის ენით, რათა განემარტა მათთვის.”

თუ იკითხავენ: „გადათარგმნა ჰუჯჯათის შემსრულებლისთვისაა სავალდებულო თუ მოპირდაპირე მხარისთვის?“ ვუპასუხებთ, რომ ორივე მათგანისთვის არგუმენტები არსებობს:

პირველი: ბუხარის „ქითაბუ’ლ-ილმ“-ში აბუ ჯემრასგან გადმოცემული ჰადისი: „მე იბნ აბბასთან ერთად ადამიანებს შორის თარჯიმანის როლს ვასრულებდი.“[1]

მეორე: ბუხარის „ვაჰიის დაწყება“-ში იბნ აბბასის მიერ გადმოცემული „ჰერაკლიუსის ჰადისი“: „იქ, სადაც რომის დიდებულები იმყოფებოდნენ, (რომაელებმა) საჰაბეებსაც დაუძახეს. ასევე, თარჯიმანიც მოიხმეს...“[2]

იბნ თეიმიია (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „როგორც ცნობილია უმმეთისთვის ნაბრძანებია ყურანის სიტყვითა და მნიშვნელობით გავრცელება ისე, როგორც ამას შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ასრულებდა. ალლაჰის სიტყვების გავრცელება მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი. არაბის გარდა სხვა ეროვნების მოპატიჟება კი თარჯიმანითაა შესაძლებელი. რა დონეზეც შესაძლებელია იმ დონით თარგმანი უნდა შესრულდეს. თარგმანის მნიშვნელობის უკეთ გასაგებად კი საჭიროა მაგალითების დართვაც. ამგვარად, თარგმანი სრულიად გასაგები და შესრულებული იქნება.“[3]

2)   მეორე პირობა: ჰუჯჯათი დეტალური და განმარტებითი უნდა იყოს

მიზანი არის ის, რაც აიათშიც აშკარად ჩანს: „მოპატიჟება/შეტყობინება“:

„16/35. განა შუამავალთ ევალება რამე, გარდა ცხადი შეტყობინებისა?“

„5/92... იცოდეთ, რომ ჩვენი შუამავლის ვალი მხოლოდ აშკარა უწყების გადმოცემაა“

„9/115. და არ არის, რომ ალლაჰმა ააცდინოს ხალხი ჭეშმარიტ გზას მასზე დადგენის შემდეგ, სანამ არ განუმარტავს მათ, როგორი მოკრძალებულნი უნდა იყვნენ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!“

„24/54... შუამავლის ვალდებულება მხოლოდ ცხადი შეტყობინებაა!“

ცხადი შეტყობინების გადაცემა კი იმგვარია, როგორც იბნ თაიმიიამ დაახასიათა: „უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‘9/6. და თუ რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა...“ აიათში მოხსენებულ სიტყვა „მოსმენა“-ში იგულისხმება მნიშვნელობის გააზრებით/გაგებით მოსმენა, რადგან მნიშვნელობის გაუგებრად მხოლოდ გაგონილი სიტყვებით მიზანი შესრულებული ვერ იქნება. პიროვნება თუ არაბი არ არის, მაშინ მისი მოპატიჟებისთვის თარგმანის შესრულება ვააჯიბია. ასევე, თუ პიროვნება არაბია, თუმცა ყურანში ისეთი სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობაც ვერ გაიგო, მაშინ მასზე ახსნა-განმარტებაც ვააჯიბია. თუ  პიროვნება, მსგავსად ხალხთა უმეტესობისა, სიტყვას ისმენს, თუმცა მნიშვნელობას სრულიად ვერ იაზრებს და ჩვენგან მოითხოვს, რომ მნიშვნელობა განვუმარტოთ, მაშინ ჩვენი ვალდებულება მასზე ახსნა-განმარტებაა. ყურანის შესახებ ეჭვის გამჩენ შეკითხვას თუ დაგვისვამენ, მაშინ პასუხს ისე გავცემთ, როგორც ალლაჰის შუამავალი პასუხობდა. ვინაიდან, ზოგი მუშრიქი, აჰლი ქითაბი ან მუსლიმი შუამავალს შეკითხვას როდესაც დაუსვამდა, ყველას პასუხს სცემდა.“[4]

იბნ ჰაზმ სიტყვის „ცხადი შეტყობინება (მოპატიჟება) / ბელაღუ’ლ-მუბიინ“ შესახებ თქვა: „რაღაცის იმ ფორმით განმარტება, რომ პიროვნებას არავითარი შეკითხვა აღარ ჰქონდეს.“[5]

იბნ ჰაზმმა, იბნ თაიმიიას დაწვრილებითი განმარტება მოკლედ გადმოსცა. ჰუჯჯათის შესრულება და ცხადი შეტყობინება დეტალურად ახსნა-განმარტებას საჭიროებს.

მოპირდაპირე მხარემ რამოდენიმე ეჭვი რომ წარმოშვას ან შეკითხვა რომ დასვას, მასზე პასუხის გაცემა ვააჯიბია, რადგან ცხადი შეტყობინება ამას მოითხოვს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ეჭვებს ყურადღება ექცევა. მსგავსად ფარაონის შეკითხვისა მუსას მიმართ: „20/49. უთხრა: ‘ვინ არის თქვენი ღმერთი, ჰეი მუსა?’

50. მიუგო: ‘ჩვენი ღმერთი იგია, რომელმაც ყოველივეს სახე მიანიჭა, მერე კი სწორ გზაზე დაადგინა!’

51. უთხრა: ‘მაშინ რა მოელით უწინდელ თაობებს?’

52. მიუგო: ‘ამის ცოდნა წიგნშია ჩემს ღმერთთან. ჩემი ღმერთი არც შეცდება და არც დაავიწყდება!’“

თუ ჰუჯჯათის შესრულების შემთხვევაში პიროვნება მას არ მიიღებს და არ უპასუხებს, მაშინ ის ზურგის შემქცევია, ისე როგორც აიათშია მოცემული: „46/3. ხოლო რომელთაც უარყვეს, ზურგს აქცევენ იმას, რითიც შეაგონეს.“

ჰუჯჯათის შესრულების შემთხვევაში პიროვნება დამცინავად თუ მოიქცევა, მაშინ ის ზურგ შემქცევი და დამცინავი პიროვნებაა, ვისგანაც სახე უნდა ვიბრუნოთ: „7/199... უმეცართ ზურგი აქციე.“

გადმოგცემთ სიტყვებს, რომლებიც ფარაონმა შეკითხვების დასრულების შემდეგ თქვა:

„26/27. მოუგო: „უეჭველად, თქვენთან წარმოგზავნილი შუამავალი შეშლილია!“

„26/29. მიუგო: „თუკი შენ დაიდგინე ღვთაება, გარდა ჩემი, უთუოდ, გამოგამწყვდევ დილეგში.“

“43/52. ნუთუ არ ვარ ამ მდაბიოზე უკეთესი, იგი გასაგებადაც ვერ მეტყველებს?”

ურწმუნოთა უმრავლესობის მდგომარეობა ამგვარია. შუამავლების მოპატიჟების წინააღმდეგ არავითარი არგუმენტი არ გააჩნიათ.

იბნ თაიმიიამ თქვა: „ამის გამო, ურწმუნოები შუამავლების ჭეშმარიტების გასათელად სახიხ არგუმენტს ვერ მოიყვანებენ. ისინი მხოლოდ მათ ნება-სურვილს (ჰევა) ეყრდნობიან. მსგავსად სიტყვებისა, რომელიც ნუჰ შუამავლის (‘ალეისალამ) წინააღმდეგ თქვეს: ‘26/111. უთხრეს: „განა დაგიჯერებთ შენ, რამეთუ მოგყვებიან მხოლოდ მდაბიონი?’

ცხადია ის ფაქტი, რომ შუამავალს დაბალ ფენიანი ხალხი მიჰყვება, ვერ გათელავს ჭეშმარიტებას. თუმცა, მათთვის წარმოუდგენელი იყო ის, რომ მათთან ერთად მოუწევდათ ყოფნა. სწორედ ამის გამო მუშრიქებმა ისურვეს რომ შუამავალს - სა’დ იბნ აბუ ვაყყასი, იბნ მეს’უდი, ჰატტაბ იბნ ერეთი, ამმარ იბნ იასირი, ბილალი და სხვები გაშორებოდნენ. ამის გამო უზენაესმა ალლაჰმა შემდეგი აიათი მოავლინა: ‘6/52. და არ გააძევო! რომელნიც მისი წყალობის სურვილით ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილითა და საღამოთი. შენ არ მოგეკითხება მათ გამო და არც მათ მოეკითხებათ შენ გამო. თუ გააძევებ მათ, მაშინ იქნები უსამართლოთაგან.

ან ფარაონის შემდეგი სიტყვების მსგავსი: ‘23/47. მერე თქვეს: „განა ვირწმუნებთ ორ ადამიანს, ჩვენს მსგავსს, მაშინ როცა მათი ხალხი ჩვენ გვმონობს?’

‘26/18. (ფარაონმა) უთხრა): „განა ჩვენ არ გამოგზარდეთ ჩვილობიდან? განა ჩვენს შორის არ გაატარე მრავალი წელი?

19. განა შენ არ ჩაგიდენია ის, რაც ჩაიდინე? შენ ხარ ერთი უმადურთაგანი!’

ან არაბი მუშრიქების შემდეგი სიტყვების მსგავსი: ‘28/57. ისინი იტყვიან: „თუ შენთან ერთად დავადგებით ჭეშმარიტ გზას, მაშინ გაგვაძევებენ ჩვენი მიწებიდან!“ განა არ განვუმტკიცეთ მათ ნაკრძალი ადგილი, სადაც იწევენ ყველანაირ ნაყოფს საკვებად ჩვენგან? არადა, უმრავლესობა მათგან არ უწყის ამას!’

შუაიბის ხალხმა კი მას უთხრა: ‘11/87. უთხრეს : „ჰეი, შუღეიბ! ნუთუ შენი ლოცვა გიბრძანებს , რომ უარი ვთქვათ იმაზე, რასაც ჩვენი მამები თაყვანს სცემენ , ან არ განვკარგოთ ჩვენი ქონება ისე, როგორც თავად გვსურს?...’

მუშრიქებიდან უმეტესის სიტყვა კი შემდეგია: ‘43/23... „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამებიამ სჯულზე და უეჭველად, მათ კვალზე მივდივართ.“’

ეს და მსგავსი რაღაცეები შუამავლების ჭეშმარიტებას ზიანს ვერ მიაყენებს. პირიქით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შუამავლის მოპატიჟება/შეტყობინება მათი ნება-სურვილებისა და ტრადიციების საწინააღმდეგოა, რაზეც ზემოაღნიშნული მიუთითებს.’“[6]

ყოველივე ეს ჰუჯჯათის შესრულების ფორმას ეხებოდა. ჰუჯჯათი უნდა შესრულდეს ისე, რომ მოპირდაპირე მხარეს არანაირი ეჭვი და შეკითხვა არ დარჩეს.

ამის შემდეგ, ამ საკითხის შესახებ ორ მნიშვნელოვან რაღაცაზე გვსურს ყურადღების გამახვილება:



[1] ჰადისის N: 87.

[2] ჰადისის N: 7.

[3] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 4/116-117.

[4] ალ-ჯევაბუ’ს-სახიხ ლიმენ ბედდელე დინელ-მესიჰ, 1/68-69.

[5] ალ-იჰქამ, 1/74.

[6] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 7/191-192.

18 November 2020

4.3: რისალეთ ჰუჯჯეთის შესრულების ფორმა

 ·         საჭიროება იმისა, რომ იყამეთუ’ლ ჰუჯჯას შემსრულებელი ალიმი უნდა იყოს

ვინაიდან, უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა, რომ დავემორჩილოთ ალიმის მოწოდებას: 9/122. არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ რჯული და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან! ეგებ მოკრძალებული იყვნენ ეგენი!” რადგან ალიმები შუამავლის მემკვიდრენი არიან და მის შემდეგ ხალხის მიმართ რისალეთ’ულ ჰუჯჯათს ისინი შეასრულებენ: „სწავლულები შუამავლების მემკვიდრეები არიან. შუამავლები სამკვიდროდ არც დინარს და არც დირჰემს ტოვებენ. მათი სამკვიდრო მხოლოდ და მხოლოდ ილმია (ცოდნაა). ის, ვინც ამ ქონებას აიღებს, ის უხვი (ბარაქიანი) წილის მფლობელი იქნება.“[1]

ჯააჰილების (უცოდინრების) მოვალეობა შეკითხვის დასმაა და არა (სხვაზე) სწავლება: „16/43... თუ თქვენ არ იცით, მაშ, ჰკითხეთ მცოდნეებს (სწავლულებს).“

თუმცა, შარიათის სრულად ცოდნა და იჯთიჰადის მახასიათებლების ფლობა პირობა არ არის მისთვის, ვინც ჰუჯჯათს ასრულებს. პირობაა მხოლოდ იმ ჰუქმების კარგად ცოდნა, რაზეც საუბარი განხორციელდება. ამ საკითხში განსხვავება არ აქვს მუჯთეჰიდსა, არგუმენტირებულს ან არგუმენტის გარეშე გადმოცემულ ჰუქმს, რადგან შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თუნდაც ერთი აიათი ჩემგან გადაეცით.“[2]

პიროვნება, რომელთანაც რელიგიაში არსებულმა რომელიმე ამბავმა მიაღწია, ამბის გადმომცემის ცოდნას თუ არ ენდობა და ამავდროულად ეს ამბავი რომელიმე ამელს (ქმედებას) თუ უკავშირდება, მაშინ უნდა მოიკითხოს და საკითხი გაარკიოს მასთან, ვის ცოდნასაც ენდობა, რადგან ეს ყველაფერი მისთვის ვააჯიბია. მსგავსად უქბე იბნ ამირის ამბავისა: მან შუამავალთან გაადამოწმა ერთი ქალის მიერ მონაყოლი ამბავი, რომლის მიხედვითაც მას და მის მეუღლეს ძუძუ მოაწოვა.

·         საჭიროება იმისა, რომ სწავლული სამართლიანი/სანდო უნდა იყოს

რადგანაც ფასიყის ნაამბობზე მინდობა არ შეიძლება: 49/6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი მოვა თქვენთან გზასამცდარი რაიმე ამბით, მაშინვე გამოიკვლიეთ, რათა არ უქმნათ სიავე ხალხს უმეცრებით და მერე არ ჩავარდეთ სინანულში იმის გამო, რაც გააკეთეთ.”

როგორც ზემოთ ვთქვით, ამბავის მომტანი პიროვნების მდგომარეობა საეჭვო თუ არის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის მიერ მოტანილი ამბავი სრულიად უნდა უგულებელვყოთ. ასეთ დროს საჭიროა ამბავი ვკითხოთ და გამოვიკვლიოთ ისეთ პიროვნებასთან, რომლის ვინაობაც სანდო და სარწმუნოა. ვინაიდან, უზენაესმა ალლაჰმა აიათში ბრძანა „გამოიკვლიეთ“ ანუ ფასიყის მიერ მოტანილი ამბავი კარგად გამოიკვლიეთ და სიმართლე დაადგინეთ. ალლაჰს არ უთქვამს, რომ ფასიყის სიტყვა  სრულიად უნდა უარვყოთ და მივატოვოთ.

რაც შეეხება სამართლიანობის/სანდოობის მახასიათებლებს, ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

·         საჭიროება იმისა, რომ მცოდნესა და სამართლიან პიროვნებას უნდა იცნობდეს ის, ვისაც ჰუჯჯათს უკეთებენ

ის, ვის მიმართაც ჰუჯჯათი სრულდება, თუ არ იცნობს მას, ვინვ ჰუჯჯათს ასრულებს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ჰუჯჯათის შემსრულებლის მცოდნეობა და სამართლიანობა ცნობადი არ არის. იმის ცოდნა, რომ ადამიანი მცოდნე და სამართლიანია, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მას იცნობ. იბნ ჰაზმი ამ თემის შესახებ ამბობს: „წინა ნაწილში ვთქვით, რომ რელიგიაში მცოდნე და სამართლიანი პიროვნების მოწოდების მიღება ვააჯიბია. თუ რაიმე ამბავის ზეპირად ან წერილობით გადმომცემი პიროვნება მცოდნე და სანდოა, მაშინ მისი მოწოდების მიღება ვააჯიბია. თუ ხშირად უშვებს შეცდომას, უყურადღებოა და რაც იცის ფურცელზეც არ გადაუტანია ან საკითხი სრულიად ვერ შეისწავლა, მაშინ ვალდებულები არ ვართ, რომ მისი გადმოცემა მივიღოთ. ხოლო თუ არ ვიცით პიროვნების ვინაობა - ფასიყია, მცოდნეა, სამართლიანია თუ სხვა... მაშინ მანამ, სანამ მისი ვინაობა არ გაირკვევა მის მიერ გადმოცემის მიღება/აღიარებაში არ უნდა ვიჩქაროთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითებიდან რომელიმე გამოიჩენს თავს (არასანდოობა, მეხსიერების სისუსტე, ცოდნის არასაკმარისობა და სხვა) მაშინ ასეთი ადამიანის მიერ გადმოცემული ამბავი არ უნდა მივიღოთ.“[3]

არგუმენტი იმისა, რომ ამბავის მომტანის ცნობადობა აუცილებელია:

9/122. არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ რჯული და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან! ეგებ მოკრძალებული იყვნენ ეგენი!”

უზენაესმა ალლაჰმა მცოდნე ჯგუფის ან პიროვნების მოპატიჟების მიღება/აღიარება ბრძანა, რადგან ისინი მათიანები იყვნენ ანუ მათ იციან ამა თუ იმ პიროვნების ან ჯგუფის მცოდნეობისა და მდგომარეობის შესახებ.

უზენაესი ალლაჰი მექქელი მუშრიქების საწინააღმდეგოდ ამბობს: „23/69. ან იქნებ ვერ იცნეს თავიანთი შუამავალი და იმიტომაც უარყოფენ მას?“

ალლაჰი კიცხავს მათ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის სამართლიანობას და სანდოობას იცნობდნენ, უარყვეს იგი. შემდეგი აიათის განმარტებაშიც იგივეა ნათქვამი:

„26/214. და შეაგონე შენი ახლო ნათესავები!“

ამ აიათის მოვლენის შემდეგ, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თავისი ტომი შეკრიბა და უთხრა: „’რას იტყვით? დამიჯერებთ თუ გეტყვით, რომ ხეობაში ჯარი იმყოფება, რომელიც თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად მოემართებიან?’ მათ უთხრეს: ‘დიახ, რადგან ჩვენ შენგან მართალი სიტყვის მეტი არაფერი გაგვიგონია.’ ამის შემდეგ, შუამავალმა მათ მიმართა: ‘უეჭველად, მე ვარ შუამავალი, რომელიც მოევლინა მანამ, სანამ მძვინვარე სასჯელი დაგატყდებათ თავს.“[4]

ალლაჰის შემდეგი სიტყვებიც იგივე მნიშვნელობისაა:

„11/50. და ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი (გავაგზავნეთ).“

„11/84. და მედიენის ხალხთან მათი ძმა შუღეიბი (გავაგზავნეთ).“

შაფი’ (რაჰიმაჰულლაჰ) „ჰაბერუ’ლ ვაჰიდ“-ის შესახებ საუბრისას იგივე პირობას (ცნობადობის პირობას) ხაზს უსვამს და ამბობს: „შუამავალმა მეცხრე წელს აბუ ბაქრი გააგზავნა, როგორც ჰაჯობაზე პასუხისმგებელი პირი. სხვადასხვა ქვექნებიდან და საზოგადოებიდან ჰაჯობის შემსრულებლები მასთან მიდიოდნენ. მან (აბუ ბაქრმა) მასთან მისულებს შეასწავლა ჰაჯობის დროს შესასრულებელი ღვთისმსახურებები და გააცნო მუბაჰი (ნებადართული) და აკრძალული ქმედებები. იმავე წელს შუამავალმა იგივე საქმისთვის ალი იბნ აბუ ტალიბიც გაგზავნა. მან (ალიმ) ყურბან ბაირამის (დღესასწაულის) დღეს ხალხს თავბა სურადან აიათები წაუკითხა. ასევე, რამოდენიმე თემთამ დადებული შეთანხმება გააუქმა და მათ დრო მისცა. მუსლიმანებს რამოდენიმე რამ აუკრძალა. მექქას ხალხისთვის აბუ ბაქრი და ალი ცნობილები იყვნენ, როგორც სარგებლიანი, მორწმუნენი და სამართლიანები. ჰაჯობის შემსრულებლებიდან რომელიმეს მათ (აბუ ბაქრისა და ალის) შესახებ ინფორმაცია თუ არ ექნებოდა, მაშინ აუცილებლად მოიძებნებოდა ის, ვინც მათზე ინფორმაციას მიაწვდიდა. შუამავალი ერთ პიროვნებას გააგზავნიდა და ამით შეგონებული იყო ის, ვისთანაც გაგზავნილი პირი მიდიოდა. ასევე, თორმეტ მეფეს ისლამისკენ მოპატიჟებისთვის თორმეტი ელჩი გაუგზავნა, რითაც მათ მიმართ ჰუჯჯათი შესრულებული იყო. ამ პიროვნებებზე გატანებულ წერილებს რაიმე ნიშანი (ბეჭედი და ა.შ.) არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად მისგან (შუამავლისგან) იყო. ამირების შერჩევის დროს საჭირო პირობას (ადამიანების მხრიდან ცნობილი) ელჩებშიც ეძებდა. მაგალითად, „დიჰიია“ (ერთ-ერთი ელჩის სახელი) ისეთ ადგილას გააგზავნა, სადაც მას იცნობდნენ. ხოლო თუ გაგზავნილ ელჩს მასპინძელი ვერ იცნობდა, მაშინ იმის დასამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად შუამავლის მიერ გამოგზავნილი იყო, არგუმენტს (დალილს) ითხოვდნენ. ასეთ დროს ელჩს მოცდა უწევდა მანამ, სანამ მასპინძელი ელჩის მდგომარეობისა და ცნობადობის გაარკვევდა. შუამავალი ელჩებს წერილის სახით ბრძანებებსა და აკრძალვებს ატანდა, რომელსაც ელჩები ზედმიწევნით ასრულებდნენ (აკრძალვებსა და ბრძანებებს). ელჩებიდან რომელიმე მის (შუამავლის) მიერ ნაბრძანებს ვერ გადააბიჯებდა. გაგზავნილი ყველა ელჩი მასპინძელის მხრიდან ყოველთვის ცნობილები იყვნენ თავიანთი სისწორითა და ჭეშმარიტებით.“[5]

·         არ არის საჭიროება იმისა, რომ ჰუჯჯათის შემსრულებელი პიროვნება ავტორიტეტული იყოს

ჰუჯჯათი ხალხს შუამავლების საშუალებით გადაეცემოდა და მათი უმრავლესობა თავიანთ ხალხთა შორის დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემდეგი აიათებიც ამაზე მიუთითებს“

„36/30. ფსუს იმ მსახურთ! არ მისულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ მასხრად არ აეგდოთ!“

ფარაონის შესახებ: „43/52. ნუთუ არ ვარ ამ მდაბიოზე უკეთესი, რომელიც გასაგებადაც ვერ მეტყველებს?“

შუაიბის ხალხის შესახებ: „11/91. უთხრეს: „ჰეი, შუღეიბ! ბევრი რამ შენი ნათქვამიდან გაუგებარია ჩვენთვის. და, უეჭველად, გთვლით ჩვენ შორის სუსტად. შენი მოდგმა რომ არა, ჩაგქოლავდით. და არაფრით ხარ ჩვენზე აღმატებული!““

ლუტ შუამავლის შესახებ: „11/80. უთხრა: „ნეტავ, ძალა მომცა თქვენს დასაძლევად! ნეტავ, მქონდეს მტკიცე დასაყრდენი!““

ამ შინაარსის აიათი ბევრია. ეს ყველაფერი მიუთიებს იმაზე, რომ შუამავალთა უმეტესობა თავიანთი ხალხის შორის დამცირებულები და დაბალ საფეხურზე იყვნენ. მიუხედავად ამისა, როგორც ალლაჰმა გვაცნობა, ჰუჯჯათი ამ შუამავლების საშუალებით შესრულდა: „4/165. და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.“

თუმცა, დარულ ისლამში (ისლამურ მიწაზე) ცოდვის ჩადენისა და სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, ჰუჯჯათს ავტორიტეტული მმართველი ან მისი წარმომადგენელი ყადი (მოსამართლე) ასრულებს, რაც პირობაა. ამ საკითხში სწავლულთა იჯმაა. დარულ ისლამში პიროვნებების შესახებ ჰუქმის გაცემა და სასჯელის აღსრულება ავტორიტეტული პირების ან მისი წარმომადგენლების უფლებაა და არა საზოგადოების ნებისმიერი წევრისა. ვინაიდან და რადგანაც, ჰუჯჯათის შესრულებასა, ჰუქმის გაცემასა და სასჯელის აღსრულებას შორის განსხვავებაა.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დედამიწისეულ ჰუქმებსა და ახირეთის (იმქვეყნიურ) ჰუქმებს შორის განსხვავებაა. ვისთანაც სამართლიანი, ალიმი (მცოდნე) და ცნობილი პიროვნების მხრიდან ჰუჯჯათი მიაღწევს და მის შესაბამისად არ იმოქმედებს, ახირეთში ცოდვის გამო სასჯელს დაიმსახურებს. თუმცა, ამ ცოდვის დედამიწისეული გამოსასყიდი თუ არის, მაშინ მის შესახებ ჰუქმს და სასჯელის აღსრულების ბრძანებას მხოლოდ ავტორიტეტული პიროვნება ან მისი წარმომადგენელი გასცემს.[6]

აქამდე რაც გადმოვეცით ეხებოდა იმ პიროვნების მახასიათებლებს, რომელიც იყამეთ’ულ ჰუჯჯათს ასრულებს.



[1] გადმოცემულია აბუ დავუდსა და თირმიზიში. იბნი ჰიბბანიმ მას სახიხი უწოდა.

[2] ბუხარი.

[3] იბნ ჰაზმ, ალ-იჰქამ ფი უსული’ლ-აჰქამ, 1/138.

[4] ბუხარი, 4770.

[5] შაფი’, არ-რისალე, გვ: 414-419; დამმოწმებელი: აჰმედ შაქირ.

[6] იხ. მეჯმუათუ’რ-რასაილ ვა’ლ-მესაილი’ნ-ნეჯდიიე, გვ: 478.

12 November 2020

4.2: პიროვნების თვისებები, რომელიც რისალეთ ჰუჯჯეთს ასრულებს

 მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ პირველად ჰუჯჯათი ვინც შეასრულა ეს შუამავალი მუჰამმმადია (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ). მის შემდგომ კი, ჰუჯჯათს ასრულებს ალიმი (სწავლული), სამართლიანი და ცნობილი პიროვნება, რომელიც არგუმენტებს მისგან (შუამავლისგან) ღებულობს. არ არის საჭიროება იმისა, რომ ეს პიროვნება (ჰუჯჯათის შემსრულებელი) თანამდებობის პირი იყოს. თუმცა, დარულ ისლამში (ისლამურ მიწაზე) სასჯელის აღსრულება ჰუჯჯათის შესრულებაზე თუა დამოკიდებული, მაშინ ჰუჯჯათის შემსრულებელი სტატუსის მქონე (ავტორიტეტული) უნდა იყოს. ჰუჯჯათის შემსრულებლის თვისებები ეს არის. რისალეთ ჰუჯჯათი ამგვარად სრულდება. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ერთი აიათი რომც იყოს, ჩემგან აიღეთ და გაავრცელეთ.“[1] სხვა ჰადისში ნათქვამია: „აქ მყოფმა აქ არ მყოფს გაუზიაროს.“[2] ისლამისკენ მოპატიჟება „ფარძი ქიფაია“[3] არის. ზოგჯერ კი, ის „ფარძი ‘აინ“[4]-ია.

ჰუჯჯათის შემსრულებელი პიროვნების ნიშან-თვისებები შემდეგნაირია:

·         ჰუჯჯათი ერთი პიროვნების ცნობით (ჰაბერუ’ლ ვაჰიდ) სრულდება

ვინაიდან შუამავალი ერთი ადამიანი იყო, მისი საშუალებით მთელი უმმეთი შეგონებულია. შუამავალმა თავის დროს, დედამიწის მეფეებთან ელჩები გაგზავნა და ამგვარად, ისლამისკენ მოიპატიჟა. ელჩები თითო-თითო გააგზავნა და ამ ფორმით თითოეული ადრესატის მიმართ ჰუჯჯათი შეასრულა. მაგ: დიჰია ალ-ყალბი - ჰერაკლიუსთან, ჰატიბ იბნ აბი ბალტა - ეგვიპტის მეფესთან, მუყავყისთან, ამრ იბნ უმეიია ად-დამრი - ეთიოპიის მეფესთან, ნეჯაშისთან, ამრ იბნუ’ლ აასი კი - ომანის მეფის, ჯულენდის ორ შვილთან, აბდ და ჯეიფერთან გააგზავნა.[5]

უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „9/122. არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ რჯული და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან (1) (ლაშქრობიდან)! ეგებ მოკრძალებული იყვნენ ეგენი!“

ერთი და ერთზე მეტ პიროვნებისგან ჯგუფი წარმოიშობა. უზენაესმა ალლაჰმა სხვებს უბრძანა, რომ ერთი პიროვნების მიერ შესრულებული ჰუჯჯათი (ამ შემთხვევაში მოპატიჟება და გაფრთხილება) მიეღოთ. იმამ ბუხარიმ (რაჰიმაჰულლაჰ) „სახიხში“ „ჰაბერუ’ლ ვაჰიდის“ საკითხს ერთი ნაწილი დაუთმო და ამ თემის დალილები თან დაურთო.“[6]

იბნ ჰაზმმა თქვა: „შემდეგი თემის მიმართ მუსლიმანიდან ორსაც კი არ აქვთ საწინააღმდეგო აზრი: ნდობით აღჭურვილი მუსლიმანი ქააფირების მიწაზე რომ შევიდეს და იქაური ხალხი ისლამისკენ რომ მოიპატიჟოს, ყურანი რომ წაუკითხოს და ისლამის შარიათი ასწავლოს... ასეთ დროს იქაური ხალხი ვალდებული იქნება, რომ ეს მიიღოს. ამგვარად მათ მიმართ ჰუჯჯათი შესრულებული იქნება. იგივე მდგომარეობაა მაშინაც კი, როცა ხალიფა ან მუსლიმანების ამირი ქააფირების მეფეებიდან (მმართველებიდან) ან ქააფირ საზოგადოებიდან რომელიმესთან ელჩს გააგზავნის მათი ისლამისკენ მოპატიჟებისთვის, ყურანისა და ისლამური შარიათის სწავლებისთვის.“[7]

ის, რომ „ჰაბერუ’ლ აჰადის“ საშუალებით ჰუჯჯათი სრულდება, სალაფებს შორის სხვადასხვა აზრი არ არსებობს. ამ თემის შესახებ იხთილაფი წარმოშვეს მობიდათეებმა, რომლებმაც „აჰადის“ ჰადისები უარყეს იმის გამო, რომ მათი შეხედულებების წინააღმდეგი იყო. შემდგომ პერიოდებში კი, ზოგიერთმა სწავლის მაძიებელმა ზემოთ ხსენებული მობიდათეებისგან მსგავსი შეხედულებები აიღო. უფრო მეტიც, იქამდე მივიდა საქმე, რომ ზოგმა განაცხადა, რომ ჰაბერუ’ლ ვაჰიდი ცოდნაზე არ მიუთითებდა. ეს სიტყვა შემდგომ მცხოვრები ფაქიჰების (მცოდნეების) უმეტესობისა და აჰლი ჰადისის რამოდენიმე ჯგუფის შეხედულებად გადაიქცა. იბნუ’ლ ყაიიმმა ამ საკითხზე „მუჰთასარუ’ს სავააიყი’ლ მურსალა“-ში ისაუბრა.

სიტყვებში „ჰაბერუ’ლ ვაჰიდი ცოდნაზე არ მიანიშნებს“ იგულისხმება, რომ მისით ფიყჰის თემებში მოქმედება რომც მოხდეს, მისით ითიყადის (რწმენის) საკითხები არ განიხილება. მათი ეს შეხედულება ეხება დაყოფას: დინ’ი უსულ და ფურუ’. უსულ - აყიდის საკითხებს მოიცავს. ფურუ’ კი - შარიათული ამელის ჰუქმებისგან შედგება. ამბობენ, რომ აყიდა მხოლოდ ყურანით ან სარწმუნო სუნნეთით სრულდება/ დგინდება/ მყარდება. ეს სიტყვა მიუღებელია. ამ შეხედულების არასწორობის დასამტკიცებლად საკმარისი იქნება არგუმენტი იმისა, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თითო-თითო საჰაბის გაგზავნით, სხვადასხვა მეფეების წინაშე ჰუჯჯათი შეასრულა. შუამავლის მიერ გაგზავნილი ელჩები მათგან მოითხოვდნენ, რომ თანაზიარის დადგენის გარეშე მხოლოდ ალლაჰზე ეცათ თაყვანი, მუჰამმედის შუამავლობა ეწამათ და ისლამის საჭირო საკითხები დაეჯერებინათ. ყოველი მათგანი აყიდის ნაწილია, რომელიც თითო კაცის ცნობით (ჰაბერუ’ლ ვაჰიდ) შესრულდა.

იბნუ’ლ ყაიიმი ამბობს: „საკვირველია ის, რომ ვიღაც ვიღაცები ჰაბერუ’ლ აჰადის წინააღმდეგი არიან. სამაგიეროდ კი, ფილოსოფოსებისგან, ჯაჰმიტებისგან და მუთაზილებისგან აღებულ ცრუ ინფორმაციას ლოგიკურს და სწორს უწოდებენ. ისლამის შეიხი, იბნ თაიმიია ამბობს: ‘რაც შეეხება ჰაბერუ’ლ აჰადს - ეს არის სამართლიანი მუსლიმანის მიერ გადმოცემული ცნობა (ინფორმაცია, ცოდნა). იგი არ არის, როგორც მუთევათირი (მაღალი დონის ჰადისი), თუმცა უმმეთმა მისით მოქმედება ან დამოწმების ფორმით, ამგვარი ცნობები მიიღო. მსგავსი შემდეგი მაგალითებისა:

ომარ იბნუ’ლ ჰატტაბი: „ქმედებები მხოლოდ განზრახვის მიხედვითაა.“

ანასი: „ჩაფხუტით მექქაში შევიდა.“

აბუ ჰურაირა: „ქალის მამიდამისისა და დეიდამისის მეშვეობით ნიქაჰი არ გაკეთდება.“

აბუ ჰურაირა: „შთამომავლობის გზით ჰარამი, ძუძუს წოვითაც ჰარამი გახდება.“

აბუ ჰურაირა: „აბდესის მოშლის შემდეგ, ალლაჰი მანამ არ მიიღებს ნამაზს თქვენგან, სანამ აბდესს არ აიღებთ.“

იბნ ომარი: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რამაზნის თვეში ფითრა სადაყის გაცემა, დიდ-პატარასთვის, კაცისთვისა თუ ქალისთვის, ყველასთვის ფარძად დააწესა.“

ამ სახის „აჰად“ ამბები (ჰაბერი) უმმეთის წინა და მომდევნო თაობის სიღრმისეული ცოდნიდან გამომდინარეობს. სალაფებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არ არის. ოთხი იმამიდან გამორჩეული სწავლულების მეზჰებიც ეს არის...“

ამის შემდეგ კი, იბნი ჰაჯერი ოცზე მეტ დალილს ჩამოთვლის იმის შესახებ, რომ აჰად ჰაბერი ჰუჯჯათია. ასევე, აბუ’ლ-მუზაფფერ იბნი’ს-სემ’ანიც შემდეგს გადმოსცემს: „მაშინ, როცა ამბავი შუამავლისგან სახიხი გზით მოაღწევს ან ამბავს სანდო პიროვნებები და იმამები გადმოსცემენ... ეს ამბავი ვარაუდზე კი არა, ცოდნაზე მიუთითებს. ჰადისოლოგებისა და სუნნეთის საკითხებში პროფესიონალთა შეხედულება ეს არის. საპირისპირო შეხედულება კი, ყადერიესა და მუთაზილების შეხედულებაა. მათი ძირითადი მიზანი ჰადისების უარყოფაა. ცოდნაში არამყარ ზოგიერთმა ფაქიჰმა მათი შეხედულებები ისე აიღო, რომ ვერ მიხვდა მათ მთავარ მიზანს. უმმეთის სხვადასხვა ჯგუფის წევრები რაციონალურად თუ მოიქცევიან, მაშინ აღიარებენ, რომ აჰად ჰაბერი ილმია. ვინაიდან, ყოველი ჯგუფის წევრი საკუთარი აყიდისა თუ მრწამსის დასაცავად და მხარდასაჭერად აჰად ჰაბერს იყენებს არგუმენტად.“[8]

ყოველივე ეს რამოდენიმე პირობასთან ერთად მიუთითებს იმაზე, რომ აჰად ჰაბერის მეშვეობით რისალეთ ჰუჯჯეთი სრულდება. აჰად ჰაბერი რამოდენიმე გზით თუა მოღწეული ეს მის სიძლიერეზე მიუთითებს.



[1] ბუხარი.

[2] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ.

[3] ვალდებულება, რომელიც ყველას არ ეკისრება თუ ერთმა მაინც შეასრულა.

[4] ვალდებულება, რომელიც თითოეულს ეკისრება.

[5] იბნუ’ლ-ყაიიმ, ზაადუ’ლ-მეად, 3/60.

[6] ფეთხუ’ლ-ბარი, 13/231.

[7] იბნი ჰაზმ, ალ-იჰქამ ფი უსული’ლ აჰქამ, 1/112.

[8] იბნუ’ლ-ყაიიმ, მუჰთასარუ’ს-სავაიყი’ლ-მურსელე, გვ: 464-485.