18 January 2020

ნაწილი 2.1: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

2)      პიროვნების ჰუქმი, რომელთანაც შუამავლის მოპატიჟება არ მიღწეულა

ეს მდგომარეობა შეიძლება ორი ფორმით განხორციელდეს:
-          პიროვნებასთან მოპატიჟება მართლაც რომ არ მიღწეულა: მსგავსი პიროვნებისა, რომელიც სრულწლოვანია, თუმცა ალლაჰის შუამავლის მოწოდება საერთოდ არ გაუგონია.
-          მდგომარეობა, რა დროსაც მოწოდება ჰუქმის საფუძველზე მიღწეულად არ ითვლება: ანუ, მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის მოწოდება გავრცელებულია და პიროვნებასთანაც მიღწეულია, ფიზიკური ნაკლის გამო, როგორიცაა: ბავშვური ასაკი, სიგიჟე, ძალზედ მოხუცებულობა და ა.შ... მოწოდება ვერ გაიგო.
აჰლი სუნნეთ ვა’ლ ჯამაათის შეხედულებით, მსგავსი ადამიანები (ორი კატეგორიის ხალხი, რომელიც ზემოთ განვმარტეთ) აღდგომის დღეს გამოიცდებიან. ამგვარად, ალლაჰის მიერ შუამავლების საშუალებით გამოგზავნილი ჰუჯჯათი როგორც ამქვეყნად, ასევე იმქვეყნადაც ყოველი ქმნილების მიმართ შესრულებული იქნება.
ამ თემასთან დაკავშირებით იბნი თაიმიიას სიტყვებს გადმოგცემთ:
„სხვადასხვა აზრია მათ შესახებ, რომლებთანაც დედამიწაზე ცხოვრების დროს ჰუჯჯათმა ვერ მიაღწია, როგორებიც არიან: ბავშვები, გიჟები ან ისეთი ხალხი, რომლებმაც შუამავლის არყოფნის დროს (ფათრათის პერიოდში) იცხოვრეს. ჩვენამდე მოღწეული ამბების მიხედვით, ყველაზე ზუსტი არის ის, რომ ამგვარი ხალხი აღდგომის დღეს (ყიამეთის დღეს) გამოიცდებიან. მათთან შუამავალი გაიგზავნება, რომელიც დამორჩილებას უბრძანებს, თუ დამორჩილდებიან დაჯილდოვდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაისჯებიან.“[1]
„უზენაესი ალლაჰი შუამავლის გამოგზავნამდე არავის დასჯის. ასევე, სამოთხეში არ განათავსებს მუშრიქ ხალხს. დედამიწაზე ყოფნის დროს ვისთანაც მოპატიჟება არ მისულა, მას ახირეთში (იმქვეყნად) მოიპატიჟებენ. ჯოჯოხეთში მხოლოდ ეშმაკის მიმყოლნი აღმოჩნდებიან. უცოდველი ცეცხლში არ შევა. ალლაჰი მხოლოდ შუამავლის მოსვლის შემდეგ დასჯის (თუ არ გაჰყვებიან შუამავალს). ბავშვი, გიჟი ან შუამავლის არყოფნის პერიოდში (ფათრათის პერიოდში) მცხოვრები და გარდაცვლილი პიროვნების მსგავსი, რომელთანაც შუამავლის მოპატიჟება არ მიღწეულა, მოსული ინფორმაციის საფუძველზე ახირეთში გამოიცდებიან.“[2]
„რამოდენიმე გადმოცემის მიხედვით, პიროვნებასთან, რომელთანაც დედამიწაზე ცხოვრების დროს მოპატიჟებას არ მიუღწევია, ყიამეთ დღეს ‘არასათში’ გამოსაცდელათ შუამავალს გაუგზავნიან. ზოგიერთები ამბობენ, რომ ამგვარი შეხედულება ისლამის საწინააღმდეგოა, რადგან ახირეთში პასუხისმგებლობა აღარ არის. ეს შეხედულება სწორი არ არის, რადგან პასუხისმგებლობა მხოლოდ სამოთხეში და ჯოჯოხეთში წყდება. ადამიანები საფლავშიც გამოიცდებიან. მათ კითხავენ: შენი ბატონი (რაბბ) ვინ არის? შენი რელიგია რა არის? შენი შუამავალი ვინ არის? ასევე, ყიამეთის დღეს ‘არასათშიც’ გამოიცდებიან. არასათში ყოფნის დროს მათ კითხავენ: ყოველი ჯგუფი გაჰყვეს მას, რასაც თაყვანს სცემდა.“[3]
იბნი თაიმიიას მიერ გადმოცემული ჰადისები სხვადასხვა წყაროებშია მოხსენებული. იბნი ქასირმა აიათის „17/15... ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!“ განმარტებაში ეს ჰადისები გადმოსცა.[4]
იბნუ’ლ-ყაიიმის მიერ საკითხთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვები შემდეგნაირია: „ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე ამბავი მოვიდა. ყოველივე მათგანი ერთმანეთს მხარს უბამს. ამ ჰადისებიდან ერთ-ერთი იმამ აჰმედის მუსნადში, ბაზზარის მიერ სახიხად აღიარებულ ჰადისადაა გადმოცემული. იმამ აჰმედი ამბობს: ‘მუაზ ბინ ჰიშამი, მამამისის, ყათადეს, აჰნაფ იბნ ყაისის, ესვედ იბნ სერი’-ის გზით შუამავლისგან გადმოგვცემს: ‘ყიამეთის დღეს ოთხ ადამიანს მოიყვანებენ, რომლებსაც თავიანთი მიზეზები გააჩნიათ: ყრუ, რომელსაც არ ესმის, ძალიან მოხუცი, უჭკუო ანუ გიჟი და შუამავლის არყოფნის დროს (ფათრათის პერიოდში) მცხოვრები პიროვნება. ყრუ იტყვის: ‘ჩემო ბატონო. ისლამი მოვიდა, თუმცა მე ვერაფერი გავიგონე.’ გიჟი იტყვის: ‘ისლამი როდესაც მოვიდა, ქუჩაში ყოფნის დროს ბავშვები (ჩემი სიგიჟის გამო) ქვებს მესვროდნენ.’ მოხუცი იტყვის: ‘ისლამი ჩემთან მოვიდა, თუმცა მე ვერაფერს ვერ ვიაზრებდი.’ ფათრათის პერიოდში მცხოვრები იტყვის: ‘ჩემო ბატონო, ჩემთან შუამავალი არ მოსულა.’ მათგან მორჩილების სიტყვას აიღებენ და შუამავალს გაუგზავნიან. ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, ისინი ბრძანებას თუ დაემორჩილებიან და იქ (ცეცლხში) შევლენ, მაშინ იქაურობა მათთვის გრილი და მშვიდობიანი გახდება.’“
მუაზ ბინ ჰიშამი ამბობს: „მამაჩემმა - ყათადეს, ჰასანის, აბუ რაფი’ისა და აბუ ჰურაირას გზით მსგავსი ჰადისი გადმომცა. ის შემდეგნაირია: „შემსვლელისთვის ცეცხლი გრილი და მშვიდობიანი გახდება, ხოლო არშემსვლელი კი, ცეცხლში მოთავსდება.“
ჰაფიზი აბდულჰაყი, ესვედის მიერ გადმოცემული ჰადისის შესახებ ამბობს: „ამგვარი ჰადისი მოსულია და როგორც ვიცი სახიხია. ზოგადად ახირეთი პასუხისმგებლობის და ამელის შესრულების ადგილი არ არის, თუმცა ალლაჰი დააკისრებს მას (ვისაც თვითონ ისურვებს) იმას (რასაც თვითონ ისურვებს) და ასევე იქ, სადაც მას სურს და იმ დროში, რა დროშიც თვითონ ისურვებს.“
მოწოდების მიმართ ახირეთში პასუხისმგებლობა-არ პასუხისმგებლობის თემას შემდეგ ნაწილში განვმარტავთ.



[1] იბნი თაიმიია, ალ-ჯევაბუ’ს-სახიხ ლიმან ბედდელე დინე’ლ-მესიჰ: 1/312.
[2] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 17/477.
[3] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 17/308-309. მეჯმუუ’ლ-ფათავა, 4/246-247; 24/372-373.
[4] თაფსირუ იბნ ქასირ, 3/28-31; იბნუ’ლ ყაიიმ, ტარიყუ’ლ-ჰიჯრეთეინ, გვ: 396-401, გამოცემა: დარუ’ლ ყუტუბუ’ლ ილმიიე, ჰჯ. 1402.