16 January 2020

ნაწილი 2.0: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

წინა ნაწილში პასუხისმგებელი პირი განვმარტეთ: „ადამიანი, რომელზეც ალლაჰის ბრძანებები და აკრძალვები ვრცელდება.“ სხვანაირად რომ ვთქვათ: „ადამიანი, რომელიც ალლაჰის ბრძანებისა და აკრძალვების მიმართ პასუხისმგებელია.“ ალლაჰის მიმართვა კი არის ის, რაც პიროვნებას პასუხისმგებელს ხდის. სხვანაირად მას ჰუჯჯათს[1] უწოდებენ.
რა არის ალლაჰის ჰუჯჯათი, რომლითაც პიროვნება პასუხისმგებელი ხდება? ამ კითხვის პასუხს ამ ნაწილში განვმარტავთ. ეს ნაწილი ოთხი ქვესათაურისგან შედგება:
1)      ალლაჰის ჰუჯჯათი მისი შუამავლების საშუალებით სრულდება,
2)      პიროვნების ჰუქმი, რომელთანაც შუამავლის მოპატიჟება არ მიღწეულა,
3)      პასუხი მათ, რომლებიც ამბობენ, რომ პიროვნებას პასუხისმგებლობას რაც ანიჭებს ეს მხოლოდ ჭკუა-გონებაა,
4)      პასუხი მათ, რომლებიც ამბობენ, რომ პიროვნებას პასუხისმგებლობას რაც ანიჭებს ეს მხოლოდ „ფითრათი (ადამიანის ბუნება)“ და „მისაყია (შეთანხმება)“.

1)      ალლაჰის ჰუჯჯათი მისი შუამავლების საშუალებით სრულდება

ამ საკითხის დალილები ყურანსა და სუნნეთში ბევრია. შეიხულ ისლამ იბნ თაიიმია საკითხის შესახებ გადმოგვცემს: „ყურანში უამრავ ადგილასაა ნახსენები ის ფაქტი, რომ ჰუჯჯათი შუამავლების საშუალებით სრულდება. მსგავსი შემდეგი აიათებისა:
‘4/165... (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე...’
‘17/15... ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს! (2) (რომელიც აუხსნიდა მათ თუკი რა ევალებოდათ).’
‘20/134. და რომ, უეჭველად, ჩვენ დაგვეღუპა ისინი სასჯელით მანამდე (1) (მუჰამმედ შუამავალზე უწინ), უთუოდ იტყოდნენ (2) (აღდგომის, ანგარიშსწორების დღეს): „ღმერთო ჩვენო! ნუთუ არ შეიძლებოდა მოგევლინა ჩვენდა შუამავალი, რომ გავყოლოდით შენს აიათებს (3) (შენს მიერ მოვლენილი შუამავლის ჩვენამდე მოტანილ აიათებს), სანამ შევიქმნებოდით დამცირებულნი (4) (აღდგომის დღეს) და დაკნინებულნი (5) (ჯოჯოხეთში)?“’
‘28/59. და არ ანადგურებდა შენი ღმერთი ქვეყნებს, სანამ არ წარუგზავნიდა მის მკვიდრთ შუამავალს, რომელიც ამცნობდა მათ ჩვენს აიათებს...’
‘67/8... ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში (ჯოჯოხეთში) ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?’
‘39/71. და გაირეკებიან, რომელთაც უარყვეს ჯოჯოხეთისაკენ ჯგუფებად. როცა მიაღწევენ მასთან, კარიბჭენი მისი გაიხსნება და მისი მცველნი ეტყვიან მათ: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენივე წიაღიდან, რომელნიც თქვენი ღმერთის აიათებს გიკითხავდნენ და შეგაგონებდნენ ამ თქვენ დღესთან შეხვედრას? ისინი მიუგებენ: „დიახ!“ მაგრამ ახდა სიტყვა სასჯელისა ურწმუნოებსა ზედა.’
იბნი თაიმიია კვლავ გადმოგვცემს: „რასაც ხაზი უნდა გაესვას არის ის, რომ უზენაესი ალლაჰი ჰუჯჯათის გადამცემი შუამავლის გამოგზავნამდე არავის დასჯის.
ალლაჰი ბრძანებს: ‘17/13. და ყოველ ადამიანს ჩამოვკიდეთ ყელზე მისი ჩიტი (1) (საქმე) და განკითხვის დღეს წარვუდგენთ მას წიგნს, რომელიც გადაშლილი დახვდება მას! (2) (წიგნი, რომელშიც ადამიანის ყველა ნამოქმედარი უკლებლივაა აღწერილი ანგელოზების მიერ),
14. წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული!
15. ვინც ჭეშმარიტი გზა გაიგნო, მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი ცოდვილი არ იტვირთავს სხვის ცოდვას. და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს! (2) (რომელიც აუხსნიდა მათ თუკი რა ევალებოდათ).’
‘4/165... (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე...’
‘67/8. სადაცაა გასკდეს მძვინვარებისგან. ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?
9. პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუდ შევრაცხეთ და ვუთხარით: „არ გარდმოუვლენია ალლაჰს არაფერი, თქვენ მხოლოდ დიდ გზააბნევაში ხართ“.’
‘39/71. და გაირეკებიან, რომელთაც უარყვეს ჯოჯოხეთისაკენ ჯგუფებად. როცა მიაღწევენ მასთან, კარიბჭენი მისი გაიხსნება და მისი მცველნი ეტყვიან მათ: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენივე წიაღიდან, რომელნიც თქვენი ღმერთის აიათებს გიკითხავდნენ და შეგაგონებდნენ ამ თქვენ დღესთან შეხვედრას? ისინი მიუგებენ: „დიახ!“ მაგრამ ახდა სიტყვა სასჯელისა ურწმუნოებსა ზედა’
‘6/130. ჰეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო! განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენი წიაღიდან, რომელნიც გამცნობდნენ ჩემს აიათებს და გაფრთხილებდნენ თქვენ ამ დღესთან შეხვედრის გამო? თქვეს მათ: ჩვენ ვმოწმობთ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ. ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა ისინი და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ ურწმუნონი იყვნენ.’
‘28/59. და არ ანადგურებდა შენი ღმერთი ქვეყნებს, სანამ არ წარუგზავნიდა მის მკვიდრთ შუამავალს, რომელიც ამცნობდა მათ ჩვენს აიათებს...’
‘28/47. და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის გამო, რაც წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით მორწმუნენი?“
48. და როცა მიუვიდათ ჩემგან ჭეშმარიტება, თქვეს: „რატომ მას არ ებოძა ის, რაც ებოძა მუსას?“ განა არ უარყვეს ის, რაც წინათ ებოძა მუსას? მათ თქვეს: „ეს ორი ჯადოქრობა ერთმანეთს ეხმარება.“ და დასძინეს: „უეჭველად, უარვყოფთ ყველას!“’
‘5/19. ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო! უეჭველად, ჩვენი შუამავალი (მუჰამმედი) მოვიდა თქვენთან, ცხად ჰყოფს თქვენთვის (1) (რელიგიურ დოგმებს), შუამავალთა წყვეტილის შემდგომ (2) (პერიოდი, როცა შუამავალი არ მოვლენია დედამიწას, მუჰამმედ შუამავლამდე ღისა შუამავალი იყო მოვლენილი დედამიწაზე, დაახლობით 569 წლით ადრე). რომ არ თქვათ: არ გვწვევია ჩვენ არც მახარობელი და არც შემგონებელიო, უკვე მოვიდა თქვენთან მახარობელი და შემგონებელი. და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი!’
ამგვარად, ცხადია ის, რომ ვისთანაც ყურანი მიაღწევს, ის უკვე შეგონებულია. მსგავსი შემდეგი აიათისა: „6/19... და შთამეგონა მე ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ ამით თქვენ და იგინიც, რომელთაც მისწვდება...“ პიროვნება შეგონებულად ითვლება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ყურანი მასთან მიაღწევს.“[2]
შეიხუ’ლ-ისლამის ეს შეხედულება აჰლ-ი სუნნეთ ვა’ლ ჯამაათის შეხედულებაა. მათ ამ საკითხში სხვადასხვა აზრი (იხთილაფი) არ ჰქონიათ. ადამიანებზე ჰუჯჯათის გადაცემა შუამავლების გამოგზავნითა და მათზე ჭეშმარიტების ახსნა-განმარტებით სრულდება.[3]
ამ საკითხის შესახებ ვრცელ ინფორმაციას შემდეგ თავებში გადმოგცემთ.



[1] ალლაჰის ბრძანებებსა და აკრძალვებს. ალლაჰისგან წამოსულ ცოდნა-ინფორმაციას.
[2] იბნი თაიმიია, ალ-ჯევაბუ’ს-სახიხ ლიმან ბედდელე დინე’ლ-მესიჰ: 1/309-310.
[3] აბუ ყასიმ ალ-ლალიყაი, შერხუ ითიყადი აჰლი’ს-სუნნა, 1/196, გამომცემლობა: დარუ ტაიიბა; ასევე იხ: იბნი თაიმიია, მეჯმუუ ფათავა, 12/493-496; მუჰამმედ იბრაჰიმ ალ-ვეზირ, ისარუ’ლ-ჰაყ ალე’ლ-ჯალყ, გამომცემლობა: დარუ’ლ-ყუტუბუ’ლ-ილმიიე, ჰიჯრ: 1403, გვ: 220; აშ-შანყიტი, ედვაუ’ლ-ბეიან თაფსირი, 2/211, 336 და 3/471-484;