11 January 2020

ნაწილი 1.5: უცოდინრობის განმარტება და მისი გავლენა პასუხისმგებელ პირზე

2.       პიროვნება, რომელიც წარმოშობით მუსლიმანია

გასასამართლებელ საბუთად აღიარებული უცოდინრობის (ისეთი მდგომარეობა, რა დროსაც უცოდინრობა საპატიო მიზეზია) საფუძველზე ქუფრ ქმედებას თუ ჩაიდენს, მაშინ ამგვარი უცოდინრობა მის მიმართ ქააფირობის ჰუქმს დააბრკოლებს, რაც თავისთავად სასჯელსაც აბრკოლებს. წინა კატეგორიის ადამიანისგან განსხვავებით, ჰუჯჯეთის შესრულების გარეშე (არგუმენტის წარდგენისა და ახსნა-განმარტების გარეშე) ქააფირის ჰუქმს არ მიიღებს.
ამგვარი უცოდინრობის საფუძველზე ქუფრის შემსრულებელი მუსლიმანი, ჭეშმარიტების გაგებამდე ანუ ჰუჯჯეთის შესრულებამდე ქააფირის ჰუქმს ვერ მიიღებს. ამის არგუმენტი შემდეგია:

ა. „ზაატუ ანვატ“-ის ჰადისი: აბუ ვაყიდ ალ-ლეისი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „შუამავალთან ერთად ‘ჰუნეინ’-ის ბრძოლაში გავემართეთ, რა დროსაც ისლამში ახალად შესულები ვიყავით. მუშრიქების კუთვნილი ხე არსებობდა, რაზეც იარაღს ჰკიდებდნენ. მას ‘ზაატუ ანვატ’-ს ეძახდნენ. ხეს როდესაც ჩავუარეთ შუამავალს ვუთხარით: ‘ჩვენო შუამავალო! დაგვიდგინე ისეთი ხე, როგორიც მუშრიქებს აქვთ.’ შუამავალმა თქვა: ‘დიდება ალლაჰს! აი ესენი ალლაჰის სუნნეთებიდანაა! ვფიცავ მას, ვის ხელშიც ჩემი სულია! ისრაელის შვილთა მიერ მუსაზე ნათქვამი სიტყვების მსგავსი სიტყვები წარმოთქვით. მათ (ისრაელთა ძემ) მუსას უთხრეს: ‘მათი ღვთაების მსგავსი ღვთაება ჩვენც დაგვიდგინე!’ მუსამ უპასუხა: ‘თქვენ ჯაჰილი (უცოდინარი) საზოგადოება ხართ!’ (შუამავალმა უთხრა) თქვენც წინაპრების კვალს მიჰყვებით.’“[1]
მიუხედავად იმისა, რომ მათ შირქის შემცველი ქმედების შესრულება მოისურვეს, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თაქფირი არ გამოუტანა და მათი მდგომარეობა (იმის გამო რომ ისლამში ახალად იყვნენ შესული და არ იცოდნენ) საპატიო მიზეზად ჩათვალა. აი, ეს არის ერთ-ერთი მდგომარეობა, რა დროსაც უცოდინრობა მისაღებ საპატიო მიზეზად ითვლება. ამ საკითხს დაწვრილებით მოგვიანებით განვმარტავთ.

ბ. შემდეგი არგუმენტი კი, იბნი თაიმიიას (რაჰიმაჰულლაჰ) სიტყვებია, სადაც საჰაბეების იჯმაა გადმოცემული. ის ამბობს: „ჰუჯჯეთის მიღწევის შემდეგ ოთხი ფარძიდან (ნამაზი, ზექათი, მარხვა, ჰაჯობა) რომელიმეს უარმყოფელი პიროვნება ქააფირია. ამგვარად, ცუდის გაკეთება, მჩაგვრელობა, ტყუილის თქმა, ალკ. სასმელის დალევა და სხვა... მათი მსგავსი ცხადი/აშკარა ჰარამებიდან ერთ-ერთის უარმყოფელიც ქააფირია. თუმცა, რაც შეეხება ისლამში ახალად შესულს, ისეთ ადგილას მცხოვრებს, სადაც ისლამის შარიათს არ მიუღწევია ან კიდევ მორწმუნეთა მიერ ალკ. სასმელის გამონაკლისად (ჰალალად)[2] მიმჩნევს, რომელთანაც ჰუჯჯეთს არ მიუღწევია... მსგავსი ადამიანების მიმართ ჰუჯჯეთი სრულდება და მათი მონანიებისკენ მოპატიჟება ხდება. ვინაიდან, ომარ ბინ ხატტაბმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამ ფორმით შეცდომაში ჩავარდნილების მიმართ მოპატიჟება შეასრულა. ამგვარი პიროვნებები ახსნა-განმარტების შემდეგ თავიანთ ქმედებას თუ დაიჟინებენ, მაშინ ქააფირები გახდებიან. მანამდე კი მათზე ქააფირის ჰუქმი არ გაიცემა. საჰაბემ, ყუდამა იბნ მაზ’უნს და მის მეგობრებს თავიანთი მცდარი ტა’ვილის (ინტერპრეტაციის) გამო თაქფირი არ გამოუტანა.“[3]

ნაჯდის სწავლულებმა იკამათეს იმასთან დაკავშირებით, რომ უცოდინრობა (ჯაჰილობა) ჰუქმის დამაბრკოლებელია თუ სასჯელის: შეიხ აბდულლაჰ ბინ შეიხულისლამ მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბი (რაჰიმაჰულლაჰ) ემხრობა იმ აზრს, რომ ჯაჰილობა (უცოდინრობა) ჰუქმის დამაბრკოლებელია. ზემოთ მოცემული არგუმენტებიც ამ აზრის სისწორეზე მიუთითებს. ის ამბობს: „ადამიანი, რომელსაც ალლაჰისა და მისი შუამავლის სწამს, უცოდინრობით ქუფრ ქმედებას თუ შეასრულებს ან ქუფრის შემცველ ითიყადს თუ დაეუფლება, მაშინ ჩვენი შეხედულების მიხედვით, ის ქააფირი არ არის. მის მიმართ იყამეთუ’ლ-ჰუჯჯა (ახსნა-განმარტება) სანამ არ შესრულდება, მანამ მას ქააფირის ჰუქმს ვერ მივანიჭებთ. ჰუჯჯას შესრულებისა და რელიგიის ახსნა-განმარტების შემდეგ იგივეს თუ დაიჩემებს, მაშინ ქააფირი გახდება.“[4]

ზოგიერთი კი, ემხრობა იმ აზრს, რომ უცოდინრობა ქუფრის კი არა, არამედ სასჯელის დამაბრკოლებელია. საუდის არაბეთის ფეთვის კომიტეტის მიერ გაცემული ფეთვაც ამგვარია. 4400 ნომრიანი ფეთვის მეორე კითხვის პასუხი შემდეგია: „პიროვნება, რომელსაც შუამავლის მიერ მოტანილის სწამს - ალლაჰთან დაახლოებულ პირს, გარდაცვლილს ან ტარიყატის (ჯამა’ათის) რომელიმე შეიხს სეჯდეს თუ გაუკეთებს, მაშინ ის მიიჩნევა, როგორც ისლამიდან გასული მურთადი, ქააფირი და ალლაჰზე თანაზიარის დამყენებელი - მუშრიქი. სეჯდის შესრულების დროს შაჰადა რომც გაიმეოროს არაფერი შეიცვლება, რადგან ალლაჰის გარდა სხვაზე შესრულებული სეჯდე მის სიტყვებს გაანულებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს პიროვნება უცოდინრობის გამო გამართლდეს (იგულისხმება სასჯელი და არა ჰუქმი). მის მიმართ იყამეთულ-ჰუჯჯა შესრულდება, სწორი განემარტება, რის შემდეგაც დაფიქრებისთვის და მონანიებისთვის სამი დღე ვადა გაიცემა. ყოველივე ამის შემდეგ ალლაჰის გარდა სხვაზე სეჯდის გაკეთებას თუ არ შეწყვეტს, მაშინ მურთადობის გამო სიკვდილით დაისჯება, რასაც ალლაჰის შუამავალი ბრძანებს: ‘მოკალით ის, ვინც რელიგიას შეიცვლის.’[5] სიკვდილით დასჯამდე შესრულებული ახსნა-განმარტება და ჰუჯჯეთი მისი სასჯელის აღსრულებისთვისაა და არა ქააფირობის ჰუქმის გაცემისთვის. ვინაიდან, შესრულები ქმედების გამო ის ისეც ქააფირად მოიხსენიება.“[6] (ანუ ამ ფეთვის მიხედვით, მორწმუნე უცოდინრობის საფუძველზე ქუფრს თუ ჩაიდენს, ის მაინც ქააფირია. ჰუჯჯეთი კი, მხოლოდ და მხოლოდ მისი სასჯელისთვის კეთდება.)
ეს ფეთვა არასწორია. არსებული მდგომარეობის საფუძველზე შესრულებული უცოდინრობა საპატიო მიზეზი თუ არის, მაშინ ის გასაცემი ჰუქმის დამაბრკოლებელიც იქნება (ანუ სასჯელთან ერთად ჰუქმსაც დააბრკოლებს). ამის არგუმენტი ზემოთ მოცემული ზაატუ ანვატის ჰადისი და ყუდამა იბნ მაზ’უნის ფაქტის დროინდელი იჯმაა. ამ აზრზე მყოფებს ზაატუ ანვატის ჰადისის შესახებ ცნობილი პროტესტი აქვთ. ისინი ამბობენ: „საჰაბეებმა მხოლოდ მოისურვეს. ხოლო, ქმედება არ შეუსრულებიათ.“ ამ სიტყვებით მათ სურთ თქვან, რომ მხოლოდ და მხოლოდ „სურვილი/მოთხოვნა“ შირქი არ არის. სინამდვილეში ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ალიმების იჯმაა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუფრი ქმედების შესრულების განმზრახველი პიროვნება ქააფირი გახდება (ანუ ქუფრი/შირქი ქმედების შესრულების მხოლოდ განზრახვაც კი ქააფირობისთვის საკმარისია). ამ თემას მრწამსის ნაწილში დაწვრილებით განვმარტავთ.
არგუმენტი იმისა, რომ შირქის შესრულების მოთხოვნა/განზრახვა შირქია, ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგი სიტყვებია: „ვფიცავ მას, ვის ხელშიც ჩემი სულია! თქვენ თქვით სიტყვა, რომელიც ისრაელის შვილებმა უთხრეს მუსას: ‘დაგვიდგინე ღვთაება.’“ მათი ამგვარი სურვილი შირქი იყო, თუმცა მათ ეს არ იცოდნენ, რადგან ისინი ისლამში ახალად იყვნენ შესული. მექქას აღების შემდეგ მუსლიმანებს შორის იყვნენ და ჯერ კიდევ ერთი თვეც არ იყო გასული, როცა შუამავალთან ერთად ‘ჰუნაინის’ ლაშქრობაში წავიდნენ, რის გამოც ისლამის შესწავლისთვის საკმარისი დრო ვერ გამონახეს. ყოველივე ამის გამო, აბდურრაჰმან ბინ ჰასანი ამბობს: „’ჩვენ ისლამში ახალად შესულები ვიყავით’ - ამ სიტყვებით ცოტახნის წინ ისლამში შესულ მექქელ ხალხს გულისხმობდა. ამის გამო, „ძველი“ (მანამდელი) მუსლიმანების საპირისპიროდ, ამგვარი ქმედების შირქობის შესახებ არ იცოდნენ.“[7]
შეიხ სულეიმან ბინ აბდულლაჰმა ამ ჰადისიდან გამომდინარე თქვა: „არცოდნის გამო შირქის შესრულების მთხოვნელ/მსურველ პოროვნებას ქმედების მიტოვებისკენ მოვუწოდებთ, მის ქმედებას თუ მიატოვებს, მაშინ ქააფირი არ გახდება.“[8]

ყოველივე ეს გვეუბნება იმას, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რამ შირქი იყო და მათი მდგომარეობის გამო (უცოდინრობის გამო, რაც ისლამში ახალად შესვლას უკავშირდება) უცოდინრობამ მათზე ქააფირის ჰუქმის გაცემა დააბრკოლა.
მოკლედ, პიროვნება, რომელიც წარმოშობით მუსლიმანია საპატიო მიზეზად აღიარებული უცოდინრობის საფუძველზე (მაგ. ისლამში ახალად შესულისა) ქუფრი ქმედება რომ განახორციელოს, ამგვარი უცოდინრობა მასზე ქააფირობის ჰუქმს დააბრკოლებს. მასზე ჰუჯჯეთისა და ახსნა-განმარტების შესრულების გარეშე ქაფირის ჰუქმი არ გაიცემა. საპატიო მიზეზად აღიარებულ უცოდინრობას ვრცლად შემდეგ თავებში განვმარტავთ. წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისგანაა.



[1] გადმოგვცემს თირმიზი. ჰადისი სახიხია.
[2] ამის შესახებ შემდგომ ვისაუბრებთ.
[3] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 7/609-610.
[4] ად-დურერუ’ს-სანიიე, 8/158-159, ქითაბუ’ლ-მურთედ.
[5] იმამ ბუხარი, იბნი აბბასისგან გადმოგვცემს.
[6] ფეთვის გამცემი შეიხები: აბდულლაჰ ბინ ყუუდ, აბდურრაზზაყ აფიფი, აბდულაზიზ ბინ ბაზ. „ფათავა’ლ-ლეჯნეთი’დ-დაიმეთი“, 1/220.
[7] აბდურრაჰმან ბინ ჰასან, „ყურრატუ უიუუნი’ლ-მუვაჰჰიდიინ“, გვ: 74.
[8] სულეიმან ბინ აბდულლაჰ, „თეისირუ’ლ-აზიიზი’ლ-ჰამიდ“, გვ: 85.