02 January 2020

ნაწილი 1.3: უცოდინრობის განმარტება და მისი გავლენა პასუხისმგებელ პირზე

4)      უცოდინრობა, რომელიც პიროვნებაზე შარიათული ჰუქმების გაცემას აბრკოლებს

უცოდინრობა - პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოთქმული სიტყვებისა და შესრულებული საქმეების საფუძველზე წარმოშობილ შედეგებზე პასუხისმგებლობას აბრკოლებს.
შარიათის მიხედვით, ჰუქმის წესი ზოგადად შემდეგნაირია: „დამაბრკოლებლების აღმოფხვრისა და პირობების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ჰუქმის გაცემა საჭიროა.“
ჰუქმი: პიროვნებისთვის რაიმე მდგომარეობის არსებობა/არარსებობის დადასტურება. მაგალითად, ნამაზის მიმტოვებლის შესახებ ქააფირის ჰუქმის  დამოწმება/დამტკიცება.
ჰუქმის მიზეზი: მიზეზი ანუ ნიშანი, რომლის არსებობის შემთხვევაში ჰუქმიც არსებობს, ხოლო არარსებობის შემთხვევაში კი ჰუქმი არ არსებობს. წინა მაგალითის შემთხვევაში, ქააფირობის ჰუქმის გაცემა ნამაზის მიტოვებასთან იყო დაკავშირებული ანუ ნამაზის მიტოვება მიზეზი (ნიშანი), ხოლო ქააფირობა კი ჰუქმია.
ჰუქმის პირობები: ჰუქმის არსებობა პირობის არსებობაზეა დამოკიდებული. ასევე, პირობის არსებობა ჰუქმის არსებობას ყოველთვის არ საჭიროებს.[1] თუმცა, პირობის არარსებობა ჰუქმის არარსებობას მოითხოვს. წინა მაგალითის საფუძველზე, ნამაზის მიმტოვებელმა ნამაზი გონიერებით, ზრდასრულობით და ნებით უნდა მიატოვოს. ანუ, პიროვნებამ ნამაზი თავისი ნებით და ზრდასრულ ასაკში უნდა მიატოვოს, რომ პირობა შესრულებულად ჩაითვალოს.
ჰუქმის დამაბრკოლებელი: დამაბრკოლებლის არსებობა ჰუქმის არარსებობას იწვევს. თუმცა, დამაბრკოლებლის არარსებობა ჰუქმის არსებობა-არარსებობაზე არ მოქმედებს. განვიხილოთ წინა მაგალითის საფუძველზე: ნამაზის მიმტოვებელი დარუ’ლ ჰარბში (არაისლამურ მიწაზე) თუ ცხოვრობს და ნამაზის მიტოვების საფუძველი არის ის, რომ არ არსებობს ისეთი ვინმე, ვინც მას ნამაზს შეასწავლის და ამგვარად, ის ფარძის უცოდინარი თუ დარჩება, მაშინ ეს მდგომარეობა მის შესახებ ჰუქმის დამაბრკოლებელია.
ყოველივე ზემოთ მოცემული, ჰუქმის წესის მოკლე ახსნა-განმარტებაა. უცოდინრობა შარიათული ჰუქმების გაცემისთვის აბსოლუტური (უპირობო) დამაბრკოლებელი არ არის. იმამ სუიუტი ამ საკითხს დაწვრილებით შემდეგნაირად განმარტავს: „ფიყჰის საკითხებში დავიწყება და უცოდინრობა უპირობოდ ცოდვის გამბათილებელია. ხოლო, რაც შეეხება ჰუქმს:
-          პიროვნება ნაბრძანებს თუ მიატოვებს (დავიწყებით ან უცოდინრობით), მის შესახებ ჰუქმი არ გაუქმდება, თუმცა მისი აღდგენა (ნაბრძანების შესრულება) საჭიროა. იმის გამო, რომ ბრძანება შესრულებული არ აქვს, ქმედების მადლს ვერ მიიღებს.
-          პიროვნება აკრძალულს თუ შეასრულებს და რაიმეს განადგურებას ადგილი არ ექნება, მაშინ არაფერია საჭირო. ხოლო, ქონება თუ განადგურდება, მაშინ მისი ანაზღაურება საჭიროა.
-          პიროვნების მიერ შესრულებული საქმე ამქვეყნად დასჯას თუ საჭიროებს, მაშინ უცოდინრობა სასჯელის აღსრულებისთვის დამაბრკოლებელი გახდება.“[2]
აქედან გამომდინარე, სუიუტის მიხედვით, ჰუქმები ორ ნაწილად იყოფა: ამქვეყნიურ (დედამიწისეულ) და იმქვეყნიურ (ახირეთისეულ):
ახირეთთან დაკავშირებული ჰუქმები: მასში იგულისხმება ყიამეთის (აღდგომის) დღეს ალლაჰის მიერ მსახურთა შორის ანგარიშსწორება. სუიუტი როცა ამბობს, რომ „უცოდინრობა ცოდვას აბსოლუტურად აუქმებს“, ახირეთს გულისხმობს. მსახური უცოდინრობის საფუძველზე რომელიმე ვააჯიბს თუ არ შეასრულებს ან რომელიმე აკრძალულს თუ შეასრულებს, მაშინ ალლაჰი მას ამის გამო ანგარიშს არ მოთხოვს.
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „17/15... და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს! (2) (რომელიც აუხსნიდა მათ თუკი რა ევალებოდათ)“[3]
დედამიწისეული ჰუქმები: ეს კი ორ ნაწილად იყოფა: ალლაჰის უფლებები და ქმნილებათა უფლებები.
ალლაჰის უფლებები: ესეც ორ ნაწილად იყოფა: ვააჯიბის მიტოვება და აკრძალულის შესრულება.
ა - სავალდებულო ქმედების მიტოვების დროს პიროვნებამ ამ ქმედების ვააჯიბობის შესახებ თუ არ იცის, მაშინ მისი შემდგომში შესრულება მისთვის ვააჯიბი გახდება.
ეს სუიუტის შეხედულებაა. იბნი თაიმიიას შეხედულებას კი შემდგომ გადმოგცემთ.
ბ - პიროვნება აკრძალულ ქმედებას თუ შეასრულებს და ასანაზღაურებელი არაფერი არ იქნება, მაშინ რაიმეს გაკეთება საჭირო არ არის. ასანაზღაურებელი მდგომარეობის შემთხვევაში კი მისი ანაზღაურების პასუხისმგებლობა არ გაუქმდება. მაგ. ჰარამ ადგილას ხის მოჭრისა და ნადირობის მსგავსისა.
ასევე, პიროვნება უცოდინრობის საფუძველზე[4] ისეთ ქმედებას თუ ჩაიდენს, რომელიც სასჯელს მოითხოვს (მაგ. ალკ. სასმელის დალევა), ასეთ დროს ის შესრულებული საქმისთვის არ დაისჯება.
ქმნილებათა უფლებები: ვააჯიბის შესრულების საკითხში და ასანაზღაურებელი რაღაცის შემთხვევაში უცოდინრობა არაფერს არ გააუქმებს ანუ მიუხედავად მისი უცოდინრობისა, მოქმედი პირი საკუთარი ქმედების პასუხისმგებელია.
ზემოთ მოხსენებული მდგომარეობები ის მდგომარეობებია, როდესაც უცოდინრობა საპატიო მიზეზია. ამგვარად, უცოდინრობის საზღვრებს შემდეგ ნაწილებში უფრო დაწვრილებით განვმარტავთ.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, სუიუტის აზრით, უცოდინრობის საფუძველზე ვააჯიბის მიმტოვებელი პირისთვის მიტოვებული ქმედების მომავალში შესრულება ვააჯიბია. იბნი თაიმიია კი, ამის საპირისპიროს აცხადებს. ორივე მათგანის შეხედულების შემდეგნაირად გაერთიანება შესაძლებელია: დროის არსებობის შემთხვევაში გაცდენილი ქმედების შესრულება ჯერ კიდევ შესაძლებელია, სწორედ ასეთ დროს უცოდინრობის საფუძველზე მიტოვებული ვააჯიბის შემდეგ შესრულება სავალდებულოა. იბნი თაიმია ამბობს: „პიროვნება უცოდინრობის გამო ვააჯიბს თუ მიატოვებს,[5] ვააჯიბის გაგების/შესწავლის შემდეგ მას შეასრულებს. მანამდე გაცდენილის ანაზღაურება კი საჭირო აღარ არის.“ აჰმედ ბინ ჰანბელისა და სხვა მეზჰების სწავლულების ყველაზე სახიხი შეხედულება ეს არის.
აქედან გამომდინარე, პიროვნება უცოდინრობის საფუძველზე აქლემის ხორცს თუ შეჭამს, აბდესს ხელმეორედ არ აიღებს და ამგვარად ნამაზს შეასრულებს, შემდგომ კი ამის ჭეშმარიტების შესახებ თუ გაიგებს, ასეთ დროს ნამაზის ხელმეორედ შესრულება საჭირო არ არის. ყოველივე ეს ქმედების დავიწყების მდგომარეობის საპირისპიროა, რადგან ვააჯიბის ცოდნასთან ერთად დავიწყების შემთხვევაში გახსენებისას ნამაზის შესრულება საჭიროა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ის, ვინც დაძინების ან დავიწყების საფუძველზე ნამაზს გააცდენს, გახსენებისთანავე შეასრულოს იგი.“ თუმცა, ვააჯიბის (ფარძის) უცოდინარი პიროვნება ქმედების (ამელის) ვააჯიბობის შესახებ როდესაც გაიგებს, ქმედების იმავე დროსა და მის შემდეგ დროებში შესრულება საჭიროა, ხოლო მანამდე გაცდენილების ანაზღაურება კი საჭირო აღარ არის.
ერთ-ერთ სახიხ ჰადისში ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზის ცუდად შემსრულებელს უთხრა: „ხელმეორედ ილოცე, შენი ნამაზი არ შესრულდა...“ კაცმა თქვა: „ვფიცავ მას, ვინც შენ ჭეშმარიტებით გამოგგზავნა, ამაზე კარგად ნამაზის შესრულება არ ვიცი, მასწავლე ისე, რომ ჩემი ნამაზი მიღებული იყოს.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საჰაბეს ნამაზის სწორად შესრულების ფორმა ასწავლა, თუმცა იმის გამო, რომ მანამდე ნამაზის სწორად შესრულება არ იცოდა, მხოლოდ იმ დროის ნამაზის ხელმეორედ შესრულება უბრძანა და არა წინა ნამაზების ხელმეორედ შესრულება.
ასევე, შუამავალმა ომარსა და ამმარს ნამაზის ხელმეორედ შესრულება არ უბრძანა. ომარმა ჯუნუბობისა და წყლის უქონლობის გამო ნამაზი არ შეასრულა, ამმარმა კი აბდესი თეიმუმით აიღო. აბუ ზარმა ნამაზი ჯუნუბობის გამო არ შეასრულა, შუამავალმა კი მისი ხელმეორედ შესრულება არ დაავალა. რამაზნის თვეში თეთრი ძაფის შავი ძაფისგან განსხვავებამდე საჭმლის მჭამელსაც იმ დღის მარხვის ანაზღაურება არ მოთხოვა. პირველ პერიოდებში ნამაზი ორ-ორი მუხლი იყო. ჰიჯრეთის შემდეგ კი ოთხ მუხლამდე გაიზარდა. მექქაში, ეთიოპიაში და უდაბნოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს. მიუხედავად ამისა, შუამავალს მათთვის ნამაზების ხელმეორედ შესრულება არ უბრძანებია. ასევე, მაშინ, როცა ყიბლა შეიცვალა, ზოგიერთ მუსლიმანს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ნამაზს ისევ ძველი ყიბლის მიმართულებით ასრულებდა. მიუხედავად ამისა, შუამავალმა მათ ნამაზის ხელმეორედ შესრულება არ დაავალა.“[6]
აქამდე ახსნილის საშუალებით გავიგეთ ის თუ უცოდინრობა, როგორც დამაბრკოლებელი, რომელ შარიათულ ჰუქმებზე მოქმედებს და რომელზე არა. ამგვარად, გასაგებია ისიც, რომ უცოდინრობა და მისი საპატიო მიზეზის არსებობის საკითხი ფიყჰის საკითხებს ეხება და არა ითიყადის (რწმენის, მრწამსის).



[1] მაგალითად: ნამაზის შესრულების ერთ-ერთი პირობა აბდესია. ანუ აბდესი პირობაა, ნამაზი კი ჰუქმი. აბდესის (ანუ პირობის) არარსებობის შემთხვევაში ჰუქმიც (ნამაზიც) არ არსებობს. ხოლო, აბდესის (პირობის) არსებობა ჰუქმის (ანუ ნამაზის) ყოველთვის არსებობაზე არ მიუთითებს. ანუ შეიძლება, რომ პიროვნება აბდესიანი იყოს, თუმცა იმ დროს მისთვის ნამაზის შესრულება სავალდებულო არ იყოს.
[2] ას-სუიუტი, ალ-აშბაჰ ვა’ნ-ნაზაირ, გვ: 339-340, დარუ’ლ-ქითაბუ’ლ-არაბიია-ს გამოცემა, ჰჯ. 1407.
[3] ანუ სუიუტის შეხედულებით, ადამიანთან შეგონება (შუამავალი, წმ. წიგნი) თუ არ მისულა, ამის გამო ახირეთში ალლაჰი მას არ დასჯის. აიათშიც სწორედ ეს არის ნათქვამი. ამ საკითხზე ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებთ. მოკლედ კი შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ალიმების სხვადასხვა შეხედულებაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი ადამიანი ახირეთში გამოცდას გაივლის. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ახირეთში გამოცდა აღარ არის.
[4] ამ შემთხვევაში: პიროვნებამ არ იცის, რომ ალკ. სასმელის დალევა ჰარამია.
[5] მაგ: ადამიანმა არ იცის, რომ ნამაზის შესრულება ფარძია. ნამაზის ფარძობის შესახებ როდესაც გაიგებს, მისთვის მისი შესრულება სავალდებულო გახდება. ასევე, წინად გავლილი ნამაზების ანაზღაურება კი საჭირო აღარ არის.
[6] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 23/37-38.