22 January 2020

ნაწილი 2.2: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

ალი იბნუ’ლ-მედენიც, მუაზისგან მსგავს ჰადისს გადმოგვცემს. ბეიჰაყი ამბობს: „ალი იბნ მუჰამმედ იბნ ბიშრანი, აბუ ჯაფერ არ-რაზის, ჰანბელ იბნუ’ლ-ჰუსეინისა და ალი იბნ აბდულლაჰის გზით გადმოგვცემს და ამბობს რომ ჰადისი სახიხია.“ იბნუ’ლ-ყაიიმი ამ ჰადისის სხვა გადმოცემებს გვიამბობს და თან დასძენს: „ეს ჰადისები ერთმანეთს აძლიერებს, შარიათის ყაიდაც მას ემხრობა.“ ამ ჰადისებში არსებული ინფორმაციის მიღება-დადასტურება სალაფი სწავლულებისა და აჰლი სუნნეთის მეზჰებია. მათ ეს შეხედულება სხვადასხვა წიგნებში გადმოსცეს, მათ შორისაა „ალ-მაყაალაატ“.
თუ იტყვის ვინმე, რომ იბნ აბდულბარრი ამ ჰადისებს არ ემხრობა, რასაც მისი სიტყვები ამტკიცებს: „სწავლულები ამ საკითხის შესახებ გადმოცემულ ჰადისებს არ ღებულობენ, რადგან ახირეთი ამელისა და გამოცდის ადგილი არ არის. მაშინ, როდესაც ადამიანზე იმის დაკისრება არ შეიძლება, რაც მის ძალებს აღემატება, როგორ შეიძლება,  რომ ალლაჰმა ქმნილებებს შეუძლებელი რამ დააკისროს.“ მაშინ პასუხის გაცემა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი:
პირველი: სწავლულებს ეს ჰადისი არ უარყვიათ. უფრო მეტიც, მსგავს აზრს უმრავლესობაც კი არ ემხრობა.
მეორე: აბუ’ლ-ჰასენ ალ-აშ’არიმ ეს შეხედულება აჰლი სუნნეთისგან გადმოსცა და მიანიშნა იმაზე, რომ აჰლი სუნნეთის შეხედულება ამ ჰადისების აღიარებისკენ/მიღებისკენ იყო მიმართული.
მესამე: ასვადის მიერ გადმოცემული ჰადისი სხვა ბევრ ჰადისზე, რომლებსაც დალილად ისევ ასვადის ჰადისი ახლავს, უფრო ძლიერია. სწორედ ამის გამო, იმამებიდან აჰმედ ბინ ჰანბელი, ისჰაყი და ალი იბნ მედიენი ამ ჰადისს გადმოსცემს.
მეოთხე: იმამების ნაწილი ახირეთში გამოცდას ემხრობა და ამბობს: „ვალდებულებები მხოლოდ სამოთხეში და ჯოჯოხეთში წყდება.“ ბეიჰაყი ამ სიტყვებს სალაფებისგან გადმოგვცემს.
მეხუთე: სახიხში, აბუ ჰურაირასგან და აბუ საიდისგან გადმოცემულია პიროვნების შესახებ, რომელიც სამოთხეში ყველაზე ბოლოს შევა: „ალლაჰი მისგან სიტყვას აიღებს, რომ არ ისურვებს იმაზე მეტს, რასაც ალლაჰი მისცემს. ის პირობას არ შეასრულებს და ალლაჰს კიდევ სხვა რამეს სთხოვს. ალლაჰი მას ეტყვის: ‘შეთანხმება არ შეასრულე.’“ შეთანხმება იყოს ის, რომ მას იმაზე მეტი არ უნდა მოეთხოვა, რასაც ალლაჰი მისცემდა.[1]
მეექვსე: იბნ აბდულბარის სიტყვებს „ქმნილებებს ამის ძალა არ შესწევთ“ ორი გზით ვუპასუხებთ: უპირველესყოვლისა ეს არ არის ისეთი შეთავაზება/მოწოდება, რისი გაკეთებაც შეუძლებელია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რთულად შესასრულებელია. მსგავსი მდგომარეობისა, როდესაც ისრაელის შვილებს ებრძანათ თავიანთი შვილების, მეუღლეებისა და მამების სიკვდილით დასჯა იქიდან გამომდინარე, რომ მათ კერპს თაყვანი სცეს... ასევე, ისინი გამოგზავნილ ელჩს თუ დაემორჩილებიან და ცეცხლში შევლენ, მაშინ მათ ცეცხლი ზიანს არ მიაყენებს, მათთვის გრილი და მშვიდობის მომტანი გახდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი საქმის შესრულების ვალდებულება არ დაეკისრებათ.
მეშვიდე: გადარჩენის მიზეზი ცეცხლში შესვლა თუ არის, მაშინ მისი შესრულების პასუხისმგებლობის უარყოფა როგორ შეიძლება?! ეს მსგავსია „სირათის“ ხიდის გავლაზე, რომელიც ბეწვზე წვრილი და ხმალზე უფრო მეტად ბასრია, თუმცა იგი სამოთხეში შესვლის მიზეზია.[2]
აბუ საიდ ალ ჰუდრი ამბობს: „ჩემთან მოაღწია ამბავმა, რომ ‘სირათი’ ბეწვზე წვრილი და ხმალზე უფრო ბასრია.“[3] „სირათის“ გავლა ისევე, როგორც ცეცხლში შესვლა, რთულად შესასრულებელი საქმეა, თუმცა ორივე მათგანს გადარჩენისკენ მივყავართ. ყველაზე უკეთ ალლაჰმა უწყის.
მერვე: მათ ჰადისი იმის გამო უარყვეს, რომ მასში არსებული რამ შეუძლებლად მიიჩნიეს. ჰადისების ამ ფორმით უარყოფა კი არ ხდება. ადამიანები ამ ორი გზიდან ერთ-ერთს აირჩევენ: ზოგიერთები საფუძვლად მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ნებას აიღებენ. მსგავსი ადამიანები მსგავს ქმედებებს შეუძლებლად არ მიიჩნევენ. ზოგიერთები კი, საფუძვლად სიბრძნესა და მოსაზრებას ღებულობენ. როგორც წინათ ვთქვით, სახიხი არგუმენტები ამავე დროს ერთ-ერთ სიბრძნეზე მიანიშნებს .
მეცხრე: ამ ჰადისებიდან ყველაზე სახიხი ესვედის ჰადისია. ისინი ალლაჰს ბრძანების შესრულების პირობას მისცემენ. ალლაჰი კი მათ გამოცდისთვის ცეცხლში შესვლას უბრძანებს. ბრძანებას თუ დაარღვევენ, მაშინ ეს მოხდება არა მათი შეუძლებლობის გამო, არამედ ამხედრებისა და დაუმორჩილებლობის გამო. როგორ შეიძლება ითქვას ის, რომ ამ ბრძანების შესრულება შეუძლებელია?!
თუ იტყვიან: „ახირეთი  პასუხისმგებლობის კი არა, განსჯის ადგილია და როგორ შეიძლება იქ გამოცდა ჩატარდეს?“ მაშინ პასუხს შემდეგნაირად გავცემთ: „პასუხისმგებლობა/ვალდებულება მხოლოდ და მხოლოდ ‘დარუ’ლ-ყარარ’-ში (სამოთხე ან ჯოჯოხეთი) შესვლის დროს წყდება. ის (პასუხისმგებლობა) ‘ბერზაჰში’ და ‘არასათში’ არ წყდება. ის ფაქტი, რომ ‘ბერზაჰში’ ორი ანგელოზი კითხვებს დასვამს, ცნობილი საკითხია. რაც შეეხება ‘არასათს’, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „68/42. იმ დღეს, როცა გაირკვევა სიმართლე, სეჯდის აღსრულებისკენ მოხმობილ იქნებიან, მაგრამ ვერ შეძლებენ.“ ეს არის არგუმენტი იმისა, რომ უზენაესი ალლაჰი ყიამეთის დღეს ქმნილებებს სეჯდის შესრულებისკენ მოუწოდებს. იმ დღეს ქააფირები ამ ბრძანებას ვერ შეასრულებენ. სასჯელის მიზნით მათთვის ამ ბრძანების შესრულება შეუძლებელი გახდება, რადგან დედამიწაზე ყოფნის დროს ისინი ამით იყვნენ პასუხისმგებელნი და მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ ამის გაკეთება, არ შეასრულეს და ზურგი აქციეს. ყოველივე ამის გამო, ალლაჰმა სასჯელისა და სინანულის მიზნით მათზე ბრძანება მოავლინა, თუმცა შესრულების შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც ალლაჰი შემდეგ აიათში ბრძანებს: „68/43. შიშისგან თვალდახრილნი, შემოეკვრებათ მათ დამცირება, რამეთუ სეჯდის შესრულებისკენ ჯანმრთელობის დროს მოხმობილ იყვნენ.“
ეს ვალდებულება ‘ბერზაჰში’ გამოკითხვის მსგავსია. ის, ვინც სიცოცხლის დროს ალლაჰის მოპატიჟება მიიღო და შეასრულა იგი, ბერზაჰშიც იგივენაირად შეასრულებს. ხოლო, ის ვინც დედამიწაზე ყოფნის დროს მას ზურგი შეაქცია, ბერზაჰში მის შესრულებას ვეღარ შეძლებს. ვიღაცაზე იმის დავალდებულება, რაც მას არ შეუძლია, ამ შემთხვევაში ცუდი არ არის. პირიქით, იგი  ღვთაებრივი სიბრძნეა. ვინაიდან, ადამიანმა მას (ალლაჰის ბრძანებას) ზურქი შეაქცია მაშინ, როდესაც მისი შესრულება შეეძლო. ამის გამო, სინანულისა და სასჯელის მიზნით მას დაეკისრა ვალდებულება, რომელიც უნდა შეესრულებინა, თუმცა მისი შესრულება ალლაჰის მიერ დაბრკოლდა, რაშიც მოიაზრება ის, რომ ვალდებულება/პასუხისმგებლობა სამოთხეში ან ჯოჯოხეთში წყდება. როგორც ხედავთ, მტკიცებულებებისა და სიბრძნის მხრივ ყველაზე სახიხი (სანდო) შეხედულება ეს არის. ყველაზე უკეთ ალლაჰმა უწყის.“[4]



[1] მთარგმნელის შენიშვნა: „ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ალლაჰმა იგი გამოცადა, რაც თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში შესვლამდე გამოცდა არსებობს.“
[2] მთარგმნელის შენიშვნა: „სირათის ხიდზე გავლაც რთულად შესასრულებელია, თუმცა ის მიზეზია გადარჩენის.“
[3] მუსლიმ.
[4] იბნუ’ლ-ყაიიმ, ტარიყუ’ლ-ჰიჯრეთეინ, 397-401. იბნი ქესირის თაფსირიც მსგავსია: 3/28-31; ასევე, მან არასათის ჰადისის სხვადასხვა გადმოცემის წყაროები მიუთითა: იბნ ჰაზმ, ალ-ფასლ, 4/105; სუიუტი, ალ-ჰავიი ლილ ფათავა, 2/356-359;

18 January 2020

ნაწილი 2.1: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

2)      პიროვნების ჰუქმი, რომელთანაც შუამავლის მოპატიჟება არ მიღწეულა

ეს მდგომარეობა შეიძლება ორი ფორმით განხორციელდეს:
-          პიროვნებასთან მოპატიჟება მართლაც რომ არ მიღწეულა: მსგავსი პიროვნებისა, რომელიც სრულწლოვანია, თუმცა ალლაჰის შუამავლის მოწოდება საერთოდ არ გაუგონია.
-          მდგომარეობა, რა დროსაც მოწოდება ჰუქმის საფუძველზე მიღწეულად არ ითვლება: ანუ, მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის მოწოდება გავრცელებულია და პიროვნებასთანაც მიღწეულია, ფიზიკური ნაკლის გამო, როგორიცაა: ბავშვური ასაკი, სიგიჟე, ძალზედ მოხუცებულობა და ა.შ... მოწოდება ვერ გაიგო.
აჰლი სუნნეთ ვა’ლ ჯამაათის შეხედულებით, მსგავსი ადამიანები (ორი კატეგორიის ხალხი, რომელიც ზემოთ განვმარტეთ) აღდგომის დღეს გამოიცდებიან. ამგვარად, ალლაჰის მიერ შუამავლების საშუალებით გამოგზავნილი ჰუჯჯათი როგორც ამქვეყნად, ასევე იმქვეყნადაც ყოველი ქმნილების მიმართ შესრულებული იქნება.
ამ თემასთან დაკავშირებით იბნი თაიმიიას სიტყვებს გადმოგცემთ:
„სხვადასხვა აზრია მათ შესახებ, რომლებთანაც დედამიწაზე ცხოვრების დროს ჰუჯჯათმა ვერ მიაღწია, როგორებიც არიან: ბავშვები, გიჟები ან ისეთი ხალხი, რომლებმაც შუამავლის არყოფნის დროს (ფათრათის პერიოდში) იცხოვრეს. ჩვენამდე მოღწეული ამბების მიხედვით, ყველაზე ზუსტი არის ის, რომ ამგვარი ხალხი აღდგომის დღეს (ყიამეთის დღეს) გამოიცდებიან. მათთან შუამავალი გაიგზავნება, რომელიც დამორჩილებას უბრძანებს, თუ დამორჩილდებიან დაჯილდოვდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაისჯებიან.“[1]
„უზენაესი ალლაჰი შუამავლის გამოგზავნამდე არავის დასჯის. ასევე, სამოთხეში არ განათავსებს მუშრიქ ხალხს. დედამიწაზე ყოფნის დროს ვისთანაც მოპატიჟება არ მისულა, მას ახირეთში (იმქვეყნად) მოიპატიჟებენ. ჯოჯოხეთში მხოლოდ ეშმაკის მიმყოლნი აღმოჩნდებიან. უცოდველი ცეცხლში არ შევა. ალლაჰი მხოლოდ შუამავლის მოსვლის შემდეგ დასჯის (თუ არ გაჰყვებიან შუამავალს). ბავშვი, გიჟი ან შუამავლის არყოფნის პერიოდში (ფათრათის პერიოდში) მცხოვრები და გარდაცვლილი პიროვნების მსგავსი, რომელთანაც შუამავლის მოპატიჟება არ მიღწეულა, მოსული ინფორმაციის საფუძველზე ახირეთში გამოიცდებიან.“[2]
„რამოდენიმე გადმოცემის მიხედვით, პიროვნებასთან, რომელთანაც დედამიწაზე ცხოვრების დროს მოპატიჟებას არ მიუღწევია, ყიამეთ დღეს ‘არასათში’ გამოსაცდელათ შუამავალს გაუგზავნიან. ზოგიერთები ამბობენ, რომ ამგვარი შეხედულება ისლამის საწინააღმდეგოა, რადგან ახირეთში პასუხისმგებლობა აღარ არის. ეს შეხედულება სწორი არ არის, რადგან პასუხისმგებლობა მხოლოდ სამოთხეში და ჯოჯოხეთში წყდება. ადამიანები საფლავშიც გამოიცდებიან. მათ კითხავენ: შენი ბატონი (რაბბ) ვინ არის? შენი რელიგია რა არის? შენი შუამავალი ვინ არის? ასევე, ყიამეთის დღეს ‘არასათშიც’ გამოიცდებიან. არასათში ყოფნის დროს მათ კითხავენ: ყოველი ჯგუფი გაჰყვეს მას, რასაც თაყვანს სცემდა.“[3]
იბნი თაიმიიას მიერ გადმოცემული ჰადისები სხვადასხვა წყაროებშია მოხსენებული. იბნი ქასირმა აიათის „17/15... ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!“ განმარტებაში ეს ჰადისები გადმოსცა.[4]
იბნუ’ლ-ყაიიმის მიერ საკითხთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვები შემდეგნაირია: „ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე ამბავი მოვიდა. ყოველივე მათგანი ერთმანეთს მხარს უბამს. ამ ჰადისებიდან ერთ-ერთი იმამ აჰმედის მუსნადში, ბაზზარის მიერ სახიხად აღიარებულ ჰადისადაა გადმოცემული. იმამ აჰმედი ამბობს: ‘მუაზ ბინ ჰიშამი, მამამისის, ყათადეს, აჰნაფ იბნ ყაისის, ესვედ იბნ სერი’-ის გზით შუამავლისგან გადმოგვცემს: ‘ყიამეთის დღეს ოთხ ადამიანს მოიყვანებენ, რომლებსაც თავიანთი მიზეზები გააჩნიათ: ყრუ, რომელსაც არ ესმის, ძალიან მოხუცი, უჭკუო ანუ გიჟი და შუამავლის არყოფნის დროს (ფათრათის პერიოდში) მცხოვრები პიროვნება. ყრუ იტყვის: ‘ჩემო ბატონო. ისლამი მოვიდა, თუმცა მე ვერაფერი გავიგონე.’ გიჟი იტყვის: ‘ისლამი როდესაც მოვიდა, ქუჩაში ყოფნის დროს ბავშვები (ჩემი სიგიჟის გამო) ქვებს მესვროდნენ.’ მოხუცი იტყვის: ‘ისლამი ჩემთან მოვიდა, თუმცა მე ვერაფერს ვერ ვიაზრებდი.’ ფათრათის პერიოდში მცხოვრები იტყვის: ‘ჩემო ბატონო, ჩემთან შუამავალი არ მოსულა.’ მათგან მორჩილების სიტყვას აიღებენ და შუამავალს გაუგზავნიან. ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, ისინი ბრძანებას თუ დაემორჩილებიან და იქ (ცეცლხში) შევლენ, მაშინ იქაურობა მათთვის გრილი და მშვიდობიანი გახდება.’“
მუაზ ბინ ჰიშამი ამბობს: „მამაჩემმა - ყათადეს, ჰასანის, აბუ რაფი’ისა და აბუ ჰურაირას გზით მსგავსი ჰადისი გადმომცა. ის შემდეგნაირია: „შემსვლელისთვის ცეცხლი გრილი და მშვიდობიანი გახდება, ხოლო არშემსვლელი კი, ცეცხლში მოთავსდება.“
ჰაფიზი აბდულჰაყი, ესვედის მიერ გადმოცემული ჰადისის შესახებ ამბობს: „ამგვარი ჰადისი მოსულია და როგორც ვიცი სახიხია. ზოგადად ახირეთი პასუხისმგებლობის და ამელის შესრულების ადგილი არ არის, თუმცა ალლაჰი დააკისრებს მას (ვისაც თვითონ ისურვებს) იმას (რასაც თვითონ ისურვებს) და ასევე იქ, სადაც მას სურს და იმ დროში, რა დროშიც თვითონ ისურვებს.“
მოწოდების მიმართ ახირეთში პასუხისმგებლობა-არ პასუხისმგებლობის თემას შემდეგ ნაწილში განვმარტავთ.



[1] იბნი თაიმიია, ალ-ჯევაბუ’ს-სახიხ ლიმან ბედდელე დინე’ლ-მესიჰ: 1/312.
[2] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 17/477.
[3] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 17/308-309. მეჯმუუ’ლ-ფათავა, 4/246-247; 24/372-373.
[4] თაფსირუ იბნ ქასირ, 3/28-31; იბნუ’ლ ყაიიმ, ტარიყუ’ლ-ჰიჯრეთეინ, გვ: 396-401, გამოცემა: დარუ’ლ ყუტუბუ’ლ ილმიიე, ჰჯ. 1402.

16 January 2020

ნაწილი 2.0: ჰუჯჯათი (არგუმენტი), რომელიც პიროვნებას პასუხისმგებლობას აკისრებს

წინა ნაწილში პასუხისმგებელი პირი განვმარტეთ: „ადამიანი, რომელზეც ალლაჰის ბრძანებები და აკრძალვები ვრცელდება.“ სხვანაირად რომ ვთქვათ: „ადამიანი, რომელიც ალლაჰის ბრძანებისა და აკრძალვების მიმართ პასუხისმგებელია.“ ალლაჰის მიმართვა კი არის ის, რაც პიროვნებას პასუხისმგებელს ხდის. სხვანაირად მას ჰუჯჯათს[1] უწოდებენ.
რა არის ალლაჰის ჰუჯჯათი, რომლითაც პიროვნება პასუხისმგებელი ხდება? ამ კითხვის პასუხს ამ ნაწილში განვმარტავთ. ეს ნაწილი ოთხი ქვესათაურისგან შედგება:
1)      ალლაჰის ჰუჯჯათი მისი შუამავლების საშუალებით სრულდება,
2)      პიროვნების ჰუქმი, რომელთანაც შუამავლის მოპატიჟება არ მიღწეულა,
3)      პასუხი მათ, რომლებიც ამბობენ, რომ პიროვნებას პასუხისმგებლობას რაც ანიჭებს ეს მხოლოდ ჭკუა-გონებაა,
4)      პასუხი მათ, რომლებიც ამბობენ, რომ პიროვნებას პასუხისმგებლობას რაც ანიჭებს ეს მხოლოდ „ფითრათი (ადამიანის ბუნება)“ და „მისაყია (შეთანხმება)“.

1)      ალლაჰის ჰუჯჯათი მისი შუამავლების საშუალებით სრულდება

ამ საკითხის დალილები ყურანსა და სუნნეთში ბევრია. შეიხულ ისლამ იბნ თაიიმია საკითხის შესახებ გადმოგვცემს: „ყურანში უამრავ ადგილასაა ნახსენები ის ფაქტი, რომ ჰუჯჯათი შუამავლების საშუალებით სრულდება. მსგავსი შემდეგი აიათებისა:
‘4/165... (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე...’
‘17/15... ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს! (2) (რომელიც აუხსნიდა მათ თუკი რა ევალებოდათ).’
‘20/134. და რომ, უეჭველად, ჩვენ დაგვეღუპა ისინი სასჯელით მანამდე (1) (მუჰამმედ შუამავალზე უწინ), უთუოდ იტყოდნენ (2) (აღდგომის, ანგარიშსწორების დღეს): „ღმერთო ჩვენო! ნუთუ არ შეიძლებოდა მოგევლინა ჩვენდა შუამავალი, რომ გავყოლოდით შენს აიათებს (3) (შენს მიერ მოვლენილი შუამავლის ჩვენამდე მოტანილ აიათებს), სანამ შევიქმნებოდით დამცირებულნი (4) (აღდგომის დღეს) და დაკნინებულნი (5) (ჯოჯოხეთში)?“’
‘28/59. და არ ანადგურებდა შენი ღმერთი ქვეყნებს, სანამ არ წარუგზავნიდა მის მკვიდრთ შუამავალს, რომელიც ამცნობდა მათ ჩვენს აიათებს...’
‘67/8... ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში (ჯოჯოხეთში) ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?’
‘39/71. და გაირეკებიან, რომელთაც უარყვეს ჯოჯოხეთისაკენ ჯგუფებად. როცა მიაღწევენ მასთან, კარიბჭენი მისი გაიხსნება და მისი მცველნი ეტყვიან მათ: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენივე წიაღიდან, რომელნიც თქვენი ღმერთის აიათებს გიკითხავდნენ და შეგაგონებდნენ ამ თქვენ დღესთან შეხვედრას? ისინი მიუგებენ: „დიახ!“ მაგრამ ახდა სიტყვა სასჯელისა ურწმუნოებსა ზედა.’
იბნი თაიმიია კვლავ გადმოგვცემს: „რასაც ხაზი უნდა გაესვას არის ის, რომ უზენაესი ალლაჰი ჰუჯჯათის გადამცემი შუამავლის გამოგზავნამდე არავის დასჯის.
ალლაჰი ბრძანებს: ‘17/13. და ყოველ ადამიანს ჩამოვკიდეთ ყელზე მისი ჩიტი (1) (საქმე) და განკითხვის დღეს წარვუდგენთ მას წიგნს, რომელიც გადაშლილი დახვდება მას! (2) (წიგნი, რომელშიც ადამიანის ყველა ნამოქმედარი უკლებლივაა აღწერილი ანგელოზების მიერ),
14. წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული!
15. ვინც ჭეშმარიტი გზა გაიგნო, მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი ცოდვილი არ იტვირთავს სხვის ცოდვას. და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს! (2) (რომელიც აუხსნიდა მათ თუკი რა ევალებოდათ).’
‘4/165... (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე...’
‘67/8. სადაცაა გასკდეს მძვინვარებისგან. ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?
9. პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუდ შევრაცხეთ და ვუთხარით: „არ გარდმოუვლენია ალლაჰს არაფერი, თქვენ მხოლოდ დიდ გზააბნევაში ხართ“.’
‘39/71. და გაირეკებიან, რომელთაც უარყვეს ჯოჯოხეთისაკენ ჯგუფებად. როცა მიაღწევენ მასთან, კარიბჭენი მისი გაიხსნება და მისი მცველნი ეტყვიან მათ: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენივე წიაღიდან, რომელნიც თქვენი ღმერთის აიათებს გიკითხავდნენ და შეგაგონებდნენ ამ თქვენ დღესთან შეხვედრას? ისინი მიუგებენ: „დიახ!“ მაგრამ ახდა სიტყვა სასჯელისა ურწმუნოებსა ზედა’
‘6/130. ჰეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო! განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენი წიაღიდან, რომელნიც გამცნობდნენ ჩემს აიათებს და გაფრთხილებდნენ თქვენ ამ დღესთან შეხვედრის გამო? თქვეს მათ: ჩვენ ვმოწმობთ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ. ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა ისინი და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ ურწმუნონი იყვნენ.’
‘28/59. და არ ანადგურებდა შენი ღმერთი ქვეყნებს, სანამ არ წარუგზავნიდა მის მკვიდრთ შუამავალს, რომელიც ამცნობდა მათ ჩვენს აიათებს...’
‘28/47. და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის გამო, რაც წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით მორწმუნენი?“
48. და როცა მიუვიდათ ჩემგან ჭეშმარიტება, თქვეს: „რატომ მას არ ებოძა ის, რაც ებოძა მუსას?“ განა არ უარყვეს ის, რაც წინათ ებოძა მუსას? მათ თქვეს: „ეს ორი ჯადოქრობა ერთმანეთს ეხმარება.“ და დასძინეს: „უეჭველად, უარვყოფთ ყველას!“’
‘5/19. ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხნო! უეჭველად, ჩვენი შუამავალი (მუჰამმედი) მოვიდა თქვენთან, ცხად ჰყოფს თქვენთვის (1) (რელიგიურ დოგმებს), შუამავალთა წყვეტილის შემდგომ (2) (პერიოდი, როცა შუამავალი არ მოვლენია დედამიწას, მუჰამმედ შუამავლამდე ღისა შუამავალი იყო მოვლენილი დედამიწაზე, დაახლობით 569 წლით ადრე). რომ არ თქვათ: არ გვწვევია ჩვენ არც მახარობელი და არც შემგონებელიო, უკვე მოვიდა თქვენთან მახარობელი და შემგონებელი. და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი!’
ამგვარად, ცხადია ის, რომ ვისთანაც ყურანი მიაღწევს, ის უკვე შეგონებულია. მსგავსი შემდეგი აიათისა: „6/19... და შთამეგონა მე ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ ამით თქვენ და იგინიც, რომელთაც მისწვდება...“ პიროვნება შეგონებულად ითვლება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ყურანი მასთან მიაღწევს.“[2]
შეიხუ’ლ-ისლამის ეს შეხედულება აჰლ-ი სუნნეთ ვა’ლ ჯამაათის შეხედულებაა. მათ ამ საკითხში სხვადასხვა აზრი (იხთილაფი) არ ჰქონიათ. ადამიანებზე ჰუჯჯათის გადაცემა შუამავლების გამოგზავნითა და მათზე ჭეშმარიტების ახსნა-განმარტებით სრულდება.[3]
ამ საკითხის შესახებ ვრცელ ინფორმაციას შემდეგ თავებში გადმოგცემთ.



[1] ალლაჰის ბრძანებებსა და აკრძალვებს. ალლაჰისგან წამოსულ ცოდნა-ინფორმაციას.
[2] იბნი თაიმიია, ალ-ჯევაბუ’ს-სახიხ ლიმან ბედდელე დინე’ლ-მესიჰ: 1/309-310.
[3] აბუ ყასიმ ალ-ლალიყაი, შერხუ ითიყადი აჰლი’ს-სუნნა, 1/196, გამომცემლობა: დარუ ტაიიბა; ასევე იხ: იბნი თაიმიია, მეჯმუუ ფათავა, 12/493-496; მუჰამმედ იბრაჰიმ ალ-ვეზირ, ისარუ’ლ-ჰაყ ალე’ლ-ჯალყ, გამომცემლობა: დარუ’ლ-ყუტუბუ’ლ-ილმიიე, ჰიჯრ: 1403, გვ: 220; აშ-შანყიტი, ედვაუ’ლ-ბეიან თაფსირი, 2/211, 336 და 3/471-484;

11 January 2020

ნაწილი 1.5: უცოდინრობის განმარტება და მისი გავლენა პასუხისმგებელ პირზე

2.       პიროვნება, რომელიც წარმოშობით მუსლიმანია

გასასამართლებელ საბუთად აღიარებული უცოდინრობის (ისეთი მდგომარეობა, რა დროსაც უცოდინრობა საპატიო მიზეზია) საფუძველზე ქუფრ ქმედებას თუ ჩაიდენს, მაშინ ამგვარი უცოდინრობა მის მიმართ ქააფირობის ჰუქმს დააბრკოლებს, რაც თავისთავად სასჯელსაც აბრკოლებს. წინა კატეგორიის ადამიანისგან განსხვავებით, ჰუჯჯეთის შესრულების გარეშე (არგუმენტის წარდგენისა და ახსნა-განმარტების გარეშე) ქააფირის ჰუქმს არ მიიღებს.
ამგვარი უცოდინრობის საფუძველზე ქუფრის შემსრულებელი მუსლიმანი, ჭეშმარიტების გაგებამდე ანუ ჰუჯჯეთის შესრულებამდე ქააფირის ჰუქმს ვერ მიიღებს. ამის არგუმენტი შემდეგია:

ა. „ზაატუ ანვატ“-ის ჰადისი: აბუ ვაყიდ ალ-ლეისი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „შუამავალთან ერთად ‘ჰუნეინ’-ის ბრძოლაში გავემართეთ, რა დროსაც ისლამში ახალად შესულები ვიყავით. მუშრიქების კუთვნილი ხე არსებობდა, რაზეც იარაღს ჰკიდებდნენ. მას ‘ზაატუ ანვატ’-ს ეძახდნენ. ხეს როდესაც ჩავუარეთ შუამავალს ვუთხარით: ‘ჩვენო შუამავალო! დაგვიდგინე ისეთი ხე, როგორიც მუშრიქებს აქვთ.’ შუამავალმა თქვა: ‘დიდება ალლაჰს! აი ესენი ალლაჰის სუნნეთებიდანაა! ვფიცავ მას, ვის ხელშიც ჩემი სულია! ისრაელის შვილთა მიერ მუსაზე ნათქვამი სიტყვების მსგავსი სიტყვები წარმოთქვით. მათ (ისრაელთა ძემ) მუსას უთხრეს: ‘მათი ღვთაების მსგავსი ღვთაება ჩვენც დაგვიდგინე!’ მუსამ უპასუხა: ‘თქვენ ჯაჰილი (უცოდინარი) საზოგადოება ხართ!’ (შუამავალმა უთხრა) თქვენც წინაპრების კვალს მიჰყვებით.’“[1]
მიუხედავად იმისა, რომ მათ შირქის შემცველი ქმედების შესრულება მოისურვეს, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თაქფირი არ გამოუტანა და მათი მდგომარეობა (იმის გამო რომ ისლამში ახალად იყვნენ შესული და არ იცოდნენ) საპატიო მიზეზად ჩათვალა. აი, ეს არის ერთ-ერთი მდგომარეობა, რა დროსაც უცოდინრობა მისაღებ საპატიო მიზეზად ითვლება. ამ საკითხს დაწვრილებით მოგვიანებით განვმარტავთ.

ბ. შემდეგი არგუმენტი კი, იბნი თაიმიიას (რაჰიმაჰულლაჰ) სიტყვებია, სადაც საჰაბეების იჯმაა გადმოცემული. ის ამბობს: „ჰუჯჯეთის მიღწევის შემდეგ ოთხი ფარძიდან (ნამაზი, ზექათი, მარხვა, ჰაჯობა) რომელიმეს უარმყოფელი პიროვნება ქააფირია. ამგვარად, ცუდის გაკეთება, მჩაგვრელობა, ტყუილის თქმა, ალკ. სასმელის დალევა და სხვა... მათი მსგავსი ცხადი/აშკარა ჰარამებიდან ერთ-ერთის უარმყოფელიც ქააფირია. თუმცა, რაც შეეხება ისლამში ახალად შესულს, ისეთ ადგილას მცხოვრებს, სადაც ისლამის შარიათს არ მიუღწევია ან კიდევ მორწმუნეთა მიერ ალკ. სასმელის გამონაკლისად (ჰალალად)[2] მიმჩნევს, რომელთანაც ჰუჯჯეთს არ მიუღწევია... მსგავსი ადამიანების მიმართ ჰუჯჯეთი სრულდება და მათი მონანიებისკენ მოპატიჟება ხდება. ვინაიდან, ომარ ბინ ხატტაბმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამ ფორმით შეცდომაში ჩავარდნილების მიმართ მოპატიჟება შეასრულა. ამგვარი პიროვნებები ახსნა-განმარტების შემდეგ თავიანთ ქმედებას თუ დაიჟინებენ, მაშინ ქააფირები გახდებიან. მანამდე კი მათზე ქააფირის ჰუქმი არ გაიცემა. საჰაბემ, ყუდამა იბნ მაზ’უნს და მის მეგობრებს თავიანთი მცდარი ტა’ვილის (ინტერპრეტაციის) გამო თაქფირი არ გამოუტანა.“[3]

ნაჯდის სწავლულებმა იკამათეს იმასთან დაკავშირებით, რომ უცოდინრობა (ჯაჰილობა) ჰუქმის დამაბრკოლებელია თუ სასჯელის: შეიხ აბდულლაჰ ბინ შეიხულისლამ მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბი (რაჰიმაჰულლაჰ) ემხრობა იმ აზრს, რომ ჯაჰილობა (უცოდინრობა) ჰუქმის დამაბრკოლებელია. ზემოთ მოცემული არგუმენტებიც ამ აზრის სისწორეზე მიუთითებს. ის ამბობს: „ადამიანი, რომელსაც ალლაჰისა და მისი შუამავლის სწამს, უცოდინრობით ქუფრ ქმედებას თუ შეასრულებს ან ქუფრის შემცველ ითიყადს თუ დაეუფლება, მაშინ ჩვენი შეხედულების მიხედვით, ის ქააფირი არ არის. მის მიმართ იყამეთუ’ლ-ჰუჯჯა (ახსნა-განმარტება) სანამ არ შესრულდება, მანამ მას ქააფირის ჰუქმს ვერ მივანიჭებთ. ჰუჯჯას შესრულებისა და რელიგიის ახსნა-განმარტების შემდეგ იგივეს თუ დაიჩემებს, მაშინ ქააფირი გახდება.“[4]

ზოგიერთი კი, ემხრობა იმ აზრს, რომ უცოდინრობა ქუფრის კი არა, არამედ სასჯელის დამაბრკოლებელია. საუდის არაბეთის ფეთვის კომიტეტის მიერ გაცემული ფეთვაც ამგვარია. 4400 ნომრიანი ფეთვის მეორე კითხვის პასუხი შემდეგია: „პიროვნება, რომელსაც შუამავლის მიერ მოტანილის სწამს - ალლაჰთან დაახლოებულ პირს, გარდაცვლილს ან ტარიყატის (ჯამა’ათის) რომელიმე შეიხს სეჯდეს თუ გაუკეთებს, მაშინ ის მიიჩნევა, როგორც ისლამიდან გასული მურთადი, ქააფირი და ალლაჰზე თანაზიარის დამყენებელი - მუშრიქი. სეჯდის შესრულების დროს შაჰადა რომც გაიმეოროს არაფერი შეიცვლება, რადგან ალლაჰის გარდა სხვაზე შესრულებული სეჯდე მის სიტყვებს გაანულებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს პიროვნება უცოდინრობის გამო გამართლდეს (იგულისხმება სასჯელი და არა ჰუქმი). მის მიმართ იყამეთულ-ჰუჯჯა შესრულდება, სწორი განემარტება, რის შემდეგაც დაფიქრებისთვის და მონანიებისთვის სამი დღე ვადა გაიცემა. ყოველივე ამის შემდეგ ალლაჰის გარდა სხვაზე სეჯდის გაკეთებას თუ არ შეწყვეტს, მაშინ მურთადობის გამო სიკვდილით დაისჯება, რასაც ალლაჰის შუამავალი ბრძანებს: ‘მოკალით ის, ვინც რელიგიას შეიცვლის.’[5] სიკვდილით დასჯამდე შესრულებული ახსნა-განმარტება და ჰუჯჯეთი მისი სასჯელის აღსრულებისთვისაა და არა ქააფირობის ჰუქმის გაცემისთვის. ვინაიდან, შესრულები ქმედების გამო ის ისეც ქააფირად მოიხსენიება.“[6] (ანუ ამ ფეთვის მიხედვით, მორწმუნე უცოდინრობის საფუძველზე ქუფრს თუ ჩაიდენს, ის მაინც ქააფირია. ჰუჯჯეთი კი, მხოლოდ და მხოლოდ მისი სასჯელისთვის კეთდება.)
ეს ფეთვა არასწორია. არსებული მდგომარეობის საფუძველზე შესრულებული უცოდინრობა საპატიო მიზეზი თუ არის, მაშინ ის გასაცემი ჰუქმის დამაბრკოლებელიც იქნება (ანუ სასჯელთან ერთად ჰუქმსაც დააბრკოლებს). ამის არგუმენტი ზემოთ მოცემული ზაატუ ანვატის ჰადისი და ყუდამა იბნ მაზ’უნის ფაქტის დროინდელი იჯმაა. ამ აზრზე მყოფებს ზაატუ ანვატის ჰადისის შესახებ ცნობილი პროტესტი აქვთ. ისინი ამბობენ: „საჰაბეებმა მხოლოდ მოისურვეს. ხოლო, ქმედება არ შეუსრულებიათ.“ ამ სიტყვებით მათ სურთ თქვან, რომ მხოლოდ და მხოლოდ „სურვილი/მოთხოვნა“ შირქი არ არის. სინამდვილეში ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ალიმების იჯმაა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუფრი ქმედების შესრულების განმზრახველი პიროვნება ქააფირი გახდება (ანუ ქუფრი/შირქი ქმედების შესრულების მხოლოდ განზრახვაც კი ქააფირობისთვის საკმარისია). ამ თემას მრწამსის ნაწილში დაწვრილებით განვმარტავთ.
არგუმენტი იმისა, რომ შირქის შესრულების მოთხოვნა/განზრახვა შირქია, ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შემდეგი სიტყვებია: „ვფიცავ მას, ვის ხელშიც ჩემი სულია! თქვენ თქვით სიტყვა, რომელიც ისრაელის შვილებმა უთხრეს მუსას: ‘დაგვიდგინე ღვთაება.’“ მათი ამგვარი სურვილი შირქი იყო, თუმცა მათ ეს არ იცოდნენ, რადგან ისინი ისლამში ახალად იყვნენ შესული. მექქას აღების შემდეგ მუსლიმანებს შორის იყვნენ და ჯერ კიდევ ერთი თვეც არ იყო გასული, როცა შუამავალთან ერთად ‘ჰუნაინის’ ლაშქრობაში წავიდნენ, რის გამოც ისლამის შესწავლისთვის საკმარისი დრო ვერ გამონახეს. ყოველივე ამის გამო, აბდურრაჰმან ბინ ჰასანი ამბობს: „’ჩვენ ისლამში ახალად შესულები ვიყავით’ - ამ სიტყვებით ცოტახნის წინ ისლამში შესულ მექქელ ხალხს გულისხმობდა. ამის გამო, „ძველი“ (მანამდელი) მუსლიმანების საპირისპიროდ, ამგვარი ქმედების შირქობის შესახებ არ იცოდნენ.“[7]
შეიხ სულეიმან ბინ აბდულლაჰმა ამ ჰადისიდან გამომდინარე თქვა: „არცოდნის გამო შირქის შესრულების მთხოვნელ/მსურველ პოროვნებას ქმედების მიტოვებისკენ მოვუწოდებთ, მის ქმედებას თუ მიატოვებს, მაშინ ქააფირი არ გახდება.“[8]

ყოველივე ეს გვეუბნება იმას, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რამ შირქი იყო და მათი მდგომარეობის გამო (უცოდინრობის გამო, რაც ისლამში ახალად შესვლას უკავშირდება) უცოდინრობამ მათზე ქააფირის ჰუქმის გაცემა დააბრკოლა.
მოკლედ, პიროვნება, რომელიც წარმოშობით მუსლიმანია საპატიო მიზეზად აღიარებული უცოდინრობის საფუძველზე (მაგ. ისლამში ახალად შესულისა) ქუფრი ქმედება რომ განახორციელოს, ამგვარი უცოდინრობა მასზე ქააფირობის ჰუქმს დააბრკოლებს. მასზე ჰუჯჯეთისა და ახსნა-განმარტების შესრულების გარეშე ქაფირის ჰუქმი არ გაიცემა. საპატიო მიზეზად აღიარებულ უცოდინრობას ვრცლად შემდეგ თავებში განვმარტავთ. წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისგანაა.



[1] გადმოგვცემს თირმიზი. ჰადისი სახიხია.
[2] ამის შესახებ შემდგომ ვისაუბრებთ.
[3] მეჯმუუ’ლ-ფათავა, 7/609-610.
[4] ად-დურერუ’ს-სანიიე, 8/158-159, ქითაბუ’ლ-მურთედ.
[5] იმამ ბუხარი, იბნი აბბასისგან გადმოგვცემს.
[6] ფეთვის გამცემი შეიხები: აბდულლაჰ ბინ ყუუდ, აბდურრაზზაყ აფიფი, აბდულაზიზ ბინ ბაზ. „ფათავა’ლ-ლეჯნეთი’დ-დაიმეთი“, 1/220.
[7] აბდურრაჰმან ბინ ჰასან, „ყურრატუ უიუუნი’ლ-მუვაჰჰიდიინ“, გვ: 74.
[8] სულეიმან ბინ აბდულლაჰ, „თეისირუ’ლ-აზიიზი’ლ-ჰამიდ“, გვ: 85.

05 January 2020

ნაწილი 1.4: უცოდინრობის განმარტება და მისი გავლენა პასუხისმგებელ პირზე


5)      უცოდინრობა, რომელიც თაქფირის დამაბრკოლებელია

იგულისხმება მისაღები უცოდინრობა, რომელიც პიროვნებაზე ქააფირის ჰუქმის გაცემას აბრკოლებს. ზოგადად, თაქფირის წესი სხვა შარიათული წესის მსგავსია. თუმცა, ამ საკითხში დაწვრილმანება უფრო მეტია.[1]
მოკლედ,  კონკრეტულ პიროვნებაზე თაქფირის გაკეთების წესი შემდეგნაირია: „ქუფრი სიტყვის თქმის ან ქუფრი ქმედების შესრულების დამტკიცების შემთხვევაში, ასევე თაქფირის ჰუქმის პირობების შესრულებისა და დამაბრკოლებლების აღმოფხვრის დროს ქააფირობის ჰუქმი გაიცემა. ჰუქმს უფლებამოსილი პირი გასცემს. ბრალდებული პირი დარულ ისლამში (ისლამურ მიწაზე) თუ ცხოვრობს, მაშინ უფლებამოსილი პირის მიერ მის დასჯამდე მონანიებისკენ მოწოდება ვააჯიბია. ბრალდებული პირი ვიღაცის უკან თუ იმალება ან დარულ ქუფრს (არაისლამურ მიწას) თავს თუ აფარებს, მაშინ მისი მონანიებისკენ მოწოდების გარეშე მოკვლა და ქონების აღება დაშვებულია. ამ საკითხში ყურადღება უნდა მიექცეს სარგებელს და გადაწყვეტილება ისე უნდა იქნას მიღებული.“ ამის შესახებ შემდეგ თავებში ალლაჰის ნებით უფრო დაწვრილებით განვმარტავთ.
ზემოთ მოცემულიდან გამომდინარე, გასაგებია ის, რომ უცოდინრობა ჰუქმის დამაბრკოლებლებს შორისაა. თუმცა, აუცილებელია ერთ შეკითხვას პასუხი გავცეთ: უცოდინრობა ჰუქმის დამაბრკოლებელია თუ სასჯელის? ქუფრი ქმედების შემსრულებელი, მაგ: პიროვნებამ ხელმეორედ აღდგომა და განკითხვა რომ უარყოს ან კერპს თაყვანი რომ სცეს და ამ ყველაფერს მისაღები უცოდინრობის საფუძველზე ასრულებდეს, მაშინ ეს უცოდინრობა ქააფირობის ჰუქმს გააუქმებს თუ ქააფირის ჰუქმი გაიცემა, თუმცა უცოდინრობა მის სასჯელს დააბრკოლებს? - ყოველივე ეს დაკავშირებულია პიროვნების მანამდელ/თავდაპირველ მდგომარეობაზე. პიროვნება თავდაპირველად ქააფირი თუ იყო, მაშინ უცოდინრობა მისი სასჯელის დამაბრკოლებელი იქნება. ხოლო, პიროვნება თავდაპირველად მუსლიმანი თუ იყო, მაშინ მისი უცოდინრობა მისი ქააფირობის ჰუქმის გაცემას დააბრკოლებს, რაც თავისთავად სასჯელსაც აბრკოლებს.
1.       წარმოშობით/თავდაპირველად ქააფირი, რომელსაც შუამავლის ქადაგებაზე არაფერი სმენია
ასეთ დროს, მსგავს ადამიანზე ქააფირის ჰუქმი გაიცემა. არ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ამგვარი პიროვნების ქააფირობა გამომდინარეობს იქიდან, რომ მან ისლამის ქადაგება მოისმინა, თუმცა იგი უარყო. ვინაიდან, მოწოდების/შეგონების მასთან მიღწევამდეც იგი ქააფირად ითვლება, თუმცა მოწოდების მასთან მიღწევამდე თავისი ქუფრის გამო, არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად დაისჯება. იბნუ’ლ ყაიმი ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს: „ვააჯიბია (სავალდებულოა) იმის დაჯერება, რომ ისლამის გარდა სხვა რელიგიის წარმომადგენელი ქააფირია. უზენაესი ალლაჰი შუამავლების საშუალებით თავისი რელიგიის გავრცელებამდე არავის დასჯის. ეს ზოგადად ასეა. პიროვნებების შესახებ ჰუქმების გაცემა/განსაზღვრა ალლაჰს ეკუთვნის. რაც შეეხება ამქვეყნიურ/დედამიწისეულ ჰუქმებს: ისინი (ჰუქმები) გარეგნობის მიხედვით გაიცემა. ქააფირების ბავშვები და გიჟები ამქვეყნიური ჰუქმის მიხედვით, ქააფირები არიან. მათ შესახებ ჰუქმები მსგავსია მემკვიდრეების/მინდობილების ქვეშ მყოფთა ჰუქმებისა.“[2]
არგუმენტები იმისა, რაც გვამცნობს, რომ ქააფირია ის, ვინც ისლამის გარდა სხვა რელიგიას მიეკუთვნება, მიუხედავად იმისა, მასთან მოწოდებამ რომც არ მიაღწიოს:
ა - სურა თავბა, მე-6 აიათი: „9/6. და თუ რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა. მერე კი უსაფრთხო ადგილას მიიყვანე (1) (თუკი თავიანთ ხალხთან დაბრუნებას ითხოვენ). ეს იმიტომ, რომ ისინი უცოდინარი ხალხია.“
მათ შუამავლის სიტყვა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოსმენილი, თუმცა უზენაესმა ალლაჰმა ისინი მუშრიქებად მოიხსენია: „და თუ რომელიმე წარმართი...ეს იმიტომ, რომ ისინი უცოდინარი ხალხია.“
ბ - სურა თაღაბუნ, მე-2 აიათი: „64/2. იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ, ამის მიუხედავად თქვენგან ზოგი ურწმუნოა და ზოგი კი მორწმუნეა. და ალლაჰი მხილველია იმისა, რასაცა იქმნთ.“
ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „მუსლიმანი ქააფირის მემკვიდრე ვერ იქნება, ქააფირი კი მუსლიმანის.“[3]
„პიროვნებისთვის ორი რელიგია არსებობს: ისლამი ან ქუფრი. იმანი ან ქუფრი. ის, ვინც მუსლიმანი არ არის, მაშინ ქააფირია.“[4]
ეს ყველაფერი არგუმენტია იმისა, რომ პიროვნება მოწოდებამდე უცოდინარი რომც იყოს, ის ჰუქმით მაინც ქააფირია. თუმცა, მოწოდების გარეშე მისი დასჯა და მოკვლა დაუშვებელია.
ასევე, მოწოდების მიღწევამდე უზენაესი ალლაჰი ახირეთში (იმქვეყნად) არავის დასჯის. ამის არგუმენტი შემდეგია:
ბა - სურა ისრა, მე-15 აიათი: „და ჩვენ არ ვყოფილვართ დამსჯელნი (1) (არავისი), სანამ არ წარვგზავნიდით შუამავალს!“
ბბ - სურა ყასას, 47-ე აიათი: „28/47. და ეს რომ არ მომხდარიყო და რომ სწვევოდათ უბედურება იმის გამო, რაც წაიმძღვარეს საკუთარმა ხელებმა, ისინი იტყოდნენ: „ღმერთო ჩვენო! რატომ არ მოგვივლინე შუამავალი, რომ მივყოლოდით შენს აიათებს და გავმხდარიყავით მორწმუნენი?““
იბნი თეიმიე (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ეს აიათი არგუმენტია იმის, რომ მათი მდგომარეობა მათ დასჯას იწვევს, თუმცა დასჯის პირობა მოწოდების მათთან მიღწევას უკავშირდება. ყოველივე ამის გამო ნათქვამია: ‘4/165...შუამავლების (წარგზავნის) შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება (სათქმელი) ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.’[5]
ბგ - სურა ტაჰა, 134-ე აიათი: „20/134. და რომ, უეჭველად, ჩვენ დაგვეღუპა ისინი სასჯელით მანამდე (1) (მუჰამმედ შუამავალზე უწინ), უთუოდ იტყოდნენ (2) (აღდგომის, ანგარიშსწორების დღეს): „ღმერთო ჩვენო! ნუთუ არ შეიძლებოდა მოგევლინა ჩვენდა შუამავალი, რომ გავყოლოდით შენს აიათებს (3) (შენს მიერ მოვლენილი შუამავლის ჩვენამდე მოტანილ აიათებს), სანამ შევიქნებოდით დამცირებულნი (4) (აღდგომის დღეს) და დაკნინებულნი (5) (ჯოჯოხეთში)?““
იბნი თეიმიე (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ამ აიათში უზენაესი ალლაჰი განმარტავს, რომ ქააფირების ნამოქმედარი დასჯას საჭიროებს, თუმცა შუამავლის გაგზავნამდე ისინი არ დაისჯებიან, რადგან ალლაჰი სასჯელის პირობად მის მიერ მოვლენილის მათთან მიღწევას ასახელებს.“[6]
იგივე საკითხს ეხება შემდეგი სურეები: სურა ენ’ამ, 113-ე აიათი. სურა შუ’არა, 208-ე აიათი. სურა ყასას, 59-ე აიათი.
მოკლედ, რომ ვთქვათ წარმოშობით/თავდაპირველად ქააფირი პიროვნებისთვის უცოდინრობა მისი ქააფირობის ჰუქმის კი არა, არამედ მისი სასჯელის დამაბრკოლებელია.


[1] ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ. იხილეთ: „თაქფირის საკითხები“
[2] ტარიიყუ’ლ-ჰიჯრეთეინ, გვ: 413;
[3] მუთთეფექუნ ‘ალეიჰ - ბუხარისა და მუსლიმის მიერ აღიარებული სახიხი ჰადისი.
[4] იხ: იბნი ჰაზმ, ალ-ფასლუ ფი’ლ-მილელ ვა’ლ-ეჰვაუ ვა’ნ-ნიჰალ, 3/276-285.
[5] იბნი თეიმიიე, ალ-ჯევაბუ’ს-სახიხ ლიმენ ბედდელე დინე’ლ-მესიჰ, 1/314.
[6] იბნი თეიმიიე, ალ-ჯევაბუ’ს-სახიხ ლიმენ ბედდელე დინე’ლ-მესიჰ, 1/16.