25 November 2019

მეექვსე ნაწილი: მურჯიზმი

მურჯიზმის თანამედროვე განშტოებები

მურჯიტებმა, როგორც პირველ პერიოდში მცხოვრებ ხალხზე, ასევე დღევანდელ მცხოვრებლებზეც მოახდინეს ზეგავლენა. უფრო მეტიც, მათი მრწამსი დღეს უფროა გავრცელებული. არსებობენ ისეთი მურჯიტები, რომლებიც აჰლი სუნნეთის მსგავსად - გულით დამოწმებას, ენით წარმოთქმას და ორგანოებით მოქმედებას იმანში მოიაზრებენ. აბდუ’ლ მუნ’იმი ამგვარი მრწამსის მატარებლების შესახებ ამბობს: „მათ მიერ შესრულებული ყველაზე ცუდი რამ არის ის, რომ საკუთარი არასწორი შეხედულებები ცილისწამებითა და ტყუილით სალაფებს მიაკუთვნეს. ყოველივე ამის მიუხედავად კი, საკუთარ თავებს სალაფებსა და აჰლი სუნნეთს უწოდებენ.“[1]
ეს ადამიანები (მურჯიტები) ყველას წინაშე მურჯიტები, რომ ყოფილიყვნენ, მდგომარეობა უფრო მსუბუქი იქნებოდა. ისინი ადამიანებს განარჩევენ. დაჩაგრული და ჩვეულებრივი მუსლიმანების მიმართ ძალიან მკაცრები არიან. ყველაზე პატარა შეცდომის ან ცოდვის გამო მათ წინააღმდეგ შუღლს აღვივებენ, განზრახვისა და სურვილის გათვალისწინების გარეშე მათ ფასიყად, ცოდვილად და უფრო მეტიც, ქააფირადაც კი მოიხსენიებენ. ხოლო, რაც შეეხება ქუფრის წინამძღოლებს და ტაღუთს, მათ მიმართ ძალიან მორიდებული და შემწყნარებლები არიან. მათ მხარდაჭერას უცხადებენ, შეცდომისა და ცოდვის შემთხვევაში თა’ვილს (ინტერპრეტაცია) აკეთებენ, ხშირად ისეთ თა’ვილებს აკეთებენ, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას ცდება და შარიათის საწინააღმდეგოც კია. ამგვარი ქმედებებით თავიანთ მრწამსში ხარიჯიტებისა და მურჯიტების სხვადასხვა ნიშან-თვისებაა თავმოყრილი. მათ შესახებ ნათქვამი შემდეგი სიტყვები მართლაც და ჭეშმარიტებაა: „ისინი ჭეშმარიტი რწმენისკენ მომპატიჟებლებისა და სხვა აზრზე მყოფთა მიმართ ხარიტიჯები, ხოლო ტაღუთის მიმართ, რომელშიც ქუფრი და ნიფაყია თავმოყრილი, მურჯიტები არიან.“[2]
ისტორიაში მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. თუმცა, დღესდღეობით ჩვენ ამ ყველაფრის მოწმენი გავხდით. ალლაჰმა ჭეშმარიტი გზიდან არ გადაგვიყვანოს (ამინ).
იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა უკეთ გასაგები იყოს, მათი შეიხის, ნასირუდდინ ალ-ალბანის[3] რამოდენიმე შეხედულებას მოვიყვანთ, რის შემდეგაც მოყვანილ შეხედულებებს აჰლი სუნნეთის მანჰაჯს შევადარებთ.
ალბანი ამბობს: „ჩვენ სრულიად ქააფირად არ მიგვაჩნია ის, ვინც ალლაჰს და მის შუამავალს გალანძღავს, რადგან გალანძღვის მიზეზი ზოგჯერ ჯაჰილობა (უცოდინრობა), ზოგჯერ ცუდი აღზრდა, ზოგჯერ უყურადღებობა, ზოგჯერ კი შეგნებით/ნებით შესრულებაცაა. პიროვნება ალლაჰს და მის შუამავალს შეგნებითა და ნებაყოფლობით თუ გალანძღავს, მაშინ მურთადი გახდება. ხოლო, სხვა დანარჩენი მიზეზის არსებობის შემთხვევაში კი, თაქფირის გაკეთების შეყოვნება და სულსწრაფობის არ გამოხატვა რელიგიის მხრივ უფრო მოსაწონია.“[4]
„ჩვენ გულით განზრახულ ქუფრსა და გარეგნობით შესრულებულ ქუფრს, რომელიც გულით განზრახული არ არის, ერთმანეთისგან ვყოფთ.“
„ქუფრი - გულით შესასრულებელი ქმედებაა და არა ორგანოებით შესასრულებელი.“[5]
შეიხის ამგვარი სიტყვები ბევრია. იმისათვის, რომ თემა გასაგებია, რამოდენიმე მათგანით ვკმაყოფილდებით. ახლა კი, ვიხილოთ ის თუ რამდენად არის შეიხის სიტყვები ყურანთან, სუნნეთთან და აჰლი სუნნეთის მანჰაჯთან შესაბამისობაში.



[1] ალ-ინთისარ ლი აჰლი’თ-თავჰიდ, გვ: 10.
[2] აბდუ’ლ მუნ’იმ მუსტაფა, ალ-ინთისარ ლი აჰლი’თ-თავჰიდ, გვ: 9.
[3] შეიხ ალბანი ჰადისის ნაწილში ძალიან ძლიერი სწავლულია. თუმცა, მისი ამგვარი წოდება არ ნიშნავს იმას, რომ უმმეთის გზიდან ამცდენი შეხედულებები უყურადღებოდ დარჩება და არ განიკიცხება. განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში, მისი არასწორი შეხედულების ქვეშ უამრავი მოსწავლე მოექცა. ვინც არ უნდა იყოს ის, ვინც ჭეშმარიტების წინააღმდეგ მოექცევა და ხალხს მისკენ მოუწოდებს, ჩვენი მოვალეობა ნორმების დაცვით მის წინააღმდეგ წასვლაა. ამგვარად, როგორც იმ პიროვნებისთვის, ასევე გზასაცდენილი ხალხისთვის სარგებელს მოვიტანთ.
[4] „შარითათუ ალ-ქუფრუ ქუფრან“ შესავალი ნაწილი და „ალ-ინთისარ ლი აჰლით-თავჰიდ“ გვ: 26.
[5] იხილეთ: „შარითათუ ალ-ქუფრუ ქუფრან“ და „ალ-ინთისარ ლი აჰლით-თავჰიდ“.