05 October 2019

მე-5 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად


D.      ყურანი თავის ტვინის შესახებ:

ღმერთმა ყურანში ერთი ბოროტი ურწმუნო ახსენა, რომელმაც შუამავალ მუჰამედს ქააბასთან ლოცვა აუკრძალა:
„96/15. მაგრამ არა! თუ არ მოიშლის, დიახაც, რომ ვითრევთ ქოჩრით!
იმ მატყუარას, ცოდვილს ქოჩრით ვითრევთ!“ (96-ე სურა; XV-XVI მუხლები).
რატომ მოიხსენიება ყურანში შუბლი მატყუარად და ცოდვილად? რატომ თავად ეს ადამიანი არ არის მოხსენიებული ყურანში მატყუარად და ცოდვილად? რა კავშირია შუბლის, სიცრუესა და ცოდვას შორის?
თავის ქალაში წინა მხრიდან თუ ჩავიედებით, თავის ტვინის წინა შუბლის ზონას დავინახავთ (იხ. სურათი 12). რას გვეუბნება ფსიქოლოგია ამ ზონის ფუნქციების შესახებ?

წიგნში, სახელწოდებით “ანატომიისა და ფსიქოლოგიის არსი” ამ ზონაზე შემდეგია მოთხრობილი: “მოძრაობის მოტივირება, დაგეგმვა და სისრულეში მოყვანის მცდელობა ტვინის - შუბლის ნაწილის წინა მხრით ანუ წინა შუბლის ზონით იმართება, ეს ტვინის ქერქის ასციაციური ზონაა...”.[1] წიგნში ასევე ნათქვამია: “წინა შუბლის ზონა აგრესიის ფუნქციურ ცენტრადაც არის მიჩნეული...”.[2]

ასე რომ, ტვინისწორედ ეს ნაწილი არის პასუხისმგებელი კარგი ან ცუდი ქცევის დაგეგმვაზე, მოტივირებასა და შესრულებაზე, ასევე სიმართლისა და სიცრუის თქმაზე. ასე რომ, უკეთესია თუ შუბლს მოვიხსენიებთ მატყუარად და ცოდვილად, როცა მისი პატრონი სიცრუეს იტყოდეს ან ცოდვას ჩაიდენდეს, რადგანაც ყურანში ზუსტად ასეა ნათქვამი: “...მატყუარა და ცოდვილი ნაიაჰ (შუბლი)!”


სურათი 12. თავის ტვინის მარცხენა სფეროს ფუნქციონალური რეგიონები. შუბლის ზონა მდებარეობს თავის ტვინის წინა მხარეში (ანატომიისა და ფსიქოლოგიის საწყისები, სილი და სხვა. გვ. 210).

მეცნიერებმა, პროფესორი მურის თაოსნობით მხოლოდ 60-იან წლებში აღმოაჩინეს წინა შუბლის ეს ფუნქცია[3].


[1] ანატომიისა და ფსიქოლოგიის არსი, სილი და სხვები. გვ. 211. აგრეთვე იხ. ადამიანის ნერვული სისტემა, ნობაკი და სხვები, გვ. 410-411.
[2] ანატომიისა და ფსიქოლოგიის არსი, სილი და სხვები, გვ. 211.
[3] -ლე ჯაზი ალ-ელმი ფი ალ-ნასეიაჰ (მეცნიერული სასწაულები შუბლში), მური და სხვებიგვ. 41.