12 September 2019

მე-2 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

თავი 1

ისლამის ჭეშმარიტების დამადასტურებელი ფაქტები

 ღმერთმა თავის ბოლო შუამავალს მუჰამედს სასწაულების მოხდენისა და წინასწარჭვრეტის უნარი მიანიჭა, რაც იმას ამტკიცებს, რომ ის მართლაც ღვთის მიერ გამოგზავნილი შუამავალია. აქვე უნდა ითქვას ის, რომ ღმერთმა თავის ნაკარნახებ ბოლო წიგნში წმინდა ყურანში უამრავი სასწაული აღწერა, რაც იმის დასტურია, რომ ყურანი მართლაც ღვთის წიგნია და ის რომელიმე ადამიანს არ დაუწერია. ამ თავში ჭეშმარიტ ფაქტებზე საუბარი.

მეცნიერული სასწაულები წმინდა ყურანში

ყურანი ღვთის სიტყვაა, რომელიც ღმერთმა თავის შუამავალ მუჰამედს (ს.ა.ვ) მთავარანგელოზ გაბრიელის[1] საშუალებით შთააგონა. ეს სიტყვა მუჰამედმა (ს.ა.ვ) დაისწავლა და შემდეგ თავის მეგობრებს უკარნახა. მეგობრებმა ეს კარგად დაიმახსოვრეს, ჩაიწერეს და ღვთის შუამავალს გადასცეს. ღვთის შუამავალი მუჰამედი მთავარანგელოზ გაბრილს (ჯიბრილს) ყურანის შინაარსს წელიწადში ერთხელ უთანხმებდა. სიცოცხლის ბოლო წელლს კი ორჯერ.
ყურანის შექმნის დღიდან მას უამრავი მუსლიმანი სიტყვასიტყვით იზეპირებს. ბევრმა მათგანმა ათი წლის ასაკში თავიდან ბოლომდე ზეპირად იცის წმინდა წიგნი. საუკუნეების მანძილზე ყურანში ერთი ასოც კი არ შეცვლილა. თოთხმეტი საუკუნის წინათ შექმნილ ყურანში ნახსენებია ის ფაქტები, რომლებიც სულ ახლახან აღმოაჩინა მეცნიერებამ. ეჭვგარეშეა, რომ ყურანი მართლაც შუამავალ მუჰამედისთვის ღვთის მიერ ნაკარნახები სიტყვაა და იგი არც მუჰამედს ეკუთვნის და არც ვინმე სხვა ადამიანს. ეს იმასაც ამტკიცებს, რომ მუჰამედი ნამდვილად ღვთის მიერ გამოგზავნილი შუამავალია. მართლაც, როგორ უნდა სცოდნოდა მას თოთხმეტი საუკუნის წინ ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი თანამედროვე აპარატურისა და რთული მეცნიერული მეთოდების გამოყენების წყალობით? მაგალითად:
A.      ყურანი ადამიანის ემბრიონის ჩამოყალიბების შესახებ:
წმინდა ყურანში ღმერთი საუბრობს ადამიანის ემბრიონის განვითარების სტადიაზე:
„23/12. და ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი ტალახის არსისგან!
13. მერე იგი დავადგინეთ წვეთად საიმედო ადგილას!
14. მერე ვჰქმენით წვეთისგან სისხლის კოლტი, მერე სისხლის კოლტიდან ვქმენით ხორცის ნაჭერი, ამის შემდეგ ხორცის ნაჭრიდან ვქმენით ძვლები, მერე ძვლებს შევასხით ხორცი, მერე გამოვსახეთ იგი სხვა ქმნილებად. რაოდენ დიადია ალლაჰი, საუკეთესო გამჩენია!“ (23-ე სურა; XII-XIII მუხლები).
სიტყვასიტყვით, არაბულ სიტყვა ‘ალაყს სამი მნიშვნელობა აქვს: (1) წურბელა, (2) დაკიდებული მდგომარეობა, (3) სისხლის კოლტი.
თუ “’ალაყის” სტადიაში წურბელასა და ემბრიონს ერთმანეთს შევადარებთ[2], ვნახავთ, რომ თითქმის ერთნაირები არიან, როგორც ეს პირველ სურათზეა მოცემული. აგრეთვე ამ, სტადიაში ემბრიონი დედის სისხლით იკვებება, წურბელაც სხვების სისხლით საზრდოობს[3]. “’ალაყის” მეორე მნიშვნელობა “დაკიდებული მდგომარეობაა”. ‘ალაყის სტადიაში სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ემბრიონი დედის საშვილოსნოში (იხ. მეორე და მესამე სურათები).

სურათი 1. სურათზე აშკარად ჩანს, რომ წურბელა და ადამიანის ემბრიონი  ‘ალაყის სტადიაში ერთმანეთს ძალიან ჰგავს (ადამიანის განვითარება, როგორც ეს ყურანსა და სუნნაშია გადმოცემული, მური და სხვები, გვ. 37; ზოოლოგიის პრინციპები, ჰიკმანი და სხვები; ემბრიონის ნახატი ადამიანის განვითარება და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 73).

სურათი 2. ამ დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ  ‘ალაყის სტადიაში, ემბრიონი დაკიდებულ მდგომარეობაშია დედის საშვილოსნოში (უტერეუს). (ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 66).

სურათი 3. ამ მიკროფოტოზე ჩვენ ვხედავთ, ‘ალაყის სტადიაში (დაახლლოებით 15 დღე) როგორ არის დაკიდებული ემბრიონი (აღნიშნულია ბ ასოთი) დედის საშვილოსნოში. ემბრიონის ზომა დაახლოებით 6 მილიმეტრია (ადამიანის განვითარება, მური, მესამე გამოცემა, გვ. 66; ჰისტოლოგია, ლისონი და ლისონი).

სიტყვა ‘ალაყის მესამე მნიშვნელობა “სისხლის კოლტია”. აშკარაა, რომ ‘ალაყის სტადიაში ემბრიონი და მისი ტომსიკები ძალიან წააგავს სისხლის კოლტს. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ამ სტადიისას[4] ემბრიონი დიდი რაოდენობით სისხლია (იხ. 4-ე სურათი). თანაც ამ სტადიისას, ემბრიონში არსებული სისხლის ცირკულაცია მესამე კვირამდე არ ხდება.[5] ასე რომ, ამ სტადიაში ემბრიონი სისხლის კოლტისგან ბევრით არაფრით განსხვავდება.

სურათი 4. ‘ალაყის სტადიაში მყოფი ემბრიონის გულსისხლძარღვთა სისტემის პრიმიტიული დიაგრამა. ‘ალაყის სტადიაში ემბრიონისა და მისი ტომსიკები ძალიან წააგავს სისხლის კოლტს, რაც ემბრიონში დიდი რაოდენობით სისხლის არსებობით არის გამოწვეული (ადამიანის განვიტარება, მური, მეხუთე გამოცემა, გვ. 65).

ასე რომ, ამ სიტყვის ეს სამი მნიშვნელობა ზუსტად გამოხატავს ‘ალაყის სტადიაში მყოფი ემბრიონის აღწერილობას. ყურანში ნახსენები შემდეგი სტადია არის „მუდღაჰ“. არაბული სიტყვა “მუდღაჰ” ნიშნავს დაღეჭილ სუბსტანციას. ვინმემ საღეჭი რეზინი რომ აიღოს და დაღეჭოს, შემდეგ კი „მუდღაჰ“-ის სტადიაში მყოფ ემბრიონს შეადაროს, ყველა დავრწმუნდებით, რომ დაღეჭილი სუბსტანცია და ამ სტადიაში მყოფი ემბრიონი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

ემბრიონს უკანა მხარეს პირველადი სეგმენტი აქვს, რაც ძალიან ჰგავს დაღეჭილ სუბსტანციაზე დარჩენილ კბილის ნაჭდევებს.[6] (იხ. მე-5 და მე-6 სურათები).

როგორ უნდა სცოდნოდა 14 საუკუნის წინ ეს მუჰამმედს, როცა ამ ყველაფრის გარკვევა ჩვენს დროში, სულ ახლახან მოახერხეს მეცნიერებმა უახლესი აღჭურვილობითა და უძლიერესი მიკროსკოპების გამოყენებით?

სურათი 5. “მუდღაჰ”-ის სტადიაში მყოფი 28 დღის ემბრიონის ფოტო. ჩანასახი გარეგნულად ძალიან ჰგავს დაღეჭილ სუბსტანციას. ემბრიონს უკანა მხარეს პირველადი სეგმენტი აქვს, რაც ძალიან ჰგავს დაღეჭილ სიბსტანციაზე დარჩენილ კბილის ნაჭდევებს. ემბრიონის ზომა არის 4 მილიმეტრი (ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 82. პროფესორი ჰიდეო, ნიშიმურა, იაპონიის ქალაქ კიოტოს უნივერსიტეტი).

სურათი 6. “მუდღაჰ”-ის სტადიაში მყოფ ემბრიონს და დაღეჭილ საღეჭ რეზინს თუ ერთმანეთს შევადარებთ, მათ შორის ბევრ მსგავსებას ვიპოვით: ა) “მუდღაჰ”-ის სტადიაში მყოფი ემბრიონის ნახატი. ემბრიონის უკანა მხარეს პირველადი სეგმენტები აქვს, რომლებიც ძალიან ჰგავს დაღეჭილ სიბსტანციაზე დარჩენილ კბილის ნაჭდევებს (ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 79). ბ) საღეჭ რეზინზე დატოვებული კბილის კვალი.

1677 წელს მეცნიერებმა, ჰემმა და ლიუენჰოკმა გაუმჯობესებული მიკროსკოპის დახმარებით პირველად მოახდინეს ადამანის სპერმის უჯრედებზე (სპერმატოზოიდებზე) დაკვირვება (მუჰამედის მოღვაწეობიდან  1000 წლის შემდეგ). მათ მიიჩნიეს, რომ სპერმის უჯრედი მინიატურული ადამიანია, რომელიც ქალის სასქესო ტრაქტში[7] მოხვედრის შემდეგ ვითარდებოდა. 
დამსახურებული პროფესორი კეით ლ. მური მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერია ანატომიისა და ემბრიოლოგიის დარგში. მან დაწერა წიგნი, სახელწოდებით “ადამიანის განვითარება”, რომელიც რვა ენაზე ითარგმნა. ეს წიგნი სამეცნიერო ნაშრომია და ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო კომისიის მიერ ერთი ადამიანის მიერ დაწერილ საუკეთესო წიგნად იქნა აღიარებული. დოქტორი კეით მური დამსახურებული პროფესორია კანადის ქალაქ ტორონტოს ანატომიისა და უჯრედის ბიოლოგიის უნივერსიტეტში. იგი იქ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი იყო და რვა წლის განმავლობაში ანატომიის კათედრასაც ხელმძღვანელობდა. 1984 წელს ანატომიის სფეროში შეტანილი წვლილისთვის მას კანადელი ანატომების ასოციაციის მიერ “ჯე-სი-ბი”-ს ჯილდო გადაეცა. იგი ხელმძღვანელობდა ბევრ საერთაშორისო ასოციაციას, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა “კანადელ და ამერიკელ ანატომთა ასოციაცია” და “ბიოლოგიის მეცნიერებათა გაერთიანებული კავშირი”.
1981 წელს აუდის არაბეთის ქალაქ დამამში ჩატარებულ მეშვიდე სამედიცინო კონფერენციაზე პროფესორმა მურმა თქვა: “ჩემთვის დიდი პატივია ყურანში ადამიანის განვითარებაზე მოთხრობილ ამბებზე მსჯელობა. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მუჰამედს ღმერთმა უკარნახა, იმიტომ, რომ ასეთი ფაქტების დადგენა სულ ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ მუჰამედი ღვთის წარმოგზავნილი იყო”.[8]
ამის შემდეგ, პროფესორ მურს შემდეგი კითხვა დაუსვეს: “ესეიგი თქვენ გჯერად, რომ ყურანი მართლაც ღვთის სიტყვაა?”. მან უპასუხა: “ამის დაჯერება სულ ადვილია”.[9]
ერთ-ერთი კონფერენციის დროს პროფესორმა მურმა განაცხადა: “...ადამიანის ემბრიონს რთული აგებულება აქვს. კარგი იქნება თუ განვითარების პროცესებს სახელებს შევუცვლით, კლასიფიკაციის ახალ სისტემას შემოვიღებთ და ყურანში და სუნნეთში ნახსენებ ტერმინებს გამოვიყენებთ.“
შემოთავაზებული სისტემა მარტივია, მრავალმხრივია და ემბრიოლოგიასაც ესადაგება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყურანისა და ჰადისის[10] ინტენსიური შესწავლის შედეგად, ადამიანის ემბრიონის კლასიფიკაციის ახალ სისტემას აეხადა ფარდა. ეს ნამდვილად გასაოცარია, რადგან ეს სისტემა მეშვიდე საუკუნეშია შექმნილი. მეოთხე საუკუნეში არისტოტელემ ემბრიოლოგიის მეცნიერების ფუძემდებელმა, ქათმის კვერცხებზე დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ წიწილის ემბრიონი განვითარების გარკვეულ სტადიაზე გადიოდა, მას ამ გარემოებისათვის დიდი მნიშვნელობა მაინც არ მიუნიჭებია. რამდენადაც ემბრიოლოგიის ისტორიიდან არის ცნობილი, მეოცე საუკუნამდე ძალზე ცოტა რამ იყო ცნობილი ადამიანის ემბრიონის კლასიფიკაციის შესახებ. აქედან გამომდინარე, ყურანის შექმნისას ამ თემის ირგვლივ არანაირი მეცნიერული გამოცდილება არ არსებობდა. აქედან ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ამ ყველაფრის დაწერა მუჰამედს ღმერთმა შთააგონა. მას ასეთი დეტალები არ ეცოდინებოდა, იმიტომ, რომ იგი უცოდინარი კაცი იყო, რომელსაც არანაირი მეცნიერული მომზადება არ ჰქონდა გავლილი”.[11]




[1] ჯებრაილი, ჯიბრილი.
[2] ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 8.
[3] ადამიანის განვითარება, როგორც ეს ყურანსა და (ხადისშია) სანაჰშია გადმოცემული, მური და სხვები, გვ. 36.
[4] ადამიანის განვითარება, როგორც ეს ყურანსა და სანაჰშია (ხადისშია) გადმოცემული, მური და სხვები, გვ. 37-38.
[5] ადამიანის განვითარება, მური და პერსაუდი, მეხუთე გამოცემა, გვ. 65.
[6] ადამიანის განვითარებამური და პერსაუდიმეხუთე გამოცემაგვ. 9.
[7] ადამიანის განვითარებამური და პერსაუდიმეხუთე გამოცემაგვ. 8.
[8] ამ კომენტარის წყაროა “ეს ჭეშმარიტებაა” (ვიდეოკასეტა). ამ ჩანაწერის გადმოსაწერად ან პროფესორი კეით მურის კომენტარების ვებ-გვერდზე სანახავ ესტუმრეთ https://www.islam-guide.com/truth.htm
[9] ეს ჭეშმარიტებაა (ვიდეოკასეტა).
[10] გადმოცემა შუამავალ მუჰამმედის სიტყვებისა და ქმედების შესახებ.
[11] ეს ჭეშმარიტებაა (ვიდეოკასეტა). იხ. 2- განმგვ. 10.