03 August 2019

ნაწილი 3. არსებობს თუ არა ეგრეთ წოდებული ვაჰჰაბიზმი?


ვაჰჰაბიზმი - ეს სახელი პირველად სუფისტებმა[1], მობიდათეებმა, არამუსლიმებმა და იმ მუსლიმებმა გამოიგონეს, რომლებსაც მცირე ცოდნა ჰქონდათ ისლამის შესახებ. ეს სახელწოდება სწორი ისლამის მიმდევრებს შეარქვეს, რომლებიც ყურანსა და სარწმუნო სუნნას მიჰყვებოდნენ. აღსანიშნავია ტერმინის ანტიისტორიულობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი არა მოწოდების ავტორის - შეიხ მუჰამმედის, არამედ მამამისის - აბდულვაჰჰაბის სახელიდან იქნა აღებული. სწორი ისლამის მოწინაღმდეგეებმა შეიმუშავეს ახალი ტერმინი. მათ თქვეს: „შეიხის სახელიდან გამომდინარე მათ მუჰამმედიანს თუ დავარქმევთ, მაშინ ეს ხალხისთვის ახალი და გასაოცარი არ იქნება, რადგან ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სახელიც მუჰამმედია.“ ყოველივე ამის გამო, ახალი ტერმინი შეიხის მამის სახელიდან - აბდულვაჰჰაბიდან - იქნა აღებული, რაც ნიშნავს: „მომნანიებელთა უსაზღვრო მპატიებლისა და უანგაროდ მომცემის ყმა ანუ ალლაჰის ყმა.“ სრული სახელიდან ყმა (‘აბდ) ამოიღეს და დატოვეს „ვაჰჰაბი“, რისგანაც წარმოიშვა ტერმინი ვაჰჰაბი, ვაჰჰაბისტი, ვაჰჰაბისტები. სახელიდან გამომდინარე, ევროპელ მკვლევართა ნაწილი შეცდომით მართლაც აბდულვაჰჰაბს მიიჩნევდა ამ მოწოდების ავტორად. მაგალითად, ამგვარად თვლიდა ევროპელი მოგზაური ბურგესი, რომელიც შეიხ მუჰამმედის ვაჟს ჰუსეინს ამ მოძრაობის დამაარსებლის შვილიშვილს უწოდებს. იგივეს ამბობს მოგზაური ბურქჰარდტი და ისტორიკოსი სიდიეი. ხოლო, ევროპელებმა ჩათვალეს, რომ ეს სახელწოდება დამაარსებლის სახელიდან გამომდინარე იყო მინიჭებული და შეიხის მოწინაღმდეგეებიდან მიღებული მწირი ინფორმაციის საფუძველზე მცდარი დასკვნები გამოიტანეს. მასუდ ან-ნადვი წერს: ამ სახელწოდებით დაინტერესებული სხვადასხვა პირები ცდილობდნენ წარმოედგინათ ისე, თითქოს ეს მოწოდება იყო ისლამის ფარგლებს გარეთ და შეიხ მუჰამმედის გამოგონილი. ამ საკითხში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ინგლისელები და ოსმალები. ისინი ყოველგვარ ისლამურ მოძრაობას ნაჯდურ ვაჰჰაბიზმს ეძახდნენ.
აქვე მინდა დავამატო და ვთქვა, რომ დღეს 21-ე საუკუნეში თუ მუსლიმს აქვს გამოშვებული წვერი, დადაბლებული აქვს ულვაში, ლოცულობს თაქბირებით, უარყოფს და არ ასრულებს ბიდათებს (ისლამში შემოტანილ სიახლეს) ეძახიან ვაჰჰაბისტს. მე მინდა მოვიყვანო მტკიცებულება ყურანიდან, ჰადისებიდან და მეზჰები იმამების ნაშრომებიდან წვერის შესახებ: უზენაესი ალლაჰი ყურანში ჩვენს საყურადღებოდ ასე ბრძანებს: "...და რაც მოგცათ თქვენ შუამავალმა, აიღეთ იგი; ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ მისგან. გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი მკაცრსაზღაურიანია!."(სურა 59/7)  ახლა კი ვნახოთ თუ რას გვიბრძანებს შუამავალი და რას გვიკრძალავს:
"ულვაშები დაიმოკლეთ, წვერი კი გამოუშვით."
"მუშრიქების საპირისპიროდ მოიქეცით, ულვაშები დაიმოკლეთ და წვერი გამოუშვით."
"ულვაშები დაიმოკლეთ, წვერი გამოუშვით, ამგვარად მაზდეანეებს ნუ დაემსგავსებით."[2]
ახლა კი, ვნახოთ თუ როგორ გადმოგვცემს ზეიდ ბინ ჰაბიბი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) შუამავლის საუბარს ირანის ქისრას ელჩებთან: "ებანუჰი და ჯედ ჯემირე შუამავალთან როდესაც მოვიდნენ, შუამავალს მათ სახეზე შეხედვა შეიზიზღდა და თავი სხვა მხარეს შეაბრუნა, ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მათ წვერი გაპარსული და ულვაშები გამოშვებული ჰქონდათ.“ შუამავალმა უთხრა: „სირცხვილი თქვენ! ეს რა ფორმაა?“ მათ უთხრეს: „ჩვენმა ბატონმა ასე გვიბრძანა.’ შუამავალმა უთხრა: „მე ჩემმა ალლაჰმა წვერის გამოშვება და ულვაშების დამოკლება მიბრძანა.’“[3]
მორწმუნეთა დედა აიშა (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) შუამავლისგან გადმოგვცემს: "ათი რამ მუსლიმანისთვის ბუნებრივია: ულვაშების დადაბლება, წვერის გამოშვება, მისვაქით კბილების გახეხვა, წყლით ცხვირის გამოწმენდა, ფრჩხილების მოჭრა, საჭუჭყე ადგილების დაბანა, იღლიების ქვეშ თმების გასუფთავება, წვერის შემოკეთება, ბინძური ადგილების წყლით დასუფთავება."[4]
აბდულლაჰ ბინ ომარი (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) გადმოგვცემს: "ალლაჰის შუამავალმა ჩვენ ულვაშების დამოკლება და წვერის გამოშვება გვიბრძანა."[5]
შუამავალი კიდევ ერთ ჰადისში ასე ბრძანებს: "ვინც რომელიმე ხალხს დაემსგავსება ის მათგანია."[6]
ამ უკანასკნელი ჰადისის თანახმად ადამიანი ვალდებულია იმ ხალხსა და საზოგადოებას ემსგავსებოდეს, რომლის წევრობაზეც პრეტენზია აქვს. არგუმენტი იმის შესახებ, რომ მუსლიმანი შუამავლის ყველა ნათქვამს უნაკლოდ და უპირობოდ უნდა ემორჩილებოდეს, შემდეგია:
"...და რაც მოგცათ თქვენ შუამავალმა, აიღეთ იგი; ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ მისგან. გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი მკაცრსაზღაურიანია!."(სურა 59/7.)
"ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითია თქვენთვის..." (სურა 33/21.)
"ვინც მორჩილებს შუამავალს, უეჭველად, ის ალლაჰის მორჩილია..."(სურა 4/80.)
არგუმენტი იმისა, რომ შუამავალი არ მოიტყუებს და ალლაჰის ზეშთაგონებაზე დაყრდნობის გარეშე არ ისაუბრებს, შემდეგია:
"ის თავისი სურვილით არ საუბრობს, არამედ ის ნამდვილად ზეშთაგონებაა (ღვთისგან)" (სურა 53/3-4)
ასე, რომ შუამავალი არ ტყუის და არც მაშინ მოუტყუებია, როცა ქისრას ელჩებს უთხრა: "მე ჩემი უფალი ულვაშების მოჭრას და წვერის გამოშვებას მიბრძანებს." არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული იმის შესახებ, რომ შუამავალს ან საჰაბეებს წვერი გაეპარსოს.
ჰასან ალ ბასრიმ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: „საჰაბეები ერთ მუჭაზე მეტი სიგრძის წვერის დამოკლებაზე ნებას რთავდნენ.“[7]
ნაფი გადმოგვცემს: „აბდულლაჰ ბინ ომარი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ჰაჯობის ან უმრას შესრულების შემდეგ თავის წვერს ხელს ჩაავლებდა და ერთ მუჭაზე მეტი რაც იქნებოდა იმას შეიკრეჭდა.“[8]
ზეიდ ბინ ერქამი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ვინც ულვაშებს არ დაიმოკლებს, ის ჩვენგან არ არის.“[9]
ბოლოს მოვიყვანთ კიდევ ერთ სარწმუნო ჰადისს, რომელიც ისლამში არ არსებულ საქმეთა ბათილობაზე მიუთითებს: „ვინც ჩვენს საქმეში (რწმენაში) არ არსებული რამე გამოიგონოს ის (საქმე) მიუღებელია.“[10] ამ ჰადისის მრავალ საქმეში საზომად გამოყენება შესაძლებელია.


[1] იგივე თასავვუფი - აღიქმება, როგორც ისლამის მისტიკური მხარე.
[2] ბუარი, ლიბას, 64; მუსლიმ, ტაჰარე, 54;
[3] ალ-ბიდაე, . 4, გვ. 269.
[4] მუსლიმ, ტაჰარე, 56. ებუ დავუდ ტაჰარე, 29. ნესაი, ზინე 1;
[5] მუსლიმ, ტაჰარე, 2/16, ჰადისის ნომერი 53.
[6] ებუ დავუდ, ლიბას, 4.
[7] იბნი ები შეიბე, 6/109/5.
[8] ბუხარი, 5926.
[9] თირმიზი, 2761; ნესაი, 5062; იბნი ჰიბბან, 5477; ტაბერანი მუჯემუ-ქებირ, 5033.
[10] მუსლიმ, უყდიიე 3242.