10 July 2019

2.2 ნამაზი როგორ სრულდება?


საფების სისწორის დაცვა აუცილებელია, რადგან ან-ნუმან ბაშირისგან გადმოცემულია: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ან საფებს გაასწორებთ ანდა უზენაესი ალლაჰი დაგყოფთ.“[1]
იმამ ნავავი ჰადისის განმარტებაში ამბობს: „ანუ ალლაჰი თქვენს შორის მტრობას, შურს და გულებში წინააღმდეგობას მოათავსებს.“[2]
აშკარაა ის, რომ საფების სისწორის დაუცველობა ცოდვა და სუნნეთის საწინააღმდეგოა. ყოველივე ამის გამო საფის სისწორის დაცვა ვააჯიბია. იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში ჰარამის შესრულების შესაძლებლობა არსებობს, საფის უგულებელყოფა და ნაკლით, დარღვეული ფორმით შესრულება დასაშვები არ არის. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საფების გასწორებას ბრძანებდა. ანასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „საფების სისწორე დაიცავით, რადგან მისი სისწორე ნამაზის სწორად შესრულების ერთ-ერთი ნაწილია.“[3]
თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საფების უზუსტობა - უპირატესობის მქონე შეხედულების მიხედვით - ნამაზის გაუქმებას/განულებას არ იწვევს, რადგან საფების სისწორის დაცვა ნამაზიდან გამომდინარე ვააჯიბია და არა ნამაზის შიგნით არსებული რომელიმე ფარძი. ნამაზიდან გამომდინარე არსებული ვააჯიბის მიმტოვებელი ცოდვილი ხდება, თუმცა მისი ნამაზი განულებული არ არის. მსგავსი ეზნის კითხვისა...
საფების სისწორეში ერთ ხაზში დგომა და რიგის პარალელურობა მოიაზრება. ანასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ)  ბრძანა: „საფების სისწორე დაიცავით. თქვენ ჩემს უკანაც კი გხედავთ.“ ანასი ამბობს: „ამის გამო, ყოველმა მუსლიმანმა ერთმანეთის მხარი მხარს, ხოლო ფეხი ფეხს მივადეთ.“[4]
ან-ნუმან ბინ ბაშირი ამბობს: „მე დავინახე, რომ ჩვენგან არსებული ყოველი ადამიანი მის გვერდით მდგომის ფეხს ფეხით ეხებოდა.“[5]
საფის ერთ ხაზზე გასწორებასთან ერთად, მისი სიმჭიდროვეც საჭიროა იმისათვის, რომ ეშმაკმა გასასვლელი ხვრელი ვერ იპოვოს. აბდულლაჰ ბინ ომარის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „საფების სისწორე დაიცავით. მხრები ერთ დონეზე განათავსეთ და სიცარიელე შეავსეთ. თქვენი მუსლიმი ძმები ერთ მხარეს თუ გადაიწევიან, მაშინ გაყევით და ეშმაკების შესასვლელი სიცარიელე არ დატოვოთ. ვინც ერთ საფს სრულად შეადგეს/შეაწებებს, ალლაჰი მას გაამყარებს, ხოლო ის, ვინც საფს გაწყვეტს, ალლაჰიც მას მოკვეთს.“[6]
ანასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „საფები ძალიან მჭიდროთ დაიჭირეთ. მათ შორის არსებული მანძილი შეამოკლეთ. სხეული ერთ დონეზე მოაწყვეთ. ვფიცავ მას, ვისაც ჩემი სული ეკუთვნის, მე ვხედავ თუ როგორ შედის ეშმაკი საფებს შორის სიცარიელეში.[7]
მეორე საფის მოწყობამდე პირველი საფის შევსებაა საჭირო, რაც შემდგომ ამგვარად უნდა გაგრძელდეს. ყურადღება უნდა მიექცეს საფებს შორის მანძილს და ასევე, საფებსა და იმამს შორის მანძილს. ქალების საფები კაცების საფების უკან ცალკე უნდა მოეწყოს, რადგან ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „კაცების საფებს შორის საუკეთესო პირველი რიგია, ხოლო ყველაზე ცუდი კი ბოლო. ქალების საფებს შორის ყველაზე ცუდი პირველი რიგი, ხოლო ყველაზე სასარგებლო კი ბოლოა.“[8]





[1] ბუხარი, 1/176.
[2] იბნი ჰაჯერ, ფეთჰუ’ლ-ბარი, 2/207.
[3] ბუხარი, 1/177.
[4] ბუხარი, 1/177.
[5] აბუ დავუდ, 1/433, ჰადისის : 666; ალ-ალბანი, სახიხუ სუნენ-ი აბუ დავუდ, 1/131, ჰადისის №: 620.
[6] აბუ დავუდ, 1/443, ჰადისის : 666; ალ-ალბანი, სახიხუ სუნენ-ი აბუ დავუდ, 1/131, ჰადისის : 620.
[7] აბუ დავუდ, 1/434, ჰადისის №: 667; ალ-ალბანი, სახიხუ სუნენ-ი აბუ დავუდ, 1/131, ჰადისის : 621.
[8] მუსლიმ, 1/326, ჰადისის №: 440;