19 May 2019

3. სურა ალ-ი იმრან აიათი 156-158



3/156. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს გზას რომ გაუდგნენ ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: „ისინი ჩვენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!“ დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს! უეჭველად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს. ალლაჰი მხილველია, რასაც აკეთებთ!

157. თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე ან მოკვდებით, მაშინ იცოდეთ, რომ მიტევება და წყალობა ალლაჰისა ბევრად საუკეთესოა იმაზე, რასაც ისინი (ორპირნი) აგროვებენ (იხვეჭენ).

158. თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით (მოგკლავენ), უეჭველად, (მაინც) ალლაჰთან შეიკრიბებით.

განმარტება:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს გზას რომ გაუდგნენ ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: „ისინი ჩვენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!“ დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს!“ - უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ არ დაემსგავსონ უწესრიგო ქააფირებს, რომლებიც მგზავრობაში თუ ბრძოლაში გარდაცვლილი მორწმუნეების შესახებ ამბობენ: „ისინი ჩვენ გვერდით რომ ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!“ ანუ მგზავრობის დროს არ მოკვდებოდნენ და ბრძოლაში არ დაიხოცებოდნენ. ამგვარი შეხედულება ალლაჰმა მათ გულებში დაკარგული გულწრფელობის გამო ჩაუნერგა.

უზენაესი ალლაჰი მათ საპასუხოდ ბრძანებს: „უეჭველად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს“ - ანუ შექმნა-გაჩენის ძალა და უფლება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ხელშია. ყველა და ყველაფერი მას დაუბრუნდება. ალლაჰის ნებისა და სურვილის გარეშე არავინ მოკვდება და გაცოცხლდება. ალლაჰის ნების გარეშე არავის სიცოცხლე მცირეოდენი ხნითაც კი არ გახანგრძლივდება და შემოკლდება.

ალლაჰი მხილველია, რასაც აკეთებთ!“ - ანუ ალლაჰისთვის ქმნილებების ყოველი მოქმედება ცნობილია.

თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე ან მოკვდებით, მაშინ იცოდეთ, რომ მიტევება და წყალობა ალლაჰისა ბევრად საუკეთესოა იმაზე, რასაც ისინი (ორპირნი) აგროვებენ (იხვეჭენ)“ - აიათში მოცემულია ის საშუალება და მიზეზი, რითაც მორწმუნე ალლაჰის წყალობას, შეწყალებას და კმაყოფილებას მოიპოვებს. ყოველივე ეს კი ამქვეყნიური ქონების შეგროვებაზე უფრო უკეთესია.

თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით, უეჭველად, (მაინც) ალლაჰთან შეიკრიბებით“ - უზენაესი ალლაჰი გვამცნობს, რომ გარდაცვლილისა თუ მოკლულის ბოლო სამყოფელი მასთანაა და მათ თავიანთი ნამოქმედარის მიხედვით მიეცემათ საზღაური.

18 May 2019

2. სურა ბაყარა აიათი 195: ალლაჰის გზაზე დახმარების გაწევა



„2/195. გაიღეთ ალლაჰის გზაზე. თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით. სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმყოფელი.“

განმარტება:

იმამ ბუხარი, ჰუზეიფესგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს, რომ ეს აიათი ალიმენტის[1] შესახებ მოევლინა.

ლეის ბინ სა’დი, იეზიდ ბინ აბუ ჰაბიბისგან ასლამ ბინ იმრანის ნათქვამს გადმოსცემს: „ისტანბულის აღების დროს მუჰაჯირებიდან[2] ერთ-ერთმა მტრის რიგი გაარღვია და შეიჭრა. ჩვენთან ერთად აბუ ეიიუბ ალ-ანსარიც იმყოფებოდა. მუჰაჯირის ამ ქმედებაზე ზოგიერთებმა თქვეს: ‘მან საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო.’ ამის გამგონე აბუ ეიიუბმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: ‘ჩვენ უკეთესად ვიცით ამ აიათის მნიშვნელობა. ეს აიათი ჩვენს შესახებ მოევლინა. ჩვენ ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ვიყავით, ბევრ მნიშვნელოვან ბრძოლებში მიგვიღია მონაწილეობა და მას ბევრჯელ დავხმარებივართ. როდესაც ისლამი გავრცელდა და გაძლიერდა ენსარები[3] შევიკრიბეთ და ერთმანეთში საუბარი დავიწყეთ. ვთქვით, რომ: ალლაჰმა ჩვენ მის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ყოფნა და დახმარება გვიწყალობა. საბოლოოდ კი, ისლამი გავრცელდა და მუსლიმანებიც გამრავლდნენ. ჩვენ შუამავალი ჩვენს ოჯახებს, ქონებას და შვილებს გვერჩივნა. ახლა კი, ომი დასრულდა, რის გამოც დროა, რომ ჩვენს ოჯახებს, შვილებს, ქონებას დავუბრუნდეთ და მათ მივხედოთ. ყოველივე ამის გამო, ჩვენს შესახებ აიათი „გაიღეთ ალლაჰის გზაზე. თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით. სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი“ მოევლინა. ამგვარად, აიათში მოხსენებული საფრთხე ჯიჰადის მიტოვება და ქალ-ბავშვით, ქონებით დაკავება იგულისხმებოდა.“[4]

აბუ ისჰაყ ას-საბიი ამბობს: „ერთ-ერთმა პიროვნებამ ბერა ბინ აზიბს ჰკითხა: ‘მარტომ მტრის რიგებში რომ შევვარდე და მომკლან, მსგავსი ქმედება საკუთარი თავის საკუთარი ხელებით საფრთხეში ჩაგდებაში ჩამეთვლება?’ ბერამ უპასუხა: ‘არა, რადგან ალლაჰმა მის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უბრძანა: ‘4/84. მაშ, (ო, მუჰამმედ) იბრძოლე ალლაჰის გზაზე, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებ პასუხს.’ ეს (საფრთხის) აიათი კი, მხოლოდ ალლაჰის გზაზე დახმარების გაწევის შესახებაა.“

ათა ბინ საიბი, საიდ ბინ ჯუბეირის გზით იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათის „გაიღეთ ალლაჰის გზაზე. თავი არ ჩაიგდოთ საფთხეში თქვენივე ხელით“ შესახებ ნათქვამს გადმოგვცემს: „ეს აიათი ალლაჰის გზაზე დახმარების აღმოჩენის/გაწევის შესახებაა. საფრთხე არის ის, როდესაც ალლაჰის გზაზე დახმარების აღმოჩენას მიატოვებ. ამგვარი ქმედებით საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩააგდო.“

ამის შემდეგ უზენაესი ალლაჰი საჭიროზე მეტი ქონების მფლობელებს უბრძანებს: „სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი.“ ალლაჰი სხვადასხვა ღვთისმსახურებებში და მორჩილებებში, განსაკუთრებით კი მტრის წინააღმდეგ მუსლიმანების გაძლიერებისთვის და ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის დახმარების გაწევას/აღმოჩენას ბრძანებს. ასევე, აიათი გვამცნობს იმ ადამიანის დაღუპვას და განადგურებას, რომელიც მის ნაბრძანებს არ შეასრულებს.


[1] ფულადი თანხა, რომლის გადახდაც ეკისრება პირს თავისი ოჯახის წევრის სასარგებლოდ. ასევე, საზრდო‚ საკვები] ხარჯი‚ რომელსაც ოჯახის ერთი წევრი კანონის ძალით უხდის სხვა წევრებს (ცოლს‚ შვილებს‚ მშობლებს)‚ რომელთა რჩენაც მას ევალება. ამ შემთხვევაში კი მისი მნიშვნელობა შემდეგია: ალლაჰის გზაზე ნებისმიერი გზით დახმარების აღმოჩენა/გაწევა.
[2] მექქედან მედინაში გადასახლებული, ჰიჯრის შემსრულებელი.
[3] მედინას მკვიდრნი.
[4] აბუ დავუდ, 2512; თირმიზი, 2972, თაბერი, 3186; ჰაქიმ, 2/275; იბნ ჰიბბან, 4711. ჰადისი სახიხია.

“სუ-ი ზან”-ის მნიშვნელობა და რელიგიაში მისი ადგილი

“სუ-ი ზან”-ი გულით შესრულებული ჭორაობაა. ჰარამია ისევე, როგორც ენით გაჭორვა.
“სუ-ი ზან”-ი არის ის, როცა ადამიანს სხვა პიროვნების მიმართ ყოველგვარი აშკარა არგუმენტის გარეშე ცუდი ფიქრები და შეხედულებები აქვს.
იმამ ნავავიმ (რაჰიმაჰულლაჰ) თქვა: “იცოდე, რომ მუსლიმანის მიმართ “სუ-ი ზან”-ი ჰარამია. მსგავსია ენით გაჭორვისა. როგორც სხვისი ნაკლოვანებებისა და შეცდომების გამოააშკარავება ჰარამია, ასეთივეა სხვის მიმართ ცუდი ფიქრების არსებობა.” (ალ-აზყარ, 344).
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: “ჰეი მორწმუნეებო! სავსებით მოერიდეთ ვარაუდს.” (ალ-ჰუჯურათ 49/12).
იმამ ქურთუბი (რაჰიმაჰულლაჰ) აიათის განმარტებაში ამბობს: “აიათი იმ საჰაბეების შესახებ მოევლინა, რომლებმაც სხვებზე იჭორავეს: შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სამგზავროდ როდესაც წავიდოდა ნაკლებად შეძლებულ პიროვნებას შეძლებულ ორ პირს ჩააბარებდა. სანაცვლოდ კი, ნაკლებად შეძლებული პირი მათ საქმეებში უნდა დახმარებოდა. ამგვარად, საჰაბე, რომლის სახელია სელმანი, ორ შეძლებულ პიროვნებას ჩაბარდა. სელმანი სახლში როდესაც მივიდა ძილი მოერია და ჩაეძინა. მათთვის კი ვერაფრის მომზადება ვერ შეძლო. ის ორი სახლში როდესაც დაბრუნდა საკვები არ დახვდათ, რის გამოც სელმანს დაავალეს, რომ შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მისულიყო და საკვები მოეთხოვა. სელმანი შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) როდესაც მივიდა შუამავალმა მას უთხრა: “უსამე ბინ ზეიდისთან მიდი და საკმარისზე მეტი საკვები თუ აქვს ჩემი სახელით ითხოვე.” ამ დროს უსამეს შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ხაზინა ჰქონდა ჩაბარებული. სელმანი თხოვნით როდესაც მივიდა უთხრა, რომ მას არაფერი ჰქონდა. სელმანი ხელცარიელი დაბრუნდა და მომხდარი თავის ორ მეგობარს აუხსნა. მათ კი თქვეს: “მას რაღაც ექნებოდა, თუმცა ხელმომჭირნეობა გამოიჩინა.” ამის შემდეგ სელმანი სხვა საჰაბეებთანაც გაგზავნეს, თუმცა სიტუაცია იგივე იყო. ამის გამო ორივემ თქვეს: “სელმანი ‘სუმეიჰა’-ს ჭასთან რომ გავაგზავნოთ მასში არსებული წყალიც კი დაშრება.” ამის შემდეგ უსამესთან წავიდნენ რათა გაერკვიათ მას რამე ჰქონდა თუ არა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისინი როცა დაინახა უთხრა: “როგორ მოხდა, რომ თქვენს პირში თქვენს მიერ შეჭმული ხორცის კვალს ვხედავ?!” მათ უპასუხეს: “ჰეი ალლაჰის შუამავალო! ალლაჰს ვფიცავთ, რომ ჩვენ დღეს არც ხორცი და არც სხვა რამ არ გვიჭამია.” ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: “დიახ, თუმცა თქვენ სელმანისა და უსამეს ხორცი შეჭამეთ.”
ამის თაობაზე აიათი “ჰეი მორწმუნეებო! სავსებით მოერიდეთ ვარაუდს.” მოევლინა.”
[ალ-ჯამი, 16/300]

08 May 2019

19. ისეთ პიროვნებაზე თაქფირის არ გაკეთების შედეგად გამოწვეული ზიანი, რომლის ქუფრიც უდავო და აშკარაა

უზენაესმა ალლაჰმა საკუთარი ჰუქმების გატარება და ქმნილებებზე მის მიერ გაცემული სახელების შერქმევა ჩვენთვის ფარძად დააწესა. ალლაჰი რომელიმე პიროვნებაზე ქააფირს თუ იტყვის, მაშინ ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ამ პიროვნებას ქააფირი ვუწოდოთ. ყოველივე ეს კი ერთ-ერთი ღვთისმსახურებისა და ალლაჰზე მორჩილების გამოხატულებაა. როგორც კი ისლამის ნიშნების მატარებელს მუსლიმანს ვუწოდებთ, ასევე ქუფრის მატარებელ პიროვნებასაც ქააფირი უნდა ვუწოდოთ. მსგავსი მოქმედება თაქფირისტობა კი არა, არამედ მუსლიმანის ვალდებულებაა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ პიროვნებას ქააფირის სტატუსი არა ჩვენი ნებითა და სურვილებით, არამედ შარიათული მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მივანიჭოთ. შარიათული მტკიცებულებების არსებობის შემდეგ კი, პიროვნებაზე თაქფირის გამოტანა სავალდებულო გახდება.

ზოგიერთები აშკარა ქუფრში მყოფ პიროვნებებზე თაქფირის გაკეთებისგან შორს დგანან. განსაკუთრებით კი, ტაღუთზე თაქფირის გაკეთებისგან, რაც ძალზედ არასწორი და მცდარი მოქმედებაა. ასეთ დროს ალლაჰის მიერ მათზე მინიჭებული ჰუქმის არაფრად მიჩნევას აქვს ადგილი, რაც თავისთავად სხვადასხვა შეცდომებს იწვევს. საბოლოოდ კი, როგორც ჩვენი საკუთარი თავის, ასევე ადამიანების გზიდან გადაცდენა გარდაუვალია. აშკარა ქუფრში მყოფ ადამიანებზე, რომელთა სათავეც ტაღუთია, თაქფირის არ გაკეთების შედეგად გამოწვეული ზიანი შემდეგნაირად შეგვიძლია, რომ ჩამოვაყალიბოთ:

1)      მსგავსი მოქმედება ალლაჰის მიერ გაცემული ჰუქმის არაფრად ჩაგდებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ალლაჰმა საკუთარი ჰუქმით მოქმედება გვიბრძანა. მსგავს სიტუაციაში კი, ჩვენ ალლაჰის ჰუქმით არ ვიმოქმედებთ და ქმნილებებს მის მიერ მინიჭებული სახელებით არ მივმართავთ. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„5/44... ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი.“
„5/45... ვინც ისე არ განსჯის, როგორც ეს ალლაჰმა ზეგარდმოავლინა, სწორედ ეგენი არიან უსამართლონი!“
„5/47... ვინც არ განსჯის ალლაჰის მოვლინებულის მიხედვით, სწორედ ეგენი ურჩნი არიან!“

მათ ალლაჰის მიერ გაცემულ ჰუქმს თუ არ მივანიჭებთ, მაშინ მათი მმართველების კმაყოფილების მოპოვების სახელით ალლაჰის ჰუქმს დავმალავთ, რითაც იუდეველების მსგავს შეცდომას დავუშვებთ.

2)      მათზე თაქფირის არ გაკეთება ისეთი ინფორმაციის დამალვას ნიშნავს, რისი ახსნა-განმარტებაც ფარძია. ამის შესახებ უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„2/159. უეჭველად, რომელნიც მალავენ ჩვენს მიერ ზემოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და მოძღვრებას, მას შემდეგ, რაც ჩვენ იგი ხალხთათვის წიგნში ნათელვყავით, ნამდვილად მათ წყევლის ალლაჰი და მაწყევარნიც!“

3)      მათზე თაქფირის არ გაკეთება ტაღუთის ნამდვილი სახის, ქუფრისა და შირქის შესახებ ინფორმაციის ადამიანებისგან დამალვას ნიშნავს. რომ აღარაფერი ვთქვათ ტაღუთზე მუსლიმანის სამოსის მინიჭებაზე!

4)      ტაღუთზე თაქფირის გამოტანას დროის ფუჭად დახარჯვად თუ მივიჩნევთ, მაშინ ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ ტაღუთებზე გამოტანილი თაქფირიც დროის ფუჭად დახარჯვად უნდა მივიჩნიოთ, რაც გამორიცხულია.

5)      ტაღუთებზე თაქფირის არ გაკეთება მათი რაოდენობის გაზრდას და გამრავლებას გამოიწვევს. ასევე სისასტიკისა და ქუფრის გაზრდასაც. ისინი საკუთარ თავებს ზოგიერთი ეგრედ წოდებული ალიმის საშუალებით მუსლიმანებად მიიჩნევენ, საკუთარ ქმედებებს სწორად თვლიან და მათ წინააღმდეგ წამსვლელ მუვაჰიდ მუსლიმანებს შესრულებული სჯიან, რაც ძალიან საშიშია.

ჩვენს მიერ ჩამოთვლილი და კიდევ ბევრი ჩამოუთვლელი მიზეზების გამო აშკარა ქუფრის მქონე პიროვნებაზე თაქფირის არ გაკეთება შარიათიდან გამომდინარე ძალიან საფრთხილო და საშიშია. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა რომ მსგავს შეცდომაში არ აღმოვჩნდეთ, ჩვენს შეხედულებებზე და ფიქრებზე მუდამ უნდა დავფიქრდეთ.

07 May 2019

18. პიროვნება რელიგიის რომელი კარიდანაც გავა, ხელმეორედ იმავე კარიდან სანამ არ შევა, მანამ მისი იმანი სარწმუნო/მიღებული ვერ იქნება

დღესდღეობით ყველაზე საკამათო თემებს შორის ერთ-ერთი ეს არის. ხშირად გვსმენია სიტყვები, როგორიცაა: „უდავოა ის, რომ ალლაჰის კანონებით არ დამკანონებლები ქუფრში (ურწმუნოებაში) არიან. თუმცა ქუფრში ჩავარდნასთან ერთად ეს ადამიანები ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“-საც ამბობენ და ნამაზსაც ასრულებენ. სხვა კანონის დაკანონებით ქუფრში ვარდებიან, შემდეგ კი ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“-ის თქმით მუსლიმანები ხდებიან. ასეთ დროს ჩვენ მათ რომელ მდგომარეობას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა? მათ ქუფრ მხარეს თუ რწმენის მხარეს?“

ერთი შეხედვით შეიძლება ეს სიტყვები მართალი მოგეჩვენოთ, თუმცა საკითხის გამოკვლევის შემდეგ აშკარად ვხვდებით, რომ მსგავსი მოსაზრება ძალიან დიდი შეცდომაა.

პიროვნება ქუფრ სიტყვას თუ იტყვის ან ქუფრის შემცველ ქმედებას თუ შეასრულებს ქუფრში ჩავარდება და ნამოქმედარს სანამ არ მოინანიებს, მანამ ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“-ი მას სარგებელს არ მოუტანს. ახლა კი, ამის ახსნა-განმარტებას შევეცადოთ:

რომელიმე პიროვნებამ ალკ. სასმელის ჰარამობის ცოდნის მიუხედავად მასზე ჰალალი რომ თქვას, ქუფრში ჩავარდება და სანამ ამ შეხედულებიდან არ დაბრუნდება, მანამ მის მიერ წარმოთქმული „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“-ი სარგებელს ვერ მოიტანს, რადგან პიროვნების ქუფრი ჰარამზე ჰალალის თქმით/დაჯერებით წარმოიშვა. აქედან გამომდინარე, მანამ, სანამ ამგვარ რწმენას არ მოინანიებს, ისლამის რომელიმე ღვთისმსახურების შესრულება მას სარგებელს ვერ მოუტანს.

მსგავსია მათი მდგომარეობაც, ვინც ალლაჰის კანონები შეცვალეს და მის ადგილას სხვა ალტერნატიული კანონები შემოიღე. ჰარამებს ჰალალი, ჰალალს კი ჰარამი უწოდეს. ისინი მანამ, სანამ თავიანთ თანამდებობებზე უარს არ იტყვიან, მათ მიერ წარმოთქმული „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“-ი და შესრულებული ისლამის რომელიმე ღვთისმსახურება სარგებელს ვერ მოუტანს, რადგან მათი ქუფრი ტაღუთობაა და არა თავჰიდის სიტყვის წარმოუთქმელობა. ამის გამო, ისინი მუსლიმანებად რომ ჩაითვალონ, ამისათვის უნდა უარყონ და მიატოვონ ტაღუთი, წინააღდეგ შემთხვევაში მორწმუნეები ვერ იქნებიან.

ამ ფორმატით უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, თუმცა ზემოთ მოცემული ორი მაგალითით ვკმაყოფილდებით. ევნერშაჰ ალ-ქაშმირი ნაწარმოებში, რომლის სახელია „იქფაარუ’ლ მულჰიდიინ“ ამბობს: „რომელიმე პიროვნების ქუფრი რელიგიაში არსებული უდავო/აშკარა ჰუქმის უარყოფის საფუძველზე გამოწვეული თუ არის... მაგ: პიროვნება ალკ. სასმელის ჰარამობას თუ უარყოფს, ასეთ დროს საჭიროა, რომ მან ამგვარი რწმენა მიატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამოწმება (ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ) მას სარგებელს ვერ მოუტანს, რადგან იგი ქუფრთან ერთად ამ სიტყვებსაც ამბობს. ასეთ პიროვნებაზე მუსლიმანის ჰუქმის მისანიჭებლად საჭიროა, რომ არსებული ქუფრი იდეოლოგია მიატოვოს...“ „...პიროვნება არსებულ ქუფრს სანამ არ მიატოვებს, მანამ დამოწმება (ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ-ის წარმოთქმა) მას არავითარ სარგებელს არ მოუტანს...“[1]

აქედან გამომდინარე, პიროვნება არსებულ ქუფრს თუ არ მოინანიებს და არ მიატოვებს, მისი წარმოთქმული „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს. სარგებლის მიღების ერთადერთი გზა კი, არსებული ქუფრისგან გათავისუფლებაა.



[1] იქფააჰუ’ლ-მულჰიდინ, 63; ამოღებულია ნაწარმოებიდან, რომლის სახელია „ყავა’იდ ფი’თ-თექფირ“, იხ: გვ. 197.