21 April 2019

რეჯების თვის შესახებ გამოგონილი ჰადისები: მე-3 (ბოლო) ნაწილი


აქამდე მოცემული გამოგონილი ჰადისები ამით არ სრულდება. მსურველს სრული ვერსია შეუძლია ჩვენს მიერ მოყვანილ წყაროებში იხილოს.
ზემოთ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ რეჯების მთვარე ჩვეულებრივი ან უმნიშვნელო მთვარეა. ეს მთვარე აკრძალული ოთხი მთვარიდან ერთ-ერთია. ამ თვეებში ბრძოლა აკრძალულია.
ჰარამი თვეების შესახებ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
„9/36. უეჭველად, თორმეტი (1) (ერთი წელი) თვეა თვეთა რიცხვი ალლაჰის წინაშე, ალლაჰის წიგნში (2) (ლევჰი მაჰფუზში), ცათა და დედამიწის გაჩენის დღიდან. მათგან ოთხი თვე ნაკრძალია (3) (ესენია: ზულყეღდე, ზულჰიჯჯე, მუჰარრემი და რეჯები.). სწორედ ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშ, ნუ მოექცევით ამ თვეებში უსამართლოდ თქვენს სულს...“
„2/217. გეკითხებიან ისინი აკრძალულ თვეში ომის შესახებ, უპასუხე: ბრძოლა აკრძალულ თვეში დიდი ცოდვაა, ალლაჰის გზიდან გადახვევაა, ურწმუნოება მის მიმართ და მესჯიდი ჰარამის მიმართ, იქ მცხოვრებთა განდევნა კიდევ უფრო დიდი ცოდვაა ალლაჰის წინაშე, რამეთუ საცდური უარესია, ვიდრე კვლა! ხოლო ისინი არ შეწყვეტენ თქვენთან ბრძოლას, სანამ არ გადაგიყვანებენ თქვენი რწმენიდან, თუკი შეძლებენ ამას. და თუ რომელიმე თქვენგანი განეშორება თავის სარწმუნოებას და მოკვდება ურწმუნოდ, ასეთებს ამაოებად ექცევათ ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება; აი, ცეცხლის ბინადარნი, ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.“
„5/2. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ არის ნებადართული ალლაჰის ნიშნები და არც ნაკრძალი თვე (1) (ომი ამ თვეში), და არც ზვარაკი (2) (შესაწირი პირუტყვი), და არცა აქლემნი კისერსაბმელით; და არცა უსაფრთხო სახლში (მექაში) მიმავალთათვის, რომელნიც უფლისგან მადლსა და მწყალობლობას მიელტვიან...“
სხვა აიათში ალლაჰი გვამცნობს, რომ მის მიერ დაწესებულ სიმბოლოებს პატივი უნდა მივაგოთ, რაც გულში არსებულ ღვთისმოშიშობაზე მიუთითებს.
„22/32. აი ასე! და ვინც განადიდებს ალლაჰის რიტუალურ სიმბოლოებს, ეს ხომ გულითადი ღვთისმოშიშობაა.“
როგორც აიათებშია მოცემული, რეჯების თვეც ალლაჰის სიმბოლოებიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ ერთ-ერთ ჰადისში ნათქვამია:
აბუ ბაყრა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „დრო (თვისა და დღეების ანგარიში) იმ მდგომარეობას დაუბრუნდა, რაც ალლაჰის მიერ ცისა და მიწის შექმნის დღეს იყო. ერთი წელი თორმეტი თვეა. მათგან ოთხი კი, ჰარამი თვეებია. სამი ერთმანეთის მიყოლებითაა (ზილყაღდე, ზილჰიჯჯე, მუჰარრემ), მეოთხე კი, ‘ჯუმადიეე’-სა და ‘შაბანის’ შორის არსებული ‘მუდარების’ რეჯების მთვარეა.“[1]
როგორც აიათებიდან და ჰადისიდანაა ცნობილი, რეჯების თვე მნიშვნელოვანი მთვარეა, რაც შესაბამისად გატარებას/შეფასებას მოითხოვს, თუმცა არა ისე, როგორც ზემოთ მოცემული, ჩვენს რელიგიაში არ არსებული ჰადისებითაა ცნობილი. ღვთისმსახურებები მხოლოდ და მხოლოდ აიათებიდა და სარწმუნო ჰადისების მეშვეობით დგინდება. რეჯების მთვარეში განსაკუთრებული ღვთისმსახურებების შესრულება არც აიათში და არც სარწმუნო ჰადისებშია მოცემული.
რაც ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ვიცით არის ის, რომ მარხვისთვის განკუთვნილი სუნნეთი დღეები ორშაბათი, ხუთშაბათი და ისლამური კალენდრის მიხედვით მე-13, მე-14 და მე-15 დღეებია. ამ დღეებში მარხვის გაგრძელება რეჯების მთვარეშიც შესაძლებელია. საჭიროა ის, რომ სუნნეთ დღეებში მარხვა ზემოთ მოცემულ გამოგონილ ჰადისებში არ ავურიოთ. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ რეჯების მთვარისთვის განსაკუთრებული მარხვა და რომელიმე ღვთისმსახურება არ არსებობს.


[1] ბუხარი, ბედ’ულ-ჰალყ, 2, თაფსირ 9/8.