19 April 2019

რეჯების თვის შესახებ გამოგონილი ჰადისები: მე-2 ნაწილი


შევქანიმ თავის ნაწარმოებში, რომლის სახელია „ალ-ფევააიდუ’ლ-მეჯმუუა“, რეჯების თვის შესახებ გამოგონილი ჰადისები შემდეგნაირად გაანაწილა:

1.    „რეჯების თვე ალლაჰის, შა’ბანის ჩემი, რამაზნის კი, ჩემი უმმეთის მთვარეა. ის, ვინც რეჯების მთვარეში ორ დღეს მარხვაში გაატარებს, ორჯერ მეტი მადლი მიეცემა. თითო მადლის სიდიდე დედამიწაზე არსებული მთების მსგავსია.“[1]

ამის შესახებ შევქანი ამბობს: „ეს ჰადისი გამოგონილია. ჰადისის გადმომცემთა ჯაჭვში აბუ ბექირ ბინ ჰასან ან-ნაყყაშია, რომელსაც ჰადისების გამოგონებაში აქვს ბრალი წაყენებული. ალ-ყისააიი კი, უცნობია. ამ ჰადისს სუიუტი, აბუ საიდ ალ-ჰუდრისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს.“[2]

2.    „ის, ვინც რეჯების მთვარეში სამ დღეს იმარხებს, მისთვის ერთი თვის ნამარხის მადლი დაეწერება. ვინც შვიდ დღეს იმარხებს, ალლაჰი მისთვის ჯოჯოხეთის შვიდივე კარს დახურავს. ვინც რვა დღეს იმარხებს, ალლაჰი მისთვის სამოთხის რვა კარს გახსნის. ის ვინც რეჯების მთვარის ნახევარს მარხვაში გაატარებს, განკითხვის დღეს ალლაჰის წინაშე დაკითხვა ძალიან მარტივი იქნება.“

დადასტურებულია ის, რომ ამ ჰადისის გადმომცემებიდან ‘აბაანი’ ჰადისის გადმომცემი არ არის. ხოლო ‘ამრ ბინ ალ-აზჰარი კი, ჰადისის გამომგონებელია.“[3]

სხვა გზით ჰადისს ჰუსეინ ბინ ულვაანი მამამისისგან გადმოსცემს, თუმცა დადასტურებულია, რომ ჰუსეინ ბინ ულვაანი ჰადისის გამომგონებელია.[4]

3.    „უეჭველად, რეჯების მთვარე ყველაზე დიდი მთვარეა. ვინც ამ თვეში ერთ დღეს მარხვაში გაატარებს, მას ათასი წლის მარხვის მადლი დაეწერება.“[5]

ამ ჰადისის გაგრძელება „ალ-ლეაალი’ლ-მასნუუა“-ში შემდეგნაირადაა:
„... ის, ვინც რეჯების მთვარეში ორ დღეს მარხვაში გაატარებს, მას ორი წლის მარხვის მადლი დაეწერება. ვინც სამ დღეს მარხვაში გაატარებს, მას სამი წლის მარხვის მადლი დაეწერება. ვინც ამ თვეში შვიდ დღეს მარხვაში გაატარებს, მაშინ მისთვის ჯოჯოხეთის კარები დაიკეტება. ვინც რეჯების თვეში რვა დღეს მარხვაში გაატარებს, მისთვის სამოთხის რვავე კარი გაიხსნება და რომელი კარიდანაც მოისურვებს იმ კარიდან შევა. ვინც რეჯების მთვარეში თხუთმეტ დღეს მარხვაში გაატარებს, მისი ცუდი საქმეები კარგად გადაიქცევა და ციდან შეძახილი გაისმება: „დღემდე რაც კი გააკეთე ალლაჰმა გაპატია, ამის შემდეგ ყველაფერი ახლიდან დაიწყე“. ის, ვინც უფრო მეტ დღეს მარხვაში გაატარებს, ალლაჰიც მას უფრო მეტს მისცემს.“

ჰადისის შესახებ სუიუტი ამბობს, რომ საჰიჰი არ არის. ასევე აღნიშნავს, რომ გადმომცემთა ჯაჭვში მოცემული ჰარუნ ბინ ანთერე ჰადისების გამომგონებელია.“[6]

4.    „ის, ვინც რეჯების მთვარეში ერთ დღეს მარხვაში გაატარებს, მისი ნამარხი ერთი თვის ნამარხის ტოლფასი იქნება.“

ამ ჰადისის გადმომცემებს შორის ალ-ფურაატ ბინ ას-სააიბია, რომლის ჰადისებიც უარყოფილია.[7]

5.    „ვინც რეჯების თვეში ერთ დღეს მარხვაში გაატარებს, ალლაჰი მას სამოთხის საკვებს მიართმევს.“

ჰადისი გამოგონილია იმ მიზეზით, რომ გადმომცემებში ჰაფს  ბინ მუჰაარიყია.[8]

6.    „რეჯების მთვარეში ალლაჰს პატიება სთხოვეთ, რადგან ამ თვეში ალლაჰს ყოველ საათში ვიღაც ჯოჯოხეთიდან გამოჰყავს.“[9]

7.    „რეჯების მთვარეში ისეთი დღე არის, რომ ამ დღეს მარხვაში ვინც გაატარებს, ასი წლის ნამარხის მადლი დაეწერება.“[10]

8.    „ჰეი ადამიანებო! დიდი რეჯების თვე თქვენთანაა. ამ თვეში სიკეთე გამრავლდება, ვედრებანი მიღებული იქნება და პრობლემები გაუქმდება.“

აცხადებენ, რომ ეს სიტყვები ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რეჯების მთვარის დადგომამდე, პარასკევ დღეს ჰუტბეზე წარმოთქვა, თუმცა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ცნობილია, რომ ეს ჰადისი გამოგონილია.[11]

9.    „რეჯების მთვარის სხვა მთვარესთან შედარებით უპირატესობა იგივეა, რაც ყურანის სხვა წიგნებზე უპირატესობა.“[12]

10. „ალლაჰმა ნუჰ შუამავალს (‘ალეისალამ) გემის აშენება რეჯების თვეში უბრძანა. ამასთან ერთად მორწმუნეებს ამ თვის მარხვაში გატარებაც უბრძანა.“[13]


[1] მუჰამმედ ბინ ალი აშ-შევქაანი, ალ-ფევააიდუ’ლ-მეჯმუუა ფი’ლ-ეჰაადიისიი’ლ-მევდუუა, დამმოწმებელი: აბდურრაჰმან ბინ იაჰია ალ-მუალლიმიი ალ იემაანიი, მე-2 გამოცემა, ალ-მექთებუ’ლ-ისლაამიი, 1392 ჰჯ., გვ: 100. ასევე, ეს ჰადისი შეგიძლიათ იხ: აჯლუუნიი, იგივე ნაწარმოები, : 1, გვ: 423-424, ჰადისის : 1358.
[2] შევქაანიი, იგივე ნაწარმოები, გვ: 100.
[3] ჯელაალუდდიინ აბდურრაჰმაან ას-სუიუტი, ელ-ლეაალი’ლ-მასნუაა ფი’ლ-ეჰაადისი’ლ-მევდუუა, დამმოწმებელი: აბუ აბდურრაჰმან სალააჰუდდიინ ბინ მუჰამმედ ბინ უვეიზა, დაარუ’ლ-ქუთუბი’ლ-ილმიიე, მე-3 ტომი, ბეირუთი, 1996, : 2, გვ: 97; შევქაანიი, იგივე ნაწარმოები, გვ: 100.
[4] სუიუტი, იგივე ნაწარმოები, იგივე ადგილი; ებუ’ლ-ჰასენ ალი ბინ მუჰამმედ ბინ არრააყ ელ-ყინაანი, თენზიიჰუ’შ-შერიაათი’ლ- მერფუუა ანი’ლ-აჰბაარი’შ-შენიიათი’ლ-მევდუუა, დამმოწმებელი: აბდულვაჰჰაბ ბინ აბდულლატიფ, აბდულლაჰ მუჰამმედ ეს-სიდდიყ, მე-2 გამოცემა, დაარუ’ლ-ყუტუბი’ლ-ილმიიე, მე-2 ტომი, ბეირუთი, 1981, : 1, გვ: 152; შევქანი, იგივე ნაწარმოები, გვ: 100.
[5] შევქაანიი, იგივე ნაწარმოები, გვ: 101.
[6] სუიუტი, იგივე ნაწარმოები, : 2, გვ: 98; იბნ არრააყ, თენზიიჰუ’შ-შერიია, : 1, გვ: 152; შევქაანიი, იგივე ნაწარმოები, გვ: 101.
[7] სუიუტი, იგივე ნაწარმოები, იგივე ადგილი; იბნ არრააყ, იგივე ნაწარმოები, : 1, გვ: 153; შევქანი, იგივე ნაწარმოები, იგივე ადგილი.
[8] სუიუტი, იგივე ნაწარმოები,, : 2, გვ: 99; შევქანი, იგივე ნაწარმოები, გვ: 101.
[9] შევქაანიი, იგივე ნაწარმოები, გვ: 439.
[10] შევქანი, იგივე ადგილი.
[11] იბნ არრააყ, იგივე ნაწარმოები, ტ: 1, გვ: 163-164; შევქანი, იგივე ადგილი.
[12] შევქანი, იგივე ნაწარმოები, გვ: 440. ასევე იხ: იბნ არრააყ, იგივე ნაწარმოები, : 1, გვ: 160-161; აჯლუუნიი, იგივე ნაწარმოები, : 2, გვ: 85, ჰადისის №: 1824.
[13] შევქანი, იგივე ნაწარმოები, გვ: 440.