28 March 2019

ეზანი და ყამეთი


ეზნისა და ყამეთის მნიშვნელობა და ჰუქმები

სიტყვა „ეზანი“ „შეტყობინებას“ ნიშნავს. შარიათის ტერმინოლოგიაში კი, მისი მნიშვნელობა განსაკუთრებული ზიქრის ფორმით, ნამაზის მოსვლის შეტყობინებაა.
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „62/9. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიხმობენ ლოცვისთვის პარასკევ დღეს, მაშინვე ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და შეწყვიტეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!“
მალიქ ბინ ალ-ჰუვაირის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „...თქვენთვის რომელიმემ ნამაზის დროის მოსვლისთანავე ეზანი იკითხოს.“[1]
ყამეთი კი, მხოლოდ ფარძი ნამაზის შესრულების შეტყობინებისთვისაა.
ეზნისა და ყამეთის ჰუქმი მამაკაცებისთვის ფარძი ქიფაიეა. რომელიმე ამ საქმეს თუ შეასრულებს, მაშინ ცოდვა სხვას აღარ დაეწერება ანუ დანარჩენს პასუხისმგებლობა მოეხსნება. ზემოთ მოცემულ ჰადისში არსებული სიტყვა, „თქვენგან რომელიმე“-ც ამაზე მიუთითებს.
ეზანი ჰიჯრეთის პირველ წელს დაწესდა. ამის არგუმენტი აბდულლაჰ ბინ ზეიდის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიერ გადმოცემული ჰადისია. მან თქვა: „მაშინ, როდესაც ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზის დაწყების შეტყობინებისთვის ზარის დაკვრა ბრძანა, მე ძილის დროს სიზმარში ადამიანი ვნახე, რომელსაც ხელში ზარი ეჭირა. მას ვკითხე: „ჰეი ალლაჰის მსახურო! შენს ხელთ არსებულ ზარს მომყიდი?“ მან მკითხა: „რისთვის უნდა გამოიყენო?“ როდესაც ვუთხარი, რომ ხალხს ზარის საშუალებით ნამაზისკენ მოვიხმობდი, მიპასუხა: „მასზე სასარგებლო რამ გასწავლო?“ მეც დავეთანხმე, რის შემდეგაც თქვა: „ესენი თქვი: ‘ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ, ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ, ჰაიიალე’ს-სალააჰ, ჰაიიალე’ს-სალააჰ, ჰაიიალე’ლ-ფელააჰ, ჰაიიალე’ლ-ფელააჰ, ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ.’“ შემდეგ კი, ცოტა გამშორდა და თქვა: „ნამაზისთვის ყამეთის შესრულების დროს კი, ასე თქვი: ‘ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ, ჰაიიალე’ს-სალააჰ, ჰაიიალე’ლ-ფელააჰ, ყად ყამეთი’ს-სალააჰ, ყად ყამეთი’ს-სალააჰ, ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ.’“ როდესაც გათენდა ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივედი და სიზმრის შესახებ ვუამბე, რის შემდეგაც მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად! ალლაჰის ნებით ეს ჭეშმარიტი სიზმარია. ბილალთან ერთად ადექი და გაუმეორე ის, რაც ნახე. შემდეგ კი, მან წაიკითხოს ისე, როგორც ეზანი, რადგან ბილალს შენს ხმაზე დიდი ხმა აქვს.“ ბილალის გვერდით დავდექი და ეზანს ვკარნახობდი, ის კი, ხმამაღალი ხმით იმეორებდა. ომარ ბინ ჰატტაბი სახლში იყო, როდესაც ეზნის ხმა გაიგონა. გარეთ გამოვიდა და თქვა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! ვფიცავ მას, ვინც შენ ჭეშმარიტებით გამოგგზავნა. მეც იმის მსგავსი სიზმარი ვნახე, რაც მან.“ ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ალჰამდულილლაჰ (მადლიერება ალლაჰს)“.“[2]

ეზნის გრაფიკული გამოსახულება

ალლაჰუ ექბერ
4-ჯერ
4-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ
2-ჯერ

2-ჯერ ხმამაღლა, 2-ჯერ ხმადაბლა
2-ჯერ ხმამაღლა, 2-ჯერ ხმადაბლა
2-ჯერ
ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ
2-ჯერ
2-ჯერ ხმამაღლა, 2-ჯერ ხმადაბლა
2-ჯერ ხმამაღლა, 2-ჯერ ხმადაბლა
2-ჯერ
ჰაიიალე’ს-სალააჰ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ჰაიიალე’ლ-ფელააჰ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ალლაჰუ ექბერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ
1-ჯერ
1-ჯერ
1-ჯერ
1-ჯერ

ბილალის მიერ წაკითხული ეზნის ფორმა, რომელიც აბდულლაჰ ბინ ზეიდიმ გადმოსცა
აბუ მაჰზუურასგან გადმოცემული ჰადისი, სადაც შუამავალმა მას 19 სიტყვიანი ეზანი ასწავლა[3]
მუსლიმის მიერ გადმოცემული ჰადისი, სადაც ეზანი შუამავალმა აბუ მაჰზუურას შეასწავლა[4]
მალიქის მიხედვით, იბნ ომარის ნათქვამი სიტყვები: „შუამავლის დროს ეზანი ორ-ორად, ყამეთი კი, ერთ-ერთად იკითხებოდა[5]

ყამეთის გრაფიკული გამოსახულება

ალლაჰუ ექბერ
2-ჯერ
4-ჯერ
2-ჯერ
ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ
1-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ
1-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ჰაიიალე’ს-სალააჰ
1-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ჰაიიალე’ლ-ფელააჰ
1-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ყად ყამეთი’ს-სალააჰ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ალლაჰუ ექბერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ
1-ჯერ
1-ჯერ
1-ჯერ

ბილალის მიერ წაკითხული ყამეთის ფორმა, რომელიც აბდულლაჰ ბინ ზეიდიმ გადმოსცა
აბუ მაჰზუურასგან გადმოცემული ჰადისი, სადაც შუამავალმა მას 17 სიტყვიანი ყამეთი ასწავლა[6]
ეზნის თაქბირის 2-ჯერ, ყამეთისას კი, 1-ჯერ წარმოთქმა. ამ ფორმას იმამ მალიქი წარმოაჩენს, რადგან მედინის ხალხის კითხვის ფორმა ასეთია.[7]
თუმცა, იბნ ყაიიმი აღნიშნავს, რომ სიტყვები: „ყად ყამეთი’ს-სალააჰ“ ‘თაყრირი სუნნეთ[8]-ის სახით ცნობილი არ არის.[9]
იბნ აბდულბარრი ამბობს: „ეს მუბაჰი იჰთილაფია. ყამეთის ორ-ორად კითხვა, ყველაფრის ერთ-ერთჯერ კითხვა ან მხოლოდ „ყად ყამეთი’ს-სალააჰ“-ის ერთხელ კითხვა... ყველა მათგანი დაშვებულია.“[10]

ეზნის პირობები

1.            დროის მოსვლა: ამის არგუმენტი შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰადისია: „...ნამაზის დროის მოსვლისთანავე რომელიმემ თქვენთვის ეზანი იკითხოს.“[11] იბნულ მუნზირმა თქვა: „სწავლულების იჯმათი ფაჯრი (დილის) ნამაზის გარდა, დანარჩენი ნამაზების დროის მოსვლის შემდეგ ეზნის კითხვა სუნნეთია, რადგან ეზანი ნამაზის დროის მოსვლის შეტყობინებისთვის დაწესდა. აქედან გამომდინარე, ნამაზის დროის მოსვლამდე ეზნის კითხვა დასაშვები არ არის.“[12]
2.            მუსლიმანობა
3.            გონიერება და ზრდასრულობა
4.            მამაკაცობა: იბნ ომარმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „ქალებისთვის არც ეზანი და არც ყამეთია.“[13] აქედან გამომდინარე, ქალმა ეზანი არ უნდა წაიკითხოს.
იბნ ყუდამა ამბობს: „ამ საკითხში სხვადასხვა აზრი არ მსმენია... იმამ აჰმედისგან გადმოცემულია: „თუ წაიკითხავს ნაკლი არ იქნება. თუ არ წაიკითხავს ესეც დასაშვებია.“[14]
5.            არგუმენტის საფუძველზე არსებული ეზნის არც შეკვეცა და არც დამატება: რადგან ეზანი ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა. ღვთისმსახურების საფუძველი კი, მორჩილებაა. აიშა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ის, ვინც ჩვენს საქმეში მიუღებელს შეასრულებს, უარყოფილი იქნება.““[15]
6.            მარტო ყოფნის დროსაც კი, ხმის ამაღლება: რადგან შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თქვენგან რომელიმემ თქვენთვის ეზანი წაიკითხოს.“[16] სიტყვები „თქვენთვის“, სხვის გასაგონად ხმის ამაღლების ნიშანია. პიროვნება ეზანს ჩუმად თუ წაიკითხავს, მაშინ ეს მხოლოდ მისთვის იქნება. აბდუ’რ-რაჰმან ბინ აბდულლაჰი მამამისიდან გადმოგვცემს, სადაც მამამისს მისთვის შემდეგნაირად უთქვამს: აბუ საიდ ალ ჰუდრიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მას უთხრა: „ვხედავ, რომ ცხვრები და უდაბნო გიყვარს. ცხვრების ფარას შორის ან უდაბნოში, როდესაც იქნები ეზანი ხმამაღლა წაიკითხე, რადგან მუეზზინის (ეზნის მკითხველის) ხმა ჯინებს ან ადამიანებს თუ მიწვდება, მაშინ ისინი ყიამეთის დღეს ამის მოწმენი იქნებიან.“ აბუ საიდმა თქვა: „მე ეს შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გავიგონე.“[17]
7.            მნიშვნელობის შეუცვლელად ეზნის კითხვა: მუეზზინი ეზნის კითხვის დროს აბდესიანი უნდა იყოს და წაკითხული ეზნის საშუალებით ალლაჰის კმაყოფილება უნდა ეძიოს. ეზანი ფეხზე დგომის დროს უნდა წაიკითხოს, „ჰაიიალე’ს-სალააჰ“-ის თქმის დროს მარჯვნივ, „ჰაიიალე’ლ-ფელააჰ“-ის წარმოთქმის დროს კი, მარცხნივ უნდა შებრუნდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბილალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ეზნის კითხვის დროს ყურებს თითებით იცობდა, ამის გაკეთება დასაშვებია.
მუავიამ (რადიალლაჰუ ‘ანჰ.) თქვა: გავიგონე, რომ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მუეზზინი ყიამეთის დღეს ტანით ყველაზე მაღალი იქნება.“[18]

ეზნის გამგონის მიერ გაგონილის განმეორება სუნნეთია. აბუ საიდ ალ ჰუდრის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ეზნის გაგონების დროს გაიმეორეთ ის, რასაც მუეზზინი იტყვის.“[19] თუმცა, „ჰაიიალე’ს-სალააჰ“-სა და „ჰაიიალე’ლ-ფელააჰ“-ის გაგონების დროს საჭიროა თქვათ: „ლაა ჰევლე ველაა ყუვვეთე ილლაა ბილლაჰ“. ომარ ბინ ალ ჰატტაბი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „...მუეზზინმა შემდეგ „ჰაიიალე’ს-სალააჰ“ თქვა. შუამავალმა კი, „ლაა ჰევლე ველაა ყუვვეთე ილლაა ბილლაჰ“. შემდეგ, „ჰაიიალე’ლ-ფელააჰ“ თქვა, შუამავალმა კი, „ლაა ჰევლე ველაა ყუვვეთე ილლაა ბილლაჰ“.“[20]

ჯაბირ ბინ აბდულლაჰის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ეზნის გაგონების შემდეგ ვინც იტყვის:
اللّٰهـُمَّ رَبَّ هـَذِهِ الدَّ عْوَةِ التَّ مَّةِ، وَ الصَّلَاةِ الْقَا ءِمَةِ، آتِ مُحَمَّدًا الْوَ سِيلَةَ وَالْفَضِيلَةَ، وَابْعَثْهُ مَقَا ماً مَحْمُودًا الَّذِي وَعَدْتَهُ، [إِنَّكَ لَا تُخْلِفُ الْمِيعَا دَ]
(უნაკლო რელიგიისა და შესასრულებელი ნამაზის ბატონ-პატრონო ჩემო ალლაჰო! მუჰამმედს ‘ვესიილე’ (თქმული ადგილსამყოფელი) და ხარისხი/ღირსება მიეცი. აამაღლე ის დაპირებულ ადგილას, რომლის სახელია ‘მაყამ-ი მაჰმუდ’).’ ყიამეთის დღეს ჩემი შუამდგომლობა მისთვის ჰალალი გახდება.’“[21]



[1] ბუჰარი, 1/155.
[2] აბუ დავუდ, 1/337-338, ჰადისის №: 499; იბნ მაჯე, 1/233, ჰადისის №: 706; თირმიზი, 1/358-359, ჰადისის №: 189; მუსლიმი, 1/287, ჰადისის №: 379.
[3] თირმიზი, 1/367, ჰადისის №: 192; ჰასენ საჰიჰი.
[4] მუსლიმ, 1/287, ჰადისის №: 379.
[5] ნესაი, 2/3; ალ-ალბანი, საჰიჰუ სუნენ-ი ნესაი, 1/135, ჰადისის №: 610, ჰასენი; იბნ ჰაჯერ, ფეთჰუუ’ლ-ბაარიი, 2/83.
[6] ნესაი, 2/4; თირმიზი, 1/367, ჰადისის №: 192, ჰასენ საჰიჰ;
[7] იბნ ყაიიმ, ზაადუ’ლ-მეაად, 2/390.
[8] მოქმედება, რომელიც შუამავალმა არც აკრძალა და არც ბრძანა
[9] იბნ ყაიიმ, ზაადუ’ლ-მეაად, 2/389.
[10] იბნ ჰაჯერ, ფეთჰუუ’ლ-ბაარიი, 2/84.
[11] ბუჰარი, 1/155.
[12] იბნ ყუდამა, მუღნი, 1/409.
[13] ბეიჰაყი, 1/408.
[14] იბნ ყუდამა, მუღნი, 1/422.
[15] ბუჰარი, 8/156; მუსლიმ, 2/1344, ჰადისის №: 1718.
[16] ბუჰარი, 1/155.
[17] ბუჯარი, 1/151.
[18] მუსლიმ, 1/290, ჰადისის №: 387.
[19] მუსლიმ, 1/288, ჰადისის №: 383.
[20] მუსლიმ, 1/289, ჰადისის №: 385.
[21] ბუჰარი, 1/152.