28 March 2019

ეზანი და ყამეთი


ეზნისა და ყამეთის მნიშვნელობა და ჰუქმები

სიტყვა „ეზანი“ „შეტყობინებას“ ნიშნავს. შარიათის ტერმინოლოგიაში კი, მისი მნიშვნელობა განსაკუთრებული ზიქრის ფორმით, ნამაზის მოსვლის შეტყობინებაა.
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „62/9. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიხმობენ ლოცვისთვის პარასკევ დღეს, მაშინვე ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და შეწყვიტეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!“
მალიქ ბინ ალ-ჰუვაირის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „...თქვენთვის რომელიმემ ნამაზის დროის მოსვლისთანავე ეზანი იკითხოს.“[1]
ყამეთი კი, მხოლოდ ფარძი ნამაზის შესრულების შეტყობინებისთვისაა.
ეზნისა და ყამეთის ჰუქმი მამაკაცებისთვის ფარძი ქიფაიეა. რომელიმე ამ საქმეს თუ შეასრულებს, მაშინ ცოდვა სხვას აღარ დაეწერება ანუ დანარჩენს პასუხისმგებლობა მოეხსნება. ზემოთ მოცემულ ჰადისში არსებული სიტყვა, „თქვენგან რომელიმე“-ც ამაზე მიუთითებს.
ეზანი ჰიჯრეთის პირველ წელს დაწესდა. ამის არგუმენტი აბდულლაჰ ბინ ზეიდის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიერ გადმოცემული ჰადისია. მან თქვა: „მაშინ, როდესაც ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზის დაწყების შეტყობინებისთვის ზარის დაკვრა ბრძანა, მე ძილის დროს სიზმარში ადამიანი ვნახე, რომელსაც ხელში ზარი ეჭირა. მას ვკითხე: „ჰეი ალლაჰის მსახურო! შენს ხელთ არსებულ ზარს მომყიდი?“ მან მკითხა: „რისთვის უნდა გამოიყენო?“ როდესაც ვუთხარი, რომ ხალხს ზარის საშუალებით ნამაზისკენ მოვიხმობდი, მიპასუხა: „მასზე სასარგებლო რამ გასწავლო?“ მეც დავეთანხმე, რის შემდეგაც თქვა: „ესენი თქვი: ‘ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ, ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ, ჰაიიალე’ს-სალააჰ, ჰაიიალე’ს-სალააჰ, ჰაიიალე’ლ-ფელააჰ, ჰაიიალე’ლ-ფელააჰ, ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ.’“ შემდეგ კი, ცოტა გამშორდა და თქვა: „ნამაზისთვის ყამეთის შესრულების დროს კი, ასე თქვი: ‘ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ, ჰაიიალე’ს-სალააჰ, ჰაიიალე’ლ-ფელააჰ, ყად ყამეთი’ს-სალააჰ, ყად ყამეთი’ს-სალააჰ, ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ, ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ.’“ როდესაც გათენდა ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივედი და სიზმრის შესახებ ვუამბე, რის შემდეგაც მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად! ალლაჰის ნებით ეს ჭეშმარიტი სიზმარია. ბილალთან ერთად ადექი და გაუმეორე ის, რაც ნახე. შემდეგ კი, მან წაიკითხოს ისე, როგორც ეზანი, რადგან ბილალს შენს ხმაზე დიდი ხმა აქვს.“ ბილალის გვერდით დავდექი და ეზანს ვკარნახობდი, ის კი, ხმამაღალი ხმით იმეორებდა. ომარ ბინ ჰატტაბი სახლში იყო, როდესაც ეზნის ხმა გაიგონა. გარეთ გამოვიდა და თქვა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! ვფიცავ მას, ვინც შენ ჭეშმარიტებით გამოგგზავნა. მეც იმის მსგავსი სიზმარი ვნახე, რაც მან.“ ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ალჰამდულილლაჰ (მადლიერება ალლაჰს)“.“[2]

ეზნის გრაფიკული გამოსახულება

ალლაჰუ ექბერ
4-ჯერ
4-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ
2-ჯერ

2-ჯერ ხმამაღლა, 2-ჯერ ხმადაბლა
2-ჯერ ხმამაღლა, 2-ჯერ ხმადაბლა
2-ჯერ
ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ
2-ჯერ
2-ჯერ ხმამაღლა, 2-ჯერ ხმადაბლა
2-ჯერ ხმამაღლა, 2-ჯერ ხმადაბლა
2-ჯერ
ჰაიიალე’ს-სალააჰ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ჰაიიალე’ლ-ფელააჰ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ალლაჰუ ექბერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ
1-ჯერ
1-ჯერ
1-ჯერ
1-ჯერ

ბილალის მიერ წაკითხული ეზნის ფორმა, რომელიც აბდულლაჰ ბინ ზეიდიმ გადმოსცა
აბუ მაჰზუურასგან გადმოცემული ჰადისი, სადაც შუამავალმა მას 19 სიტყვიანი ეზანი ასწავლა[3]
მუსლიმის მიერ გადმოცემული ჰადისი, სადაც ეზანი შუამავალმა აბუ მაჰზუურას შეასწავლა[4]
მალიქის მიხედვით, იბნ ომარის ნათქვამი სიტყვები: „შუამავლის დროს ეზანი ორ-ორად, ყამეთი კი, ერთ-ერთად იკითხებოდა[5]

ყამეთის გრაფიკული გამოსახულება

ალლაჰუ ექბერ
2-ჯერ
4-ჯერ
2-ჯერ
ეშჰედუ ენ ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ
1-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ
1-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ჰაიიალე’ს-სალააჰ
1-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ჰაიიალე’ლ-ფელააჰ
1-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ყად ყამეთი’ს-სალააჰ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ალლაჰუ ექბერ
2-ჯერ
2-ჯერ
2-ჯერ
ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ
1-ჯერ
1-ჯერ
1-ჯერ

ბილალის მიერ წაკითხული ყამეთის ფორმა, რომელიც აბდულლაჰ ბინ ზეიდიმ გადმოსცა
აბუ მაჰზუურასგან გადმოცემული ჰადისი, სადაც შუამავალმა მას 17 სიტყვიანი ყამეთი ასწავლა[6]
ეზნის თაქბირის 2-ჯერ, ყამეთისას კი, 1-ჯერ წარმოთქმა. ამ ფორმას იმამ მალიქი წარმოაჩენს, რადგან მედინის ხალხის კითხვის ფორმა ასეთია.[7]
თუმცა, იბნ ყაიიმი აღნიშნავს, რომ სიტყვები: „ყად ყამეთი’ს-სალააჰ“ ‘თაყრირი სუნნეთ[8]-ის სახით ცნობილი არ არის.[9]
იბნ აბდულბარრი ამბობს: „ეს მუბაჰი იჰთილაფია. ყამეთის ორ-ორად კითხვა, ყველაფრის ერთ-ერთჯერ კითხვა ან მხოლოდ „ყად ყამეთი’ს-სალააჰ“-ის ერთხელ კითხვა... ყველა მათგანი დაშვებულია.“[10]

ეზნის პირობები

1.            დროის მოსვლა: ამის არგუმენტი შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰადისია: „...ნამაზის დროის მოსვლისთანავე რომელიმემ თქვენთვის ეზანი იკითხოს.“[11] იბნულ მუნზირმა თქვა: „სწავლულების იჯმათი ფაჯრი (დილის) ნამაზის გარდა, დანარჩენი ნამაზების დროის მოსვლის შემდეგ ეზნის კითხვა სუნნეთია, რადგან ეზანი ნამაზის დროის მოსვლის შეტყობინებისთვის დაწესდა. აქედან გამომდინარე, ნამაზის დროის მოსვლამდე ეზნის კითხვა დასაშვები არ არის.“[12]
2.            მუსლიმანობა
3.            გონიერება და ზრდასრულობა
4.            მამაკაცობა: იბნ ომარმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „ქალებისთვის არც ეზანი და არც ყამეთია.“[13] აქედან გამომდინარე, ქალმა ეზანი არ უნდა წაიკითხოს.
იბნ ყუდამა ამბობს: „ამ საკითხში სხვადასხვა აზრი არ მსმენია... იმამ აჰმედისგან გადმოცემულია: „თუ წაიკითხავს ნაკლი არ იქნება. თუ არ წაიკითხავს ესეც დასაშვებია.“[14]
5.            არგუმენტის საფუძველზე არსებული ეზნის არც შეკვეცა და არც დამატება: რადგან ეზანი ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა. ღვთისმსახურების საფუძველი კი, მორჩილებაა. აიშა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ის, ვინც ჩვენს საქმეში მიუღებელს შეასრულებს, უარყოფილი იქნება.““[15]
6.            მარტო ყოფნის დროსაც კი, ხმის ამაღლება: რადგან შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თქვენგან რომელიმემ თქვენთვის ეზანი წაიკითხოს.“[16] სიტყვები „თქვენთვის“, სხვის გასაგონად ხმის ამაღლების ნიშანია. პიროვნება ეზანს ჩუმად თუ წაიკითხავს, მაშინ ეს მხოლოდ მისთვის იქნება. აბდუ’რ-რაჰმან ბინ აბდულლაჰი მამამისიდან გადმოგვცემს, სადაც მამამისს მისთვის შემდეგნაირად უთქვამს: აბუ საიდ ალ ჰუდრიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მას უთხრა: „ვხედავ, რომ ცხვრები და უდაბნო გიყვარს. ცხვრების ფარას შორის ან უდაბნოში, როდესაც იქნები ეზანი ხმამაღლა წაიკითხე, რადგან მუეზზინის (ეზნის მკითხველის) ხმა ჯინებს ან ადამიანებს თუ მიწვდება, მაშინ ისინი ყიამეთის დღეს ამის მოწმენი იქნებიან.“ აბუ საიდმა თქვა: „მე ეს შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გავიგონე.“[17]
7.            მნიშვნელობის შეუცვლელად ეზნის კითხვა: მუეზზინი ეზნის კითხვის დროს აბდესიანი უნდა იყოს და წაკითხული ეზნის საშუალებით ალლაჰის კმაყოფილება უნდა ეძიოს. ეზანი ფეხზე დგომის დროს უნდა წაიკითხოს, „ჰაიიალე’ს-სალააჰ“-ის თქმის დროს მარჯვნივ, „ჰაიიალე’ლ-ფელააჰ“-ის წარმოთქმის დროს კი, მარცხნივ უნდა შებრუნდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბილალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ეზნის კითხვის დროს ყურებს თითებით იცობდა, ამის გაკეთება დასაშვებია.
მუავიამ (რადიალლაჰუ ‘ანჰ.) თქვა: გავიგონე, რომ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მუეზზინი ყიამეთის დღეს ტანით ყველაზე მაღალი იქნება.“[18]

ეზნის გამგონის მიერ გაგონილის განმეორება სუნნეთია. აბუ საიდ ალ ჰუდრის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ეზნის გაგონების დროს გაიმეორეთ ის, რასაც მუეზზინი იტყვის.“[19] თუმცა, „ჰაიიალე’ს-სალააჰ“-სა და „ჰაიიალე’ლ-ფელააჰ“-ის გაგონების დროს საჭიროა თქვათ: „ლაა ჰევლე ველაა ყუვვეთე ილლაა ბილლაჰ“. ომარ ბინ ალ ჰატტაბი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „...მუეზზინმა შემდეგ „ჰაიიალე’ს-სალააჰ“ თქვა. შუამავალმა კი, „ლაა ჰევლე ველაა ყუვვეთე ილლაა ბილლაჰ“. შემდეგ, „ჰაიიალე’ლ-ფელააჰ“ თქვა, შუამავალმა კი, „ლაა ჰევლე ველაა ყუვვეთე ილლაა ბილლაჰ“.“[20]

ჯაბირ ბინ აბდულლაჰის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ეზნის გაგონების შემდეგ ვინც იტყვის:
اللّٰهـُمَّ رَبَّ هـَذِهِ الدَّ عْوَةِ التَّ مَّةِ، وَ الصَّلَاةِ الْقَا ءِمَةِ، آتِ مُحَمَّدًا الْوَ سِيلَةَ وَالْفَضِيلَةَ، وَابْعَثْهُ مَقَا ماً مَحْمُودًا الَّذِي وَعَدْتَهُ، [إِنَّكَ لَا تُخْلِفُ الْمِيعَا دَ]
(უნაკლო რელიგიისა და შესასრულებელი ნამაზის ბატონ-პატრონო ჩემო ალლაჰო! მუჰამმედს ‘ვესიილე’ (თქმული ადგილსამყოფელი) და ხარისხი/ღირსება მიეცი. აამაღლე ის დაპირებულ ადგილას, რომლის სახელია ‘მაყამ-ი მაჰმუდ’).’ ყიამეთის დღეს ჩემი შუამდგომლობა მისთვის ჰალალი გახდება.’“[21]



[1] ბუჰარი, 1/155.
[2] აბუ დავუდ, 1/337-338, ჰადისის №: 499; იბნ მაჯე, 1/233, ჰადისის №: 706; თირმიზი, 1/358-359, ჰადისის №: 189; მუსლიმი, 1/287, ჰადისის №: 379.
[3] თირმიზი, 1/367, ჰადისის №: 192; ჰასენ საჰიჰი.
[4] მუსლიმ, 1/287, ჰადისის №: 379.
[5] ნესაი, 2/3; ალ-ალბანი, საჰიჰუ სუნენ-ი ნესაი, 1/135, ჰადისის №: 610, ჰასენი; იბნ ჰაჯერ, ფეთჰუუ’ლ-ბაარიი, 2/83.
[6] ნესაი, 2/4; თირმიზი, 1/367, ჰადისის №: 192, ჰასენ საჰიჰ;
[7] იბნ ყაიიმ, ზაადუ’ლ-მეაად, 2/390.
[8] მოქმედება, რომელიც შუამავალმა არც აკრძალა და არც ბრძანა
[9] იბნ ყაიიმ, ზაადუ’ლ-მეაად, 2/389.
[10] იბნ ჰაჯერ, ფეთჰუუ’ლ-ბაარიი, 2/84.
[11] ბუჰარი, 1/155.
[12] იბნ ყუდამა, მუღნი, 1/409.
[13] ბეიჰაყი, 1/408.
[14] იბნ ყუდამა, მუღნი, 1/422.
[15] ბუჰარი, 8/156; მუსლიმ, 2/1344, ჰადისის №: 1718.
[16] ბუჰარი, 1/155.
[17] ბუჯარი, 1/151.
[18] მუსლიმ, 1/290, ჰადისის №: 387.
[19] მუსლიმ, 1/288, ჰადისის №: 383.
[20] მუსლიმ, 1/289, ჰადისის №: 385.
[21] ბუჰარი, 1/152.

24 March 2019

პიროვნება მუსლიმანი როგორ/რანაირად გახდება?

ალ მიყდად ბინ ამრმა თქვა: ჰეი ალლაჰის შუამავალო! მე და მუშრიქი ერთმანეთის წინააღმდეგ რომ წავიდეთ და დაპირისპირების დროს ხელი მომაჭრას, შემდეგ კი, ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’ თქვას, შემიძლია მოვკლა იგი თუ გავუშვა? შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „არა, მას არ შეეხო.“ მე ვუთხარი: „ხელი რომ მომაჭრა?“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „თუ მას მოკლავ ისეთი გახდები, როგორიც ის (მუშრიქი) შაჰადას დამოწმებამდე იყო, ხოლო ის იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რა მდგომარეობაშიც მის მოკვლამდე შენ იყავი.“[1]
ჰათიმ ბინ აბუ სა’ირა, ან-ნუმან ბინ ამრ ბინ ავსისგან გადმოგვცემს: „მაშინ, როცა სუფფაში ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ვიყავით და მის რჩევებს ვუსმენდით, ერთი ადამიანი მოვიდა და შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჩასჩურჩულა, რის შემდეგაც შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘წადით და მოკალით იგი.’ ადამიანი უკან დაბრუნდა, რა დროსაც შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მას ჰკითხა: ‘არ ამოწმებ, რომ ალლაჰის გარდა სხვა ჭეშმარიტი სათაყვანებელი არ არსებობს?’ კაცმა უპასუხა: ‘დიახ ვამოწმებ.’ ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘იგი დატოვეთ თავისუფალი, რადგან მებრძანა ადამიანებს ვებრძოლო მანამ, სანამ არ დაამოწმებენ, რომ ალლაჰის გარდა, სხვა ჭეშმარიტი სათაყვანებელი არ არსებობს. ამის შემდეგ კი, მათი ქონება და სისხლი, ისლამის ჰაყყის[2] გარდა (ისლამით გათვალისწინებული საკითხების გარდა), ჰარამი გახდება.’“[3]
საიდ ბინ ალ-მუსაიიაბის მიხედვით, აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „მებრძანა ადამიანებს ვებრძოლო მანამ, სანამ ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ს არ დაამოწმებენ. ვინც ასე მოიქცევა მისი სული და ქონება, ისლამის ჰაყყის გარდა, ჩემგან დაცული იქნება. მისი ანგარიშსწორება კი, ალლაჰს ეკუთვნის.“[4]
აბუ ჯაფერმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „ყოველივე ამის გამო, ზოგიერთმა სწავლულმა თქვა, რომ ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის დამმოწმებელი პიროვნება მუსლიმანი გახდება და დაეკისრება ის პასუხისმგებლობები, რაც მუსლიმანს აკისრია. ამგვარი განცხადების არგუმენტი ზემოთ მოცემული ჰადისებია. ზოგიერთი სწავლული კი, ამგვარი შეხედულების წინააღმდეგ წავიდა და შემდეგნაირად თქვეს: ‘ამ ჰადისებში თქვენს სასარგებლოდ არაფერია, რადგან ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათ წინააღმდეგ ომობდა, ვისაც თავჰიდის რწმენა არ გააჩნდათ. ამის გამო, მათგან რომელიმე (თავჰიდის უარმყოფელთაგან ვინმე) თავჰიდს თუ აღიარებდა, მაშინ მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზიც გაუქმებული იქნებოდა. თუმცა ცნობილი არ იყო მათი მხრიდან თავჰიდის აღიარება რას გულისხმობდა: ისლამის მიღებას თუ სხვა რელიგიის, რომელიც ერთღმერთიანობას აღიარებდა? ამიტომ, ამგვარი ხალხის ჰუქმი არის ის, რომ მებრძოლეებმა მსგავსი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ბრძოლისთვის საჭირო არგუმენტების გაგებამდე, მათ წინააღმდეგ არ უნდა იბრძოლონ.
აქედან გამომდინარე, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათ წინააღმდეგ ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის წარმოთქმის (თავჰიდის აღიარების) გამო არ იბრძოლა. რაც შეეხება მათ გარდა მყოფ სხვა ებრაელებს: „ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ისინი ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ის რწმენასთან ერთად, ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უარყოფენ.“ აქედან გამომდინარე, მხოლოდ თავჰიდის რწმენით მუსლიმანები ვერ გახდებიან. მათი ცრუ რელიგიის მიტოვება მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი თუ ისინი თავჰიდთან ერთად მუჰამმედის შუამავლობასაც  (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აღიარებენ. თუმცა, ამგვარი საქციელითაც კი, მათი მხრიდან ისლამის მიღება ცნობილი ვერ გახდება, რადგან მათ შორის შეიძლება იყვნენ ისეთები, რომლებსაც სწამთ, რომ შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მხოლოდ და მხოლოდ არაბებისთვისაა გამოგზავნილი.
ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ ჰაიბერში გაგზავნილი ალი ბინ აბუ ტალიბის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბავი შემდეგნაირად არის გადმოცემული: „სუჰაილ ბინ აბუ სალიჰი, აბუ ჰურაირასგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ალი ბინ აბუ ტალიბს დროშა გადასცა, ჰაიბერში გაგზავნა და თან დააბარა: ‘წადი და უკან არ მოიხედო მანამ, სანამ ალლაჰი გამარჯვებას არ გიწყალობებს.’ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გაჩერდა და უკან მოუხედავად ხმამაღლა იკითხა: ‘ჰეი ალლაჰის შუამავალო! მათ წინააღმდეგ რა პირობით ვიბრძოლო?’ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘მათ წინააღმდეგ იბრძოლე მანამ, სანამ არ დაამოწმებენ, რომ ალლაჰის გარდა, სხვა სათაყვანებელი არ არსებობს და ის, რომ მუჰამმედი მისი შუამავალია. ამის დამოწმების საფუძველზე, მათი ქონება და სული შენგან დაცული გახდება. გამონაკლისია ისლამის ჰაყყი. მათი ანგარიშსწორება კი, ალლაჰს ეკუთვნის.’“[5]
აბუ ჯაფერმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „ჰადისის მიხედვით, ვხვდებით იმას, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), მიუხედავად იმისა, რომ ისინი ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანებელს უარყოფდნენ, მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მისი შუამავლობის აღიარებამდე (მანამ, სანამ მის შუამავლობას არ აღიარებდნენ) დასაშვები/ნებადართული გახადა. ყოველივე ამის გამო, შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ალის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მათ წინააღმდეგ ბრძოლა მანამ უბრძანა, სანამ თავიანთი ურწმუნოების მიტოვება ცნობილი არ გახდებოდა. ასევე, მას კერპთაყვანისმცემლების წინააღმდეგ ბრძოლა ნაბრძანები ჰქონდა მანამ, სანამ თავიანთი ურწმუნოების (მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზის) მიტოვება/უარყოფა ცნობილი არ გახდებოდა.[6]
ასევე, ებრაელების მიერ თავჰიდისა (არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა) და შუამავლის აღიარება მათ მუსლიმანობას არ იწვევდა. თუმცა, შუამავალმა მათი დამოწმების გამო, მათ წინააღმდეგ ბრძოლა აკრძალა. რადგან ამ სიტყვებით შესაძლებელი იყო, რომ მათ როგორც ისლამის, ასევე სხვა რელიგიის მეღებაც ეგულისხმათ. ამის გამო, მათ წინააღმდეგ ბრძოლა მანამ აკრძალა, სანამ მათი სიტყვების (დამოწმების) შინაარში გასაგები არ გახდებოდა.
აბდულლაჰ ბინ სელემე, საფვან ბინ ასსალისგან გადმოგვცემს: „ერთ-ერთმა ებრაელმა თავის მეგობარს უთხრა: „წავიდეთ და ამ შუამავალს კითხვა დავუსვათ.“ მეგობარმა უპასუხა: „შენ მას შუამავალი არ უწოდო, რადგან ამას თუ გაიგებს ოთხი თვალი გაუხდება.“ ებრაელი შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდა და „ალ-ისრა“ სურას 101-ე აიათის „და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას ცხრა აშკარა სასწაული“ შესახებ ჰკითხა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ალლაჰს არცერთ ფორმაში თანაზიარი არ დაუდგინოთ. სამართლის აღდგენის გარდა, ალლაჰის მიერ ჰარამად დაწესებული სული უსამართლოდ არ მოკლათ. არ იქურდოთ, არ იმრუშოთ. ჯადო არ გააკეთოთ, პროცენტი არ შეჭამოთ. უდანაშაულო ადამიანი სიკვდილის მიზნით მოსამართლეს ან მმართველს არ მიუყვანოთ. ნამუსიან ქალებს ცილი არ დასწამოთ. ბრძოლიდან არ გაიქცეთ და ჰეი ებრაელებო! განსაკუთრებით თქვენი კუთვნილი შაბათი დღე არ დაარღვიოთ.“ საფვანმა თქვა: „ებრაელებმა პასუხის გაგონებაზე შუამავალს ხელზე აკოცეს და თქვეს: ‘ვამოწმებთ, რომ შუამავალი ხარ.“ რის შემდეგაც შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათ ჰკითხა: „მაშინ რა მიზეზით არ მემორჩილებით?“ მათ უპასუხეს: „დავუდი (‘ალეისალამ) ყოველთვის ვედრებას აკეთებდა, რომ საკუთარი შთამომავლობიდან შუამავალი მოსულიყო. შენზე დამორჩილების შემთხვევაში გვეშინია, რომ ებრაელებმა არ მოგვკლან.“[7]
აბუ ჯაფერმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „აი ეს ჰადისი გვიჩვენებს, რომ ორმა ებრაელმა ალლაჰის ერთობა და მუჰამმედის შუამავლობა აღიარეს. მიუხედავად ამისა, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მათ წინააღმდეგ მანამ იბრძოლა, სანამ  იმას არ აღიარებდნენ, რასაც მუსლიმანები. ეს ყველაფერი კი, მიუთითებს იმაზე, რომ მათი ეს სიტყვები და დამოწმება ისლამის მისაღებად საკმარისი არ იყო და იგი მიღებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა, როცა ისინი აშკარა ფორმით (სიტყვითა და მოქმედებით) სხვა რელიგიის უარყოფას/მიტოვებას და ისლამში შესვლას გამოხატავდნენ. ანას ბინ მალიქი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამის არგუმენტს ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: ჰუმეიდ ატ-ტავიილი, ანას ბინ მალიქისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მებრძანა ადამიანებს ვებრძოლო მანამ, სანამ არ დაამოწმებენ, რომ ალლაჰის გარდა, სხვა ჭეშმარიტი სათაყვანებელი არ არსებობს და ის, რომ მე მისი მონა და მსახური ვარ. ამასთან ერთად, ჩვენს მიერ შესრულებულ ნამაზს თუ შეასრულებენ, ჩვენი ყიბლის მიმართულებით თუ დადგებიან და ჩვენს მიერ დაკლულს თუ შეჭამენ, მაშინ ისლამის ჰაყყის გარდა, მათი ქონება და სული ჩვენთვის ჰარამი გახდება.“[8]
აბუ ჯაფერმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „ეს ჰადისი გვიჩვენებს იმას, თუ რით შეიძლება ქააფირების სისხლი გახდეს ჰარამი ან ჰალალი. ეს კი, ქუფრის ყველა სახეობის მიტოვებას და უარყოფას ნიშნავს.“
ყოველივე ამის გამო, თავჰიდის უარმყოფელი პიროვნება ბრძოლის დამაბრკოლებელ თავჰიდის ნაწილს თუ წარმოთქვამს, მის წინააღმდეგ ბრძოლას შევწყვეტთ მანამ, სანამ მის მიერ წარმოთქმული სიტყვების შინაარსს არ გავიგებთ. ამგვარად, გადმოცემები უკეთ გასაგები იქნება და ერთმანეთის წინააღმდეგობაში არ მოექცევა. ჰადისში, როგორც ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა ქააფირი პიროვნება მუსლიმანი ვერ გახდება მანამ, სანამ ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანებლებს არ უარყოფს, მუჰამმედის შუამავლობას არ დაადასტურებს, ისლამის გარდა, სხვა რელიგიას არ უარყოფს და მათგან შორს არ დადგება.
აბუ მალიქ სა’დ ბინ ტარიყ ბინ ეშიემი საკუთარი მამისგან გადმოგვცემს: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მებრძანა ვებრძოლო ადამიანებს მანამ, სანამ არ იტყვიან/აღიარებენ ‘ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ’-ს და ალლაჰის გარდა, სხვა სათაყვანებლებს არ მიატოვებენ. ამის შესრულების შემთხვევაში, მათი სისხლი და ქონება, ისლამის ჰაყყის გარდა, ჰარამი გახდება. მათი ანგარიშსწორება კი, ალლაჰს ეკუთვნის.“[9]
ბაჰზ ბინ ჰაქიმი საკუთარი მამისგან, ეს კი, ბაბუისგან გადმოგვცემს: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! ისლამის ნიშანი რა არის? შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „შენი მხრიდან იმის გაცხადება, რომ საკუთარი თავი ალლაჰს მიანდე და მის გარდა, სხვა სათაყვანებელს განშორდი. ამის შემდეგ, ნამაზის შესრულება, ზექათის გადახდა და მუშრიქებისგან განცალკევებით, მუსლიმანების რიგებში გაწევრიანება.“[10]
ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისლამის ნიშნის შესახებ როდესაც ჰკითხეს, მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მუავიე ბინ ჰაიდეს შემდეგნაირად უპასუხა: „შენი მხრიდან იმის გაცხადება, რომ საკუთარი თავი ალლაჰს მიანდე და მის გარდა, სხვა სათაყვანებელს განშორდი. ამის შემდეგ ნამაზის შესრულება, ზექათის გადახდა და მუშრიქებისგან განცალკევებით, მუსლიმანების რიგებში გაწევრიანება.“
სხვა სათაყვანებლისგან შორს ყოფნა და მიტოვება გულისხმობს იმას, რომ ყველა ცრუ სათაყვანებლის მიტოვებით ალლაჰისკენ იბრუნო სახე. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ვინც ისლამის გარდა, სხვა რწმენიდან/იდეოლოგიიდან შორს არ დგას, მაშინ ის ისლამის ზოგიერთი ნაწილის შესრულებით ისლამში ვერ შევა ანუ მუსლიმანი ვერ გახდება. ეს შეხედულება აბუ ჰანიფეს, აბუ იუსუფისა და მუჰამმედის შეხედულებებია (ალლაჰმა შეიწყალოს თითოეული მათგანი).

(შერხუ მე’აანილ აასაარ (გვ: 204-213) / აბუ ჯაფერ აჰმედ ბინ მუჰამმედ ატ-ტაჰავი)



[1] ბუჰარი, დიიატ, 1, მა’ააზიი, 12; მუსლიმ, იმან, 155; აბუ დავუდ, ჯიჰად, 95
[2] ისლამით გათვალისწინებული საკითხების გარდა
[3] მსგავს ჰადისს გადმოგვცემსნესაიტაჰრიმუუ’დ-დემ, 1; იბნ მაჯეფითენ, 1; დარიმისიიერ, 10; მალიქსეფერ, 84
[4] ბუჰარიი’თისამ, 2, ჯიჰად, 102, ისთითაბე, 3; მუსლიმიმან, 32, 33; თირმიზიიმან, 1; ნესაი, ჯიჰად, 1, ტაჰრიმუუ’დ-დემ, 1
[5] აჰმედ ჰანბელმუსნედ2/384.
[6] ამ შემთხვევაში კერპთაყვანისმცემლობა ბრძოლის მიზეზია. ბრძოლის მიზეზი თუ გაუქმდება ანუ ხალხი კერპთაყვანისმცემლობას თუ მიატოვებდნენ, მაშინ ბრძოლის მიზეზიც გაუქმებული იქნებოდა.
[7] თირმიზიისთი’ზან, 33, თეფსირუ სურე 17 (15); აჰმედ ჰანბელმუსნედ, IV, 239, 240
[8] ჰადისი სხვადასხვა გზითაა გადმოცემული: ბუჰარიიმან, 17, ზექათ, 1, სალათ, 28, ისთითაბეთუ’ლ მურთედდინ, 3, ი’თისამ, 2, 28; მუსლიმიმან, 32; აბუ დავუდზექათ, 1; ჯიჰად, 95; თირმიზი, იმან, 1, 2, თეფსირ, 88. სურე; მუსლიმზექათ, 3, იმან, 15, ჯიჰად, 1, თაჰრიმუ’დ-დემ, 1; იბნ მაჯემუყადდიმე, 9, ფითენ, 1; აჰმედ ჰანბელმუსნედ, I, 11, 78, 2, 314, 245, 377…
[9] იხილით 5013 ნომრიანი ჰადისის წყარო
[10] ნესაიზექათ, 1, 73; აჰმედ ჰანბელმუსნედ, V, 4, 5.