01 December 2018

11.5 ჰარამისა და ჰალალის დაწესების ფორმები

ჰარამად ან ჰალალად, დაშვებულად ან აკრძალულად გამოცხადების სამი ფორმა არსებობს:
1.            გული: გულით ალლაჰის მიერ აკრძალულის ნებადართულად მიჩნევა და დაჯერება იმისა, რომ ქურდობა, მკვლელობა, ალკ. სასმელი, მრუშობა, პროცენტი და ა.შ დაშვებულია. ასევე, ალლაჰის მიერ ჰალალი ქმედებების გულით ჰარამად აღიარება. ის, ვინც მსგავსად მოიქცევა ისლამის გარეთ აღმოჩნდება.
2.            ენა: ენით იმ ქმედებების წარმოთქმა, რაც ზემოთ გულით დაჯერების შემთხვევაში ვახსენეთ. მსგავსი ქმედების მატარებელიც ისლამის გარეთ აღმოჩნდება.
3.        მოქმედება: ალლაჰის მიერ აკრძალული ქმედებების შესრულება. დღესდღეობით სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე ხალხის მდგომარეობა ასეთია. შეიძლება გულით ისინი ჰარამს ჰარამად სცნობენ, თუმცა მდგომარეობა სულ სხვაა. ისეთ კანონებს გამოსცემენ, რაზეც ალლაჰს ნება არ მიუცია.
ახლა კი, მოვიყვანოთ მაგალითები, რითაც დავინახავთ მოქმედებით ჰარამისა და ჰალალის დაწესების ფორმებს:
ბერა იბნი აზიბი ამბობს: „დედაჩემის ძმას შევხვდი. ხელში დროშა ეჭირა. მას ვკითხე თუ საით მიდიოდა. მან კი, მიპასუხა: ‘შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიბრძანა, რომ ქონება ამეღო და თავი მომეჭრა იმისთვის, ვინც საკუთარი მამის ცოლი (დედინაცვალი) ცოლად შეირთო.’“[1]
აჰმედ ბინ ჰანბელის ნაწარმოებში, რომლის სახელწოდებაა „მუსნად“, ჰადისის შესახებ შემდეგი სიტყვებია დამატებული: „იმ პიროვნებისთვის არაფერი უთქვამთ და არც გასაუბრებიან.“
ჰადისში მოცემულმა პიროვნებამ მხოლოდ ჰარამი შეასრულა. რატომ იქნა მოკლული? ჰარამის გამკეთებელი უნდა მოიკლას?
კითხვებზე პასუხის გასაცემად ჰადისის შესწავლა და გამოკვლევა აუცილებელია.
ჰადისში მოცემულმა პიროვნებამ, როგორც ამას სწავლულები გვატყობინებენ, დედინაცვალის ცოლად მოყვანა ჰალალად მიიჩნია, თუმცა ეს სიტყვიერად არ გამოუხატავს ანუ არ უთქვამს, რომ ის დედინაცვალთან ქორწინებას დაშვებულად თვლიდა. მიუხედავად ამისა, შუამავალმა იგი მოაკვლევინა. ამის მიზეზი კი, არის ის, რომ დედინაცვალზე ქორწინებით მან ეს ქმედება ჰალალად მიიჩნია. მსგავსი ქმედების ჰარამობის შესახებ უზენაესი ალლაჰი ყურანში გვამცნობს: „4/22. და არ შეირთოთ ის ქალები, რომლებიც თქვენი მამების ცოლები იყვნენ...“
იმამ თაბერი ამბობს: „პიროვნების საკუთარ დედინაცვალთან ქორწინება არგუმენტია იმისა, რომ მან უარყო შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) და ყურანის აიათი. მსგავსი ქმედების შემსრულებელი (მუსლიმანი თუ იყო) მურთადი გახდება. სწორედ ამის გამო შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მისი მოკვლა ბრძანა, რადგან მურთადის სასჯელიც ეს არის...“[2]
იმამ თაჰავი ამბობს: „ისე, როგორც ჯაჰილიას პერიოდში, დედინაცვალის ცოლად მომყვანმა ეს ქმედება ჰალალად მიიღო.  პიროვნება მსგავსი ქმედებით მურთადი გახდა. ამის გამო, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იმ ჰუქმის შესრულება ბრძანა, რა ჰუქმიც მურთადს ეკუთვნის.“[3]
პიროვნების ქონების მითვისებაც მის მურთადობაზე მიგვანიშნებს.
იმამ თაჰავი ამბობს: „შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ქონების მითვისების შესახებ გაცემული ბრძანება, პიროვნების მურთადობაზე მიგვანიშნებს, რის გამოც მისი მოკვლა აუცილებელი გახდა.“[4]
მოკლედ, რომ ვთქვათ: პიროვნებამ საკუთარ დედინაცვალთან ქორწინებით ჰარამი ჰალალად მიიღო და ამის ყველაზე დიდი ნიშანი მისი ქმედებაა. მასზე არ უკითხავთ ეს ქმედება ჰალალად მიიჩნია თუ არა, რადგან (როგორც ზემოთ ვთქვით) არსებობს ზოგიერთი ქმედება, რომლის შესრულებით - ენით რომც არ იქნას აღიარებული - ის ჰალალად მიიჩნევა.
უკეთ გასაგებად სხვა, მსგავსი მაგალითი მოვიყვანოთ: ადამიანი საკუთარი ნებით ყურანს ნაგავში თუ მოისვრის, ურწმუნო გახდება, რის გამოც მასზე შეკითხვების დასმა საჭირო აღარ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა რა იყო მისი განზრახვა.
რაც შეეხება დღევანდელობას... მმართველები ალლაჰის მიერ გამოცხადებულ ჰარამს, თავიანთი ქმედებითა და საქციელით ჰალალად მიიჩნევენ და თავიანთი კანონებით მის გავრცელებას ხელს უწყობენ. მათი ეს მდგომარეობა ჰადისში მოცემული პიროვნების მდგომარეობის მსგავსია. ხალხს, როდესაც ეუბნები, რომ ისინი ჰარამს ჰალალად აქცევენ, შემდეგნაირად გპასუხობენ: „არა! ისინი ჰარამზე ჰალალს არ ამბობენ.“ მსგავსი სიტყვებით ჩვენს გაჩუმებას ცდილობენ. მაშინ, როცა ჰარამის ჰალალად გადაქცევა მხოლოდ და მხოლოდ ენით არ ხდება. ზოგჯერ მოქმედებაც ჰარამის ჰალალად გადაქცევის გამოხატულებაა.“[5]



[1] Ebu Davut, 4457; Tirmizi, 1326
[2] გადმოცემის ნახვა შესაძლებელია აბდულაზიზ ბინ მუჰამმედის ნაწარმოებში, რომლის სახელია „el-Hukmu bi Ğayri ma Enzelallah“ გვ. 37
[3] Şerhu Me’ani’l-Asar, 5/45
[4] Şerhu Me’ani’l-Asar, გვ. 47
[5] ეჰლი სუნნეთის მიხედვით, პიროვნება ჰარამს თუ ჩაიდენს ისე, რომ ჰალალად არ მიიჩნევს, რწმენიდან არ გავა. ზემოთ მოყვანილი ჰადისის მიხედვით, პიროვნებამ ჰარამი შეასრულა. როცა ვამბობთ, რომ ის ამ ქმედებით მურთადი გახდა, ეჰლი სუნნეთის წინააღმდეგ მივდივართ? კითხვა სწორია, თუმცა უყურადღებოდაა დასმული. ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ ის კაცი მურთადი გახდა, მსგავსი ქმედებით ეჰლი სუნნეთის წინააღმდეგ არ მივდივართ. რათქმაუნდა შესრულებულ ქმედებებში, რომელიც ისლამიდან გასვლას არ იწვევს, ქააფირის ჰუქმს არ ვანიჭებთ მანამ, სანამ ქმედების სუბიექტი მის ჰალალობას არ დაიჯერებს. ჰადისში მოცემულმა პიროვნებამ კი, სინამდვილეში ჩადენილი ქმედება ჰალალად მიიღო, თუმცა ეს სიტყვით კი არა, ქმედებით გამოხატა. მთავარი განმასხვავებელი ნიუანსი ეს არის.