10 October 2018

9.1 თაქფირის საკითხები - რწმენისა და ქუფრის საკითხებში მნიშვნელობა გარეგნობას ენიჭება


3)            აბდულლაჰ იბნი უტბა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ომარის სიტყვებს გადმოგვცემს: „შუამავლის დროს ადამიანები ვაჰის (გამოცხადების) მიხედვით ფასდებოდნენ. ახლა კი ვაჰი შეწვეტილია, რის გამოც თქვენი ნამოქმედარის მიხედვით შეგაფასებთ. ვინც კარგ საქმეს გვაჩვენებს, ის ჩვენთვის სანდო იქნება და დავუახლოვდებით, მისი განზრახვა კი ჩვენი საქმე არ არის, რადგან განზრახვის მიხედვით, მას მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰი განსჯის. ხოლო ის, ვინც ცუდ საქმეს გვაჩვენებს, კარგი განზრახვა რომც ჰქონდეს, მას არ ვენდობით და მისი არ გვჯერა.“[1] ომარის ეს სიტყვები ნათლად მიგვითითებს მის ღმრმა მცოდნეობაზე. ის ამბობს, რომ განზრახვა კარგი, რომც ჰქონდეს ადამიანს მისი ნამოქმედარის მიხედვით შეაფასებს და კარგი განზრახვის საფუძველზე ჩადენილ ცუდ საქმეს არ მიიღებს. ნეტავ როგორი იქნება ომარ ბინ ჰატტაბის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) რეაქცია დღევანდელი საზოგადოება რომ ენახა? რას იტყოდა იმ ხალხზე, რომლები ისლამის მიერ აკრძალულ ქმედებას სჩადიან და თან ამბობენ, რომ მათი განზრახვა კარგია? ამ ჰადისის შესახებ შამ-ის ალიმები ნაწარმოებში, რომლის სახელია „Nüzhetü’l-Müttakîn“ გადმოსცემენ: „ჰადისი გვიჩვენებს, რომ ისლამში ჰუქმი ადამიანის გარეგნობის მიხედვით გაიცემა, კარგი განზრახვა კი განაჩენს ვერ შეცვლის.“[2] ცნობილია ის, რომ კარგი განზრახვა განაჩენს ვერ შეცვლის. პიროვნებამ კარგი განზრახვით სხვისი ქონება, რომ მოიპაროს ან გაანადგუროს, ან ნამუსიან ქალს ნამუსი, რომ ახადოს მისი მდგომარეობა როგორი იქნება? ვფიქრობ, რომ პასუხი ყველამ იცით. როგორც კი, კარგი განზრახვის საშუალებით შესრულებული ცუდი საქმე მიუღებელია, ასევე რწმენაშიც კარგი განზრახვით შესრულებული ქუფრი, შირქი ან საიხლეც მიუღებელია. აბდულმუნ’იმ-მა თქვა: „ყურანსა და სუნნეთში მოცემული არგუმენტები მიგვითითებს იმაზე, რომ ამ ქვეყნად ჰუქმი, პიროვნების მიერ წარმოთქმულ სიტყვასა და შესრულებული ქმედებების მიხედვით გაიცემა. ეს რწმენისა და ურწმუნოების საკითხებშიც ასეა. ანუ პიროვნება რწმენის დამადასტურებელ სიტყვას თუ იტყვის ან საქმეს თუ გვაჩვენებს, მის გულში არსებულის გამოძიების გარეშე მას მუსლიმის სტატუსს მივანიჭებთ. ასევე, მასში ქუფრისა და შირქის დამადასტურებელ აშკარა ნიშანს თუ დავინახავთ, მაშინ გულში არსებულის გამოძიების გარეშე მას ქააფირის ჰუქმს მივანიჭებთ. მისაღები შარიათული დამაბრკოლებელის გარეშე ქუფრს თუ გვაჩვენებს, ჩვენც მას თაქფირს ვაჩვენებთ.“[3]
4)            იბნი ომარის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მებრძანა ადამიანებს ვებრძოლო მანამ, სანამ არ დაამოწმებენ ალლაჰს (ლაა ილაჰა ილლალლაჰ), მის შუამავალს (მუჰამმედუნ რასულულლაჰ), არ შეასრულებენ ნამაზს და არ გადაიხდიან ზექათს. ზემოთ ჩამოთვლილს თუ შეასრულებენ, მაშინ მათი სისხლი და ქონება (ისლამის უფლების გარდა) ჩემგან დაცული იქნება. მათი ანგარიშწორება კი ალლაჰს ეკუთვნის.“[4] იბნი თეიმიიე (რაჰიმეჰულლაჰ) ამბობს: „ამ ჰადისის მნიშვნელობა შემდეგია: ‘მებრძანა ადამიანები თავიანთი გარეგნობის მიხედვით შევაფასო, ხოლო მათ გულში არსებული ალლაჰზე მიმინდია.’“[5]
5)            ბედირის ბრძოლის დროს მუსლიმებმა აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ტყვედ როცა აიყვანეს, აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდა და უთხრა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! მე იქრაჰის ქვეშ ვიყავი, რის გამოც თქვენს წინააღმდეგ მომიწია ბრძოლა.“ რის შემდეგაც შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „ჰეი ბიძია! შენი გარეგნობა ჩვენს წინააღმდეგ იყო. რაც შეეხება შენს მიერ გამოცხადებულს (რომ მუსლიმი ხარ), ალლაჰი შენ ამის სამაგიეროს გადაგიხდის. მე კი ჰუქმს მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობის მიხედვით გავსცემ.“[6] აბდულმუნ’იმ-იმ თქვა: „მუსლიმებმა ბედირის დღეს აბბასიც (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მუშრიქებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ აბბასმა შუამავალს მისი მუსლიმობის შესახებ ამცნო, შუამავალმა იგი არ გაამართლა და იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ იბრძოდა, მუშრიქების მსგავსად გამოსასყიდი მოსთხოვა. აბბასისა და სხვა მუშრიქების მდგომარეობა იგივე იყო. მიუხედავად იმისა, რომ აბბასი მუშრიქებმა ძალით წამოიყვანეს საბრძოლველად, მისი მდგომარეობა არ გამრთლდა, რადგან მას შეეძლო ჰიჯრეთის შესრულება და მუშრიქებისგან თავის დახსნა მანამ, სანამ ბრძოლა მოხდებოდა, თუმცა მან ეს არ შეასრულა, რის გამოც მას ისე მოექცნენ,როგორც მუშრიქს.“[7]

რომელიმე პიროვნებამ ორივე მათგანი (ქუფრი და რწმენა) რომ გამოამჟღავნოს გამოსატანი ჰუქმი როგორი იქნება?

პიროვნებაში ორივე მათგანს (ქუფრს და რწმენას) თუ შევნიშნავთ, მაშინ მას მუსლიმის სტატუსს მანამ არ მივანიჭებთ, სანამ ქუფრს არ უარყოფს და არ ჩამოშორდება მას, ანუ ის ჰუქმით ქააფირია. რწმენას ქუფრი თუ შეერია, მაშინ ქუფრი ძლევს მას და რწმენას აუქმებს, რადგან პიროვნება ასეთ დროს ორ საპირისპირო თვისებას ატარებს, რაც შეუძლებელია. ის ერთდროულად მორწმუნე და ურწმუნო ვერ იქნება. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„12/106. მათგან უმეტესი ისე არ ირწმუნებენ ალლაჰს, თუ არ დაუდგენენ თანაზიართ.“
ერთის არსებობა, ამ შემთხვევაში ქუფრის არსებობა რწმენას აუქმებს, ხოლო რწმენის არსებობა ქუფრს. ორივე ერთად შეუძლებელია. ეს საკითხი, როგორც არგუმენტებით, ასევე ლოგიკითაცაა გამყარებული.[1]

[1] ამის შესახებ სრული თემა იხ: Kava’id fi’t-Tekfir, გვ. 149


[1] Buhari, Hadis no: 2641
[2] Nüzhetü’l-Müttakîn Şerhu Riyaz es-Salihin, 1/306
[3] „რწმენიდან გამყვანი ქმედებები“, გვ. 15
[4] Buhari, İman, 17; Müslim, İman, 20
[5] Es-Sarimu’l-Meslul, გვ. 362
[6] Es-Siyretu’n-Nebeviyye, İbn-i Kesir, 2/462; el-Bidaye ve’n-Nihaye, 3/365
[7] Kava’id fi’t-Tekfir, გვ. 40-41