18 August 2018

3. ‘აბდ (მსახური)-ის მნიშვნელობა რა არის?


თუ სიტყვააბდ-შიელ-მუაბბად“- ვიგულისხმებთ, მაშინ ეს სიტყვა ალლაჰის ყველა ქმნილებას გარემოიცავს. მნიშვნელობა არ აქვს ჭკვიანი იქნება თუ გიჟი, მოძრავი თუ უძრავი, ხილული თუ უხილავი, მორწმუნე თუ ურწმუნო, უცოდველი თუ ცოდვილი. ყველაფერი ამის შემქნელი ალლაჰია და ქმნილებების რაბბი-ც (ბატონიც) ისაა. ყოველივე ამას თავისი მახასიათებელი, კრიტერიუმი, ყოველივეს განსაზღვრული ბედი, სიცოცხლე გააჩნია, რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის გარდა ალლაჰისა.
სწორედ ესაა ძლევამოსილის, ბრძენის განგება!“ სურა ია-სინ/38
სიტყვააბდ- ღვთისმსახურის მნიშვნელობას თუ მივანიჭებთ, მაშინ ეს სიტყვა ნამდვილ ღვთისმოშიშ, უშიშარ და ბედნიერ[1] მუმინს გარემოიცავვს.


[1] ამის მნიშვნელობა ალლაჰის სიტყვებიდან გამომდინარეობს: „62 მაშ, იცოდეთ, რომ უეჭველად, ღმერთის მეგობრებს არც შიში ექნებათ და არც ინაღვლებენ ეგენი! 63. (მათ) რომელთაც ირწმუნეს და იყვნენ მოკრძალებულნი,..“ სურა იუნუს.