20 August 2018

როგორია პიროვნების მდგომარეობა, რომელმაც მუსლიმ ძმას უთხრა: "ქააფირო!"

აბუ ბაქრ ბინ აბუ შაიბამ გადმოსცა: მუჰამმად ბინ ბიშრმა და აბდულლაჰ ბინ ნუმაირმა გადმოგვცეს: უბეიდილლაჰ ბინ ომარმა იბნი ომარისგან გადმოსცა: "ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: "პიროვნება საკუთარ ძმას თაქფირს თუ გაუკეთებს, ეს (თაქფირი) რომელიმეს აუცილებლად დაუბრუნდება."

იაჰია ბინ იაჰიამ გადმოსცა: ისმა'ილ ბინ ჯაფარმა, აბდულლაჰ ბინ დინარისგან გადმოსცა: იბნი ომარმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ'ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: "პიროვნება საკუთარ ძმას ქააფირს თუ ეტყვის, თაქფირი ორიდან ერთს აუცილებლად დაუბრუნდება. თაქფირის ობიექტი თუ ქააფირია, მაშინ კარგი, წინააღმდეგ შემთხვევაში თაქფირი მის პატრონს დაუბრუნდება."

ეს ჰადისი მუსლიმსა და ბუჰარში საჰიჰ ჰადისებშია გადმოცემული.

თაქფირი: პიროვნებაზე ქუფრის მიწერას, პიროვნების ურწმუნოდ გამოცხადებას ნიშნავს.

ზოგიერთი ალიმი ამ ჰადისს რთულ და შერეულ ჰადისად მიიჩნევს, რადგან აჰლი სუნნეთის მიხედვით, მუსლიმი ზინის ან მკვლელობის ცოდვის საფუძველზე ქააფირი არ ხდება. ასეთივეა ისეთ მუსლიმ ძმაზე თაქფირის გამოტანაც, რომელსაც ცრუ რწმენა არ გააჩნია. ყოველივე ამის გამო სხვადასხვა შეხედულება გაჩნდა:

1) პირველი შეხედულება: ჰადისის ობიექტი ის პიროვნებაა, რომელსაც სწამს, რომ მუსლიმ ძმაზე თაქფირის გამოტანა ჰალალია. მსგავსი პიროვნება ქააფირია. ამის გამოა ნათქვამი, რომ თაქფირი ორიდან ერთს აუცილებლად დაუბრუნდება. თაქფირის გამომტანი თუ მართალია, მაშინ ობიექტი ქააფირი გახდება, ხოლო თუ არ არის მართალი, მაშინ სიტყვა მას დაუბრუნდება.

2) მეორე შეხედულება: ბრალდებული მუსლიმი ძმა უდანაშაულო თუ არის, მაშინ თაქფირის ცოდვა პატრონს დაუბრუნდება. იბნი ბატტალის შეხედულება ასეთია.

3) მესამე შეხედულება: ჰადისი მორწმუნეებზე თაქფირის გამკეთებელ ხარიჯიტებს ეხება. ეს შეხედულება ყად იაზს (რაჰიმაჰულლაჰ) და იმამ მალიქ ბინ ანასს (რაჰიმაჰულლაჰ) ეკუთვნის, რომელიც სუსტი შეხედულებაა. სწავლულთა დიდი ნაწილის მიხედვით, აჰლი ბიდათის მსგავს ხარიჯიტებზე თაქფირი არ კეთდება. ზოგიერთი ალიმი კი ხარიჯიტებს თაქფირს უკეთებს, რადგან მათი აზრით ხარიჯიტები ისლამს ცრუ რწმენად მიიჩნევენ.

4) მეოთხე შეხედულება: მუსლიმ ძმაზე თაქფირის გამოტანა საბოლოოდ პიროვნებას ქუფრთან მიიყვანს, რადგან ნათქვამია, რომ ცოდვა ქუფრის ფოსტალიონია. ენაზე სულ თაქფირის მატარებლის ბოლო, იმის გამო, რომ შეიძლება ქუფრში აღმოჩნდეს, საშიშია.

5) მეხუთე შეხედულება: თაქფირი მის პატრონს დაუბრუნდება ნიშნავს: უკან დაბრუნებული ქუფრი კი არა თაქფირია, რადგან მუსლიმი ძმის ქააფირად გამოცხადება, საკუთარ თავზე თაქფირის გამოტანის მსგავსია.

 სწავლულების ეს განმარტებები სიტყვა ქააფირის პატრონის მიერ თავისი სიტყვის ახსნა განმარტების გარეშე ნათქვამის მიხედვითაა.
თაქფირის მიზეზს თუ განმარტავს, მაშინ ცოდვილი არ გახდება და გამართლდება.

ჰატიბ ბინ ბალტამ (რადიალლაჰუ 'ანჰ) მექქელ მუშრიქებს მუსლიმი ჯარის შესახებ წერილი მიწერა. ამის გამო ომარმა (რადიალლაჰუ'ანჰ) მას მუნააფიყი უწოდა. იმის გამო, რომ ჰატიბ ბინ ბალტას საქციელზე დაყრდნობით მოიქცა ასე, მისი მდგომარეობა გამართლდა.
პიროვნებამ სიტყვის მნიშვნელობა ან იმ პიროვნების მდგომარეობა თუ არ იცის, რომელსაც თაქფირი გამოუტანა, ალლაჰუ 'ალემ ის გამართლებულია. (იმამ ნავავი, საჰიჰი მუსლიმის განმარტება).

სიტყვები "თაქფირის გამო ორიდან ერთი ქუფრში ჩავარდება" ნიშნავს, რომ თაქფირის ცოდვა ორიდან ერთს დაუბრუნდება და არა ის, რომ ის ქააფირი გახდება. სიტყვები "ქააფირი გახდება" ნიშნავს, რომ ამ სიტყვის ცოდვა მას დაუბრუნდება." (Nevevi, Sahihi Müslim Şerhi, 2/51)

18 August 2018

5. ქმედება (მოქმედება) ღვთისმსახურებად როდის ჩაითვლება?


ქმედებაში თუ შემდეგი ორი ფაქტორი იარსებებს, მაშინ შესრულებული ქმედება ღვთისმსახურებად ჩაითვლება. ალლაჰი ზემოთ ხსენებულ ფაქტორებს აიათში გვისახელებს:
 „90. უეჭველად, ისინი ისწრაფოდნენ სიქველისკენ, გვიხმობდნენ სასოებით და შიშით, და იყვნენ ჩვენდამი მოკრძალებულნი!” სურა ანბიაა.
“165. ხოლო რომელთაც იწამეს, უფრო ძლიერ შეყვარებულნი არიან ალლაჰისადმი.” სურა ალ-ბაყარა.
“57. უეჭველად, ისინი, რომელნიც თავიანთი ღმერთის შიშით თრთიან,”

4. იბადეთი (ღვთისმსახურება) რა არის?


ღვთისმსახურება ალლაჰის მიერ მოწონებულ სიტყვებს მოიცავს. ასევე მოიცავს ფარულ და ღია ქმედებებს, ორივე გაერთიანებულია ერთში. იბადეთი ამ ყველაფრის საპირისპიროსგან შორს მდგომი საერთო სახელია.

3. ‘აბდ (მსახური)-ის მნიშვნელობა რა არის?


თუ სიტყვააბდ-შიელ-მუაბბად“- ვიგულისხმებთ, მაშინ ეს სიტყვა ალლაჰის ყველა ქმნილებას გარემოიცავს. მნიშვნელობა არ აქვს ჭკვიანი იქნება თუ გიჟი, მოძრავი თუ უძრავი, ხილული თუ უხილავი, მორწმუნე თუ ურწმუნო, უცოდველი თუ ცოდვილი. ყველაფერი ამის შემქნელი ალლაჰია და ქმნილებების რაბბი-ც (ბატონიც) ისაა. ყოველივე ამას თავისი მახასიათებელი, კრიტერიუმი, ყოველივეს განსაზღვრული ბედი, სიცოცხლე გააჩნია, რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის გარდა ალლაჰისა.
სწორედ ესაა ძლევამოსილის, ბრძენის განგება!“ სურა ია-სინ/38
სიტყვააბდ- ღვთისმსახურის მნიშვნელობას თუ მივანიჭებთ, მაშინ ეს სიტყვა ნამდვილ ღვთისმოშიშ, უშიშარ და ბედნიერ[1] მუმინს გარემოიცავვს.


[1] ამის მნიშვნელობა ალლაჰის სიტყვებიდან გამომდინარეობს: „62 მაშ, იცოდეთ, რომ უეჭველად, ღმერთის მეგობრებს არც შიში ექნებათ და არც ინაღვლებენ ეგენი! 63. (მათ) რომელთაც ირწმუნეს და იყვნენ მოკრძალებულნი,..“ სურა იუნუს.