25 July 2018

7. თაქფირის საკითხები - ჯააჰილობა (უცოდინრობა), რომლის გამორიცხვა (მოცილება) შეუძლებელია


თაქფირის დამაბრკოლებლებიდან ერთ-ერთი, ისეთი უცოდინრობაა, რომლის გამორიცხვაც შეუძლებელია. ჯააჰილობა არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც პიროვნებას შეუძლია ინფორმაციის მოპოვება, თუმცა უყურადღებობის, უგულისყურობის გამო უცოდინარია. მსგავსი უცოდინრობის დროს პიროვნება საჰიჰი ინფორმაციისგან შორს თუ დგას, მაშინ ასეთ ჯააჰილობას ‘მარტივი უცოდინრობა’ ეწოდება, ხოლო მისი უცოდინრობა საჰიჰი ინფორმაციის საწინააღმდეგოს ცოდნას ან არასწორ ცოდნას თუ მოიცავს, მაშინ ასეთ უცოდინრობას ‘რთული უცოდინრობა’ ეწოდება.[1](El-Mevsuatu’l-Fıkhıyyetu’l-Kuveytiyye, 16/197).
სწავლულებმა მსგავსი ჯააჰილობის (ისეთი უცოდინრობის, რომლის გამორიცხვაც შეუძლებელია) შესახებ თქვეს: „მსგავსი უცოდინრობა გამართლებულია, შესაბამისად პასუხისმგებლობაც მოხსნილია.“ გაზვიადებული ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღესდღეობით პოპულარულ საკითხებს შორის ერთ-ერთი „უცოდინრობის გამართლება-არ გამართლებაა“. ზოგიერთების აზრით, ყოველი პიროვნება მის მიერ ჩადენილი შირქისა თუ ქუფრის უცოდინრობის გამო გამართლებულია, რაც არასწორია.
ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ადამიანების ორი ჯგუფი:
1)            ნორმის ფარგლებს გარეთ მყოფნი, რომელთა მიხედვითაც „უცოდინრობა არავითარ შემთხევაში საპატიო არ არის,“ და
2)            ნორმის ზღვარს ჩამოცილებულთა ჯგუფი, რომელთა მიხედვითაც „უცოდინრობა ნებისმიერ შემთხვევაში საპატიოა.“
ამ საკითხის არსი შემდეგია: ძირითადად უცოდინრობა საპატიო მიზეზი არ არის. ყოველი ადამიანი ვალდებულია, რომ ისლამი შეისწავლოს. თუმცა (უცოდინრობა) ზოგიერთ შემთხვევაში საპატიო შეიძლება იყოს, რომლის საზღვრებს ადამიანის ნება-სურვილი კი არა, არამედ შარიათი ადგენს. ახლა კი საკითხის ახსნა-განმარტებას შევუდგეთ.

თაუჰიდის უცოდინარი პიროვნების მდგომარეობა და ჰუქმი

სწავლულებმა მსგავსი პიროვნების ორი კატეგორია დაახასიათეს:
1)       ნამდვილი ქააფირები,
2)       ყიბლის აჰლი (თემი), რომელნიც საკუთარ თავს ისლამს მიაკუთვნებს.
ნამდვილი ქააფირიც ორ კატეგორიად იყოფა: 1-A) უცოდინრობის გამო საპატიო მიზეზის მქონენი და 2-B) უცოდინრობის გამო საპატიო მიზეზის არ მქონენი.
1-A) ქააფირები, რომელთა უცოდინრობაც საპატიო მიზეზია
ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისეთი ქააფირები, რომელთანაც არავითარი ფორმით არ მიღწეული შუამავლის მოპატიჟება. მსგავსი პიროვნებების აჰირეთის მდგომარეობის შესახებ, სწავლულებს შორის სხვადასხვა აზრი არსებობს. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ისინი ახირეთში გამოცდას ხელმეორედ გაივლიან, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ახირეთი გამოცდის ადგილი არ არის, რის გამოც ისინი ქააფირები არიან, რადგან მათ დიდი შირქი შეასრულეს. აშკარაა ის ფაქტი, რომ მსგავსი პიროვნება დედამიწისეული ჰუქმით ქააფირია და შესაბამისი ჰუქმიც მინიჭებული აქვს. ანუ მსგავსი პიროვნების სიკვდილს თუ მოვესწრებით, მის ჯანაზას არ შევასრულებთ, მუსლიმების სასაფლაოზე არ დავკრძალავთ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მათთან ალლაჰის სიტყვა არ მიღწეულა, დედამიწისეული ჰუქმის თანახმად ისინიც სხვა ქააფირების მსგავსნი არიან.
1-B) ქააფირები, რომელთა უცოდინრობაც საპატიო მიზეზი არ არის
ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისეთი პიროვნებები, რომელთა ყურამდეც ალლაჰის სიტყვამ მიაღწია, თუმცა მათ თავიანთი დაუდევრობით, უყურადღებობითა და უინტერესობით ალლაჰის სიტყვას ყური არ უგდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უცოდინრები არიან, მსგავს სიტუაციაში, მათი ეს უცოდინრობა გამართლებული, საპატიო არ არის. მათი ჰუქმი ამ ქვეყანაზეც და იმ ქვეყანაზეც ქააფირობა და სამუდამო ჯოჯოხეთია. ეს ჯგუფი პირველი ჯგუფისგან აბსოლიტურად განსხვავებულია. ამ ჯგუფს ძალისხმევა, მონდომება, სურვილი რომ გამოეჩინა, თავიანთი უცოდინრობის გამორიცხვას (მოცილებას) შეძლებდნენ, თუმცა უგულისყურობის გამო ისინი ქუფრში და შირქში არიან.
2-) ყიბლის აჰლი (თემი), რომელნიც საკუთარ თავს ისლამს მიაკუთვნებს
სწავლულებმა ოთხ კატეგორიად ჩამოაყალიბა ისლამში მყოფი პიროვნებები, რომელნიც თავჰიდის ზოგიერთი საკითხის უცოდინრობის საფუძველზე წინააღმდეგობაში მოექცნენ. შევეცდებით ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს, როგორიცაა: მსგავსი კატეგორიის პიროვნების უცოდინრობა საპატიო არის თუ არა? მისაღებია თუ არა მათი გამოცხადებები, რომელნიც თავჰიდის დამანგრეველ შირქში იმყოფებიან? ჭეშმარიტი და მისაღებია თუ არა მათი გამოცხადებები, რომელნიც მსგავსი პიროვნებების დასაცავად არგუმენტებს წარადგენენ?
ახლა კი შევუდგეთ ამ ოთხი კატეგორიის ახსნა-განმარტებას:
პირველი კატეგორია: ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც ისლამში ახალად შევიდნენ... ისინი, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ცოდნას მიწვდნენ და ასევე ისინი, რომელთანაც ვერ მიაღწია ცოდნამ, რის გამოც ვერ შეძლეს თავჰიდის ზოგიერთი საკითხის შესწავლა.[2](ზოგიერთი სწავლული მხოლოდ ამ სამ მდგომარეობას თვლის საპატიო მიზეზად და ამბობენ, რომ დანარჩენი სხვა მდგომარეობა საპატიო არ არის.). მსგავსი კატეგორიის პიროვნებამ რაც არ უნდა ის ქუფრი სიტყვა ან ქუფრი საქმე შეასრულოს, ეგრევე ურწმუნოებით არ დადანაშაულდება და თუ რაიმე ეჭვები აქვს, მისი გაქარწყლება მოხდება. ამის დალილი ‘ზატ-უ ანვატ’-ის ჰადისია.[3](Tirmizi, 2180; Sahih).
მეორე კატეგორია: ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისეთი პიროვნებები, რომლებმაც ისლამისა და თავჰიდის საფუძვლები სიზარმაცისა და უყურადღებობის გამო არ შეისწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება გააჩნდათ და რის გამოც შეასრულეს ქუფრი სიტყვა ან ქუფრი საქმე. იმის გამო, რომ მსგავს პიროვნებებს უცოდინრობის გამორიცხვა (ანუ ცოდნის მიღება) შეეძლოთ, თუმცა მათი უყურადღებობისა და სიზარმაცის გამო ქუფრში ჩავარდნენ, მსგავს სიტუაციაში ისინი გამართლებულად არ ითვლებიან (ანუ მათი მდგომარეობა საპატიო არ არის). ამ ქვეყანაზე მათი ჰუქმი იგივეა, რაც ქააფირების ჰუქმი. თუ ამავე მდგობარეობაში გარდაიცვლებიან, ვიტყვით, რომ ისინი სამუდამოდ ჯოჯოხეთში არიან.
მათ თავიანთი ტყუილ-უბრალოდ დახარჯული დროის მცირე ნაწილი ისლამის შესწავლისთვის, რომ დაეთმოთ, ქუფრში არ ჩავარდებოდნენ. მათ ცოდნას უცოდინრობა, ჰიდაეთს (ჭეშმარიტ გზას) კი გზასაცდენილობა (არაჭეშმარიტი გზა) არჩიეს. მაშინ, როცა ცოდნის მიღება უცოდინრობაზე უფრო სასარგებლოა.
მესამე კატეგორია: პიროვნებები, რომლებმაც თაუჰიდის საფუძვლები იციან, თუმცა მეორე კატეგორიის საკითხების უცოდინრობის გამო წინააღმდეგობაში მოექცნენ. მსგავსი პიროვნებები ცოდვილები არიან. მათზე ქააფირის ჰუქმი არ გაიცემა.
მეოთხე კატეგორია: პიროვნებები, რომლებმაც ‘იჩთიჰად’-ზე, დასაშვები თა’ვილის საფუძველზე ან უცოდინრობაზე (უცოდინრობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც საპატიოა) დაყრდნობით მეორე კატეგორიის საკითხებში წინააღმდეგობაში მოექცნენ. მსგავსი პიროვნებები ცოდვილები არ არიან, თუმცა მათი არასწორი მდგობარეობის გამო მათზე ჰუჯჯათის გაკეთება საჭიროა.
მესამე და მეოთხე კატეგორიის პიროვნებებს შორის განსხვავება შემდეგია: მესამე კატეგორიის პიროვნებებმა არ გამოიჩინეს ძალისხმევა და სურვილი, რომ თავიანთი უცოდინრობა (მეორე კატეგორიის საკითხების უცოდინრობა) გამოერიცხათ, რის გამოც ცოდვაში ჩავარდნენ. მეოთხე კატეგორიის პიროვნებებმა კი, იჩთიჰადისა და აღიარებული (დასაშვები) თა’ვილის საფუძველზე ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელმაც წინააღმდეგობა გამოიწვია, თუმცა მსგავსი მდგომარეობა მათთვის საპატიოა და ცოდვაში არ არიან. მინდა ისევ და ისევ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ მათი წინააღმდეგობა თავჰიდის საფუძველში (ანუ პირველი კატეგორიის საკითხებში) კი არა, მეორე კატეგორიის საკითხებს ეხება. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გულგრილობის საფუძველზე თავჰიდის საფუძვლების წინააღმდეგობაში მოქცეულნი არა მარტო ცოდვილნი არამედ ქუფრშიც კი აღმოჩნდებიან. ყოველივე ამის გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია.


[1] El-Mevsuatu’l-Fıkhıyyetu’l-Kuveytiyye, 16/197
[2] ზოგიერთი სწავლული მხოლოდ ამ სამ მდგომარეობას თვლის საპატიო მიზეზად და ამბობენ, რომ დანარჩენი მდგომარეობა საპატიო არ არის.
[3] Tirmizi, 2180; Sahih