25 July 2018

6. თაქფირის საკითხები - შეცდომა (გაუთვითცნობიერების საფუძველზე ჩადენილი ქმედება)


ერთღმერთიან მუსლიმზე, თაქფირის დაბარკოლებელი მდგომარეობებიდან ერთ-ერთი შეცდომით, გულისხმობის გარეშე, გაუთვითცნობიერების საფუძველზე ჩადენილი ქუფრი სიტყვა და ქმედებაა. პიროვნებას სინამდვილეში არ სურდა მსგავსი რაიმეს გაკეთება ან თქმა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის საფუძველზე ქუფრი სიტყვა წარმოთქვა ან ქუფრი საქმე ჩაიდინა. აი ეს მდგომარეობა, მასზე თაქფირის გამოტანის დამაბრკოლებელია. წინა საკითხებში თაქფირის პირობები ჩამოვთვალეთ:  
1)            ქმედების სუბიექტი (ანუ ის, ვინც ასრულებს ქმედებას) უნდა იყოს მოაზროვნე და ზრდასრული,
2)            ქმედება განძრახულად უნდა შესრულდეს,
3)            არჩევანი სუბიექტის სურვილით/გადაწყვეტილებით უნდა გაკეთდეს.
შესრულებული ქმედება სუბიექტის სურვილითა და ნებით უნდა მოხდეს. ზემოთ მოყვანილი შემთხვევა კი ამის საპირისპიროა ანუ სუბიექტი არა სურვილით, არამედ შეცდომით და გაუთვითცნობიერების საფუძველზე მოქმედებს. რის გამოც, მსგავს პიროვნებაზე თაქფირის გამოტანა ეგრევე არ ხდება. ალლაჰის წინაშე, შეცდომით დაშვებული ქმედება პატიებადია, ხოლო ნებაყოფლობით გაკეთებული საქმე კი პასუხისმგებლობას არ აუქმებს.
„33/5.. არ არის თქვენდა ცოდვა, რაც შეცდომით ჩაიდინეთ, თუ არა განძრახ გულით ჩადენილისა. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!.“
„2/225. ალლაჰი არ დაგსჯის თქვენ ფიცისთვის, რომელიც განძრახ არ წარმოგითქვამთ, მაგრამ დაგსჯით იმისთვის, რაც თქვენმა გულებმა მოიხვეჭა. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია!“
უკვე ვთქვით, რომ ამ ქვეყნიური ჰუქმით, მსგავსი საქციელის საფუძველზე ჩადენილი ქმედება თაქფირის დამაბრკოლებელია. ამის დასტური ყურანი და სუნნეთია. შეგვიძლია რამოდენიმე მათგანი მოვიყვანოთ:
1-) „33/5.. არ არის თქვენდა ცოდვა, რაც შეცდომით ჩაიდინეთ, თუ არა განძრახ გულით ჩადენილისა. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!.“
2-) „ვიღაცის მონანიებისგან მიღებული ალლაჰის კმაყოფილება, იმ ადამიანის კმაყოფილებაზე უფრო მეტია, რომელმაც უდაბურ უდაბნოში სასმელითა და საკვებით დატვირთული აქლემი დაკარგა და მაშინ როცა ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, აქლემი ისევ უკან დაბრუნდა. კაცმა კი გადაჭარბებული სიხარულისგან „ჩემო ალლაჰო, შენ ჩემი ბატონ-პატრონი ხარ, მე კი შენი მონა-მსახური“ სიტყვების მაგივრად, „ჩემო ალლაჰო, მე შენი ბატონ-პატრონი ვარ, შენ კი ჩემი მონა-მსახური“ თქვა.“[1](Muslim, Tevbe, 1, hadis no: 2747).
3-) ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალკ. სასმელის აკრძალვამდე აბდურრაჰმან ბინ ავფ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) საჭმელზე დაგვპატიჟა. დანაყრების შემდეგ ღვინო დაგვალევინა, რის გამოც დავთვერით. ამ დროს კი ნამაზის დრო მოვიდა. იმამობა მე მხვდა წილად, მე კი სურა ქააფირუნი არასწორად წავიკითხე: „უთხარი: ‘ჰეი ქააფირებო, მე არ ვცემ თაყვანს იმას, რაც თქვენ ხელით შექმენით. ჩვენ თაყვანს ვცემთ იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით.“ რის გამოც უზენაესმა ალლაჰმა შემდეგი აიათი მოავლინა: „4/43. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მიუახლოვდეთ ლოცვას, როცა ხართ მთვრალნი, სანამ არ გააცნობიერებთ რას ამბობთ;“[2](Tirmizi, 3026).
როგორც ხედავთ, ალიმ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალკ. სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს ქუფრი თქვა, თუმცა მასზე თაქფირი არ გაკეთებულა, რადგან მისი ეს სიტყვები შეცდომით, გაუთვითცნობიერის საფუძველზე იქნა წარმოთქმული. სწავლულებს შორის არსებობს სხვადასხვა აზრი იმასთან დაკავშირებით რწმენიდან გადის თუ არა ის, ვინც სიმთვრალის დროს ქუფრს ჩაიდენს. ამ თემას მოგვიანებით შევეხებით.
4-) „უეჭველად, უზენაესმა ალლაჰმა უმმეთს ის ცოდვები აპატია, რომელიც გაუთვითცნობიერების, დავიწყების და ძალდატანების (იქრაჰის) საფუძველზე იქნა ჩადენილი.“[3](İbn-Mace, Talak 16).
ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა დალილებიც არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკმარისია.
ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელია შემდეგი საკითხის ცოდნა: ქუფრი სიტვის წარმოთქმით მისი (ქუფრის) არ გულისხმობა და ქუფრი სიტყვის გაუთვითცნობიერებლად, შეცდომის საფუძველზე წარმოთქმა სხვადასხვა რამ არის. ქუფრი სიტყვის მთქმელი, თუნდაც ნაგულისხმევი არ ჰქონდეს, მაინც ქააფირი გახდება. ანუ, მაგალითად ვიღაცამ ქუფრი სიტყვა წარმოთქვა და თან დააყოლა, რომ მე ამ სიტყვის შინაარსის არ მჯერა, მე ეს (ქუფრი) არ მიგულისხმია. მსგავსი გამოცხადება მიუღებელია. ჩვენ რის ახსნა-განმარტებასაც ვცდილობთ, არის ის, რომ გაუთვითცნობიერების, შეცდომის საფუძველზე ვინც ქუფრ სიტყვას იტყვის, ქააფირი არ გახდება. ეს ორი დებულება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. იბნ-ი თაიმიია (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ის, ვინც ქუფრ სიტყვას იტყვის ან ქუფრს საქმეს ჩაიდენს, ქუფრის გაკეთება-თქმა ნაგულისხმევი რომც არ ჰქონდეს, მაინც ქააფირი გახდება. გამონაკლისი პიროვნებების გარდა (ალლაჰის ნების საფუძველზე) ქააფირად ყოფნას არავინ ისურვებს.“[4](Es-Sarimu’l-Meslul, გვ. 184).
დღევანდელი მურჯიტების აყიდის მიხედვით, ადამიანი მანამ არ გახდება ქააფირი, სანამ თვითონ პიროვნება არ აღიარებს, რომ მან ამა თუ იმ სიტყვებში ქუფრი იგულისხმა. ნუთუ მსგავსი პივოვნება არსებობს? როგორც იბნ-ი თაიმიიამ თქვა, რომელიმე რელიგიის მიმდევარი მსგავს სიტყვებს არასდროს იტყვის: ანუ რომელიმე რელიგიის მიმდევარი არ იტყვის, რომ ‘მე ურწმუნოებას ვაცხადებ-ო.’ ის, ვინც ცოტათი მაინც აზროვნებს, აუცილებლად მიხვდება თუ რაოდენ უსაფუძვლო არგუმენტია ის, რასაც მურჯიტები აცხადებენ. მათი მიზანი ტაღუთზე ხელის დაფარება და ხალხის შეცდომაში შეყვანაა. ალლაჰმა დაგვიფაროს მსგავსი ქმედებისგან.


[1] Muslim, Tevbe, 1, hadis no: 2747
[2] Tirmizi, 3026
[3] İbn-Mace, Talak 16
[4] Es-Sarimu’l-Meslul, გვ. 184