27 July 2018

2. ალლაჰმა რისთვის გაგვაჩინა, რა იყო ჩვენი გაჩენის მიზეზი?


 ალლაჰი (სუბჰაანეჰუ ვა თეაალა) ყურანში ბრძანებს:
"44/38. და ჩვენ არ გაგვიჩენია ცანი და მიწა და რაც მათ შორისაა გართობის მიზნით.
39. არ გაგვიჩენია ჩვენ ისინი, თუ არა ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყის."

"38/27. და ჩვენ არ გაგვიჩენია ცა და მიწა და რაც მათ შორისაა ამაოდ. ეს ვარაუდია იმათი, რომელთაც უარყვეს. ვაი, ურწმუნოთა მდგომარეობას ცეცხლში!..."

"45/22. და გააჩინა ალლაჰმა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით, რათა მიეზღოს ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ დაიჩაგრებიან ისინი."

"51/56. არ შემიქმნია ჯინნი და კაცნი არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ თაყვანი მცენ!"