25 July 2018

2. თაქფირის საკითხები - თაქფირის წესები


პირველი საფუძველი: „’საყოველთაო/საჯარო თაქფირი’ ყოველთვის განსაზღვრულ/გადამწყვეტ თაქფირს არ საჭიროებს.“
სანამ ამ საფუძველის ახსნა-განმარტება გადავიდოდეთ, მანამ განვმარტოთ საყოველთაო/საჯარო თაქფირი და განსაზღვრული/გადამწყვეტი თაქფირი.
საყოველთაო/საჯარო თაქფირი: სიტყვისა და ქმედების ქუფრად მიჩნევას გულისხმობს. სიტყვები, როგორიცაა „ეს სიტყვა ქუფრია“, „ეს ქმედება ქუფრია“, „ვინც ამას გააკეთებს ქააფირი გახდება“, „ვინც ამ სიტყვას იტყვის, ქუფრში ჩავარდება“ და ა.შ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ საყოველთაო/საჯარო თაქფირი პიროვნებაზე კი არა, ჩადენილ ქმედებაზე ან წარმოთქმულ სიტყვაზე მიუთითებს (ანუ ქუფრის მიზეზებზე).
განსაზღვრული/გადამწყვეტი თაქფირი: ეს კი, პირდაპირ ქმედების სუბიექტზე (მოქმედ პირზე) მიუთითებს და ქუფრის ჰუქმს ანიჭებს. აქ მიზანში ამოღებული მოქმედება და სიტყვა კი არა, სიტყვისა და მოქმედების შემსრულებელია.
ახლა კი ზემოთხსენებულის შესახებ არგუმენტები მოვიყვანოთ...
1)            ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჯიბრილი (‘ალეისალამ) ჩემთან მოვიდა და მითხრა: ‘ჰეი მუჰამმად! უეჭველად ალლაჰმა დასალევი, მისი გამომწურავი, მისი მომკრეფი, მისი გადამზიდი, მისი გამყიდველი, მისი მყიდველი, მისი დამრიგებელი, მისი დარიგების მსურველი დაწყევლა!’“.[1] (Sahihu’l Cami, 72. Tirmizi, Buyu, 52, hadis no. 1295.).
სპირტიანი სასმელის მსმელი და ყველა ის, ვინც მის რეალიზაციაში მონაწილეობას ღებულობს, საყოველთაო/საჯარო თაქფირით, ალლაჰის მიერ დაწყევლილია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ვინც დასალევს დალევს დაწყევლილია“, „მსმელი დაწყევლილია“, „ჩემო ალლაჰო, დაწყევლე ის, ვინც მსმელია!“. მსგავსი განზოგადოება შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს ქმედება ზოგადი წყევლაა.
ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დროს ერთი საჰაბე ცხოვრობდა, რომლის სახელი აბდულლაჰი იყო. ეს პიროვნება შუამავალს ამხიარულებდა ხოლმე. შუამავალმა  რამოდენიმეჯერ ღვინის დალევისთვის დასაჯა (მათრახით). ერთ დღესაც, შუამავალთან ისევ იგივე ბრალდებით მოიყვანეს, შუამავალმა ისევ სასჯელი გამოუწერა (მათრახი). იქვე მყოფთაგან ერთ-ერთმა თქვა: „ჩემო ალლაჰო! დაწყევლე ეს ადამიანი. რამდენჯერ უნდა მოვიყვანოთ ერთი და იგივე ბრალდებით!“. ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „არ დაწყევლოთ ის! ვალლაჰი ვიცი, რომ ამ ადამიანს ალლაჰი და მისი შუამავალი უყვარს“.[2] (Buhari, Hudud, 5, hadis no. 6780.).
როგორც ვხედავთ, ალლაჰის შუამავალმა ღვინის მსმელი არ დაწყევლა, მეტიც, სხვასაც კი არ მისცა მისი დაწყევლის უფლება. ჰადისში მოხსენებული სიტყვები: „რამდენჯერ უნდა მოვიყვანოთ ერთი და იგივე ბრალდებით“, ნიშნავს იმას, რომ ეს საჰაბა სასმელზე მიჯაჭვული იყო. სხვა ჰადისში ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „სასმელზე მიჯაჭვული და კერპზე თაყვანისმცემელი ერთი და იგივეა.“[3] (Sahihu İbn-i Mace, 2720). ამ ჰადისში მოხსენებული სიტყვები: „კერპზე თაყვანისმცემელი“, ზოგადი მნიშვნელობით არის გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სიტყვების საჰაბეზე მიკუთვნება დასაშვები არ არის, რადგან, როგორც ჰადისშია მოცემული, მას ალლაჰი და მისი შუამავალი უყვარდა. საჭიროა ვიცოდეთ ის, რომ „სიკეთე ბოროტებას წაშლის.“[4] (Kava’id fi’t-Tekfir, გვ. 60.).
2)            აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ღვინის მსმელი კაცი მოიყვანეს. შუამავალმა მისი დასჯა ბრძანა. ზოგი ხელით, ზოგი ფეხსაცმლით, ზოგი კი ტანსაცმლით ცემდა. დასჯის შემდეგ, ხალხთაგან ერთ-ერთმა თქვა: „ალლაჰმა შეგარცხვინოს!“, ამის გაგონებაზე ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „არ თქვათ ეგრე! ეშმაკს მის წინააღმდეგ ნუ დაეხმარებით!“ [5] (Sahihu Abu Davud, 3758).

3)            ყუდამა ბინ მაზ’უნ-მა და ზოგმა საჰაბემ ალლაჰის სიტყვები „5/93. რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, არ არის მათდა ცოდვა იმისათვის, რაც უჭამიათ (1) (რაც მიურთმევიათ აკრძალვამდე); თუკი მოერიდნენ (2) (რაც აკრძალულია), იწამეს და ჰქმნეს კეთილი; მერე მოერიდნენ და იწამეს (3) (თუკი გაიმტკიცეს რწმენა და ღვთისმოშიშობა); მერე მოერიდნენ და იქცევიან პატიოსნად (4) (გამოასწორეს თავიანთი საქმეები). და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი (5) (ალლაჰი დააჯილდოვებს მათ)!“ არასწორად გაიგეს, რის შემდეგაც ღვინო ჰალალად მიიჩნიეს და მისი გამოყენება დაიწყეს. ისინი ამ დროს შამში იმყოფებოდნენ. ომარ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ეს ამბავი, რომ გაიგო ისინი მედინაში იხმო. ომარმა მის გვერდით მყოფ საჰაბეებისგან რჩევა ითხოვა. საჰაბეების ნაწილმა თქვა: „ჰეი მორწმუნეების ამირო! ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ალლაჰს ცილი დასწამეს და რაც ალლაჰის მიერ აკრძალული იყო ის ნებადართულად გამოაცხადეს. მათ თავები მოკვეთე!“ ომარმა რჩევა ალის (რადიალლაჰი ‘ანჰ) ჰკითხა: „ჰეი ჰასანის მამა! რა არის შენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით?“ ალიმ შემდეგით უპასუხა: „მე ვირჩევ, რომ მონანიებისკენ მოვიპატიჟოთ. თუ მოინანიებენ, დალევისთვის 80-ჯერ მათრახის დარტყმით დავსაჯოთ. თუ არ მოინანიებენ, მაშინ ალლაჰზე ცილის დაწამებისთვის და ჰარამის ჰალალად დაწესებისთვის თავები მოვკვეთოთ.“ საჰაბეების მედინაში მოსვლის შემდეგ, ომარმა მათ ამ აიათის ნამდვილი მნიშვნელობა აუხსნა, რის შემდეგაც მონანიებისკენ მოიპატიჟა. მათ მონანიება მიიღეს, შემდეგ კი 80-ჯერ მათრახის დარტყმით დაისაჯნენ. ბოლოს ომარმა მათ უთხრა: „თქვენ, რომ ალლაჰის შიში გქონოდათ და კარგი საქმის გამკეთებელნი ყოფილიყავით, ღვინოს არ დალევდით.“[6] (Tahavi, “Şerhu Me’ani’l-Asar”, 4798.).
ზემოთ მოყვანილი აიათი უჰუდის ბრძოლის შემდეგ მოევლინა. საჰაბეების ერთმა ნაწილმა იკითხა თუ როგორი იქნებოდა მათი მდგომარეობა, რომლებმაც ღვინის ჰარამად დაწესებამდე, ცხოვრება ღვინის სმაში გაატარეს და ისე გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ალლაჰმა ეს აიათი მოავლინა, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალვამდე თუ ჰარამი ჰქონდათ ჩადენილი, ის ალლაჰის მიერ ნაპატიები იქნებოდა. უდამა-მ კი ამ აიათს თავისი თავიც მიაკუთვნა და აიათის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე ჰარამი ჰალალად გამოაცხადა. მოყვანილი ჰადისი ჩვენს თემას  შემდეგნაირად უკავშირდება: ყველა სწავლულის მიხედვით ღვინის ჰალალად გამოცხადება ქუფრია. ის, ვინც ღვინოს ჰალალად გამოაცხადებს ქააფირი/ურწმუნო გახდება. ეს კი საყოველთაო/საჯარო თაქფირია. მაგრამ იმის გამო რომ საჰაბეებმა აიათის მნიშვნელობა არასწორად გაიგეს, საჭირო იყო მათი მონანიებისკენ მოპატიჟება, რის გარეშეც თაქფირი არ გამოუტანიათ.[7] (Kava’id fi’tTekfir, გვ. 61.). ამავე პირობით, მუსლიმი მისაღებ, თუმცა არასწორ აზრზე დაყრდნობით შეცდომას თუ დაუშვებს, ეგრევე თაქფირი არ კეთდება, მას ჯერ უნდა აეხსნას სწორი და არასწორი. სანამ ყველაფერი აშკარა გახდებოდეს, მანამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საქმე, ამ შემთხვევაში ღვინის ჰალალად დაწესება, არის ქუფრი, რაც საყოველთაო/საჯარო თაქფირია. მაგრამ განსაზღვრული/გადამწყვეტი თაქფირის გამოტანამდე, საჭიროა დავადგინოთ ის, რაც „ფარდის“ უკანაა, რის გარეშეც თაქფირს ვერ გამოვიტანთ. ეს საკითხი აჰლი სუნნას სწავლულების მიხედვით ასეთია. ისინი საყოველთაო/საჯარო თაქფირს და განსაზღვრულ/გადამწყვეტ თაქფირს ერთმანეთისგან განასხვავებდნენ.
4)            „პიროვნების მონანიების საფუძველზე მიღებული ალლაჰის კმაყოფილება, იმ ადამიანის კმაყოფილებაზე უფრო მეტია, რომელმაც უდაბურ უდაბნოში სასმელითა და საკვებით დატვირთული აქლემი დაკარგა და მაშინ როცა ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, აქლემი ისევ უკან დაბრუნდა. კაცმა კი გადაჭარბებული სიხარულისგან „ჩემო ალლაჰო, შენ ჩემი ბატონ-პატრონი ხარ, მე კი შენი მონა-მსახური“ სიტყვების მაგიერ, „ჩემო ალლაჰო, მე შენი ბატონ-პატრონი ვარ, შენ კი ჩემი მონა-მსახური“ თქვა.“[8] (Muslim, Tevbe, 1, hadis no: 2747.).
ჰადისში ნახსენები სიტყვები: „ჩემო ალლაჰო, მე შენი რაბბი ვარ, შენ კი ჩემი მონა-მსახური“ ქუფრის გამომწვევ სიტყვათაგან ერთ-ერთია. ის, ვინც იტყვის რომ ალლაჰი მისი მონა-მსახურია, ქააფირი/ურწმუნო გახდება. ჰადისში მოხსენებულმა პიროვნებამ, ეს სიტყვები გადაჭარბებული სიხარულისა და ენის წაბორძიკების საფუძველზე წარმოთქვა. სინამდვილეში ქუფრის თქმა არ ჰქონდა განძრახული. ამ მდგომარეობამ პიროვნება ქუფრში ჩავარდნისგან იხსნა. (მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხის ცოდნა: განსხვავებაა იმ პიროვნებას შორის, რომელმაც თქვა ქუფრი გულისხმობის გარეშე და იმ პიროვნებას შორის, რომელმაც შეცდომით თქვა ქუფრი, თუმცა ამბობს, რომ ამით მას ქუფრის თქმა არ სურდა. ჰადისში მოხსენებულ პიროვნებას ქუფრი სიტყვების წარმოთქმა განძრახული არ ჰქონდა, თუმცა შეცდომით თქვა. თანამედროვე მურჯიტები ამ ჰადისს დალილად/მტკიცებულებად იყენებენ და ამბობენ, რომ ქუფრი სიტყვის მთქმელზე თაქფირი არ გამოიტანება. საყურადღებოა ეს ფაქტი, რადგან მათ მიერ დაგებულ მახეში არ გავებათ! მოგვიანებით, ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით ინ შაა ალლაჰ.)
ახლა კი ამ საფუძვლის/აყიდის შესახებ იბნ-ი თაიმიია-ს სიტყვები მოვიყვანოთ: ის, „Mecmuu’l-Fetava” ნაწარმოებში ასე ამბობს: „წამორთქმული სიტყვა, შეიძლება იყოს ისეთი სიტყვა, რომელიც თაქფირის გამოტანას საჭიროებდეს და მის გამოსახატავად „ვინც ასე იტყვის ქაფირი გახდება“, მსგავსი სიტყვები შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგრამ ამ სიტყვის მთქმელზე, ჰუჯჯათის/დალილი/მტკიცებულება შესრულებამდე თაქფირი არ გამოიტანება. დაშინების/მუქარის შესახებ სიტყვების მდგომარეობა, მსგავსია ალლაჰის სიტყვებისა „4/10. უეჭველად, რომელნიც ობლების ქონებას ჭამენ უსამართლოდ, მხოლოდ ცეცხლსა ჭამენ თავიანთ მუცლებში და სულ მალე შენთებული იქნებიან აალებულ ცეცხლში (ჯოჯოხეთში)!.“ თუმცა მსგავს ჰუქმს კონკრეტულ პიროვნებას ვერ მივანიჭებთ მანამდე, სანამ თაქფირის პირობები და დამაბრკოლებლები არ იქნება განსაზღვრული. რადგან, პიროვნებამ შეიძლება გაკეთებული საქმის ჰარამობის შესახებ არ იცოდეს ან შეიძლება ჩადენილი საქმე/სიტყვა მოინანია ან შეიძლება მის მიერ ჩადენილი „კეთილი“ საქმე, მიზეზი ყოფილიყო ჩადენილის საპატიოდ ან შეიძლება შუამდგომლობის საშუალებით გადარჩენილი იყოს. ქუფრი სიტყვების მდგომარეობაც ამის მსგავსია. შეიძლება პიროვნებამდე (მუსლიმზეა საუბარი) მტკიცებულებები არ მისულა ან მივიდა და მყარად არ ჩათვალა ან ვერ გაიგო ან ისეთი ეჭვები გაუჩნდა, რომელიც ალლაჰის მხრიდან საპატიოა. „ჰაყ“-მართალ/სწორ/ჭეშმარიტ გზაზე მდგომის მიერ შეცდომა, რაც არ უნდა იყოს, ალლაჰი მას აპატიებს. მნიშვნელობა არ აქვს ეს სააზროვნო შეცდომა იქნება თუ პრაქტიკული. ალლაჰის შუამავლის, საჰაბეებისა და უმმეთის იმამების შეხედულება ასეთი იყო.“[9] (“Mecmuu’l-Fetava”, 23/195.).
„საკითხის სინამდვილე შემდეგში მდგომარეობს: წიგნის, სუნნეთისა და იჯმას (ალიმების საერთო გადაწყვეტილება) მიხედვით, მტკიცე სიტყვაზე (ქუფრზე), „ეს სრულყოფილი ქუფრია“ თქმა დაშვებულია. შარიათული დალილები ამას მოწმობს. იმანი (რწმენა), ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ გადმოცემულის ჰუქმებიდანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰუქმის გაცემა, ვარაუდებისა და ემოციების საფუძველზე არ შეიძლება. ქააფირობის/ურწმუნოების ჰუქმის გაცემა არ შეიძლება მანამ, სანამ არ შედგება თაქფირის პირობები და არ იქნება გათვალისწინებული დამაბრკოლებლები. ეს ეხება მას, ვინც ისლამში ახალია ან ვინც ცოდნისგან მოშორებულ ადგილას ცხოვრობს და რომელიც ამბობს, რომ პროცენტი და სასმელი ჰალალია.“[10] (“Mecmuu’l-Fetava”, 35/101.).
„უმმეთის იხთილაფების (უთანხმოება) საკითხიდან ერთ-ერთი მუქარის საკითხია. ყურანში მოცემული მუქარის აიათები სრულყოფილია. მაგალითად, „4/10. უეჭველად, რომელნიც ობლების ქონებას ჭამენ უსამართლოდ, მხოლოდ ცეცხლსა ჭამენ თავიანთ მუცლებში და სულ მალე შენთებული იქნებიან აალებულ ცეცხლში (ჯოჯოხეთში)!.“ ეს ზოგადი და სრულყოფილი ჰუქმია. სალაფების ქმედებაც ეს იყო. თუმცა პიროვნებისთვის მუქარის ჰუქმი, შეიძლება გაუქმებული იყოს მისი მონანიების გამო ან მისი ‘ცოდვის წამშლელი კეთილი საქმეების’ გამო ან მიღებული შუამდგომლობის გამო. თაქფირიც ერთ-ერთი მუქარაა. პიროვნების მიერ ნათქვამი სიტყვა, შუამავლის სიტყვის სიცრუედ გამოცხადებაც რომ იყოს, შეიძლება ქააფირი/ურწმუნო არ გახდეს იმის გამო, რომ ისლამში ახალად არის შესული ან ცოდნისგან შორს ცხოვრობს ან შეიძლება არ აქვს გაგონილი ის მტკიცებულებები, რაც მის მიერ წარმოთქმულ ქუფრზე მიუთითებს ან გაიგონა თუმცა საჰიჰად/სარწმუნოდ არ მიიჩნია ან იქნებ თა’ვილ-ზე (არასწორი ახსნა-განმარტების საფუძველზე) დაყრდნობით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.“[11] (“Mecmuu’l-Fetava”, 3/147-148.).
გაფრთხილება: ზოგიერთები ამ თემასთან დაკავშირებით შეცდომაში ჩავარდნენ და თქვეს, რომ საყოველთაო/საჯარო თაქფირი, განსაზღვრულ/გადამწყვეტ თაქფირს არასდროს საჭიროებს. ეს კი არასწორია. საპასუხოდ აბუ ბასრის სიტყვები მოვიყვანოთ, რომელმაც თავის ნაწარმოებში, რომლის სახელწოდებაა „ისლამიდან გამსვლელი ქმედებები“ გადმოსცა: „ნათქვამი ქუფრი სიტყვა და გაკეთებული ქუფრი საქმე, ყოველთვის თაქფირის გამოტანას არ საჭიროებს. რადგან შეიძლება მისი (თაქფირის) დამაბრკოლებლები მოიძებნოს. თუ თაქფირის პირობები შესრულებია, დამაბრკოლებლები კი განულები, მაშინ შარიათული ჰუქმით პიროვნებაზე თაქფირის გამოტანება დაშვებულია.“[12](გვ. 31).
გაფრთხილების მიზანი შემდეგია: მურჯიტები ცდილობენ, რომ ის მმართველები ამოიყვანონ წყლიდან მშრალი, რომლებიც ქუფრში იხრჩობიან. ისინი ამბობენ, რომ საყოველთაო/საჯარო თაქფირი, განსაზღვრულ/გადამწყვეტ თაქფირს არ საჭიროებს, რომლის მცდარობაც დალილების საფუძველზე დავამტკიცეთ. ზოგადი თაქფირი, ზოგჯერ პიროვნულ თაქფირს საჭიროებს, აქ მთავარი პირობების არსებობა და დამაბრკოლებლების განულებაა. თუ პირობები წარმოიქმნება და დამაბრკოლებლები განულდება, მაშინ თაქფირი შესრულდება, რაც ალლაჰის ერთ-ერთი ბრძანებაა და არა ხარიჯიტობა. ახლა კი, პიროვნულ თაქფირთან დაკავშირებით ისლამის სწავლულების აზრი მოვისმინოთ.
1)            იმამა ზაჰაბი ნაწარმოებში, რომლის სახელია „Kitabu-l Arş” გადმოსცემს: ‘ჯაჰმ’-ის გვერდით მდგომმა „ალლაჰი ‘არშ’-ზეა-ო თქვა. ამის საპასუხოდ ქალმა თქვა: ‘განსაზღვრული განსაზღვრულის ზემოთ?! ამის გაგონებაზე იმამ ასმაი-მ თქვა: „ის, ამ სიტყვის გამო ქააფირი გახდა“.[13]( Raşid b. Ebi’l ‘Ula, “Davabitu Tekfiri’l-Muayyen”, გვ. 150.).
2)            იმამ აჰმედ-თან ორი კაცი მივიდა. იმამი ერთ-ერთს ჰკითხავს თუ რას ფიქრობს ალლაჰის სიტყვის (ყურანის) შესახებ. კაცი ეტყვის, რომ ალლაჰის სიტყვა ქმნილიაო. რის შემდეგაც, იმამი ამ კაცზე თაქფირს გამოიტანს.[14] (იგივე ნაწარმოები. გვ. 151.).
3)            იმამ აჰმად ბინ ჰანბელს ერთი კაცის შესახებ აცნობეს, რომელიც ამბობდა, რომ ყურანი ქმნილია და ის, ვინც მსგავს აზრზე არ იქნება ურწმუნოაო. იმამმა ამ კაცის შესახებ თქვა: „ეს კაცი თვითონ ქააფირია და ალლაჰმა დასწყევლოს იგი.“
4)            ერთი კაცი იმამ შააფ-თან მიდის და ეუბნება, რომ ყურანი ქმნილია. ამის გამო შააფი ამ კაცს ურწმუნოს უწოდებს.[15]
5)            ჰაფიზ იბნ-ი ჰაჯერ-ი ამბობს: ჩემ შეიჰს, ჰაფიზ სირაჯუდდინ-ს ვკითხე თუ რას ფიქრობდა იბნ-ი არაბი-ს შესახებ. შეიჰმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თქვა, რომ „ის ქააფირია“.[16](იგივე ნაწარმოები, გვ. 151.).
მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა, რომ გავაგრძელოთ ფურცლები არ გვეყოფა, რადგან ისლამის სწავლულების მიერ დათაქფირებული პიროვნება ძალიან ბევრია. ამ თემიდან გავიგეთ ის, რომ ზოგადი თაქფირი ყოველთვის პიროვნულ თაქფირს არ საჭიროებს. მნიშვნელოვანია თაქფირის პირობების არსებობა და დამაბრკოლებლების განულება.


[1] Sahihu’l Cami, 72. Tirmizi, Buyu, 52, hadis no. 1295.
[2] Buhari, Hudud, 5, hadis no. 6780.
[3] Sahihu İbn-i Mace, 2720.
[4] Kava’id fi’t-Tekfir, გვ. 60.
[5] Sahihu Abu Davud, 3758.
[6] Tahavi, “Şerhu Me’ani’l-Asar”, 4798.
[7] Kava’id fi’tTekfir, გვ. 61.
[8] Muslim, Tevbe, 1, hadis no: 2747.
[9] “Mecmuu’l-Fetava”, 23/195.
[10] “Mecmuu’l-Fetava”, 35/101.
[11] “Mecmuu’l-Fetava”, 3/147-148.
[12] გვ. 31
[13] Raşid b. Ebi’l ‘Ula, “Davabitu Tekfiri’l-Muayyen”, გვ. 150.
[14] იგივე ნაწარმოები. გვ. 151.
[15] იგივე ნაწარმოები. გვ. 154
[16] იგივე ნაწარმოები, გვ. 151.