25 May 2018

არამუსლიმის სალამი როგორ უნდა ავიღოთ? შეგვიძლია თუ არა, რომ არამუსლიმს სალამი პირველმა მივცეთ?


არამუსლიმის სალამი როგორ უნდა ავიღოთ? შეგვიძლია თუ არა, რომ არამუსლიმს სალამი პირველმა მივცეთ?


აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუ 'ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: "პირველმა ქრისტიანებსა და ებრაელებს სალამი არ მისცეთ. გზაში მათგან რომელიმეს თუ შეხვდებით, ზიანის მიყენების გარეშე აიძულეთ, რომ გზის კუთხიდან გაიაროს." (Müslim, Selam 13. Ayrıca bk. Ebu Davud, Edeb 138; Tirmizi, İsti‘zan 12; İbni Mace, Edeb 13).

ანასის (რადიალლაჰუ 'ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: "აჰლი ქითაბი (ქრისტიანი და ებრაელი) სალამს თუ მოგცემთ, უპასუხეთ: 'ვა ალეიქუმ.'" (Buhari, İsti’zan 22, Mürteddin 4; Müslim, Selam 6–9).

უსამას (რადიალლაჰუ 'ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალლამ) ისეთ საზოგადოებას გადაეყარა, სადაც მუშრიქები, მუსლიმები, კერპთაყვანისმცემლები და ებრაელები იმყოფებოდნენ. შუამავალმა (სალლალლაჰუ 'ალეიჰი ვა სალლამ) მათ სალამი მისცა. (Buhari, İsti’zan 20; Müslim, Cihad 116).

დასკვნა:
1) არამუსლიმზე პირველად სალამის მიცემა ჰარამია,
2) მათ სალამს შემდეგნაირად უნდა ვუპასუხოთ: 'ვა ალეიქუმ',
3) შერეულ საზოგადოებაში, სადაც მუსლიმი და არამუსლიმი ერთად იმყოფება, სალამის მიცემა დაშვებულია - (სალამის ობიექტი მუსლიმია).
4) პატივისცემის მიზნით, მათზე გზის დათმობა კარგი არ არის.