20 May 2018

რამაზნის შეტყობინება

 
   დიდი ნი’მეთი (წყალობა) და ჯილდო ჩვენს წინაა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რამაზნის თვეს მუბაარექი (წყალობიანი, მოსავლიანი) თვე უწოდა: „თქვენთან მუბარექი თვე მოვიდა.“ (Nesai). მართლაც, რამაზნის თვე მუბაარექია, რადგან ალლაჰი (სუბჰანეჰუ ვა თე’ალა) ამბობს, რომ რამაზნის თვეში „სამოთხის კარები იხსნება და ჯოჯოხეთის კარები იკეტება.“ ალლაჰს ჩვენთვის სიკეთე უნდა და ეს თვეც ამის მიზეზია. ეს თვე მსგავსია ხმლისა, რომელსაც ორივე პირი მჭრელი (ბასრი) აქვს, ვინც ამ თვის ღირებულებას გაიგებს, მისგან სარგებელს მიიღებს, ხოლო ვინც ამ თვეს უგულისყუროდ ჩააგდებს, მისი საქმის პასუხისმგებელი იქნება (დაისჯება).
   „ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიმბერზე ავიდა და სამჯერ ‘ამინ’ თქვა. საჰაბემ ამის მიზეზი ჰკითხა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: ‘ჩემთან ჯიბრილი (‘ალეისალამ) მოვიდა და თქვა: ‘ის ვინც შენს სახელს გაიგონებს და სალამს არ მოგიძღვნის მიწაზე ცხვირით ეთრიოს, მეც ამინ ვთქვი. ვინც რამაზნის თვეს მოესწრება და ცოდვების საპატიებლად ამელს (საქმეს) არ გააკეთებს ცხვირით მიწაზე ეთრიოს, მეც ამინ ვთქვი. დედ-მამას ან მათგან რომელიმეს სიბერეში თუ მოესწრება და სამოთხეში ვერ შევა, ცხვირით მიწაზე ეთრიოს, მეც ამინ ვთქვი.’“ (საჰიჰია, გადმოცემულია ანასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ)).
   აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვას გადმოგვცემს: „ის ვინც რამაზნის თვეში მარხვას, რწმენით და მადლის ალლაჰისგან მოლოდინით გაატარებს, წარსული ცოდვები ეპატიება (ალლაჰის მიერ).“ (საჰიჰ).
   არ დაგავიწყდეთ ეშმაკი ადამიანის მტერია. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი ბერექეთიანი თვისგან სარგებელი ვერ ვნახოთ. ამ თვის მოახლოებამდე უფრო აქტიური იქნება იმისთვის, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიგვაღებინოს. რამაზნის თვეში მისი ძალა სუსტდება, ამ თვეში ალლაჰმა მისი ძალა შეკვეცა. რამაზნის თვის მოსვლამდე ადამიანს ყველანაირ ვასვასას მისცემს და გულში უამრავ ეჭვს გაუჩენს. ჩვენი ვალია მისგან და მისი სიავისგან ალლაჰს შევეკედლოთ. ჩვენი სურვილი არის ის, რომ ალლაჰმა მოგვცეს საშუალება, რათა მოვესწროთ ამ თვეს და მისგან სარგებელი მივიღოთ.
რამაზნის თვეში მარხვას ისე თუ შეასრულებთ, როგორც ალლაჰს სურს, მაშინ ეს მარხვა თქვენთვის წყალობა, მასწავლებელი და სასარგებლო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მშიერი დარჩებით, სარგებელს ვერ ნახავთ. აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „ალლაჰი ბრძანებს: ‘მარხვის გარდა, ადამიანის ყველა ამელი (ქმედება) მისია (ადამიანისაა), მარხვა ჩემია და მის სამაგიეროს მე გადავიხდი, რადგან ადამიანმა ჭამა-სმა და ვნება-სურვილი ჩემი კმაყოფილების მოსაპოვებლად მიატოვა. მარხვა ადამიანის ფარია, ვინც მარხული იქნება ცუდი სიტყვა არ თქვას, ხმას არ აუწიოს. თუ ვინმე მარხულს ცუდი სიტყვებით მიმართავს ან ჩხუბს დაუწყებს, უთხრას, რომ მარხულია. მუჰამმადის ღვთაებას ალლაჰს ვფიცავ, რომ ალლაჰისთვის მარხულის პირის სუნი მისქის სუნზე უფრო მშვენიერია.“ მარხვას თან ორი სასიხარულო რამ ახლავს: იფთარისა და ალლაჰის წინაშე (მომარხულის ფორმაში) წარსდგომის დრო.
   სხვა ჰადისში შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ვინც ტყუილს არ დათმობს, ალლაჰს ადამიანისგან შიმშილი და წყურვილი არაფრად სჭირდება.“ (ბუჰარი).
   აბუ უბაიდა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გადმოგვცემს: „მარხვა ადამიანის ფარია მანამ, სანამ ადამიანი მას არ გატეხავს.“ (იმამ აჰმედ).
   მარხვით მოპოვებული სარგებელი: 1) ალლაჰის წინაშე ვალს მოვიხდით, 2) მარხვის საშუალებით მადლს მოვიგებთ, 3) მარხვის საშუალებით საკუთარ თავთან ბრძოლას და გაჭირვებულების მდგომარეობას გავაცნობიერებთ.
   ეს ისეთი ამელია, რომ ანგელოზებმაც კი არ იციან მის სანაცვლოდ რამდენი მადლი უნდა დაწერონ. ალლაჰმა ბრძანა: „მარხვა ჩემია და მის სანაცვლოს მე გადავიხდი.“ ღირებული ამელის სანაცვლოდ, უზენაესი ალლაჰი მარხვის სანაცვლოს მორწმუნეს თვითონ მისცემს.
   შიმშილი და წყურვილი ადამიანს ახსენებს იმ ნი’მეთებს (ალლაჰის წყალობას), რაც ალლაჰმა მას უბოძა. ადამიანს საშუალება აქვს კიდევ ერთხელ დაფიქრდეს თუ ვინ არის მისი ღვთაება. ასევე, მარხვა ადამიანს ასწავლის იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც შიმშილითა და წყურვილით ათენებს დღე-ღამეს. მარხვა ადამიანს ასწავლის თუ როგორ უნდა დაიმშვიდოს თავი რთულ სიტუაციებშიც კი, „მე მარხული ვარ!“. მშიერი ადამიანი უხასიათო და გაბრაზებულია, მარხული ადამიანი კი არა. მარხვა ადამიანის ნაფსის (საკუთარი თავის) წინააღმდეგ ბრძოლაა, გაბრაზების დროს სიტყვების „მე მარხული ვარ“ გახსენებაა. ჰადისისგან ვხვდებით, რომ დადებითი მარხვა და უარყოფითი მარხვა ენის საშუალებით განისაზღვრება, ‘ტყუილი არ თქვა’, ‘ცუდი სიტყვა არ თქვა’, ‘ხმას არ აუწიო’, და ა.შ.
   ეს ორგანო (ენა) მიზეზია სამოთხეში მოხვედრის და ასევე ჯოჯოხეთში მოხვედრის. ადამიანს ენის საშუალებით შეუძლია განადიდოს ალლაჰი, ასევე ენის საშუალებით შეუძლია თქვას ისეთი რამ, რაც ჯოჯოხეთში მოხვედრის მიზეზი გახდება. აქედან გამომდინარე მარხვა ენის მწვრთნელია.
   „2/185. რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისგან. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰის ნებაა თქვენთვის შვება და არა ვნება და რომ შეასრულოთ ეს რაოდენობა და ადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაგადგინათ. ეგებ მადლიერნი იყოთ!“
   როგორც ვიცით ყურანის კითხვა დიდი მადლია, მაგრამ რამაზნის თვეში ყურანის კითხვა კი უფრო დიდი მადლია, ვიდრე დანარჩენ თვეში ნაკითხი ყურანის მადლი. რამაზნის თვე შანსია იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა (ყურანი) უკეთ გავიგოთ. ნუ დავკარგავთ და ნუ გავუშვებთ ამ შანსს ხელიდან!
   რამადნის თვეში მოგებული ჯილდო, დანარჩენ თვეებში მოპოვებულ ჯილდოზე უფრო მეტია. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) როგორც საქმეში ასევე ღვთისმსახურებაში ადამიანთა შორის ყველაზე გულუხვი იყო. ის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) და ჯიბრილი რამაზნის თვეში ყურანის აიათებით ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
   შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიკეთის კეთებაში აქტიური და როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემო მყოფთათვისაც სასარგებლო პიროვნება იყო.
   ეს თვე ალლაჰისთვის მიძღვნილი თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თვე ღვთისმსახურებაში და ყურანის კითხვაში უნდა გავატაროთ. ამასთან ერთად, ამ თვის სასარგებლო საქმეებიდან უპირველესი საქმე (ამელი) მონანიებაა. რამაზნის თვე შემწყნარებლობისა და მორწმუნეებისთვის ცეცხლისგან გადარჩენის თვეა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს თვე მონანიებასა და ღვთისმსახურებაში გავიყვანოთ. უნდა ვეცადოთ, რომ ამ თვეში ჩვენი ამელის (საქმეების) სანაცვლოდ ალლაჰის წყალობა და ჰიდაეთი (სწორი, ჭეშმარიტი გზა) მოვიპოვოთ.
   ჯიბრილმა (‘ალეისალამ) დასწყევლა და შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ‘ამინ’ თქვა ისეთ ხალხზე, ვინც ამ თვეს მოესწრება და ისეთ საქმეებს არ გააკეთებს, რომლითაც ალლაჰის წყალობას მოიპოვებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამაზნის თვეში შესრულებული ღვთისმსახურებების ღირებულებაზე.
   მიუხედავად იმისა, რომ შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) წარსული და მომავალი ცოდვები ნაპატიები ჰქონდა, ის მაინც დღეში ასჯერ მონანიებას ასრულებდა, ყოველი ნამაზის დროს ალლაჰისგან შემწყნარებლობას ითხოვდა. შუამავალი მისი მდგომარების მიუხედავად თუ ასე იქცეოდა, მაშინ ჩვენზე რა შეიძლე, რომ ითქვას?!
   ეს თვე ვედრების თვეა. როგორც ჩვენთვის ასევე მუსლიმებისთვის დუის (ვედრების) გაკეთება აუცილებელი პირობაა. ისლამის უმმას (თემი, საზოგადოება) ჩვენი დუა-ვედრება სჭირდება. მუსლიმები მსოფლიოს ყველა კუთხეში, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების მხრიდან დისკრიმინაციას და დამცირებას განიცდიან. მუსლიმების დაჩაგვრას ყველანაირი ხერხით ცდილობენ. ეჰლი სუნნა ისეთივე უცხო მდგომარეობას დაუბრუნდა, როგორიც თავჰიდის (ერღმერთიანობის) მოსვლის (გამოცხადების) დროს იყო. ამ მდგომარეობიდან მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ნებითა და მასზე ვედრების შესრულებით თუ გამოვალთ.
   რამაზნის თვე დახმარების თვეა. ისლამის ისტორიაში, ამ თვეში მოპოვებული გამარჯვების რიცხვი დანარჩენ თვეებში მოპოვებულ გამარჯვებებზე მეტს აღწევს. მაშინ, როცა წყალობის კარები გახსნილია, მოდით ყველამ ერთად ღამ-ღამობით ალლაჰს დუა-ვედრება გავუკეთოთ.
   ბევრ მუსლიმს დღე, ეშმაკისგან შთაგონებული სიტყვების („მე დღეს რა შემიძლია, რომ...“) მეშვეობით, სიზარმაცითა და შიშით ტყუილ-უბრალოდ გაჰყავს. ყოველ მუსლიმს შეუძლია ისლამის აღორძინებისთვის რაღაცის გაკეთება და ეს რაღაც დუა-ვედრებაა. მუსლიმებისთვის გულწრფელი დუის-ვედრების გაკეთება, მუსლიმების მიმართ ყველაზე დიდი სამსახურის გაწევას ნიშნავს.
   ეს თვე მიზეზია იმის, რომ უკეთ გავიგოთ მშიერი ადამიანების მდგომარეობა, ასევე გავიგოთ და შევაფასოთ ალლაჰის წყალობა, რომელიც ჩვენ გვიბოძა. ყოველივე ეს ალლაჰზე მსახურებასა და თაყვანისცემას აუცილებელს ხდის. დროა დავფიქრდეთ, თუ რაოდენ გვიყვარს ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის სიმდიდრე, რომელიც ალლაჰის წინაშე აღსდგომის დღეს სარგებელს ვერ მოგვიტანს.
   ამ თვეში აუცილებელი ნამაზების გარდა ნაფილე (ნებაყოფლობითი) ნამაზიც უნდა შევასრულოთ. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
   „73/1. ჰეი შენ, სამოსში გახვეულო! 
2. აღავლინე ლოცვა ღამით, თუნდაც მცირედი, 
3. ან მისი ნახევარი ან გამოაკელი მას ცოტა, 
4. ან დაამატე მასზე და ლამაზად იკითხე ყურანი, აუჩქარებლად (დინჯად). 
5. უეჭველად, ჩვენ ზეგარდმოვავლენთ შენზე მძიმე სიტყვას (1) (ყურანს), 
6. უეჭველად, ღამით წამოდგომა (ძნელია, მაგრამ) უფრო ქმედითია და უფრო ნაყოფიერი. 
7. უეჭველად, შენთვის დღისით უფრო დიდი დატვირთულობაა. 
8. და ახსენე სახელი შენი ღმერთის და მთელი ძალისხმებით იღვაწე მისკენ ყველაფრისგან შორს.“ 
   „32/15. ჩვენს აიათებს მხოლოდ ისინი იწამებენ, რომელნიც სეჯდეს აღასრულებენ შეხსენებისთანავე და განადიდებენ თავიანთ ღმერთს ქება-დიდებით და ეგენი არც გაგოროზდებიან! 16. ისინი საწოლებს განშორდებიან თავიანთ ღმერთზე შესავედრებლად ძრწოლვით და სასოებით, და რა სარჩოც ვუბოძეთ, გაიღებენ იქიდან!“
   ალლაჰის შუამავალმა (სალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ის, ვინც რამაზნის თვეში ნამაზს რწმუნებით და მადლს ალლაჰისგან მოლოდინით შეასრულებს, წარსული ცოდვები ეპატიება.“ (Muttefekun Aleyh).
   ამ თვის ტყუილ-უბრალოდ, სიმღერის მოსმენით ან ტელევიზორის ყურებით გატარება, მართლაც და რაოდენ დიდი სირცხვილი და დანაკარგია მუსლიმი თემისთვის.