23 May 2018

9. სურა თაუბა აიათი 113-114 - ალლაჰზე მუშრიქი ახლობლების შეწყალებისთვის თხოვნა

9/113. და არ არის (2) (მიღებული) შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მათთვის, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან ეგენი.
114. და არ იყო შეწყნარების თხოვნა იბრაჰიმის მიერ თავისი მამისათვის, გარდა აღთქმის აღსრულებისა, რომელიც მან აღუთქვა. მაგრამ, როცა მისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ალლაჰის მტერია, განუდგა მას. უეჭველად, იბრაჰიმი თანამგრძნობი და მომთმენი იყო.

განმარტება:
იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, საიდ ბინ მუსაიიაბ-ის მეშვეობით, მამისგან გადმოსცემს: აბუ ტალიბის სიკვდილამდე, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მისთან მივიდა. აბუ ტალიბის გვერდით აბუ ჯაჰილი და აბდულლაჰ ბინ უმაიია-ც იყვნენ. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბიძას მიმართა: „ჰეი ბიძაჩემო! თქვი ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ და ალლაჰის წინაშე (ალლაჰის ნებით) შუამდგომლობას გაგიწევ.“ აბუ ჯაჰილმა და აბდულლაჰ ბინ უმაიაა-მ აბუ ტალიბს უთხრეს: „ჰეი აბუ ტალიბ! ნუთუ შენ აბდულმუტტალიბის რელიგიას ზურგს შეაქცევ?!“ აბუ ტალიბმა თქვა: „მე აბდულმუტტალიბის რელიგიაზე ვარ.“ ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „ალლაჰს შენთვის პატიებას მანამ ვთხოვ, სანამ არ ამეკრძალება.“ რის შემდეგაც უზენაესმა ალლაჰმა აიათი მოავლინა: „და არ არის (2) (მიღებული) შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მათთვის, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან ეგენი.“ ამ საკითხთან დაკავშირებით, უზენაესმა ალლაჰმა სხვა აიათიც მოავლინა:
„28/56. უეჭველად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზაზე, ვინც გიყვარს. მხოლოდ ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ინებებს ვისაც. და ალლაჰმა უკეთ უწყის თუ ვინ არის ჭეშმარიტ გზაზე!“ - ამას ბუჰარი და მუსლიმი გადმოგვცემს.1(Sahih. Buhari, 1360, 4772; Müslim, 24; Nesai, et-Tefsir, 250; Ahmed b. Hanbel, 5/533).

იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, ალი იბნ აბუ ტალიბის-გან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „გავიგონე თუ როგორ ევედრებოდა ალლაჰს ორი პიროვნება თავიანთი მშობლების პატიებისთვის და ვთქვი: ‘ნუთუ ვინმე თავიანთი გარდაცვლილი მუშრიქი მშობლებისთვის პატიებას ითხოვს?!’ ერთ-ერთმა მიპასუხა: „ნუთუ იბრაჰიმმა (‘ალეისალამ) ალლაჰს თავისი მამისთვის პატიება არ სთხოვა?’ მეორემ თქვა: ‘ეს სიტყვები ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მეც ვუთხარი, რის შემდეგაც ეს აიათი მოევლინა: „და არ არის (2) (მიღებული) შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მათთვის, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან ეგენი.“ იმამ აჰმად ბინ ჰანბელი ამბობს: „სიტყვის (‘სიკვდილის შემდეგ’) გადმომცემებიდან სუფიანმა თქვა თუ ისრაილმა არ ვიცი. მე (იბნი ქასირ) ვამბობ, რომ ამ სიტყვას (‘სიკვდილის შემდეგ’) მუჯაჰიდ-იც გადმოსცემს.“2(Tirmizi, 3101; Nesai, 4/91; Hakim, 2/335; თირმიზი ჰადისს ჰასენად, ჰაქიმ-ი კი საჰიჰად მიიჩნევს).

იმამ აჰმად ბინ ჰანბელი ბურაიდა-სგან გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად გზაში ვიყავით. ერთ ადგილას დავბინავდით. ჩვენ კი, როგორც ათასი ცხენოსანი მის ერთად ვიყავით. ორი მუხლი ნამაზი შეასრულა. შემდეგ ჩვენთან აცრემლიანებული მოვიდა. ომარ ბინ ჰატტაბ-ი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ეგრევე წამოდგა, მისთან მივიდა და ჰკითხა თუ რა ხდებოდა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უზენაეს ალლაჰს დედაჩემის შეწყალებისთვის პატიება ვსთხოვე, ალლაჰმა კი მსგავსი საქციელი ამიკრძალა. ჯოჯოხეთში მისი მდგომარეობის წარმოდგენის გამო დავმწუხრდი და ცრემლები წამომივიდა. უწინ თქვენ სამი რამ აგიკრძალეთ: საფლავის მონახულება აგიკრძალეთ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მოინახულოთ. დაე მათმა მონახულებამ თქვენ კარგი გაგახსენოთ. ყურბნის ხორცის სამი დღის შემდეგ შენახვა აგიკრძალეთ. ამის შემდეგ კი რამდენ ხანსაც გინდათ, იმდენ ხანს შეინახეთ. სათავსოდან დალევა აგიკრძალეთ. ამის შემდეგ ნებისმიერი სათავსოდან შეგიძლიათ დალიოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ სათავსოდან არ დალიოთ, სადაც ალკჰ. სასმელია.“3(Sahih. Müslim, 977, 3/1584; Ahmed b. Hanbel, 5/350-355; İbn Hibban, 5390).

ავფი, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დედის შეწყალებისთვის ალლაჰისგან პატიება ითხოვა, ალლაჰმა კი მსგავსი საქციელი აუკრძალა. „მაგრამ იბრაჰიმმაც ითხოვა მისი მამის შეწყალებისთვის პატიება.“ ამ სიტყვების შემდეგ უზენაესმა აიათი მოავლინა: „და არ იყო შეწყნარების თხოვნა იბრაჰიმის მიერ თავისი მამისათვის, გარდა აღთქმის აღსრულებისა, რომელიც მან აღუთქვა.“ ალი ბინ აბუ ტალჰა, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათის შესახებ გადმოგვცემს: „მუსლიმები მუშრიქი ახლობლებისთვის ალლაჰისგან შეწყალებას ითხოვდნენ. ამ აიათის მოვლენის შემდეგ მკვდარი მუშრიქებისთვის შეწყალების თხოვნა მიატოვეს. სიკვდილამდე კი, მათი შეწყალებისთვის ალლაჰზე თხოვნა არ აკრძალულა (ალლაჰის მხრიდან). შემდეგ კი უზენაესმა აიათი მოავლინა: ‘და არ იყო შეწყნარების თხოვნა იბრაჰიმის მიერ თავისი მამისათვის, გარდა აღთქმის აღსრულებისა, რომელიც მან აღუთქვა.’

ქათადა ამ აიათის შესახებ ამბობს: საჰაბეს ერთმა ნაწილმა ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰკითხა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! ჩვენ შორის იყვნენ ხალხი, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ მეზობლურ და ნათესაურ კავშირებს, მონებს ათავისუფლებდნენ, ვალებს იხდიდნენ და მათზე დაკისრებულ სხვა მოვალეობებსაც ასრულებდნენ. შეგვიძლია, რომ მათთვის შეწყალება ვითხოვოთ?“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „დიახ, შეგიძლიათ. როგორც იბრაჰიმი სთხოვდა ალლაჰს თავისი მამის შეწყალებას, ასევე მეც ვსთხოვ ალლაჰს მამაჩემის შეწყალებას.“ ამ სიტყვების შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა აიათი მოავლინა: „და არ არის (2) (დაშვებული) შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მათთვის, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან ეგენი.“

„და არ იყო შეწყნარების თხოვნა იბრაჰიმის მიერ თავისი მამისათვის, გარდა აღთქმის აღსრულებისა, რომელიც მან აღუთქვა. მაგრამ, როცა მისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ალლაჰის მტერია, განუდგა მას. უეჭველად, იბრაჰიმი თანამგრძნობი და მომთმენი იყო.“ როგორც ცნობილია, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ოთხი რაღაც მებრძანა, რაც ჩემს გულში დამკვიდრდა. მებრძანა, რომ არ ვითხოვო შეწყალება მასზე, ვინც მუშრიქად გარდაიცვალა. ის, ვინც ქონების ნაწილს გასცემს სარგებელს ნახავს, თუ არა და ის ქონება მისთვის საზიანო იქნება...“4(Taberi, 17347).

სუფიან-ი სავრი, საიდ ბინ ჯუბაირ-ისგან გადმოგვცემს: გარდაცვლილი იუდეველი იყო, რომელსაც მუსლიმი შვილი ჰყავდა. შვილმა მის ჯანაზას არ დაესწრო. ეს ამბავი იბნ აბბასს (რადიალლაჰუ ‘ანჰ) როცა უთხრეს, მან ასეთი პასუხი გასცა: „ჯანაზას უნდა დასწრებოდა და დაესაფლავებინა კიდეც. სანამ ცოცხალი იქნებოდა (მამამისი) მისი შეწყალებისთვის ალლაჰზე დუა უნდა გაეკეთებინა, სიკვდილის შემდეგ კი ეს მოქმედება უნდა შეეწყვიტა.“ შემდეგ იბნ აბბას-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათი წაიკითხა: „და არ იყო შეწყნარების თხოვნა იბრაჰიმის მიერ თავისი მამისათვის, გარდა აღთქმის აღსრულებისა, რომელიც მან აღუთქვა. მაგრამ, როცა მისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ალლაჰის მტერია, განუდგა მას.“ და თქვა: „ანუ (იბრაჰიმმა) მისთვის (მამამისის სიკვდილის შემდეგ, მისი შეწყალებისთვის) ვედრება აღარ გააკეთა.“

„მაგრამ, როცა მისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ალლაჰის მტერია, განუდგა მას.“ - იბნ აბბას-ი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „იბრაჰიმი (‘ალეისალამ) მამამისის შეწყალებისთვის ალლაჰს ევედრებოდა მანამ, სანამ ის (მამამისი მუშრიქად) არ გარდაიცვალა. როცა უკვე მიხვდა, რომ ის ალლაჰის მტერი იყო (ანუ გარდაიცვალა, როგორც მუშრიქი), ვედრებისგან შორს დადგა.“ სხვა გადმოცემაში ნათქვამია: „მამამისის სიკვდილის შემდეგ მიხვდა, რომ ის ალლაჰის მტერი იყო.“ ამავეს ამბობს მუჯაჰიდი, დაჰჰაქი, ქათადა და სხვები.

უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „უეჭველად, იბრაჰიმი თანამგრძნობი და მომთმენი იყო.“ სუფიან-ი სავრი და სხვები, იბ მას’უდ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემენ: „აიათში მოხსენებული სიტყვა „ავვაჰ“ ბევრი ვედრების გამკეთებელს ნიშნავს.
დიდი სწავლული, იმამ თაბარი-მ თქვა: „ვედრება ხშირად იმისგან მიიღება, რომელიც ალლაჰს ხშირად და გულწრფელად ევედრება, რადგან ხშირი ვედრების გამკეთებელნი მჩაგვრელების წინაშე რბილი და კეთილები არიან. ამის მაგალითი იბრაჰიმია, რომელიც თავისი მამის შეწყალებისთვის ალლაჰს ევედრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა მის წინააღმდეგ მწვალებლური თვისებებით გამოირჩეოდა:

„19/46. (მამამისმა) უპასუხა: „ჰეი, იბრაჰიმ, ნუთუ შენ პატივს არ სცემ ჩემს ღმერთებს? თუკი შენ თავს არ მიანებებ ამას, დიახაც, რომ ჩაგქოლავ. გამეცალე დიდი დროით (1) (ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს!)!
47. მიუგო (იბრაჰიმმა): „მშვიდობა შენდა! ჩემს ღმერთს შენთვის პატიებას ვთხოვ, უეჭველად, იგი მოწყალეა ჩემს მიმართ!“ ამ თვისებების გამოა, რომ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „უეჭველად, იბრაჰიმი თანამგრძნობი და მომთმენი იყო.“