23 May 2018

5. სურა მაიდა აიათი 57-58 - როგორ შეუძლიათ მუსლიმებს ურწმუნოების მეგობრად აყვანა მაშინ, როცა ისინი ისლამს დასცინიან

5/57. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მეგობრად არ აირჩიოთ, რომელთაც თქვენი რწმენა მასხრად და აბუჩად აუგდიათ, იმათგან, ვისაც თქვენ უწინ მიეცა წიგნი, და არცა ურწმუნონი (1) (ურჯულონი და წარმართნი), და გეშინოდეთ ალლაჰისა, თუ ხართ მორწმუნენი თქვენ!
58. და როცა ლოცვისკენ მოუწოდებთ (1) (ლოცვის დროს აცნობებთ ეზნით) თქვენ, ეგენი ამას დასცინიან და ამასხარავებენ. ეს იმიტომ, რომ ეგენი არიან ხალხი, რომელნიც არ შეიგნებენ.

განმარტება:
ეს აიათი მუსლიმებს აფრთხილებს და ჭეშმარიტი წესის მიხედვით, აჰლი ქითაბისა (ქრისტიანები და იუდეველები) და მუშრიქების მეგობრობას უკრძალავს, ასევე გვაცნობებს თუ (მათთან მეგობრობა) რაოდენ ცუდი და საზარელი საქციელია. „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მეგობრად არ აირჩიოთ, რომელთაც თქვენი რწმენა მასხრად და აბუჩად აუგდიათ, იმათგან, ვისაც თქვენ უწინ მიეცა წიგნი, და არცა ურწმუნონი“, ანუ ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, არ დაუახლოვდეთ მათ, რომელთაც მათი არასწორი აზრების მიხედვით თქვენი რელიგია, ისლამი მახსრად აიგდეს. „და გეშინოდეთ ალლაჰისა, თუ ხართ მორწმუნენი თქვენ!“, ანუ გაუფრთხილდით ალლაჰის აკრძალვას და ისინი, რომლებიც თქვენი და ისლამის მტრები არიან, მეგობრებად არ აიყვანოთ. ამასთან დაკავშირებით ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს (რომლის თაფსირიც უკვე გავაზიარეთ): „3/28. არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება. გამონაკლისია, თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობთ. და ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ, და მხოლოდ ალლაჰთანაა მისაქციელი (ფინიში).“

„და როცა ლოცვისკენ მოუწოდებთ (1) (ლოცვის დროს აცნობებთ ეზნით) თქვენ, ეგენი ამას დასცინიან და ამასხარავებენ.“, ანუ ჭკუის პატრონი ყველა, ნამაზს ღვთისმსახურების მაღალ საფეხურად აღიარებს, მიუხედავად ამისა, ეზნის კითხვის დროს, ისინი დასცინიან და ამასხარავებენ. „ეს იმიტომ, რომ ეგენი არიან ხალხი, რომელნიც არ შეიგნებენ.“, ანუ ეს ქმედება (მათი ქმედება) გამოიწვია იმან, რომ მათ არ შეიგნეს ალლაჰისადმი მსახურება და ალლაჰის შარიათი, რაც ეშმაკის მიმყოლთა თვისებაა.

„ეზნის კითხვის დროს ეშმაკი ისეთ ადგილას გარბის, სადაც ეზნის მოსმენა შეუძლებელია. ეზნის კითხვის დასრულების შემდეგ კი უკან ბრუნდება. ნამაზის ‘დაყამეთების დროს’ ისევ გარბის და ‘ყამეთის“ დასრულების შემდეგ უკან ბრუნდება და ადამიანის ფიქრებში ერევა. ადამიანს უჩურჩულებს და ეუბნება: „ეს გაიხსენე, ის გაიხსენე“. ბოლოს პიროვნებას არც კი ახსოვს რამდენი მუხლი შეასრულა. თქვენგან რომელიმე მსგავსს თუ იგრძნობს, სალამის მიცემამდე ორჯერ ‘საჯდა’ გააკეთოს.“1(Buhari, 608; Müslim, 389. აბუ ჰურაირასგან გადმოგვცემს).

ასბათ-ი სუდდი-სგან აიათის „და როცა ლოცვისკენ მოუწოდებთ (1) (ლოცვის დროს აცნობებთ ეზნით) თქვენ, ეგენი ამას დასცინიან და ამასხარავებენ.“ შესახებ გადმოგვცემს: მედინაში მცხოვრები ქრისტიანი, „მუაზზინ“-ის სიტყვებზე „აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ“ შემდეგს ამბობდა: „მატყუარა დაიწვას!“. ერთ ღამეს მაშინ, როცა ქრისტიანს და მის ოჯახს ეძინათ, მოსამსახურე სახლში ცეცხლით შევიდა, ცეცხლის ნაპერწკალი ძირს დაეცა და სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ოჯახი კი სახლთან ერთად დაიწვა. ამას თაბარი და იბნ აბუ ჰათიმი ერთად გადმოსცემს.

იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, აბუ მაჰზურა-სთან მცხოვრები ობლის აბდულლაჰ ბინ მუჰაირიზ-ისგან გადმოგვცემს: მე აბუ მაზჰურას ვუთხარი: „ბიძია! მე შამში მივდივარ. ვშიშობ, რომ შენი ეზნის შესახებ არ მკითხონ.“ აბუ მაჰზურ-მა „კარგი“ თქვა და ამბავის მოყოლა დაიწყო: „ჯგუფთან ერთად მივდიოდით. ჰუნაინის გზაზე შუამავალს და მის ერთად მყოფებს შევხვდით. მუაზინმა ეზანი წაიკითხა მაშინ, როცა ერთ ადგილას ვიყავით წამოწოლილები. ჩვენც მათზე მიბაძვით და დაცინვით ყვირილი დავიწყეთ. შუამავალმა ჩვენი ხმა როგორც კი გაიგონა, რამოდენიმე კაცი გამოგზავნა და მის წინაშე წარვსდექით. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იკითხა: „თქვენგან რომელია ის, ვინც ხმამაღლა ყვიროდა?“. ყველამ ჩემზე მიანიშნა, რის შემდეგაც შუამავალმა ისინი გაუშვა მე კი წასვლის უფლება არ მომცა და ასე მითხრა: „ადექი და ეზანი წაიკითხე!“. შუამავალზე და ეზანზე საძულველი ჩემთვის არაფერი არ იყო. შუამავალთან ახლოს დავდექი, რის შემდეგაც შუამავალმა ეზანი წამიკითხა და მიბრძანა, რომ მეთქვა: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ. აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილალლაჰ. აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ. აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ.“ შემდეგ მითხრა: „თავიდან, ხმამაღლა გაიმეორე!“ და გააგრძელა: „აშჰადუ ან ლაა ილალა ილლალლაჰ, აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლალლაჰ. აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ, აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ. ჰაიია ‘ალასსალაჰ, ჰაიია ‘ალასსალაჰ. ჰაიია ‘ალალ-ფალაჰ, ჰაიია ‘ალალ-ფალაჰ. ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ. ლაა ილაჰა ილლალლაჰ.“

ეზნის კითხვის დასრულების შემდეგ მისთან დამიძახა და ცოტაოდენი ვერცხლის ქისა მომცა. შემდეგ კი ხელით მაჰზურა-ს მუცელს შეეხო და თქვა: „ალლაჰმა ბარაქა მოგცემს, ალლაჰმა ბარაქა მოგცეს.“ მე შუამავალს ვუთხარი: „ჰეი შუამავალო! მაქქაში ეზნის კითხვის უფლება მომეცი.“ შუამავალმა პასუხად: „კარგი. უფლებას გაძლევ.“ ჩემში არსებული, შუამავლისადმი სიძულვილი გაქრა და მის ადგილას სიყვარულმა დაისადგურა. მაქქაში მისვლის დროს, შუამავლის მიერ დანიშნული ათთაბ ბინ უსაიდ-ის გვერდით დავდექი და ალლაჰის შუამავლის ბრძანების მიხედვით, მათთვის ნამაზის ეზანი წავიკითხე. ამ ამბავს ჩემი ოჯახის წევრის აბუ მაჰზურა-ს ნაცნობებიც გადმოსცემენ.2(Ebu Davud, 503; Nesai, 2/5; İbn Mace, 708; Ahmed b. Hanbel, 3/409; Müslim, 379; Ebu Davud, 502; Tirmizi, 192; ჰადისი საჰიჰია).