23 May 2018

5. სურა მაიდა აიათი 54-56 - ალლაჰის ღირსეული მორწმუნეების მეგობრები

5/54. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ განუდგეს თქვენგან ვინმე თავის რწმენას, ალლაჰი შეცვლის ხალხით, რომელნიც ეყვარება მას და რომელთაც ეყვარებათ იგი, თავმდაბალნი მორწმუნეთა წინაშე, მკაცრნი ურწმუნოთა წინაშე, იბრძოლებენ ისინი ალლაჰის გზაზე და არ შეუშინდებიან გაკიცხვას გამკიცხველისას (1) (როგორც ეშინიათ თვალთმაქცთ). ესაა მადლი ალლაჰისა, უბოძებს, ინებებს ვისაც, და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა.
55. თქვენი მეგობარი მხოლოდ ალლაჰი, მისი შუამავალი და მორწმუნენი არიან, რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ და ისინი ქედმოხრილნი არიან;
56. და ვინც ალლაჰს, მის შუამავალს და მორწმუნეებს ირჩევს მეგობრად, (იცოდეთ რომ) უეჭველად, ალლაჰის მიმდევარნი გამარჯვებულნი არიან.

განმარტება:
ალლაჰი გვაცნობებს, რომ შეცვლის მათ, რომელნიც ალლაჰის რელიგიის დასახმარებლად და შარიათის დასამკვიდრებლად უკან დაიხევს და მათ ადგილას მოიყვანს სხვა ხალხს, რომლებიც უფრო ძლიერები და ჭეშმარიტ გზაზე მყოფნი იქნებიან. საკითხთან დაკავშირებით, უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„47/38. და თუ პირს იბრუნებთ, ჩაგანაცვლებთ იგი სხვა ხალხებით და არ იქნებიან ისინი თქვენი მსგავსნი.“

„4/133. და თუ ინებებს, წაგიყვანთ (1) (მოგსპობთ, გაგანადგურებთ) თქვენ, ადამიანებო და მოიყვანს (2) (ჩაანაცვლებს თქვენს მაგივრად სხვებს) სხვებს. უეჭველად, ალლაჰს ძალუძს ეს!“

„14/19. თუკი ინებებს მოგაშთობთ და მოიყვანს ახალ თაობას (1) (თქვენს მაგივრად),
20. და ეს არაა ალლაჰისთვის ძნელი!“

უზენაესი ალლაჰი ამ აიათში მსგავსს ამბობს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ განუდგეს თქვენგან ვინმე თავის რწმენას“, ანუ ვინც, ჭეშმარიტებიდან სიყალბეში დაბრუნდება. მუჰამმად ბინ ქა’ბ-მა თქვა, რომ ეს აიათი ყურაიშალების ლიდერების შესახებ მოევლინა. ჰასან-ი ბასრი ამბობს, რომ ეს აიათი აბუ ბაქრის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) დროს ისლამიდან გამსვლელების (მურთადების) შესახებ მოევლინა.

„ალლაჰი შეცვლის ხალხით, რომელნიც ეყვარება მას და რომელთაც ეყვარებათ იგი, თავმდაბალნი მორწმუნეთა წინაშე, მკაცრნი ურწმუნოთა წინაშე“, ჰასან-ი ბასრი ამ აიათის შესახებ ამბობს: „ისინი აბუ ბაქრის (რადაიალლაჰუ ‘ანჰ) მეგობრები არიან.“. იბნ აბი შაიბი ამბობს, რომ ეს აიათი ‘ქადისიიე’ ბრძოლაში მონაწილეებს ეხება. ლაის ბინ აბუ სულეიმ-ი, მუჯაჰიდისგან გადმოსცემს: ისინი ‘საბა’-ს საგვარეულონი არიან. იბნ აბი ჰათიმ-ი, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ისინიეგვეპტიდან, მერე ‘ქინდე’-დან, მერე ‘სექუნ’-დან არიან.“

იბნ აბი ჰათიმ-ი, ჯაბირ ბინ აბდულლაჰ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) აიათის „ალლაჰი შეცვლის ხალხით, რომელნიც ეყვარება მას და რომელთაც ეყვარებათ იგი, თავმდაბალნი მორწმუნეთა წინაშე, მკაცრნი ურწმუნოთა წინაშე“ შესახებ ჰკითხეს. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „ისინი ეგვიპტიდან, შემდეგ ‘ქინდე’-დან, შემდეგ ‘სექუნ’-დან, შემდეგ კი ჯიჰადში მონაწილეები არიან.“
იბნ აბი ჰათიმ-ი, აბუ მუსა ალ-აშ’არი-სგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ამ აიათის „ალლაჰი შეცვლის ხალხით, რომელნიც ეყვარება მას და რომელთაც ეყვარებათ იგი, თავმდაბალნი მორწმუნეთა წინაშე, მკაცრნი ურწმუნოთა წინაშე“ მოვლენის შემდეგ, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ისინი ამის (ისლამის) ხალხი (უმმეთი) არიან.“1(Hasen. Taveri, 12194; Beyhaki, 5/351).

„თავმდაბალნი მორწმუნეთა წინაშე, მკაცრნი ურწმუნოთა წინაშე“, ეს თვისებები ხალასი რწმენის მქონე პიროვნების თვისებებია. საკითხთან დაკავშირებით, უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს:

„48/29. მუჰამმედი, შუამავალი ალლაჰის. ხოლო მასთან ერთად რომელნიც არიან მკაცრნი ურწმუნონის წინაშე და მოწყალენი ერთმანეთთან მიმართებაში...““(Ahmed b. Hanbel,
5/159; Taberani, el-Mu’cemu’l-Evsat, 5635; Heysemi, Mecmau’z-Zevaid, 10/263;) ალლაჰის შუამავალზე (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იტყოდნენ: „ის (მორწმუნეებისადმი) მომღიმარი (თავმდაბალი) და (ქააფირებისადმი) მებრძოლი იყო.“ მართლაც, შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მორწმუნეებისადმი თავმდაბალი, ურწმუნოებისადმი კი სულ ბრძოლაში იყო.

„იბრძოლებენ ისინი ალლაჰის გზაზე და არ შეუშინდებიან გაკიცხვას გამკიცხველისას“, მათი ალლაჰისადმი მორჩილებისა და ძლიერი რწმენის საფუძველზე, ვერანაირი გაკიცხვა მათზე ვერ იმოქმედებს და ქააფირებთან ბრძოლისგან ისინი უკან არ დაიხევენ.
იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, აბუ ზარრ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შვიდი რაღაცის გაკეთება მიბრძანა: გაჭირვებულების სიყვარული და მათთან დაახლოება, ჩემზე მაღალ მდგომებზე კი არა დაბალ მდგომებზე შეხედვა, ნათესავების მონახულება, არავისგან არაფრის თხოვნა, მწარეც, რომ იყოს სიმართლის თქმა, ალლაჰის გზაზე გამკიცხველის გაკიცხვისაგან შიშის არ ქონა და ‘ლაა ჰავლა ვა ლა ქუვვათა ილლა ბილლაჰ’-ის ხშირად თქმა. ზემოთ ჩამოთვლილი ‘არშ’-ის ქვემოთ მდგომი განძია.“3(Ahmed b. Hanbel, 5/159; Taberani, el-Mu’cemu’l-Evsat, 5635; Heysemi, Mecmau’z-Zevaid, 10/263;).

იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი, აბუ ზარრასგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ხუთი საკითხის შესახებ ფიცი დამადებინა, შვიდი საკითხის შესახებ ჩემგან პირობა აიღო და ცხრა საკითხის შესახებ ალლაჰი მოწმედ დამიყენა. მე არცერთი გამკიცხველის გაკიცხვისგან არ მეშინია. აბუ ზარრ-ი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დამიძახა და მკითხა: „ჩემს წინაშე სამოთხის სანაცვლოდ რაღაცის ფიცს დადებ?“ მეც: „დიახ“ ვუთხარი და ხელი გავუწოდე. შემდეგ შუამავალმა პირობა დამადებინა, რომლის მიხედვითაც არავისგან არაფერი არ უნდა მეთხოვა. მეც დავთანხმდი. შემდეგ კი თქვა: „ჯოხიც რომ დაგივარდეს, ჩამოდი აქლემიდან და შენ თვითონ აიღე.“4(Ahmed b. Hanbel, 2/172; Heysemi, Mecmau’z-Zevaid, 2/93;).

იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, აბუ საიდ ალ-ჰუდრი-სგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ფრთხილად იყავით! ადამიანებისადმი შიშმა სიმართლეზე უარი არ გათქმევინოთ. რადგან პიროვნების მიერ სიმართლის თქმა ან გახსენება სხვისი სიკვდილის დროს არ გადმოსწევს ან არ გადასწევს და არც (ალლაჰის მიერ ბოძებულ) სარჩოს შეცვლის.“5(Ahmed b. Hanbel, 3/50, 87; Taberani, el-Mu’cemu’l-Evsat, 2825; Heysemi, Mecmau’z-Zevaid, 7/265;).

იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, აბუ საიდ ალ-ჰუდრი-სგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „თქვენგან ვინც ცუდს ნახავს, თავი არ დახაროს და არ გაჩუმდეს. წინააღმდეგ შემთხვაში აღსდგომის დღეს მას ჰკითხავენ: „ამა და ამ დროს რატომ გაჩუმდი და არაფერი არ თქვი?“. ადამიანი კი იტყვის: „მე ადამიანებისგან შემეშინდა.“ ალლაჰი კი ბრძანებს: „თქვენს შიშს მხოლოდ და მხოლოდ მე ვიმსახურებ (ანუ ჩემი უფრო უნდა შეგეშინდეთ).“6(İbn Mace, 4008; Ahmed b. Hanbel, 3/47;).

აჰმედ ბინ ჰანბელი და იბნ მაჯე, აბუ საიდ ალ-ჰუდრისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ალლაჰი აღსდგომის დღეს მსახურს ყველა ქმედების გამო დაკითხავს. უფრო მეტიც, ასე ჰკითხავს: ‘ცუდი რაღაცის წინააღმდეგ რატომ არ წახვედი?’, და ალლაჰი მას დალილებს უჩვენებს, რის შემდეგაც მსახური იტყვის: ‘ჩემო ბატონო, შენ მოგენდე და ადამიანებისგან შემეშინდა.’“7(Sahih. İbn Mace, 4017; Ahmed b. Hanbel, 3/27; Ebu Ya’la, 1089;).

„ესაა მადლი ალლაჰისა, უბოძებს, ინებებს ვისაც“, ანუ ვისაც ეს თვისებები გააჩნია, ალლაჰის მიერ ბოძებული მადლი და ჯილდოა. „და ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა“, ანუ ალლაჰმა უკეთესად იცის თუ ვის უნდა უწყალობოს ეს თვისებები და ვის არა.

„თქვენი მეგობარი მხოლოდ ალლაჰი, მისი შუამავალი და მორწმუნენი არიან, რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ და ისინი ქედმოხრილნი არიან”, ანუ იუდეველები თქვენი მეგობრები არ არიან, თქვენი მეგობრები მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰი, მისი შუამავალი და მორწმუნეები არიან. „რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ“, ანუ ისინი, რომლებიც ისლამის ყველაზე დიდ პირობას, ნამაზს ასრულებს. ვინც, გაჭირვებულების დასახმარებლად და ალლაჰის კმაყოფილებისთვის ზექათს იხდის.
იბნ აბი ჰათიმი ამ აიათის „თქვენი მეგობარი მხოლოდ ალლაჰი, მისი შუამავალი და მორწმუნენი არიან, რომლებიც ლოცვას აღავლენენ, ზექათს გასცემენ და ისინი ქედმოხრილნი არიან” შესახებ, უთბა ბინ აბუ ჰაქიმ-ისგან გადმოგვცემს: „ისინი მორწმუნეები და ალია (რადიალლაჰუ ‘ანჰ) (არის გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ალიმ რუქუღის დროს მთხოვნელს ბეჭედი მისცა. ანუ ალიც მორწმუნე იყო, აქედან გამომდინარე აიათში ყველა მორწმუნე იგულისხმება).“

უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „58/22. ვერ ჰპოვებ ხალხს, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მეგობრობდნენ იმასთან, ვინც ეურჩა ალლაჰსა და მის შუამავალს, რომც იყვნენ ეგენი თავიანთი მამა-პაპანი, შვილები, ძმები ან ჯიში-ჯილაგი. სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულებში ჩანერგა რწმენა და განამტკიცა ეგენი მისგან სულით (1) (სინათლით, ყურანით); და შეიყვანს მათ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი. სწორედ ეგენი არიან ალლაჰის მიმდევრები. კარგად შეიმეცნეთ, უეჭველად, ნეტარ არინ მიმდევარნი ალლაჰისა!“

აქედან გამომდინარე, ის, ვინც ალლაჰს, მის შუამავალს და მორწმუნეებს აიყვანს მეგობრად, აღსდგომის დღეს სარგებელს მიიღებს და გადარჩება. ამის გამოა, რომ ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „და ვინც ალლაჰს, მის შუამავალს და მორწმუნეებს ირჩევს მეგობრად, (იცოდეთ რომ) უეჭველად, ალლაჰის მიმდევარნი გამარჯვებულნი არიან.“