23 May 2018

5. სურა მაიდა აიათი 35-37 - გადარჩენისთვის...

5/35. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის, და ეძიებდეთ მასთან საშუალებას (1) (რომელიც ალლაჰთან დაგაახლოებთ ), და იბრძოლეთ მის (ალლაჰის) გზაზე (2) (რელიგიის გასავრცელებლად, რათა აღმოიფხვრას დედამიწაზე ურჯულოება და უკეთურება). ეგების გადარჩენილნი იქმნეთ თქვენ!
36. უეჭველად, რომელნიც ურწმუნონი არიან, იმათ რომ ყველაფერი, რაც რამ დედამიწაზეა და კიდევ ერთი იმდენი ჰქონოდათ, რათა მისით თავი გამოესყიდათ განკითხვის დღის ტანჯვისგან, არ შეიწყნარებოდა მათგან. და მათთვისაა მწარე სასჯელი.
37. სურთ, რომ გამოვიდნენ ცეცხლიდან, მაგრამ ვერ გამოვლენ იქიდან; და მათთვისაა ტანჯვა დაუსრულებელი.

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებისგან გულწრფელად მსახურებას მოითხოვს. გულწრფელად ალლაჰზე მსახურება ნიშნავს, რომ განერიდო ალლაჰის აკრძალვებს და შეასრულო მისი ბრძანებები. რის გამოც, ალლაჰი ბრძანებს: „და ეძიებდეთ მასთან საშუალებას (1) (რომელიც ალლაჰთან დაგაახლოებთ).“ იბნ აბბას-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) აიათში მოცემული სიტყვა „ვასილა“ (საშუალება) თარგმნა, როგორც „ალლაჰთან დაახლოება.“ ამავე აზრზე არიან მუჯაჰიდი, აბუ ვაილ-ი, ჰასან-ი ბასრი, ქათადა, აბდულლაჰ ბინ ქასირ, სუდდი, ზაიდ-ი და სხვები. ქათადა ამბობს: აიათის მნიშვნელობა შემდეგია: „ემსახურეთ ალლაჰს და ალლაჰის მიერ მოწონებული საქმეების შესრულებით ალლაჰთან დაახლოებას შეეცადეთ.“ იბნ ზაიდ-მა: „17/57. ისინი, რომელთაც უხმობენ (1) (თავიანთ ღვთაებებს) (რომელნიც ალლაჰის მაგივრად დაიდგინეს): „რომელი უფრო ახლოს იქნება“ თავიანთ ღმერთთან, თვითონვე (ეს ღვთაებები) ეძებენ საბაბს (2) (თავიანთ ღმერთთან დაახლოებისა)..“ ეს აიათიც იგივენაირად წაიკითხა. ამ აიათის (და ეძიებდეთ მასთან საშუალებას (1) (რომელიც ალლაჰთან დაგაახლოებთ) მნიშვნელობის („ემსახურეთ ალლაჰს და ალლაჰის მიერ მოწონებული საქმეების შესრულებით ალლაჰთან დაახლოებას შეეცადეთ.“) შესახებ, ყურანის აიათების განმმარტებლებს შორის სხვადსხვა აზრი არ ყოფილა.

„ვასილა“ არის ის, რომლის საშუალებითაც მიზანს აღწევ. ეს სიტყვა ამავე დროს სამოთხის ყველაზე მაღალი ადგილის სახელიცაა, რომელიც ჩვენს შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ეკუთვნის. სამოთხის ეს ადგილი, ალლაჰთან ყველაზე ახლოს მდებარე ადგილია.

იმამ ბუჰარი, ჯაბირ ბინ აბდულლაჰ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ის, ვინც ეზნის გაგონების დროს იტყვის: ‘ჰეი მშვენიერი ეზნისა და დროული ნამაზის პატრონო, ჩემო ალლაჰო! მიეცი მუჰამმადს სარგებელი და უწყალობე მას ‘ვასილა’ (სამოთხეში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ალლაჰთან ყველაზე ახლოსაა), გაგზავნე იმ ადგილას, რომელიც შენ მას უმახარობლე.“ აღსდგომის დღეს მას შუამდგომლობას გავუწევ.“1(Buhari, 614; Ebu Davud, 529; Tirmizi, 211; Nesai, 2/26; İbn Mace, 722; Ahmed b. Hanbel, 3/354; İbn Hibban, 1689).

სხვა ჰადისში: იმამ აჰმედ ბინ ჰანბელი, აბუ ჰურაირასგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჩემი დალოცვის დროს, ჩემთვის ალლაჰს ‘ვასილა’-ც სთხოვეთ.“ შუამავალს ჰკითხეს თუ რა იყო ‘ვასილა’. შუამავალმა პასუხად: „სამოთხეში ყველაზე მაღალი ადგილია. იმ ადგილს მხოლოდ ერთი პიროვნება მიაღწევს და ვიმედოვნებ, რომ ეს პიროვნება მე ვიქნები.“2(Tirmizi, 3616; Ahmed b. Hanbel, 2/365; Abdurrezzak, 3120; Ebu Ya’la, 6414; თირმიზი-მ თქვა: „ჰადისი უცნობია, გადმომცემის ჯაჭვი ძლიერი არ არის.“ თუმცა ჰადისს სხვა მოწმეებიც ჰყავს.).

„და იბრძოლეთ მის (ალლაჰის) გზაზე, ეგების გადარჩენილნი იქმნეთ თქვენ!“ - უზენაესი ალლაჰი, ჰარამებისგან შორს ყოფნისა და ბრძანებულებების შესრულების მოთხოვნის შემდეგ, მორწმუნეებს უბრძანებს, რომ ებრძოლონ მუშრიქებსა და ქააფირებს, რომელნიც არ არიან ჭეშმარიტ გზაზე და რომლებმაც მიატოვეს რელიგია. მის გზაზე მებრძოლეებს კი სამოთხეს ჰპირდება, სადაც იქ მყოფს ალლაჰის წყალობა არ მოაკლდება, არასდროს მოკვდება, არასდროს გაღარიბდება და არასდროს დაბერდება.

ამის შემდეგ, უზენაესი ალლაჰი ქააფირებისთვის გამზადებულ სასჯელს გვაცნობებს: „უეჭველად, რომელნიც ურწმუნონი არიან, იმათ რომ ყველაფერი, რაც რამ დედამიწაზეა და კიდევ ერთი იმდენი ჰქონოდათ, რათა მისით თავი გამოესყიდათ განკითხვის დღის ტანჯვისგან, არ შეიწყნარებოდა მათგან. და მათთვისაა მწარე სასჯელი“ ანუ აღსდგომის დღეს ქააფირი გაანალიზებს და მიხვდება, რომ მისი სამუდამო სასუფეველი ჯოჯოხეთია, რის შემდეგაც დედამიწის ოდენა და უფრო მეტი ოქროს მოტანა რომც შეძლოს, მისგან არ მიიღება. მასზე დაწესებულ სასჯელისგან თავს ვერ დააღწევს, რაზეც უზენაესის სიტყვები მიუთითებს: „და მათთვისაა მწარე სასჯელი.“ ანუ სასჯელი, რომელიც მათთვის მწარეა.

„სურთ, რომ გამოვიდნენ ცეცხლიდან, მაგრამ ვერ გამოვლენ იქიდან; და მათთვისაა ტანჯვა დაუსრულებელი“, ამასთან დაკავშირებით, უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „22/22. ყოველთვის, როცა მოინდომებენ იქიდან თავის დაღწევას და ტანჯვისგან დასხლტომას, უკან მიაბრუნებენ. იგემეთ ტანჯვა მწველი ცეცხლისა!“ ისინი (ქააფირები) მწვავე სასჯელის გამო ისურვებენ, რომ თავი დააღწიონ ცეცლხს, თუმცა მცველები მათ უკან მიაბრუნებენ, რის გამოც იქიდან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება. ამიტომაა ნათქვამი: „და მათთვისაა ტანჯვა დაუსრულებელი.“

ჰამმად ბინ სალამა, ანას ბინ მალიქ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჯოჯოხეთის მკვიდრს მოიყვანენ და ჰკითხავენ: ‘ჰეი ადამის შვილო! როგორია შენი სამყოფელი?’. ჯოჯოხეთის მკვიდრი უპასუხებს: ‘ყველაზე ცუდი.’ ამის შემდეგ ჰკითხავენ: ‘გსურს, რომ თავისუფლების სანაცვლოდ დედამიწის ოდენა ოქრო გასცე?’. ჯოჯოხეთის მკვიდრი იტყვის: ‘დიახ, ჩემო ბატონო.’ ამის შემდეგ ალლაჰი ეტყვის: ‘ტყუილს ამბობ! შენგან ამაზე ცოტა ვითხოვე, თუმცა არ შეასრულე.“ შემდეგ კი, ბრძანებას გასცემს, რომ ჯოჯოხეთში დააბრუნონ.“3(წყარო ალ-ი იმრან-ის 91-ე აიათის თაფსირშია მოცემული). მსგავსს ჰადისს მუსლიმი და ნასაი-ც გადმოსცემს.

იბნ მარდუიაჰ-ი, იაზიდ ბინ სუჰაიბ ალ-ფაქირ-ის საშუალებით, ჯაბირ ბინ აბდულლაჰ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ზოგიერთი ადამიანი ჯოჯოხეთს თავს დააღწევს და სამოთხეში შევა.“ მე ჯაბირ ბინ აბდულლაჰს არ დავეთანხმე და აიათი წავუკითხე: „. სურთ, რომ გამოვიდნენ ცეცხლიდან, მაგრამ ვერ გამოვლენ იქიდან; და მათთვისაა ტანჯვა დაუსრულებელი.“ ჯაბირმა მიპასუხა: აიათის წაკითხვა თავიდან დაიწყე: „უეჭველად, რომელნიც ურწმუნონი არიან, იმათ რომ ყველაფერი, რაც რამ დედამიწაზეა და კიდევ ერთი იმდენი ჰქონოდათ, რათა მისით თავი გამოესყიდათ განკითხვის დღის ტანჯვისგან, არ შეიწყნარებოდა მათგან. და მათთვისაა მწარე სასჯელი.“ ყურადღებით იყავი, ისინი ქააფირები არიან.“4(Sahih-i Müslim, 191;).

იბნ აბი ჰათიმ-ი, იაზიდ ალ-ფაქირ-ისგან გადმოგვცემს: ჯაბირ-ის კრებას დავესწარი, სადაც ჰადისებს ასწავლიდა. მან ახსენა ჰადისი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ზოგი ადამიანი ჯოჯოხეთს თავს დააღწევდა და სამოთხეში შევიდოდა. იმ დროს კი მე ამას უარვყოფდი. გავბრაზდი და ვუთხარი: „ჰეი მუჰამმადის საჰაბე! მიკვირს თქვენი. აცხადებთ, რომ ალლაჰი ჯოჯოხეთიდან ზოგ ადამიანს გამოიყვანს და სამოთხეში შეიყვანს, მაშინ როცა ალლაჰი ბრძანებს: „იმათ რომ ყველაფერი, რაც რამ დედამიწაზეა და კიდევ ერთი იმდენი ჰქონოდათ, რათა მისით თავი გამოესყიდათ განკითხვის დღის ტანჯვისგან, არ შეიწყნარებოდა მათგან. და მათთვისაა მწარე სასჯელი.““ ამის შემდეგ ჯაბირმა მითხრა, რომ ეს აიათი ქააფირების შესახებ იყო, რის შემდეგაც აიათი სრულად წაიკითხა: „„უეჭველად, რომელნიც ურწმუნონი არიან, იმათ რომ ყველაფერი, რაც რამ დედამიწაზეა და კიდევ ერთი იმდენი ჰქონოდათ, რათა მისით თავი გამოესყიდათ განკითხვის დღის ტანჯვისგან, არ შეიწყნარებოდა მათგან. და მათთვისაა მწარე სასჯელი.“ შემდეგ კი მკითხა: „შენ ყურანს არ კითხულობ?“ მე პასუხად: „დიახ, ყველა წავიკითხე.“ შემდეგ მითხრა: „უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „17/79. და ღამის ერთ ნაწილში ილოცე ყურანით, კერძოდ, შენთვის განსაკუთრებული დამატებითი ლოცვა. ეგების ღმერთმა შენმა მოგმადლოს ადგილი ქებული!“ აი ეს ის ადგილია. უზენაესი ალლაჰი ზოგიერთ ადამიანს, მათი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში შეიყვანს, შემდეგ კი იქიდან მაშინ გამოიყვანს, როცა თვითონ ისრუვებს.“ ამის შემდეგ ვიწამე ის, რაც მან მითხრა და ძველ შეხედულებაზე არასდროს დავბრუნებულვარ.“5(Acurri, eş-Şeria, 787).

ამის შემდეგ, იბნ მარდუიაჰ-ი, თალქ ბინ ჰაბიბ-ისგან გადმოგვცემს: მე ყველაზე მეტად შუამდგომლობას უარვყოფდი. ერთხელაც ჯაბირ-ს შევხვდი. მას ის ყველა აიათი წავუკითხე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი ჯოჯოხეთში სამუდამოდ დარჩებოდნენ. ჯაბირ-მა მითხრა: „ჰეი თალქ! შენი აზრით, ალლაჰის წიგნი და შუამავლის სუნნეთი ჩემზე კარგად იცი? შენ რა აიათებიც წაიკითხე, ყველა ეგ აიათი მუშრიქებს და ქააფირებს ეხება.“ შემდეგ ხელები ყურთან მიიტანა და თქვა: „თუ არ გამეგონოს შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვები: „ისინი ჯოჯოხეთში შესვლის შემდეგ უკან გამოვლენ.“ მაშინ, ჩემი ყურები დაყრუვდეს! ჩვენც შენს მსგავსად ყურანს ვკითხულობთ!“6(Şuabu’l- İman, 1/356, hadis no: 327; Müsned-i İbn Ca’d, 3384).