23 May 2018

4. სურა ნისა აიათი 94 - ჯიჰადის დროს სალამის მომცემზე შეხების (მოკვლის ან ტყვედ აყვანის) აკრძალვა

4/94. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა გაეშურებით (საბრძოლველად) ალლაჰის გზაზე, განასხვავეთ (მორწმუნე ურწმუნოსაგან) და ამქვეყნიური სიუხვის მოხვეჭის სურვილით არ უთხრათ იმას, ვინც მშვიდობას შემოგთავაზებთ: შენ არა ხარ მორწმუნე! მაშინ, როცა ალლაჰთანაა ურიცხვი ალაფი. ასეთი იყავით უწინ, მაგრამ ალლაჰმა წყალობა მოიღო თქვენზე. ამიტომ გაიაზრეთ, უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც სჩადიხართ!

განმარტება:
იმამ აჰმადი, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „Beni Süleym”-ის საგვარეულოს ერთ-ერთი წევრი ცხვრებს მწყევსავდა. ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ სალაშქროდ გაგზავნილმა საჰაბეებმა, მწყემსს როცა მიუახლოვდნენ, მწყემსა მათ სალამი მისცა. საჰაბეების ნაწილმა იფიქრა, რომ მწყემსმა მათ შიშის გამო სალამი მისცა, რის გამოც თავს დაესხნენ და მოკლეს. შემდეგ კი, ცხვრების ერთად შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდნენ. ეს აიათი ყოველივე ამის გამო მოევლინა.1(Ebu Davud, 2964; Nesai, Sünen-i Kübra, 4891; Ahmed b. Hanbel, 3/490; Hakim, 2/212; Beyhaki, 8/132. საჰიჰია). ეს ჰადისი თირმიზი-მაც თავის თაფსირში გადმოსცა, რის შემდეგაც ჰადისს საჰიჰი და ჰასენი ჰადისი უწოდა. ასევე თქვა, რომ ამ შემთხვევას უსამა ბინ ზეიდიც გადმოსცემს. ეს ჰადისი ჰაქიმ-მაც გადმოსცა, რომელმაც ჰადისი საჰიჰად მიიჩნია.

ჰაფიზ ბაზზარ-ი, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საჰაბეების ერთი ჯგუფი სალაშქროდ გაგზავნა. როდესაც ადგილს მიაღწიეს, ყველა დაიშალა გარდა ერთი ადამიანისა, რომელსაც თან დიდი ქონება ჰქონდა. ამ ადამიანმა საჰაბეები როცა დაინახა დაამოწმა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა. მიუხედავად ამისა, ‘მიქდად’-მა თავს დაესხა და მოკლა. საჰაბეებიდან ერთ-ერთმა მიქდად-ს უთხრა: „ნუთუ მოკალი ის, ვინც დაამოწმა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა?! უეჭველად, ამ ამბავს შუამავალს ვაცნობებ!.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ამ ამბის გაგების შემდეგ მიქდადი დაიბარა და უთხრა: „ჰეი მიქდად! მოკალი ის, ვინც დაამოწმა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა?! ხვალ ამ სიტყვით, რომ მოვიდეს რას მოიმოქმედებ?!“ ამის შემდეგ, უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი მოავლინა. შემდეგ, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიქდადს უთხრა: „ის მორწმუნე იყო, რომელიც ქააფირებში ცხოვრობდა და რწმენას მალავდა, შენ კი იგი მოკალი. შენც ადრე, მექქაში ყოფნის დროს (მის მსგავსად) რწმენას მალავდი.!“2(Bezzar, 2202; Taberani, 12379; Heysemi, Mecmau’z-Zevaid, 7/8, 9;).

„მაშინ, როცა ალლაჰთანაა ურიცხვი ალაფი“, ანუ მან მისი აყიდა გამოამჟღავნა, თუმცა თქვენ იმის გამო, რომ მისი ქონება ხელში ჩაგეგდოთ, არაფრად ჩათვალეთ მისი სიტყვები და მოკალით, მაშინ როცა ალლაჰთანაა მასზე უკეთესი (იმ ქონებაზე უკეთესი, რომლის გამოც მოკალით). ალლაჰის წინაშე ჰალალი ნადავლი იმაზე ძვირფასია, რაც თქვენ მაგ ადამიანის სიკვდილით მოიპოვეთ.

„ასეთი იყავით უწინ, მაგრამ ალლაჰმა წყალობა მოიღო თქვენზე. ამიტომ გაიაზრეთ, უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც სჩადიხართ!“ ანუ თქვენც, ამ პიროვნების მსგავსად, თქვენს რწმენას მალავდით. უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „8/26. და გაიხსენეთ, აკი, თქვენ იყავით მცირერიცხოვანი და სუსტნი დედამიწაზე..“ საიდ ბინ ჯუბარი-ს გადმოცემის მიხედვით, იბნ აბუ ჰათიმ-ი „ასეთი იყავით უწინ, მაგრამ ალლაჰმა წყალობა მოიღო თქვენზე“ აიათის შესახებ ამბობს: ანუ მაშინ, როცა თქვენ ურწმუნოები იყავით, ალლაჰმა თქვენ მონანიება გიწყალობათ (ალლაჰმა საშუალება მოგცათ, რომ მოგენანიებინათ და მუსლიმები გამხდარიყავით).