23 May 2018

4. სურა ნისა აიათი 137-140 - მუნააფიყები

4/137. უეჭველად, რომელთაც იწამეს (1) (მუსა და მასზე მოვლენილი), მერე უარყვეს (2) (ხბო დაიდგინეს სათაყვანოდ), მერე კვლავ იწამეს (3) (ღისა), კვლავ უარყვეს (4) (ღისა), და უფრო გაიღვივეს ურწმუნოება (5) (უარყვეს მუჰამმედი), არ იქნება, რომ მიუტევოს ალლაჰმა მათ, და არ დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზას!
138. ამცნე თვალთმაქცებს, უეჭველად, მათ მოელით მტანჯველი სასჯელი!
139. რომელთაც (1) (ორპირთ) ურწმუნონი აჰყავთ მეგობრებად მორწმუნენის ნაცვლად, დიდებას ხომ არ ეძებენ მაგათთან? (2) (ვერ იპოვიან დიდებას ურწმუნონთან) თუმცა, უეჭველად, დიდება ალლაჰს ეკუთვნის სრულიად! (3) (ყოველგვარი დიდება დედამიწაზე და ასევე საიქიოში ალლაჰს ეკუთვნის და ვერავინ დაეწაფება მას, თუ არა მისი ნება)
140. უეჭველად, გარდმოგივლინა (1) (ალლაჰმა) თქვენ წიგნში (2) (წმინდა ყურანში, სურა „ან’ამში“): თუკი გაიგონებთ ალლაჰის აიათების უარყოფას და მასზე გაცინვას, ნუ დასხდებით მათ გვერდით, სანამ ისინი სხვა თემაში არ ჩაეფლობიან. სხვაგვარად თქვენ მათ დაემსგავსებით (3) (იგივე ცოდვა დაგეწერებათ). უეჭველად, ალლაჰი შეკრებს თვალთმაქცებსა და ურწმუნოებს ყველას ერთად ჯოჯოხეთში! (4) (როგორც ისინი არიან შეკრულნი ურწმუნოებასა და თვალთმაქცობაში ამქვეყნად).

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი შეტყობინებას უგზავნის მათ, რომელთაც ირწმუნეს, შემდეგ კი უარყვეს, შემდეგ ისევ ირწმუნეს და ისევ უარყვეს და რომელთაც, მათი გსაზაცდენილობა სიკვდილამდე გაზარდეს. სიკვდილის შემდეგ ურწმუნოსგან მონანიება არ მიიღება, ალლაჰი მას არ შეიწყალებს და ჰიდაეთის გზაზე არ დააყენებს.

ამის გამო ალლაჰი ბრძანებს: „არ იქნება, რომ მიუტევოს ალლაჰმა მათ, და არ დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზას!“ იბნ აბუ ჰათიმი, „და უფრო გაიღვივეს ურწმუნოება“ აიათის შესახებ, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ამ აიათში იგულისხმება ქააფირი, რომელიც მის მთელ ცხოვრებას ქუფრით გაატარებს და ასევე ქუფრით დაასრულებს. მუჯაჰიდმაც იგივე თქვა. იბნ აბუ ჰათიმი-ს მიხედვით, ალი-ს (რადიალლაჰუ ‘ანჰ) უთქვამს: „მურთადი მონანიებისკენ სამჯერ მოიპატიჟება“, რის შემდეგაც ეს აიათი წაუკითხავს: „უეჭველად, რომელთაც იწამეს, მერე უარყვეს, მერე კვლავ იწამეს, კვლავ უარყვეს, და უფრო გაიღვივეს ურწმუნოება, არ იქნება, რომ მიუტევოს ალლაჰმა მათ, და არ დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზას!“ ანუ მუნააფიყების თვისებებიც ამის მსგავსია, რადგან რწმუნების შემდეგ ქუფრში დაბრუნდნენ, რის გამოც მათი გული დალუქულია.

უზენაესი ალლაჰი შემდეგ აიათში, მუნააფიყების თვისებებიდან ერთ-ერთს ასახელებს, რომლის მიხედვითაც მათ „(ორპირთ) ურწმუნონი აჰყავთ მეგობრებად მორწმუნენის ნაცვლად“. ანუ სინამდვილეში ისინი ქააფირების ერთად არიან, მათთან მეგობრობენ, მალულად სიყვარულს გამოხატავენ (მათ მიმართ), მათთან ერთად როცა არიან ასე ამბობენ: „ჩვენ სინამდვილეში თქვენთან ერთად ვართ, მათ კი მხოლოდ და მხოლოდ დავსცინით.“ უზენაესი ალლაჰი მათი (ასეთი) მდგომარეობის გამო ბრძანებს: „რომელთაც (1) (ორპირთ) ურწმუნონი აჰყავთ მეგობრებად მორწმუნენის ნაცვლად, დიდებას ხომ არ ეძებენ მაგათთან?“. უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „35/10. თუ ვინმეს სურს ძლიერება (დიდება), დიდება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.“
სარგებელი იქნება აქვე თუ მოვიყვანთ ჰადისს, რომელსაც იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, აბუ რაიჰანეს-გან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ის, ვინც სიამაყითა და ქებით თავის ათ წინაპარს ახსენებს, თვითონ (მათთან ერთად) მეათეა.“1(Ahmed b. Hanbel, 4/134; Ebu Ya’la, 1439; Taberani, el-Mu’cemu’l-Evsat, 446; Heysemi, Mecau’z-Zevaid, 8/85, hadis no: 13086;). ამ ჰადისს მხოლოდ იმამ აჰმად ბინ ჰანბელი გადმოგვცემს.

„უეჭველად, გარდმოგივლინა (1) (ალლაჰმა) თქვენ წიგნში (2) (წმინდა ყურანში, სურა „ან’ამში“): თუკი გაიგონებთ ალლაჰის აიათების უარყოფას და მასზე გაცინვას, ნუ დასხდებით მათ გვერდით, სანამ ისინი სხვა თემაში არ ჩაეფლობიან. სხვაგვარად თქვენ მათ დაემსგავსებით“, ანუ მაშინ, როცა ამ აკრძალვამ თქვენამდე მოაღწია, კიდევ თუ დასხდებით მათ გვერდით, რომლებიც ალლაჰის აიათებს დასცინიან და აბუჩად იგდებენ, თქვენ კი ხმას არ ამოიღებთ და მათ დაეთანხმებით (ანუ ხმის ამოუღებლობა თანხმობას ნიშნავს), ასეთი მდგომარეობით მათ მსგავსად, თქვენც იგივე ცოდვაში იქნებით. ამის გამოა, რომ ალლაჰი ბრძანებს: „სხვაგვარად თქვენ მათ დაემსგავსებით“, ანუ თქვენც მათ მსგავსად ცოდვა დაგეწერებათ.

„უეჭველად, ალლაჰი შეკრებს თვალთმაქცებსა და ურწმუნოებს ყველას ერთად ჯოჯოხეთში!“, ანუ მათთან ერთად, საერთო ქუფრის გამო, ალლაჰი მათ ჯოჯოხეთში ერთად მოათავსებს, რომლებსაც სასჯელი მსგავსი ექნებათ: ჯოჯოხეთში ჯაჭვებით იქნებიან შეკრულები, სადაც ტკბილი წყლის მაგივრად ჩირქს და ადუღებულ წყალს (ან ცეცხლს) დალევენ.