31 May 2018

25. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - საკითხთან დაკავშირებით რამოდენიმე გაფრთხილება

საკითხთან დაკავშირებით რამოდენიმე გაფრთხილება


პირველი გაფრთხილება

ქელიმეი თავჰიდის შესახებ მოყვანილი ცხრა პირობა აუცილებელია იმისათვის, რომ პიროვნებამ მიაღწიოს გადარჩენას და შეძლოს სამოთხეში შესვლა. ამ პირობებიდან რომელიმეს დამრღვევი სამოთხეში ვერ მოხვდება. ეს არის წესი, რომელიც ეხება იმ ქვეყანას ანუ აჰირათს. რაც შეეხება ამ ქვეყნის ჰუქმს: იმისათვის, რომ პიროვნებას მუსლიმი ვუწოდოთ, საჭიროა წარმოსთქვას შაჰადა და დაამოწმოს, რომ უარყო და განერიდა ყოველგვარ ქუფრსა და შირქს. ყოველგვარი ამის შემდეგ კი ნელ-ნელა შეისწავლის იმ საკითხებს, რაც ყოველმა მუსლიმმა უნდა იცოდეს.

მეორე გაფრთხილება

იმისათვის, რომ პიროვნება ჰუქმით მუსლიმი გახდეს, საჭიროა წარმოსთქვას შაჰადა, ამის შემდეგ ის უკვე მუსლიმად ითვლება. თუმცა, იმისათვის, რომ ეს სტატუსი შეუნარჩუნდეს, საჭიროა განერიდოს ყოველგვარ ქუფრსა თუ შირქს. თუ ისლამის საწინააღმდეგო საქმეს (ქუფრი, შირქი) გააკეთებს ან იტყვის, მურთადი გახდება (ახსნა-განმარტებისა და ყოველგვარი ეჭვის გაქარწყლების შემდეგ თუ ისევ დაიჟინებს).

მესამე გაფრთხილება

ზემოთ ჩამოთვლილი ცხრა პირობის დალილებით დაზეპირება, ქელიმეი თავჰიდის პირობებიდან არ არის. არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც რთულია მათი დალილებით დაზეპირება (ფიზიკურად), არის მომენტი, როცა შეუძლებელია კიდეც. ამის გამო ისლამი, მორწმუნეს პასუხისმგებლობას არ ანიჭებს. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „2/286. ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს...“

„22/78. მან აგირჩიათ და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სიძნელე სარწმუნოებაში..“

„გაუადვილეთ, არ გაუძნელოთ!“ (Müslim, 1734) და სხვა მსგავსი დალილების საფუძველზე ცნობილია, რომ პიროვნება არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაზეც ძალა არ შესწევს.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი ცხრა პირობა არ უნდა ვიცოდეთ. თუ მორწმუნე ცხრავე პირობას თავისი დალილებით დაიზეპირებს, მაშინ ის ალლაჰს კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდება, რაც ძალიან კარგი და სასარგებლოა. აქვე შეიძლება ასეთი შეკითხვა გაგვიჩნდეს: როგორ შეეძლება პიროვნებას ამ პირობების შესრულება თუ მას ისინი არ ეცოდინება?
ამ კითხვის პასუხი შემდეგია: ჩვენ არ გვეხება ის თუ რამდენად იცის ან რამდენად იცავს ამ პირობებს. ეს მხოლოდ მისსა და ალლაჰს შორის მყოფი საკითხია. ჩვენ მხოლოდ მისი გარეგნული საქციელით ჰუქმს გავსცემთ. ხოლო პირობები გულით აღიარა თუ არა ეს მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰმა უწყის. თუმცა, პიროვნება ქელიმეი თავჰიდის საწინააღმდეგო ქმედებას ან სიტყვას თუ შეასრულებს, მაშინ ჩვენ მასზე ვიტყვით, რომ ის არ ამბობს ან არ ასრულებს ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის პირობებს ისე, როგორც საჭიროა.

მეოთხე გაფრთხილება

არსებობენ სხვადასხვა ისლამის სწავლულები, რომლებმაც ქელიმეი თავჰიდის პირობები რვა და შვიდ ნაწილად ჩამოაყალიბეს. ჩვენ კი ცხრა პირობა განვმარტეთ. ერთი შეხედვით შესაძლებელია იფიქროთ, რომ სწავლულებს ვეწინააღმდეგებით, თუმცა ეს ასე არ არის. სწავლულების ამ შეხედულებებს თუ კარგად გამოიკვლევთ, აშკარად აღმოაჩენთ იმას, რომ ზოგი სწავლული ორ პირობას ერთ პირობაში აყალიბებს, რის გამოც ქელიმეი თავჰიდის პირობების რაოდენობა ცვლილებას განიცდის. მაგალითად, ზოგიერთი სწავლული ერთ-ერთ პირობად ასახელებს „თავჰიდით მოქმედებას“ და არ ასახელებს „ტაღუთის უარყოფას“. ამის მიზეზი არის ის, რომ თავჰიდით მოქმედება ავტომატურად ნიშნავს ‘ტაღუთის უარყოფას’. ანუ ვინც თავჰიდით მოქმედებს, ის აუცილებლად თაღუთსაც უარყოფს. აქედან გამომდინარე, მათი ცალ-ცალკე ან ერთად გადმოცემის შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ არის. 

მეხუთე გაფრთხილება

საჰიჰი რელიგიის და საჰიჰი ქმედებების პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, საჰიჰი რელიგიისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ცხრა პირობის შესრულება აუცილებელია. საჰიჰი ქმედების პირობები კი სწავლულებმა ორ ნაწილად ჩამოაყალიბეს: 1) ალლაჰის კმაყოფილებისთვის გულწრფელი განძრახვით შესრულება, 2) სუნნეთისა და შარიათის შესაბამისად შესრულება.
შესრულებული საქმე ამ პირობებიდან ერთ-ერთს მაინც თუ არ აკმაყოფილებს, მაშინ ეს საქმე ალლაჰის წინაშე არ მიიღება.

თუ ქმედება არა ალლაჰისთვის, არამედ სხვისთვის არის შესრულებული, მაშინ ეს ქმედება არ მიიღება, რადგან ალლაჰი იღებს იმ ქმედებებს, რომელიც მისთვის (მისი კმაყოფილებისთვის) არის შესრულებული. ქუთს-ი ჰადისში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „მე ვარ ის, ვისაც არ სჭირდება თანაზიარი. ვინც რაიმე საქმეში თანაზიარს დამიდგენს, მას და მის მიერ დადგენილ თანაზიარს, ერთად, მარტოდ-მარტო დავტოვებ.“ (Müslim, 2985).

ეს ჰადისი გვიჩვენებს, იმას, რომ მოჩვენებით, სხვის დასანახად გაკეთებული საქმე ალლაჰის წინაშე არ მიიღება, ამასთანავე ამის ჩამდენი პიროვნება დიდ ცოდვას სჩადის. (ვინაიდან, მოჩვენებითი საქციელი პატარა შირქს მიეკუთვნება. პატარა შირქი კი უდიდეს ცოდვაზე უდიდესია.). სხვა ჰადისში ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ფრთხილად იყავით! გითხრათ თუ ვინ არის ‘დაჯჯალ’-ზე უფრო მაცდუნებელი ჩემი აზრით? - იქ მყოფებმა: ‘დიახ! გვითხარი’. ამის შემდეგ, შუამავალმა შემდეგნაირად ბრძანა: ‘ის მალული შირქია. პიროვნება ნამაზს შეასრულებს და იმისათვის, რომ მას სხვა უყურებს, მას (ნამაზს) შეალამაზებს.“ (İbn-i Mâce, 4204. Hadis, “hasen”).

ეს, რაც შეეხებოდა საქმეს, რომელიც გულწრფელად უნდა შესრულდეს. ახლა კი გადავიდეთ მეორე პირობის ახსნა-განმარტებაზე.

პიროვნება მთელი გულწრფელობით ქმედებას შეასრულებს, თუმცა მის მიერ შესრულებული საქმე სუნნეთისა და შარიათის შესაბამისი არ არის. ასეთ შემთხვევაში, მის მიერ შესრულებული საქმე ალლაჰის წინაშე არ მიიღება. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰი ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ვინც, ჩვენს რელიგიაში არ არსებულს შემოიტანს, დაუყოვნებლივ უარყოფილი იქნება.“ (Buhari, 2697; Müslim, 1718).

დიდ იმამს, ‘ფუდაილ ბინ იიაზ’-ს ‘მულქ’ სურას მეორე აიათის „67/2. რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ თქვენში რომელი უფრო უკეთესია საქმით. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, შემნდობია!“ წაკითხვის შემდეგ, ჰკითხეს თუ რომელი იყო ყველაზე კარგი ქმედება. მან კი უპასუხა, რომ ყველაზე კარგი ქმედება, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე სწორი ქმედებაა. იქვე მყოფებმა, ამის შემდეგ ჰკითხეს თუ რას ნიშნავდა ქმედების გულწრფელობა და სისწორე. ფუდაილ-მა (რაჰიმაჰულლაჰ) უპასუხა: „თუ ქმედება გულწრფელობით შესრულდება თუმცა სწორი არ იქნება, მაშინ ეს ქმედება არ მიიღება. ასევე, თუ სწორად შესრულდება, თუმცა გულწრფელობით არა, მაშინაც არ მიიღება. ქმედების გულწრფელად შესრულება, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის შესრულებას ნიშნავს, ხოლო ქმედების სისწორეში კი სუნნეთისა და შარიათის შესაბამისობა იგულისხმება.“ (გადმოცემულია Yusuf el- Karadavî’nin es-Sünne ve’l-Bid’a ნაწარმოებში.. იხი. გვ, 13. Müessesetü’r-Risale გამოცემა).

იმამ იბნ-ი ქასირ-ი ბაყარა სურას 112-ე აიათის განმარტებაში ამბობს: „ამელის (ქმედების) მიღებისთვის ორი პირობა არსებობს. პირველი: ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის (მისი კმაყოფილებისთვის) უნდა კეთდებოდეს, მეორე: ქმედება შარიათის შესაბამისი უნდა იყოს. თუ ქმედება ალლაჰისთვისაა შესრულებული, თუმცა შარიათის საწინააღმდეგოდ, მაშინ ეს ქმედება (ალლაჰის მხრიდან) არ მიიღება.“ (Tefsiru’l-Kur’ani’l-Azim, 1/214. Daru’l-Fayhâ გამოცემა).
ასევე, ისლამის სწავლულებმა აღნიშნეს, რომ ეს ორი პირობა სურა ‘ქაჰფ’-ის 110-ე აიათშიცაა მოცემული. უზენაესი ალლაჰი ბრძამენს: „...მაშ, ვინც სასოებს თავის უფალთან შეხვედრას (1) (ვისაც სწამს აღდგომისა და საზღაურის მიგების), მაშინ მართალი საქმე აკეთოს და ნუ დაუდგენს ზიარად თაყვანისცემაში თავის ღმერთს ნურავის!““

აიათში მოცემული სიტყვებში : „მართალი საქმე აკეთოს“, ნაგულისხმევია სუნნეთისა და შარიათის შესაბამისი ქმედებები, ხოლო სიტყვებში: „ნუ დაუდგენს ზიარად თაყვანისცემაში თავის ღმერთს ნურავის!“, ალლაჰზე ყოველგვარი თანაზიარის დადგენის გარეშე, გულწრფელი ღვთისმსახურებაა ნაგულისხმევი. (იხ. Şurutu La İlahe İllallah, გვ. 93).

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ ნიათი (განძრახვა) არის საჰიჰი (სარწმუნო), ამასთანავე იგი (განძრახვა) თუ არ ემთხევვა სუნნეთს (შუამავლის მეთოდებს) და შარიათს (ალლაჰის კანონებს), მაშინ ეს ნიათი (განძრახა) არის უარყოფილი (მიუღებელი ალლაჰის წინაშე). მექქელ მუშრიქებს როდესაც ეკითხებოდნენ თუ რა იყო მათი კერპებზე თაყვანისცემის მიზეზი, ისინი შემდეგნარიად პასუხობდნენ: „39/3. არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა იმისთვის, რომ დაგვაახლოონ ალლაჰს რაც შეიძლება მეტად“. როგორც ხედავთ, მათი განძრახვა საჰიჰი (სარწმუნო) იყო, თუმცა ამ განძრახვას მათთვის მუშრიქის სტატუსი არ წაუშლია, ასევე მათთვის მუსლიმის სტატუსი არ მიუნიჭებია, რადგან მათი მეთოდი (კერპებზე თაყვანისცემა) არი იყო სუნნეთისა და შარიათის შესაბამისი, რის გამოც მათი განძრახვა ალლაჰმა არ მიიღო და მათ მუშრიქების სტატუსი მიანიჭა, რომელთა სასუფეველი სამუდამო ჯოჯოხეთია.