31 May 2018

24. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - მეცხრე პირობა: "ამ რწმენით სიკვდილი"

მეცხრე პირობა

"ამ რწმენით სიკვდილი"

ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ის ბოლო პირობა, ამ რწმენით სიკვდილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პიროვნების მიერ გაკეთებული ღვთიმსახურებები სარგებელს არ მოიტანს. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „2/217....და თუ რომელიმე თქვენგანი განეშორება თავის სარწმუნოებას და მოკვდება ურწმუნოდ, ასეთებს ამაოებად ექცევათ ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება; აი, ცეცხლის ბინადარნი, ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.“

„2/161. უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ისე მოკვდნენ, რომ ურწმუნოებად დარჩნენ, მათზეა წყევლა ალლაჰისა, ანგელოზებისა და ყველა ადამიანისა!
162. (ისინი) სამუდამოდ იქ დარჩებიან, არ შეუმსუბუქდებათ სასჯელი მათ და არ იქნებიან შეწყალებულნი (ვინმესგან).“

ალლაჰმა, ისინი სამუდამო ჯოჯოხეთით დასაჯა, რაც ურწმუნო მდგომარეობაში სიკვდილს დაუკავშირა. (Şurutu La ilahe illallah, გვ. 83).

იმამ მუსლიმის საჰიჰში არსებული გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მორწმუნე თუ ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ს იტყვის და ამით (ამ სიტყვის მიხედვით ცხოვრებით) მოკვდება, აუცილებლად სამოთხეში შევა.“ (Müslim).

სხვა ჰადისში ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ვფიცავ ალლაჰს, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი! თქვენგან რომელიმე სამოთხის მკვიდრთაგანის საქმეებს ჩაიდენს, მისსა და სამოთხეს შორის არშის ოდენა მანძილი, რომ დარჩება, ამ საქმეებს მიატოვებს და ჯოჯოხეთის მკვიდრთაგანის საქმეების შესრულებას დაიწყებს, რის გამოც ჯოჯოხეთში შევა...“ (Müslim, Kitabu’l-Kader, 2643).

იმამ ნავავი-მ თქვა: „თაუჰიდის გზაზე გარდაცვლილს რაც არ უნდა ბევრი ცოდვა ჰქონდეს, ჯოჯოხეთში სამუდამოდ არ დარჩება. ასევე, ქუფრის გზაზე გარდაცვლილს რაც არ უნდა სიკეთე ჰქონდეს გაკეთებული, სამოთხეში ვერასოდეს შევა... (Şerhu Müslim, İmam Nevevî, 1/175).

მთელი ცხოვრება ალლაჰის მსახურებაში მყოფმა პიროვნებამ სამოთხე, რომ მოიპოვოს, ამისთვის საჭიროა იმ გზაზე ყოფნის დროს მოკვდეს, რა გზაზეც დგას.(თაუჰიდის გზა). ამასთანავე, მთელი ცხოვრება ალლაჰის გზაზე მყოფი, თუ სიცოცხლის ბოლო წუთებში (ვინაიდან, ადამიანმა არ იცის თუ როდის მოკვდება, ამიტომ საჭიროა უფრთხილდეს ურწმუმოებას და თაუჰიდის გზაზე იდგეს.) თაუჰიდის საწინააღმდეგოდ მოიმოქმედებს (ქუფრი, შირქი) და მოუნანიებლად აღესრულება, სამოთხეში ვერასოდეს მოხვდება, რადგან მისი ადგილი ჯოჯოხეთშია.

ასევე, თუ პიროვნება მის მთელ ცხოვრებას ქუფრში გაატარებს, ხოლო სიცოცხლის ბოლო წუთებში მოინანიებს და მუვაჰიდი გახდება, ალლაჰის ნებით სამოთხეში შევა.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ პიროვნების მონანიება უნდა მოხდეს მანამ, სანამ სული ყელს მიაღწევდეს. თუ ხვდება სიკვდილს და ამ დროს მოინანიებს, მისი მონანიება მიღებული არ იქნება. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „4/18. და არ არის შენდობა მათთვის, რომელნიც სჩადიან უკეთურობას, სანამ მათ სიკვდილი არ მიადგება კარზე. იტყვიან: სწორედ ახლა მოვინანიე!... და რომელნიც აღესრულებიან ურწმუნოდ, სწორედ მათთვის გავამზადეთ მტანჯველი სასჯელი.“

ყურანში ამის ნათელი მაგალითი ფარაონის მდგომარეობაა. მან მთელი მისი ცხოვრება ქუფრში და მუსლიმების დევნაში გაატარა. ხოლო, სიკვდილის მოახლოება როცა იგრძნო, ყურანის მიხედვით ასე თქვა: „90. ჩვენ გადავიყვანეთ ისრაილის შვილნი ზღვაზე. მაგრამ დაედევნენ ისინი, ფარაონი და მისი ამალა, დასაჩაგრად და მტრულად. როცა ფარაონი იხრჩობოდა, თქვა: „ვირწმუნე, უეჭველად, იგი. არ არის ღვთაება, გარდა მისი,რომელიც ირწმუნეს ისრაილის შვილთა. და მეც ერთ-ერთი მუსლიმთაგანი ვარ!“

91. ნუთუ ახლა (1) (ირწმუნე)! აკი, წინათ ურჩობდი და იყავი ბუნტისთავი?!“
ის მიხვდა სიკვდილის მოახლოებას და გამოუვალი მდგომარეობის გამო მისი ცოდვები მოინანია, თუმცა ალლაჰმა მას არ აპატია. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ალლაჰი მონანიებას მიიღებს მანამ, სანამ სული ყელამდე არ იქნება ამოსული.“ (Tirmizi, 3531).

როგორც დალილებიდან ჩანს, იმისათვის რომ მონანიება მიღებული იქნას, საჭიროა მონანიების სულის ყელამდე ამოსვლამდე გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში მონანიება არ მიიღება.

ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხის ცოდნა:
1)  მონანიების პირობები
იმისათვის, რომ პიროვნების მონანიება მიღებული იყოს, საჭიროა რამოდენიმე პირობის ერთად შესრულება. მონანიების პირობები შემდეგია:
•  ცოდვის გაკეთებაზე უარის თქმა,
•  ჩადენილი ცოდვის გამო სინანულის გრძნობა, 
•  იგივე ცოდვის არ ჩადენაზე გადაწყვეტილების მიღება.
ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან, რომელიმე თუ დაირღვევა, მონანიება საჰიჰი/სარწმუნო არ იქნება. ეს სამი პირობა უნდა შესრულდე მაშინ, როცა ცოდვა ალლაჰსა და პიროვნებას შორისაა. ხოლო, თუ ამ პიროვნების მიერ ჩადენილი ცოდვა სხვა პიროვნების უფლებებს ეხება, მაშინ ზემოთ მოხსენებულ სამ პირობას მეოთხე პირობა ემატება და ეს დაჩაგრულის უფლებებიდან გადარჩენაა.(ანუ ჰალალი უნდა გააკეთებინო იმას, ვისი უფლებებიც შელახე).
ეს პირობები ჩვეულებრივი მონანიების პირობებს მიეკუთვნება. არსებობს ისეთი ცოდვები, რომლის მონანიების პირობები სხვადასხვაა. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „2/159. უეჭველად, რომელნიც მალავენ ჩვენს მიერ ზემოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და მოძღვრებას, მას შემდეგ, რაც ჩვენ იგი ხალხთათვის წიგნში ნათელვყავით, ნამდვილად მათ წყევლის ალლაჰი და მაწყევარნიც!
160. გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოსწორდნენ და ნათელი მოჰფინეს ჭეშმარიტებას; მაშ, აი მათ მონანიებას მივიღებ, ვინაიდან, მე ვარ მიმტევებელი, მწყალობელი!“
აიათში საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჭეშმარიტება დამალეს და სხვა ხალხიც ჭეშმარიტი გზიდან ააცდინეს. მსგავსი ადამიანების მონანიების მისაღებად ალლაჰმა მათ სამი პირობა წაუყენა: 
•  მონანიება (ამის პირობები ზემოთ მოვიყვანეთ),
•  მათი მდგომარეობის გამოსწორება,
•  გამოააშკარავება იმის, რაც დამალეს.