31 May 2018

22. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - მეშვიდე პირობა: "მორჩილება"

მეშვიდე პირობა

"მორჩილება"

რწმენის მთავარი ხარისხებიდან ერთ-ერთი, ალლაჰისა და მისი შუამავლის აკრძალულზე თუ დაშვებულზე, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მორჩილებაა. ალლაჰის კანონების დაცინვა, მათი უგულებელჰყოფა, დაუმორჩილებლობა, რწმენის თანასწორი არასდროს გახდება. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „4/65. მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ნამდვილი მორწმუნენი ვერ იქნებიან ეგენი, სანამ მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.“

არ არის სარწმუნო იმის რწმენა, რომელმაც უარჰყო ალლაჰის შუამავლის მოტანილი და არ დაიდგინა მსაჯულათ ის, რითაც მოვიდა ალლაჰის შუამავალი. ეს აიათი კი ამის დალილია.

აიათის მიხედვით, უარყოფილია მისი რწმენა, რომელმაც არ გამოიჩინა მორჩილება ალლაჰის შუამავლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართ. არ არის სხვაობა შუამავლის მოტანილის უარყოფასა და ყურანის კანონების უარყოფას შორის. როგორც შუამავლის მსაჯულებაზე უარის მთქმელნი არიან ურწმუნონი, ასევე ყურანის კანონებით (შარიათით) მმართველობაზე უარის მთქმელნიც ურწმუნოები არიან. მათ შორის განსხვავება არ არის. 

იბნ-ი ქასირ-ი ამბობს: „ალლაჰმა დაიფიცა, რომ მანამ, სანამ ყველა საქმეში მსაჯულად მას არ დაიყენებენ, ნამდვილი მორწმუნეები ვერ იქნებიან...“ (Tefsiru’l-Kur’ani’l-Azim, 1/691).

ფაჰრადდინ არ-რიზა ამბობს: „’ სანამ მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ’, აიათის ეს ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ პიროვნება მანამ, სანამ ალლაჰის შუამავლის გადაწყვეტილებაზე კმაყოფილებას არ გამოხატავს, ნადმვილი მორწმუნე ვერ იქნება.“ (Mefatihu’l-Gayb, 8/135).

იბნ-ი თაიმიია ამბობს: „ალლაჰმა დაიფიცა, რომ ადამიანი ნამდვილი მორწმუნე ვერ იქნება მანამ, სანამ სრულ მორჩილებას არ გამოხატავს ალლაჰის შუამავლის მიმართ და ეჭვს არ შეიტანს მის მიერ გაცემულ გადაწყვეტილებაზე.“ (Mecmuu’l-Fetâva, 28/471).

შუამავლის გადაწყვეტილებაზე დაუმორჩილებლობა თუ რწმენის სიცრუეზე მიუთითებს, ნეტავ რა შეიძლება ითქვას იმათ რწმენაზე, რომელთაც ყურანი გვერდზე გადადეს და ალლაჰის კანონით არ განსჯიან?! საიიდ ქუთბი ამბობს: „შუამავლის მსაჯულათ დაყენება, მის მიერ მოტანილის (ყურანის, შარიათის) მსაჯულად დაყენებას გულისხმობს...“ (Fî Zilali’l-Kur’ân, 3/303, 304).

აიათიდან გამომდინარე, არ არის მორწმუნე ის, ვინც არ აღიარებს შარიათს ან აღიარებს, თუმცა ეს არ აისახება მის ცხოვრებაში. 

„24/47. ისინი (პირმოთნენი) ამბობენ: „ვიწამეთ ალლაჰი და შუამავალი და ვემორჩილებით.“ მაგრამ ამის შემდგომ ერთი ნაწილი ამათგან პირს იბრუნებს და სწორედ ეგენი არ არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი!
24/48. როცა მათ მოუწოდებენ ალლაჰისკენ და მისი შუამავლისკენ, რათა განსაჯოს მათ შორის, ნაწილი მათგან პირს იბრუნებს.“

იმამ თაბარი ამ აიათის შესახებ ამბობს: „აიათში გადმოცემული სიტყვების: ‘ვიწამეთ ალლაჰი და შუამავალი და ვემორჩილებით’ მთქმელნი არ არიან მორწმუნენი, რადგან მათ შუამავლის მსაჯულებისგან პირი იბრუნეს...“ (Camiu’l-Beyan fi Tefsiri Âyi’l-Kur’an 18/156).

დღესდღეობით, აშკარად ვხედავთ საზოგადოების ერთ ნაწილს, რომლებიც სიტყვით მუსლიმობას აცხადებს, თუმცა მისი საქმე ისლამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მონაწილეობენ დემოკრატიულ არჩევნებში და მსაჯულად არა ალლაჰის კანონს, არამედ ადამიანის ხელით დაწერილ კანონს იდგენენ. ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სახელმწიფო და ისლამი ცალ-ცალკე უნდა იყოს, ანუ ერთმანეთში არ უნდა ირეოდეს. ისლამს მეჩეთში შესრულებული ჯუმა ნამაზით საზღვრავენ. ფიქრობენ, რომ ისლამს თუ დაუახლოვდებიან ან მისით იხელმძღვანელებენ, ჩამორჩენილები და არაცივილიზებულები გახდებიან.

„49/2. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აუწევთ ხმას შუამავლის ხმაზე მაღლა და არ მიმართოთ მას ისევე ხმამაღლა, როგორც მიმართავთ ერთმანეთს. რომ არ შეიქმნას თქვენი საქმენი ამაოდ და ვერც კი იგრძნოთ თქვენ.“

ეს რელიგია ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაზე უყოყმანოდ მორჩილებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილი რწმენა ვერ შესდგება, რადგან ისლამი აბსოლიტურ მორჩილებას ნიშნავს. როგორც აიათშია გადმოცემული, ის, ვინც ალლაჰის შუამავლის წინაშე ხმას აუწევს, მისი საქმე ამაო გახდება. როგორც ვიცით საქმის ამაოებას შირქი ან ქუფრი იწვევს. და რა შეიძლება ითქვას იმ ხალხზე, რომელნიც მათ მიერ გამოცემულ კანონებს ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ გამოცემულ კანონებზე მაღლა აყენებს?! - ეჭვი არ არის იმაში, რომ მათი საქმენი უფრო ამაოა.!  იბნ-ი ქაიიმ ალ-ჯავზიია ამბობს: „იმის მიხედვით, რომ შუამავალზე ხმის აწევა საქმეების ამაოებას იწვევს, მაშინ რაღა უნდა ითქვას იმის მდგომარეობაზე, ვინც მისი პიროვნული გადაწყვეტილებები, სურვილები, შეხედულებები და კანონები ალლაჰისა და მისი შუამავლის მოტანილ კანონებზე მაღლა დააყენა? მათი ეს საქციელი, საქმეების ამაოებას არ ექვემდებარება?!“ (İ’lamu’l-Muvakkıîn, 1/51). უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: 
„33/36. მორწმუნე კაცს და მორწმუნე ქალს გადაწყვეტილების მიღებისას არ აქვთ არჩევანი, თუ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. და ის, ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს, ცხად გზააბნევაშია ჩავარდნილი!“
მორწმუნე არის ის, ვინც ალლაჰისა და მისი შუამავლის გადაწყვეტილებაზე სრულ მორჩილებას გამოხატავს. ვერ იქნება მუსლიმი ის, ვინც ალლაჰის კანონების გარდა ალტერნატიური კანონებით ხელმძღვანელობს. 
უზენაესი ალლაჰი ყურანში ასე ბრძანებს: „24/63. შუამავალს ნუ მიმართავთ ისე, როგორც ერთმანეთს მიმართავთ. ალლაჰი უწყის თქვენგან იმათ, რომელნიც მალვით, შეფარვით მიდიან. დაე, გაფრთხილდნენ ისინი, რომელნიც მის ნებას ეწინააღმდეგებიან, რომ არ დაატყდეთ თავს განსაცდელი ან მწარე სასჯელი!“
აჰმად ბინ ჰანბელ-ი ამბობს: „წავიკითხე ყურანი და ვნახე, რომ შუამავალზე მორჩილება 33 ჯერ არის მოხსენიებული. შემდეგ ზემოთა აიათის წაკითხვა დაიწყო. შემდეგ გაიმეორა და თქვა: „ფითნა რა არის? ფითნა შირქია. პიროვნება შუამავლის სიტყვებს უარყოფს, რის გამოც ჭეშმარიტ გზას ასცდება და განადგურდება.“ (Es-Sarimu’l Meslul, İbn-i Teymiyye, გვ. 56).

მოკლედ, როგორც ვხედავთ ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ ის ერთ-ერთი პირობა, ალლაჰზე და მის შუამავალზე უსიტყვოდ მორჩილებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პიროვნება ამ ქვეყანაში მუსლიმის სტატუსს, ხოლო იმ ქვეყანაში სამოთხეს დაკარგავს. დაე, ალლაჰმა მორჩილ მუსლიმებად გვაქციოს.(ამინ)