30 May 2018

20. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - მეხუთე პირობა: „რწმენა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე“

მეხუთე პირობა

„რწმენა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე“

ჭეშმარიტების რწმენა ყოველგვარი ეჭვის გარეშე, „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის მეხუთე პირობაა. და როგორ გავიგოთ ეს?

-მაგალითად: რწმენა, ალლაჰის ერთობის, შუამავლების, ღვთიური წიგნების, ანგელოზების, წარღვნის, ბედისწერის არსებობის... არ არის საკმარისი, რადგან ზემოთ ჩამოთვლილს ასე თუ ისე სხვა დანარჩენი რელიგიაც ქადაგებს. თუმცა მათთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რწმენა, ყოველგვერი ეჭვის გარეშე ნიშნავს, რომ იწამო და ამის მიხედვით აკეთო საქმე. ქმედების გარეშე რწმენას აზრი არ აქვს.
ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიროვნებამ მუსლიმობისთვის უნდა წარმოთქვას „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“ და უნდა იწამოს, უნდა სჯეროდეს, რომ არ არსებობს ალლაჰის მსგავსი, არც ულუჰიეთ თაუჰიდში და არც რუბუბიეთ თაუჰიდში. უნდა სწამდეს, რომ ალლაჰია ერთადერთი გამჩენი, ერთადერთი მოსამართლე, სარჩოს მომცემი, წიგნებისა და შუამავლების გამომგზავნელი, ერთადერთი დამკანონებელი, რომელსაც ვერავინ შეეცილება. თუ პიროვნება ამ დოგმებს უარყოფს და ამავდროულად წარმოთქვამს შაჰადას, მაშინ მისი წარმოთქმული შაჰადა მას სარგებელს არ მოუტანს, რადგან მან უარჰყო შაჰადას ერთ-ერთი პირობა. მოვიყვანოთ დალილები:

„49/15. მორწმუნეები მხოლოდ ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და შუამავალი მისი. მერე არ ჩავარდნილან ეჭვში და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე. სწორედ ეგენი არიან მართალნი.“

ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ): „ის, ვინც შაჰადას ყოველგვარი ეჭვის გარეშე წარმოთქვამს, სამოთხეში შევა.“ (Müslim, İman 27).

„სამოთხე ამახარობლე მას, ვინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ამოწმებს, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა.“ ( Müslim, İman 31).