30 May 2018

17. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - მეორე პირობა: „ტაღუთის უარყოფა“

მეორე პირობა

„ტაღუთის უარყოფა“

„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის მეორე პირობა ტაღუთის უარყოფა და მისგან შორს ყოფნაა. ტაღუთის უარყოფის გარეშე რწმენა საჰიჰი (სარწმუნო) არ არის. მაშინ, როცა ყოველი შუამავლის მისია ეს იყო, ამ სიტყვის მნიშვნელობა უმეტესმა არ იცის. 
„16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს,...“

მაშინ, როცა საჰაბეები თავიანთ შვილებს პირველად ამას ასწავლიდნენ (“el-Musannef”, 3518), დღესდღეობით უმეტესმა არც კი იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა და არც, ის თუ როგორ, რა ფორმით უნდა უარყოს ტაღუთი. ჩვენი, მუსლიმების მისია ხალხზე ტაღუთის ახსნა-განმარტებაა. ჩვენი მიზანი თუ ალლაჰის კმაყოფილების მოპოვება იქნება, მაშინ ალლაჰის დახმარებით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ. „47/7. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ალლაჰისთვის შეეწევით, ალლაჰიც შეგეწევათ და ფეხთა თქვენსა განამტკიცებს.“

ტაღუთის ზოგადი მნიშვნელობა შემდეგია: ზღვარს გადასცდომა, გარკვეული საზღვრის გადაკვეთა. ხოლო ისლამში მისი მნიშვნელობა შემდეგია: ტაღუთი არის ყველა (სულიერი) და ყველაფერი (უსულო), რაც ადამიანს ალლაჰისგან და მისი კანონებისგან აშორებს. ახლა კი ვნახოთ თუ როგორ განმარტეს სწავლულებმა სიტყვა ტაღუთი.

იბნ-ი ქაიიმ-ი ამბობს: „ტაღუთი არის ყველა და ყველაფერი, რასაც ეთაყვანებიან, ემორჩილებიან და რაც მიზეზია იმის, რომ ადამიანმა გადალახოს ალლაჰის მიერ დაწესებული საზღვარი. ყოველი თემის ტაღუთი არის ის, რასაც ალლაჰის კანონების გარდა მის (ტაღუთის) კანონებს მიმართავენ, ალლაჰი მიატოვეს და მას სცეს თაყვანი. ვინც არ განსჯის იმით, რაც მოავლინა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, ეს ნიშნავს, რომ მან (პიროვნებამ) მსაჯულად ტაღუთი აიყვანა.“ (İ’lamu’l-Muvakkıîn, 1/50.).

შიჰულ-ისლამ იბნ-ი თაიმიია ამბობს: ყველა და ყველაფერი ის, რასაც ალლაჰისა და მისი კანონების გარდა ემორჩილებიან ტაღუთია. აქედან გამომდინარე, ვინც ალლაჰის გარდა სხვა კანონით განსჯის ის ტაღუთია, ხოლო ვინც მათ სასამართლოს მიმართავს, ტაღუთის მორჩილებაში ჩაეთვლება.(რაც ქუფრია).“ (Mecmuu’l-Fetâva, 28/200.).

იმამ თაბერი ამბობს: „ჩემი აზრით ტაღუთის მნიშვნელობა შემდეგია: ყველა და ყველაფერი ის, რასაც ალლაჰის გარდა ემორჩილებიან ტაღუთია. ტაღუთი შეიძლება იყოს ეშმაკი, კერპი, უსულო საგანი ან პიროვნება.“ (Tefsiru’t-Taberi, 3/13.).

აბდურრაჰმან ალ-ბათნ-ი ამბობს: „ყველა და ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან და რომლებიც მათზე მსახურებისთვის (ალლაჰის გარდა) მოუწოდებს, ტაღუთია. აგრეთვე ტაღუთია ის, ვინც განსჯის კანონით, რომელიც განსხვავებულია ალლაჰის კანონებისა. ტაღუთია ჯადოს მკეთებელი და ის ხალხი, რომლებიც გარდაცვლილებზე მსახურებისთვის მოუწოდებს ხალხს. მათი მოსამსახურე და დამცველიც ტაღუთია. ხოლო ყველაზე დიდი ტაღუთი ეშმაკია.“ (ed-Dürerü’s-Seniyye, 2/103.).

შეიჰ მუჰამმად ალ-ფქი ამბობს: „ტაღუთი არის ყველა ის კანონი, რომელიც ალლაჰის კანონის საწინააღმდეგო და პროცენტის, ალკჰ. სასმელის და მრუშობის ჰალალად გამომცხადებელია...“ (Fethu’l-Mecid, sf. 282.).

ისლამის სწავლულებმა, ტაღუთი ხუთ საფეხურად ჩამოაყალიბეს: 

1)  ეშმაკი: უეჭველად, ყველაზე დიდი ტაღუთი ეშმაკია. ის არის ყველაფერი ცუდის თავი. მან დაიფიცა, რომ წარღვნის დღემდე ადამიანებს ჭეშმარიტი გზიდან ააცდენდა. 
„7/16. მიუგო (1) (ეშმაკმა): რაკი ჩემი გზიდან გადაცდენა ინებე, უთუოდ, ჩავუსაფრდები მე მათ (2) (ადამის მოდგმას) შენს სწორ გზაზედ (3) (გზა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ალლაჰთან ზიარება); 
17. მერე, უთუოდ, გამოვეცხადები წინიდან და უკნიდან, მარჯვნიდან და მარცხნიდან (1) (ყველა მხრიდან, რათა ავაცდინო ჭეშმარიტ გზას. იბნი აბბასის გადმოცემის თანახმად, ეშმაკს არ ძალუძს ადამიანთან მიახლოვება ზემოდან, ვინაიდან, ზემოდან უზენაესი ალლაჰის წყალობით არის დაცული ადამიანი). და ვერ ჰპოვებ მათგან უმეტესს მადლიერს.“ 
აქვე მინდა ავღნიშნო ის, რომ სიტყვა ტაღუთი და სიტყვა ეშმაკი სხვადასხვაა. ეშმაკი ტაღუთია, ხოლო ტაღუთი მხოლოდ ეშმაკი არ არის. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „4/76. რომელთაც იწამეს, იბრძვიან ალლაჰის გზაზე; ხოლო რომელთაც უარყვეს, იბრძვიან ტაღუთის (1) (ეშმაკის გზაზე) გზაზე. მაშ, შეებრძოლეთ ეშმაკის მეგობრებს (2) (ვინც ეხმარებათ უზნეობისა და ურწმუნოების გავრცელებაში ეშმაკს, თქვენ დაამარცხებთ მათ ალლაჰის შეწევნით), უეჭველად, უძლურია მზაკვრობა (3) (მორწმუნეთა წინააღმდეგ) ეშმაკისა!“
ალლაჰმა ერთ აიათში სიტყვა ტაღუთი და სიტყვა ეშმაკი გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ორი ტერმინი ერთიდაიგივე არ არის. ყოველი ეშმაკი ტაღუთია, ხოლო ყოველი ტაღუთი ეშმაკი არ არის.

2)  ჯადოქარი: საჰაბეებიდან ზოგიერთმა სიტყვა ტაღუთს ჯადოქრის მნიშვნელობა მიანიჭა. ჯადოქრები ხალხს სიმართლეს უმალავს და სიცრუეს ულამაზებს. ისლამის სწავლულების მიხედვით ჯადოს მკეთებელი შირქში ვარდება, რის გამოც მათი სასჯელი სიკვდილია.

3)  წინასწარმეტყველი: წინასწარმეტყველი ეწოდება პიროვნებას, რომელიც აცხადებს მომავლისა და დაფარულის ცოდნას. ზოგიერთი მათგანი მომავალს წინასწარმეტყველებს, ზოგიერთი კი დაკარგულ ნივთებს პოულობს. ამ ცოდნას კი „ამბების ქურდი“ ეშმაკი აწვდის. უეჭველად, წინასწარმეტყველება ქუფრია, რადგან დაფარულისა და მომავლის ცოდნას, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰი ფლობს. ამის გამო რამოდენიმე სწავლულმა ტაღუთს წინასწარმეტყველის მნიშვნელობა მიანიჭა.

4)  კერპი: კერპი არის ის, რასაც ალლაჰის გარდა თაყვანს სცემენ. რის გამოც ტაღუთის მნიშვნელობას ატარებს.

5)  ალლაჰის კანონების გარდა სხვა კანონების დამწესებელი: ესენი არიან მმართველები, რომლებმაც ალლაჰის შარიათი ერთ მხარეს გადადეს და მის მაგივრად ადამიანის მიერ შექმნილი კანონი დააკანონეს. ადამიანი კანონების გამოცემისთვის არ შექმნილა, მისი შექმნის მიზეზი ცნობილია და ეს ალლაჰის შარიათზე მიყოლით ალლაჰზე მსახურებაა. უმეტესმა მათგანმა ალლაჰის საქმე თავის თავზე იკისრა და კანონების გამოცემა დაიწყო, რის გამოც ტაღუთის მნიშვნელობა მიენიჭა.

საიიდ ქუთუბ-ი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „დღესდღეობით, ამ რელიგიის პრობლემა ტაღუთია, რომელმაც ალლაჰის ღვთაებრიობის თვისება არაფრად ჩააგდო, ადამიანებს და მათ ქონებას მის მიერ შედგენილი კანონებით ასამართლებს... ჩვენ რომ ალლაჰის შუამავლის გზა აგვერჩია და მოპატიჟება „ალლაჰს ემსახურეთ და ტაღუთს განშორდით“ ამით დაგვეწყო, გზას არ ავსცდებოდით. (საფუძვლები, რომლებიც მუსლიმებს აერთიანებს , Abdu’l Mun’im Mus-tafa, გვ. 35,36.).

ახლა კი მოვიყვანოთ დალილები (დამადასტურებელი საბუთები), სადაც ნათქვამია, რომ „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის პირობებიდან ერთ-ერთი ტაღუთის უარყოფაა.
იმამ მუსლიმის საჰიჰის კრებულში გადმოცემულია: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ვინც ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ს იტყვის და ალლაჰის გარდა ყველა სათაყვანებელს უარყოფს, მისი ქონება და სული დაცული იქნება.“ (Müslim, Kitabu’l İman, 37.).

ჰადისში მოცემული სიტყვები: „...ალლაჰის გარდა ყველა სათაყვანებელს უარყოფს.“ ტაღუთზე მიუთითებს. ალლაჰის შუამავალი ტაღუთის უარყოფას ორჯერ იმეორებს, რაც მის მნიშვნელობაზე მიანიშნებს. პიროვნება მუსლიმი რომ გახდეს, ეს პირობა უნდა შეასრულოს. ჰადისის მიხედვით, ადამიანის ქონებისა და სულის დაცვა ტაღუთის უარყოფასთანაა დაკავშირებული. ტაღუთის უარყოფის აუცილებლობის შემდეგი დალილი: 

„2/256. იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული, რომლის ნგრევა შეუძლებელია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.“

აიათის მიხედვით, უზენაესმა ალლაჰმა ტაღუთის უარყოფა ბრძანა. ამის გარეშე რწმენა მიღებული არ იქნება. აიათში არსებულ სიტყვებში: „მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი..“ ნათლად ვხედავთ, რომ პირველ ადგილას „ტაღუთის უარყოფა“ დგას, მეორე ადგილას კი „ალლაჰის დაჯერება“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტაღუთის უარყოფის გარეშე იმანი მიუღებელია. ‘თეფსირ-ულ ჰაზინ’-ში ამ აიათის შესახებ ნათქვამია: „ამ აიათში არის ნიშანი, რომელიც იმანამდე (დაჯერება-აღიარება) ქაფირის მიერ ტაღუთის უარყოფაზე და მისგან განშორებაზე მიუთითებს. ვინც ასე მოიქცევა მისი რწმენა საჰიჰი იქნება...“ (Lübabu’t-Te’vil fî Meâni’t-Tenzil, 1/351;).

ალმალილი ჰამდი იაზირ-ი ამ აიათის შესახებ ამბობს: „ადამიანი მუვაჰიდი რომ იყოს ჯერ ქუფრი უნდა მოინანიოს, რომლიც პირობაც ტაღუთის უარყოფაა. ამ ფორმით „მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი..“ აიათი, „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ერთ-ერთი თეფსირია. (ახსნა-განმარტება).“ (Hak Dîni Kur’an Dili, 2/871.).

აიათში ალლაჰზე დაჯერებამდე ტაღუთის უარყოფას რამოდენიმე სიბრძნე თან ახლავს: 
1)  ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტაღუთის უარყოფა მნიშვნელოვანია,
2)  ჯერ ტაღუთის უარყოფაა საჭირო, რადგან ტაღუთის უარყოფის გარეშე არსებული რწმენა, მის მფლობელს სარგებელს არ მისცემს,
3)  ალლაჰის რწმენასთან ერთად ტაღუთის რწმენა, ერთ გულში ვერ მოთავსდება, რადგან ორივე ერთმანეთის საწინააღმდეგოა. რწმენა და ქუფრი ერთ გულში ვერ იარსებებს.

რა იგულისხმება „მყარ საყრდენში“?
-  მუჯაჰით-ი ამბობს, რომ ამ სიტყვაში „რწმენა“ იგულისხმება. სუდდი ამბობს, რომ „ისლამი“ იგულისხმება. საიდ ბინ ჯუბარ-ი და დაჰჰაქ-ი ამბობენ, რომ მასში „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ი იგულისხმება. ანას ბინ მალიქ-ი კი ამბობს, რომ მასში „ყურ-ანი“ იგულისხმება. იბნ-ი ქასირი ზემოთ ჩამოთვლილი შეხედულებებებს შემდეგნაირად აფასებს: „ამ შეხედულებებიდან ყველა საჰიჰია (სარწმუნოა), მათ შორის არავითარი დაპირისპირება არ არის.“ ( Tefsiru’l-Kur’ani’l-Azim, 1/418. Daru’l-Fayhâ-ს გამოცემა.).

მნიშვნელოვანი განმარტება:
პიროვნებას ტაღუთი რომ ვუწოდოთ, ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ კმაყოფილია თუ არა ობიექტი, როდესაც მას თაყვანს სცემენ. თუ ობიექტი უარყოფს მასზე თაყვანისცემას და მასზე მორჩილებას მაშინ ის ტაღუთი ვერ იქნება. (მაგ. ისა (‘ალეისალამ)-ს თაყვანს სცემენ, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ უბრძანებია, ასეთ შემთხვევაში ისა (‘ალეისალამ) ტაღუთი ვერ იქნება).

ტაღუთის უარყოფის ფორმა და ხარისხი

ტაღუთის უარყოფა, როგორც ამას ზოგიერთები ფიქრობენ, ენით უარყოფით არ შემოიფარგლება. პირიქით, ტაღუთის უარყოფა ხდება რწმენით, ენით და ქმედებით. ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთის არ არსებობა ტაღუთის უარყოფაში არ ჩაითვლება. ახლა კი განვმარტოთ თითოეული მათგანი: 
1)  რწმენა-დაჯერებით ტაღუთის უარყოფა
ამ ფორმაში შედის: გულით ტაღუთის სიძულვილი და მის მიმართ მტრული განწყობა, ასევე დაჯერება იმისა, რომ ტაღუთის მორჩილებაში მყოფი ქუფრშია. ადამიანებს არ შეგვიძლია ერთი-მეორის გულში ჩახედვა, ამიტომ ალლაჰმა უკეთესად იცის ვის რა აქვს გულში. 

2)  ენით ტაღუთის უარყოფა
ამ ფორმაში შედის: ტაღუთზე თაქფირის გამოტანა, სიტყვიერად თქმა, რომ ტაღუთი და მისი მორჩილი მუსლიმი არ არის. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „109/1. (საყვარელო შუამავალო) უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო!“
აიათიდან გამომდინარე, ალლაჰმა შუამავალს უბრძანა, რომ ქააფირებისთვის მიემართა შემდეგნაირად: „ჰეი, ურწმუნოებო!“. ანუ გამოააშკარავე, აცნობე, რომ ისინი ურწმუნოები არიან. უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: 
„60/4. კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: „უეჭველად, ჩვენ მიღმა ვართ თქვენგან და იმისგან, რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა. ჩვენ უარგყავით თქვენ და დაიწყო ჩვენსა და თქვენს შორის მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, თუკი არ ირწმუნებთ ალლაჰს, მის ერთადერთობას! მხოლოდ იბრაჰიმის წარმოთქმული სიტყვა თავისი მამისადმი: შენთვის უთუოდ შევთხოვ მიტევებას, თუმცაღა არ ხელმეწიფება შენთვის ალლაჰის წინაშე არაფერი, ამის გარდა (1) (გარდა პატიების შეთხოვნისა)! ღმერთო ჩვენო, შენ გსასოებთ, შენსკენ მოვისწრაფვით და შენთან მოვიქცევით!“
აიათიდან გამომდინარე, ალლაჰი გვაცნობებს, რომ ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი იბრაჰიმია (‘ალეისალამ), რომელმაც თავის ხალხს ურწმუნოთი მიმართა.
მუავიე ბინ ჰიდე (რადიალლლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „ალლაჰის შუამავალს ვკითხე: ‘ეი ალლაჰის შუამავალო, ალლაჰმა შენ ჩვენთან რითი გამოგგზავნა?’. შუამავალმა მიპასუხა: ‘ისლამით გამომგზავნა.’ მე ვკითხე: ‘რა არის ისლამის ნიშნები?’, შუამავალმა მიპასუხა: ‘საკუთარი თავის ალლაჰზე მინდობა, შირქისგან, ქუფრისგან და ტაღუთისგან შორს ყოფნა, ნამაზის შესრულება და ზექათის (სავალდ. მოწყალების) გაცემაა.“ (Sahihu Süneni’n-Nesâi, 2407). 

3)  ქმედებით ტაღუთის უარყოფა
ამ ფორმაში შედის: არცერთ ფორმაში არ უნდა დავუჭიროთ მხარი ტაღუთს, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მათი მმართველების, ლიდერების არჩევაში. ყოველ ხელსაყრელ მომენტში მათგან შორს უნდა ვიდგეთ. 
„39/17. და რომელთაც განუდგნენ ტაღუთს, რომ თაყვანი ეცათ მისთვის და მოიქცნენ ალლაჰისკენ, მათთვის სამახარობლო. მაშ, გაახარე ჩემი მსახურნი!“
„4/144. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად ურწმუნონი, მორწმუნენის მაგივრად. განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენ წინააღმდეგ?!“

ეს და მსგავსი სხვა აიათი გვიჩვენებს, რომ ტაღუთისგან შორს უნდა ვიდგეთ.