15 May 2018

1. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - წინასიტყვაობა


 დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს, რომელმაც ჩვენ თაუჰიდის გზაზე დაგვაყენა, ლოცვა და მშვიდობა ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), მის ოჯახს, საჰაბეებს და მათ გზაზე მდგომ ყველა მუსლიმს.

   ჩემო ძმაო! იცოდე, რომ ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ სიტყვის წარმოთქმით, ალლაჰის რელიგიის მეშვეობით საპატივცემულო და ღვაწმოსილ ადამიანად გადაიქეცი. არ დაივიწყო ის, რომ ამ სიტყვებით ცხოვრებისთვის, მისი განდიდებისთვის და მთელ დედამიწაზე მისი დამკვიდრებისთვის ხარ გაჩენილი! განა ეს არ იყო ყოველი შუამავლის მისია? ასე, რომ ამ გზაზე დგომით შეიყვარე და გამოხატე (გარეგნულად) ის და იყავი მისი ახლო ამხანაგი!..
   იცოდე, რომ ღვიძლ ძმაზე უფრო ღირებული ის ხალხია, რომლებსაც სწამთ ამ სიტყვის და არ დაგავიწყდეს, რომ ალლაჰის წინაშე შენი მიღწევა ამ სიტყვებით განისაზღვრება. მის (შაჰადას) მიმართ თუ გულწრფელი ხარ, მაშინ ორივე ქვეყანაზე ძვირფას, ხოლო თუ მატყუარა ხარ, მაშინ საძაგელ ადამიანად იქცევი. რამდენი ჯგუფი/თემი ყოფილა, რომლებიც ამ სიტყვების მეშვეობით ამაღლებულან და ამ სიტყვების მეშვეობით დამცირებულან. იმისათვის, რომ დამცირებულთა შორის არ აღმოჩნდე, გაუფრთხილდი მას!
   გაიხსენე ნუჰ-ი (‘ალეისალამ), ჰუდ-ი (‘ალეისალამ), ლუტ-ი (‘ალეისალამ) და სხვა შუამავლები, რომლებმაც თავიანთ ხალხს უთხრეს: „ჰეი ხალხო, ემსახურეთ ალლაჰს. თქვენთვის არ არის სხვა ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა.“

   ასევე, გაიხსენე ჩვენი შუამავალი მუჰამმადი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), რომელმაც შაჰადას (ლაა ილაჰა ილლალლაჰ) შესახებ გვაცნობა: „მარჯვენა ხელში მზე, ხოლო მარცხენა ხელში მთვარე რომც მომცენ, ერთღმერთიანობის ქადაგების მისიას მაინც არ დავთმობ!..“

შენც ეს შეუპოვრობა, ძალისხმევა, მუდმივობა და გულმოდგინება გულით ატარე! აჩვენე მსგავსი მეთოდი/მანერა მათ, ვინც ამ დავას/გზის მიტოვებისთვის შენზე ძალადობს.
არ მოხვდე იმათ სიაში, რომლებიც შუამავლებისა და მათი დავას წინააღმდეგ იყვნენ! შორს იყავი მათგან! მთელი ძალით მოერიდე მათ! რადგან „35. რამეთუ როცა მათ ეტყოდნენ „არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა!“ ურჩობდნენ.“ (სურა ას-საფფაათ).
   არამუსლიმს როდესაც ალლაჰის დიდებაზე, მმართველობაზე და დამკანონებლობაზე ესაუბრები, აშკარა მოწმე ხდები მისი შურის, ბოღმისა და სიბრაზის. სურს, რომ ‘ერთ კოვზ’ წყალში დაგახრჩოს... შენ კი იცოდე და კარგად გაიაზრე ის, რაც ზემოთ ვთქვი! კარგად განსაზღვრე/დაადგინე ის გემი, რომელშიც ჩაჯდომას დააპირებ! რადგან, ამ გზის ბოლოს, ის, ვინც თავჰიდის (ერთღმერთიანობის) გემში ჩაჯდება გადარჩენილთა რიცხვებში აღმოჩნდება, ხოლო ვინც, შირქის (ურწმუნოების) გემში ჩაჯდება, ქუფრის ზღვაში, დამხრჩვალთა რიცხვებში აღმოჩნდება.

   შენი გემის კაპიტანი ვინ არის? შუამავალი მუჰამმადი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თუ ტაღუთი (ურწმუნოება)? სჯობს ახლავე დაფიქრდე. შესაძლებელია, რომ ზღვაში გასული გემი უკან არ დაბრუნდეს!

   ალლაჰმა, ისევე როგორც მუჰამმადი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ), ნუჰ-ი (‘ალეისალამ) და სხვები, თაუჰიდის გემით გადარჩენილთა რიცხვებში ამყოფა, ასევე ალლაჰმა ჩვენც ამ რიცხვებში გვამყოფოს (ჰიდაეთი მოგვცეს- სწორ გზაზე დაგვაყენოს). (ალლაჰუმმა ამინ).